განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი ანტისიმსივნური და ანტირადიაციული პროფილაქტიკისათვის

0
250
სასარგებლოა მწვანე ჩაი

ჩაი, ეს უბადლო ცხელი სასმელი, ბევრად მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე დღემდე იცოდნენ. დიდხანს ეგონათ, რომ ყველასათვის ცნობილი ნივთიერება ტ­ანინი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ჩაი, განსაკუთრებით მწვანე (ორჯერ მეტს, ვიდრე შავი ჩაი), უბრალოდ მწკლარტე მთრიმლავ ნივთიერებას წარმოადგენდა, რომელსაც ძირითა­დად ტექნიკური მიზნებისთვის იყე­ნებდნენ.

ფერმენტაციის შემდეგ ტანინი შესა­ნიშნავ გემოსაც იძენს და P ვიტამინის წყაროც გახლავთ. P და C ვიტამინი ისე კარგად არის ჩაის ფოთოლში შეზავებული, რომ ერთი ფინჯანი სასმელი სავსებით აკმაყოფილებს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის სასიცოცხლო ნივთიერებით.
გარდა მთრიმლავი ნივთიერებებისა, ჩაი შე­იცავს ალკალოიდებს, ეთერზეთებს, ამინმჟა­ვებს, პიგმენტებსა და ვიტამინებს.
ალკალოიდებს შორის ყველაზე ცნობილია მატონიზებელი ნივთიერება კოფეინი, რომლის გამოც ასე ეტანებიან ჩაის. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ჩაი, ყავასთან შედარებით, უფრო მეტ და ადვილად შესათვისებელ კოფეინს შე­იცავს.

თანაც, ჩაიში შემავალი კოფეინი ტანინთან კომპლექსში უფრო მსუბუქად მოქმედებს გულ-სისხლძარღვებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ჩაის კოფეინს ახასიათებს ერთი შე­სანიშნავი თვისებაც: იგი არ გროვდება ადამიანის ორგანიზმში, რაც გამორიცხავს კოფეინით მოწამვლას ჩაის ყოველდღიურად მიღების შემ­თხვევაშიც.
კოფეინის გარდა ჩაი უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს წყალში ხსნად ალკალოიდებს – თეობრომინსა და თეოფილინს, რომლებიც წარმოადგენენ სისხლძარღვების გამაფართოებელ და შარდმდენ საშუალებებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი ანტისიმსივნური და ანტირადიაციული პროფილაქტიკისათვის.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  ფრჩხილის სოკოს მკურნალობა სახლის პირობებში - სასწული შედეგი გექნებათ!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ