შენი მედიცინა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour
Donate
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი მედიცინაშენი მედიცინა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour

Popular Posts

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

ეს რეცეპტი გასაოცარია! ის მხოლოდ ერთ დღეში განგკურნავს სახსრების ტკივილსგან!

ტრადიციული და ხალხური მკურნალობა

4 მცენარე საძინებელში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაჰერბალური და არომათერაპია

სტომატოლოგის მეუღლემ მასწავლა როგორ მოვიშორო კბილის ქვა და გავითერთრო ემალი 4 წუთში!

Welcome to Our Wildlife Sanctuary

Like the resource it seeks to protect, wildlife conservation must be dynamic, changing as conditions change, seeking always to become more effective.
Discover
გამოგვყევით
Made by ThemeRuby using the Foxiz theme. Powered by WordPress
ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები

სამი სამკურნალო ბუჩქოვანი მცენარე ორგანიზმისთვის

ავტორი
შენი მედიცინა
ბოლო განახლება: სექტემბერი 30, 2026
4 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი

ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა არა მარტო დაამშვენებს თქვენს კარ-მიდამოს, არამედ გაგახარებთ უხვი მოსავლიანობით და შეავსებს თქვენს ორგანიზმს ისეთი ძვირფა­სი ნივთიერებებით, როგორიცაა: გლუკოზა, ფრუქტოზა, პენტოზები, ორგანული მჟავები და ვიტამინები A, B, C, D, P. ეს ის მცენარეებია, რომლებიც მცირე ფართობს იკავებს, დიდი სარგებლობა მოაქვს და გასამრავლებლადაც ადვილია, არც მათი მოვლა-პატრონობაა რთული. დაბოლოს, სამივე კულტურა სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.
ჟოლო. ერთ-ერთი ძი­რითადი კენ­კროვა­ნი კულ­ტუ­რაა.
მისი ნა­ყოფი შეიცავს: 11% შაქ­რებს
(გლუკოზა, ფრუქტოზა, პენტოზები), 1-2% ორ­განულ
(ლიმონის, ვაშ­­ლის, ღვინის,სალი­ცი­­ლის)
მჟა­ვებს, 0,3%-მდე მთრიმლავ ნივთი­ე­რე­ბას და A, B, C ვიტამინებს.
მრავლდება როგორც ამონაყარებით, ისე გა­და­წვენით. ირგვება ბუჩქებად ან მწკრივებად მავთულის საყრდენზე. მცენარეთა შორის მან­ძილი უნდა იყოს 30-50სმ, რიგთაშორისები – 2-2,5 მეტრი. თუ ბუჩქებად ვაშენებთ, მათ შორის მანძილი 80-100სმ უნდა იყოს. ბუჩქში 8-10 ყველაზე ძლიერი ამონაყარი დატოვეთ. წინა წლის ყლორტები, რომლებმაც ნა­ყოფი უკვე გამოიღო, მოჭერით ძირში და დატო­ვეთ ახალი ამონაყარები. თუ მავთულზე ამაგრებთ, წააჭერით გაწვრილებული წვერები და მიაბით მ­ავთულზე, ბუჩქებს შუაში ჩაურჭვეთ მსხვილი სარი და იმაზე მიამაგრეთ ყლორტები. გასხალით იმავე პრინციპით, როგორც მავთულზე აკრული. ირგვება შემოდგომით და გაზაფხულზე. ახალგადარგული ნერგები გასხალით 3-5 კვირტზე იმის მიხედვით, თუ როგორი სიძლიერისაა ნერგი.
ჟოლოსათვის საუკეთესოდ ითვლება მსუბუ­ქი, ნეშომპალით მდიდარი, საკმარისი ტენის შემცველი ნიადაგი. დაჩრდილვას ვერ იტანს, გან­საკუთრებით კარგ მოსავალს იძლევა კარგი განათების პირობებში.
ჟოლოს ნაყოფი და ფოთოლი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება ათეროს­კლეროზისა და ჰიპერტონიის დროს.
მოცხარი. ჩვენში ძირითადად ცნობილია შა­ვი და წითელი მო­ცხარი. იშვიათად გ­ვხვდება ე.წ. თეთრი მოცხარიც, რომელიც შედარებით მცირე მოსავლიანობით ხასიათდება და ამიტომ დიდ ინტერესს არ იწვევს.
შავი მოცხარი. ნა­­ყოფი შეიცავს: 4,5-12,8% შა­ქრებს, 2-4,5% მჟავებს, B1, ჩ, P ვიტამინებსა და კაროტინს. იხმარება როგორც ნატურალური სა­­ხით, ისე მურაბის, წვენის, მარმელადისა და ღვინის და­სამზადებლად.
მოცხარი მრავლდება როგორც მწვანე, ისე წინა წლის კალმებით და გადაწვენით. ბუჩქებს შორის მანძილი უნდა იყოს 1,5-1,8 მ. რიგთაშორისებისა – 1,8 მ. ბუჩქში 4 წელზე მეტი ხნის ამონაყარები იჭრება ძირში. კარგად მოვლილი ბუჩქი ნაყოფმსხმოიარობს 40 წლის განმავლობაში, მერე უნდა განახლდეს.
კალმებით გამრავლება შეიძლება როგორც შემოდგომით – სექტემბერში, ისე გაზაფხულზე. სექტემბერში კალმები ირგვება პირდაპირ კვლებ­ში, ხოლო საგაზაფხულო რგვისთვის, ნო­ემბრიდან თებერვლის პირველ ნა­ხევრამდე, ჭრიან კალმებს წინა წლის ტოტებიდან. კალამი უნდა იყოს 4-5-კვირტიანი და 20 სმ სიგრძისა. კალმებს კრავენ კონებად და ინახავენ სარდა­ფის პირობებში ტენიან ქვიშაში.
გადაწვენით გამრავლების დროს ბუჩქი, რომლის ყლორტების გადაწვენასაც აპირებთ, უნდა გაისხლას ისე, რომ მიწის ზედაპირიდან წვერამდე დაახლოებით 5 სმ დარჩეს. ბუჩქს კარგად უნდა გაუფხვიერდეს და გაუნოყიერდეს ნიადაგი, რათა ძლიერი ნაზარდი აღმოცენდეს. მომავალი წლის გაზაფხულზე შეარჩიეთ 5-10 ძლიერი ყლორტი, გადააწვინეთ ბუჩქის ირგვლივ სხივებისებურად და ორკაპებით დაამაგრეთ მიწაზე. როცა გადაწვენილი ყლორტებიდან ამოსული ამონაყარები 15 სმ-ს მიაღწევს, დააყარეთ ზედ ფხვიერი მიწა, რომ დაფესვიანდეს. სავეგეტაციო პერიოდის დამთავრების შემდეგ დაფესვიანებული ამონაყარები გადაიტანეთ ჯერ სანერგეში, ხოლო ერთი წლის შემდეგ დარგეთ მისთვის გამოყოფილ ადგილზე.
ხურტკმელი. ერთ-ერთი ძვირფასი კენკრო­ვანი კულტურაა. ნაყოფი შეიცავს 8,2-11% შაქ­რებს, 1,2-1,7% მჟავებს, 0,9% პექტინებს, C, B, P ვი­­ტა­მინებსა და კა­­­რო­ტინს. გა­მო­ი­ყენე­­ბა როგორც ნატუ­რალური სახით, ისე
მურაბების, მარმელადისა და ღვი­ნის წარმოებაში.
უხვმოსავლიანია, კარგად მოვ­ლილი თითო­ეული ბუჩქიდან შე­საძ­ლებელია 25-30კგ ნაყო­ფის მიღება.
მსხმოიარებაში შედის დარგვიდან მეორე-­მე­სამე წელს და ნაყოფს იძლევა 30 წლამდე.
მრავლდება გადაწვენით, ბუჩქის დაყოფით და კალმებით. ირგვება რიგში 1-1,5 მ-ის დაცი­ლებით ერთმანეთისგან, რიგთაშორისი მანძილი უნდა იყოს 3 მეტრი.
ხურტკმელის ბუჩქებს გვიან შემოდგომით აც­ლიან ხმელ და ნაკლებად მსხმოიარე ტოტებს, ტო­ვებენ 3-4 ძლიერ ერთწლიან ამონაყარებს. ის­ხამს ყოვეწლიურად. ნაყოფი იკრიფება მშრა­ლ­,­ ­მზი­ან ამინდში.
სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი, როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, სუსტი გამ­ხსნელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ხმარების წესი: 1 სუფრის კოვზს (დაახლოებით 10 მარცვალი) ჩაყრიან მომინანქრებულ ქვაბში, დაასხამენ 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) ცხელ წყალ­ს,­ ადუღებენ ნელ ცეცხლზე 10 წუთს, გა­მო­წუ­რავენ კარგად და სვამენ 25 მლ-ს 4-ჯერ დღეში, კუჭ-ნაწლავის დაავადე­ბების დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელსა და გამხსნელს.

  ნაღვლის ბუშტის გაწმენდა ხალხური საშუალებებით

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
- Advertisement -
Ad imageAd image
FacebookTwitter
TAGGED:სამივე კულტურა სამკურნალო თვისებებით ხასიათდება - ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა შეავსებს თქვენს ორგანიზმს ძვირფა­სი ნივთიერებებით…
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბმულის კოპირება ბეჭდვა
ავტორიშენი მედიცინა
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

HOT NEWS

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

ეს რეცეპტი გასაოცარია! ის მხოლოდ ერთ დღეში განგკურნავს სახსრების ტკივილსგან!

ოქტომბერი 1, 2026

4 მცენარე საძინებელში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

ოქტომბერი 1, 2026

სტომატოლოგის მეუღლემ მასწავლა როგორ მოვიშორო კბილის ქვა და გავითერთრო ემალი 4 წუთში!

ოქტომბერი 1, 2026

თმის ცვენა ქალებში: მიზეზები, მკურნალობა და პრევენციის გზები!

ოქტომბერი 1, 2026

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — კურორტი
  • ეკოტურიზმი
  • ეროვნული პარკები
  • სვანეთი
shenidasveneba.ge →

Follow US: 

Quick Access

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour

Company

  • Terms And Conditions
  • Editorial Policy
  • Marketing Solutions
  • Industry Intelligence

Cookies Notice

We use our own and third-party cookies to improve our services, personalise your advertising and remember your preferences.

Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?