ორშაბათი, აგვისტო 3, 2026
- Advertisement -
Google search engine

გულძმარვის დროს ძალიან მეხმარება ხალხური მედიცინა – რჩევები ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

გულძმარვის დროს ძალიან მეხმარება ხალხური მედიცინა – რჩევები ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად!

გულძმარვა მკერდის ძვლის უკან და მუცლის ზედა ნაწილში აღმოცენდება. პირში ჩნდება მჟავე გემო, რაც ბუნებრივია, კუჭის წვენის საყლაპავ მილში მოხვედრა იწვევს.

საკვებისა და სასმლის მიღების 12 წესი გულძმარვის შესამცირებლად:

  •  მაქსიმალურად ერიდეთ შოკოლადს, მენთოლს, ციტრუსებს, პომიდორს, პილპილს, ძმარს, კეტჩუპს, მდოგვს.
  • არ დაივიწყოთ, რომ რეფლუქსს აძლიერებს ალკოჰოლიანი და კოფეინიანი სასმელები (მათ შორის – კოლა, ჩაი, ყავა).
  • გაითვალისწინეთ, რომ საკვების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიირთვით მცირე ულუფებით.
  • ერიდეთ მჟავა რეაქციის საკვებს – ციტრუსებს, პომიდორს, ძმარს.
  • თუ ამჩნევთ, რომ სანელებლები გულძმარვას აძლიერებს, ნუღარ გამოიყენებთ.
  • ნუ დაწვებით ჭამიდან 3 საათის განმავლობაში. როცა ზიხართ, სიმძიმის ძალა ხელს უშლის რეფლუქსის აღმოცენებას.
  • მიირთვით უპირატესად ვეგეტარიანული და უცხიმო საკვები. ცხიმიანი კერძები გულძმარვას აძლიერებს.
  • გახსოვდეთ: ალკოჰოლი ამცირებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს.
  • ნურაფერს შეჭამთ ძილის წინ, უბრალო სასუსნავსაც კი.
  • ეცადეთ, ბოლოს საკვები დაწოლამდე, სულ ცოტა, 3 საათით ადრე მიიღოთ.
  • ყოველგვარი გაზიანი სასმელი, სამკურნალო მინერალური წყალიც კი, რეფლუქსის ეპიზოდებს ახშირებს
  • მიირთვით ნელა, ნუ აჩქარდებით ჭამის დროს.

წესები ღამის გულძმარვის შესამცირებლად

  • ღამით, დაწოლამდე, შეგიძლიათ საღეჭი რეზინი დაღეჭოთ. ეს ხელს უწყობს ნერწყვის პროდუქციას. ნერწყვი კი კუჭის სიმჟავეს ანეიტრალებს და რეფლუქსს ამცირებს.
  • გაითვალისწინეთ, რომ გულძმარვის გამომწვევი საკვები ყველაზე როდი მოქმედებს უარყოფითად. დააკვირდით, თქვენს შემთხვევაში, რა აძლიერებს სიმპტომებს და თავად შეიტანეთ კორექცია კვების რეჟიმში.
  • თუ ორსულად ბრძანდებით, რეფლუქსის აღმოცენების დიდი ალბათობა გაქვთ. შემაწუხებელი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
  • თუ გულძმარვა ძლიერდება ვარჯიშის შემდეგ, სვით სათანადო რაოდენობის წყალი.
  • ნუ იხმართ მოჭერილ სამოსსა და აქსესუარებს – ქამრებს, ბანდაჟებს, საცვლებს. მუცელზე მათი ზეწოლა გულძმარვას აძლიერებს.
  • ერიდეთ სტრესს. სტრესი ზრდის რეფლუქსს კუჭის წვენის სეკრეციის მატების გამო.
  • თუ მსუქანი ბრძანდებით, აუცილებლად დაიკელით წონაში. ჭარბი წონა საგრძნობლად ზრდის რეფლუქსის რისკს.
  • თუ გულძმარვის გამო სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატს კვირაში ორჯერ და მეტად იღებთ, ესე იგი, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება გაქვთ და არა უბრალო გულძმარვა. უნდა მიმართოთ ექიმს.
  • გაითვალისწინეთ, რომ თუ გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას ნებაზე მიუშვებთ, გაიზრდება საყლაპავის კიბოს განვითარების რისკი. ამიტომ, შემაწუხებელი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
  • გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი (ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები) გულძმარვას იწვევს.
  • თავი მაღალ სასთუმალზე დადეთ.
  • გაითვალისწინეთ, რომ წინ დახრისას რეფლუქსის სიმპტომები ძლიერდება.
  • აწარმოეთ სპეციალური ჩანაწერები, რათა უკეთ გაიგოთ, რა ახდენს გულძმარვის პროვოცირებას.
  • სავსე კუჭით დაწოლა გულძმარვის წინაპირობაა. მსუბუქად ივახშმეთ დაწოლამდე 3 საათით ადრე.
  • გულძმარვამ რომ არ შეგაწუხოთ, კვებიდან ვარჯიშამდე 2 საათი მაინც უნდა გავიდეს.
  • უარი თქვით თამბაქოზე.

თუ გულძმარვამ შემოგიტიათ და ხელთ წამალი არ გაქვთ, კუჭი საჭმლით დაიცავით.

ყველაზე კარგად ეხმარება ფაფა, ხაჭო, რძე და სხვა. მთავარია, საკვები არ იყოს მჟავე, ცხარე.

მიმართეთ ხალხურ მეთოდებს:

  1. დილით უზმოზე დალიეთ 150-200 გრამი კარტოფილის წვენი. შემდეგ კი, ჭამამდე 20 წუთით ადრე, დალიეთ ჭიქის ერთი მეოთხედი დღეში 3-ჯერ.
  2. ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში მოათავსეთ ორი სუფრის კოვზი სელი და გააჩერეთ 3 საათი. შემდეგ გაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ. სწრაფად მოჰყავს ნორმაში და საყლაპავ მილში წვას აქრობს.

 

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ბრონქიტის სამკურნალოდ, ჩემი შვილებისთვის, აქედან რამდენიმე მეთოდით მიმკურნალია – დედებო, ეს უნდა იცოდეთ!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
ბრონქიტის სამკურნალოდ, ჩემი შვილებისთვის, აქედან რამდენიმე მეთოდით მიმკურნალია – დედებო, ეს უნდა იცოდეთ!
ბრონქიტი – ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება. ბრონქიტი ბავშვებში ხშირია გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ეს დაავადება გამოწვეულია ძირითადად ვირუსული ინფექციით.
მწვავე ბრონქიტის საწყისი სტადიის სიმპტომებია:
  • უმადობა
  • უხალისობა
  • უძილობა
  • ტემპერატურის მომატება
  • ხველა, რომელიც დასაწყისში მშრალია, შემდეგ კი ხდება სველი
  • გამოიყოფა ნახველი
მწვავე ბრონქიტი ექიმთან სათანადო მკურნალობის გარეშე გადადის ქრონიკულ ფორმაში.
ზეთი და სკიპიდარი
ხველის დაწყებისთანავე ბავშვს მკერდსა და ზურგს უზელენ მცენარეული თბილი ზეთისა და ცოტა სკიპიდარის ნარევით. თბილად უხვევენ ზურგს, მკერდს და აწვენენ.
არაყი და ძმარი
მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვს ზელენ არყისა და ძმრის თბილი ნარევით (1:1), აძლევენ 1 ჩაის კოვზ გვირილის ნაყენს და თბილად აწვენენ ოფლის მოსადენად.
კარტოფილი
კარტოფილს კანიანდ ხარშავენ და ჭყლეტენ, უმატებენ 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს და 2-3 წვეთ იოდს. კარგად ურევენ. თბილ მასას უსვამენ ქსოვილზე და აფენენ მკერდზე ყელამდე, ზემოდან აფენენ თბილ ქსოვილს. გაციების შემდეგ ხსნიან.
კარტოფილის ცოცხალი წვენი შაქრით დამტკბარი არის ამოსახველებელი საშუალება, რომელსაც აძლევენ ჩაის კოვზით დღეში რამდენჯერმე.
ნუშის ზეთი
თუ ბავშვს ბრონქებში ლორწო დაუგროვდა და ვეღარ იშორებს, დღეში რამდენჯერმე აძლევენ 1 ჩაის კოვზი შაქრის სიროფში დამატებულ 2-3 წვეთ ნუშის ზეთს. თან ასმევენ ოფლმდენ საშუალებებს: ჟოლოს ცხელ ჩაის, რძეს, ანისულის ან ფიჭვის კვირტების ჩაის. შეტევის ხასიათის ხველას ამსუბუქებს სკიპიდარის სუნი.
კომბოსტო
კომბოსტოს ფოთლებს ხარშავენ და წვენს ატკბობენ თაფლით. აძლევენ ბავშვს ჩაის კოვზით დღეში 5-6-ჯერ. ეს საშუალება კარგი ამოსახველებელია.
ცაცხვის ყვავილები
1 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ შეფუთულ მდგომარეობაში 1 საათით და შემდეგ წურავენ.
მიღება: 1 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ გაციების, ხველის, ბრონქიტის, თავის ტკივილისა და ფილტვის ტუბერკულოზის დროს.
ჭარხალი
წითელ ჭარხალს ჭრიან წვრილად, იღებენ 2 სუფრის კოვზს და ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. შემდეგ ფუთავენ და აჩერებენ 1-2 სთ.
მიღება: 1/4 ჭიქა 4-5-ჯერ დღეში. შველის, ხმის ჩახლეჩას, ძლიერ ხველას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ბრონქიალურ ასთმას.
ძირტკბილა
ხარშავენ ძირტკბილას ძირებს და აძლევენ ბავშვს სუფრის კოვზით დღეში 4-5-ჯერ.
ციტრუსი
ფორთოხლის და გრეიფრუტის ცოცხალი წვენი საუკუთესო საშუალებაა სიცხის დასაწევად.
ჭერამი
ჭერმის კომპოტი სიცხის დამწევი საშუალებაა. ღებულობენ დღეში რამდენიმე ჭიქას.
Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

როგორ დავაღწიოთ თავი შაკიკს მარილის დახმარებით ?

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

როგორ დავაღწიოთ თავი შაკიკს მარილის დახმარებით ?

გამოგიცდიათ ისეთი თავის ტკივილი, როცა გინატრიათ თავი საერთოდ არ გქონოდათ? ან თითქოს ჩაქუჩებს გირტყამენ?
მე გამომიცდია… თანაც მრავალჯერ, გადაბმით რამდენიმე დღის განმავლობაში აუტანელი ტკივილების გამო ხშირად სიგიჟის ზღვარზე მივსულვარ!

ყველაზე საშინელი ისაა, რომ შაკიკის შეტევის დროს არც ერთი ჩვეულებრივი და გავრცელებული გამაყუჩებელი არ გშველის! გტკივა იქამდე სანამ თვითონ არ გაივლის!

შაკიკი უამრავ დისკომფორტს იწვევს, არა მხოლოდ აუტანელი ტკივილი: ცვლის განწყობას, ზედმეტად მგრძნობიარე ხდები ნებისმიერი სახის სინათლეზე და სუნზე.

როდესაც ასეთი ძლიერი თავის ტკივილები გვაწუხებს თვითნებურად რაიმე ძლიერი გამაყუჩებლის მიღება არ შეიძლება, აუცილებელია ექიმის რჩევა.

ყველაზე გავრცელებული მედიკამენტი, რომელიც შაკიკის დროს გამოიყენება, იბუპროფენია.

რა იწვევს შაკიკს?

გენეტიკა – ერთ-ერთი მიზეზი-გენეტიკაა და ამასთანავე ძირითადი მიზეზიც კია. თუ მშობლებიდან ერთ-ერთი ამ დაავადებით იტანჯება ე.ი თქვენც რისკის ქვეშ ხართ. შაკიკი გენეტიკურად შეიძლება გადავიდეს ბევრ თაობებზეც კი.
ჩემი მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მე დიდი ბებიისგან მერგო წილად.

ჰორმონები – ორგანიზმში ჰორმონების დისბალანს შაკიკის გამოწვევა შეუძლია. ასევე არსებობს კავშირი შაკიკსა და მენსტრუალურ ციკლს შორის. კვლევების თანახმად ქალების 10-2% შაკიკის შეტევებს უმეტესად მენსტრულური ციკლის დროს განიცდის.

ალერგია – შაკიკის გამოწვევა შეუძლია ალერგიასაც. ალერგია და მგრძნობელობა გარკვეული ნივთების მიმართ შესაძლოა შაკიკის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

კვება – კვებაც დიდ კავშირშია შაკიკთან. კვლევების თანახმად, ზოგიერთ საკვებ პროდუქტს შეუძლია გამოიწვიოს შაკიკი,  როცა პაციენტებმა კვების რაციონიდან ის შაკიკის გამომწვევი პროდუქტები ამოიღეს, მათ შეტევების ინტენსივობა შეუცრდათ.

მინერალები – მინერალების ნაკლებობა-ორგანიზმში მაგნიუმისა და სპილენძის დონე ასევე ასოცირდება შაკიკთან. ამ ნივთიერებების დაბალი დონე ამცირებს სხეულის უნარს აღიქვას სეროტონინები და ამინები, რომელიც სისხლძარღვებს გაფართოებაში ეხმარება.

ემოციური სტრესი-დეპრისიას და ძლიერ სტრესს ასევე შეუძლია შაკიკის გამოწვევა.

შაკიკის მკურნალობის უამრავი მედიკამენტი არსებობს, რომელსაც ექიმი გვინიშნავს, მაგრამ მკურნალობა შაკიკის საბოლოოდ მორჩენას არ ნიშნავს, როგორც წესი ეს დაავადება ქალების შემთხვევაში მენოპაუზის პერიოდამდე გრძელდება.

დღეს გაგიმხელთ ერთ-ერთი ხალხურ მეთოდს, რომელიც შაკიკის დაძლევაში დაგეხმარებათ:

ეს არის ჰიმალაის მარილი – რომელიც 84 სხვადასხვა მინერალისგან შედგება და ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია.

ამ მინერალებს შეუძლიათ გაგათავისუფლოთ შაკიკისგან, გაწმინდოს ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან და გააძლიეროს იმუნური სისტემა.

ამ მარილის გამოყენებას ძლიერი ეფექტი აქვს, იგი სწრაფად იწყებს ჯანმრთელობის პრობლემების აღმოფხვრას.

ჰიმალაის მარილის შეძენა საქართველოშიც შესაძლებელია, ძირითად დიდ სავაჭრო ქსელებში (როგორიცაა მაგალითად კარფური, გუდვილი და სხვ.).

მომზადება:

გამოწურეთ ორი ლიმონისგან წვენი და ლიმონის ცედრაში აურიეთ, დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ჰიმალაის მარილი. მოათავსეთ ბლენდერში და დააბლებდერეთ კარგად. როდესაც შაკიკის შეტევა გექნებათ დალიეთ დაუყივნებლად საშუალო ჭიქით.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

რკინის დეფიციტი: ნიშნები, სიმპტომები და საკვები რომელიც დაგეხმარებათ ანემიის დასამარცხებლად!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

რკინის დეფიციტი: ნიშნები, სიმპტომები და საკვები რომელიც დაგეხმარებათ ანემიის დასამარცხებლად!

ჩვენს ორგანიზმში საკმარისი რკინის გარეშე, სისხლის წითელი უჯრედები ვერ ატარებენ საკმარის ჟანგბადს მთელ სხეულში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენს რაციონში შეიტანოთ რკინით მდიდარი საკვები.

რკინის დეფიციტის ნიშნები და სიმპტომები

დაღლილობა ორგანიზმში ენერგიის ნაკლებობის შედეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი არ იღებს საკმარის ჟანგბადს რკინის დეფიციტის გამო.

ვარჯიშის ცუდი ტოლერანტობა და სისუსტე ხდება მაშინ, როდესაც კუნთებში რკინისა და ჟანგბადის შემცველობა მცირდება, რაც იწვევს ანემიას.

სიცივის აუტანლობა არის სხეულის ტემპერატურის დაქვეითების შედეგი და რკინის დეფიციტის ნიშანია.

პალპიტაცია ან თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას არის რკინის დეფიციტის გულ-სისხლძარღვთა სიმპტომები. ამ სიმპტომებს ხშირად თან ახლავს ყურებში სტვენა, გულმკერდის ტკივილი, ქოშინი და ა.შ. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ფერმკრთალი კანი ასევე რკინის დეფიციტის ნიშანია და თან ახლავს თმის ცვენა და მტვრევადი ფრჩხილები.

ტვინში ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდების გამო გულმავიწყობა რკინის დეფიციტზე მიუთითებს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ანემიის მძიმე შემთხვევებში საჭიროა სამედიცინო დახმარება. ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ქოშინი და გულმკერდის ტკივილი მცირე ფიზიკური აქტივობით ან საერთოდ არ აქვთ ფიზიკური დატვირთვა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს. ამ პაციენტებს ენიშნებათ რკინის პრეპარატები. თუმცა, რკინის დეფიციტის პირველ ნიშნებს და სიმპტომებს შეიძლება ვუმკურნალოთ სახლში სწორი დიეტით.

საკვები რკინის დეფიციტის და ანემიის სამკურნალოდ

რკინა არის აუცილებელი მინერალი, რომელიც ორგანიზმს სჭირდება და როგორც კი მიიღებთ საკმარის რკინას თქვენი სისხლი საკვებიდან, მცირე ნიშნები და სიმპტომები მოკლე დროში გაქრება.

თევზი და ზღვის პროდუქტები

თევზისა და ზღვის პროდუქტების ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით მოლუსკები და ხამანწკები, რომლებიც მდიდარია რკინით, ძალიან სასარგებლოა ანემიის სამკურნალოდ.

საქონლის ხორცი

საქონლის ხორცი რკინის მდიდარი წყაროა და შეიცავს 3 მგ რკინას თითო პორციაში. თუმცა, გაჯერებული ცხიმების მაღალი შემცველობა, ქოლესტერინი და მაღალი კალორიული შემცველობა არ არის კარგი ვატიანტი ჭარბი წონის ან გულის დაავადებების რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის.

ღვიძლი

ქათმის, ღორისა და ძროხის ღვიძლი რკინის მნიშვნელოვანი წყაროა. ქათმის ღვიძლის ერთი პორცია შეიცავს 12,8 მგ რკინას, რაც მაშინვე გვეხმარება ორგანიზმში რკინის შემცველობის გაზრდაში. თუმცა, ღვიძლი ზომიერად უნდა იქნას მოხმარებული, რადგან ის მდიდარია გაჯერებული ცხიმებითა და კალორიებით. ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან გულის დაავადების რისკის ქვეშ, ზოგადად უნდა მოერიდონ ორგანოების ხორცს.

რკინით მდიდარი მცენარეული საკვები, როგორიცაა არაქისის კარაქი, დაკონსერვებული ლობიო, გოგრის თესლი და ოსპი ასევე რკინის კარგი წყაროა. მცენარეული რკინა უფრო ჯანსაღი ვარიანტია, რადგან ის შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს და ნაკლებ კალორიებს, ვიდრე რკინით მდიდარი ცხოველური პროდუქტები.

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული

მწვანე ბოსტნეული დიდი ფოთლებით, როგორიცაა ისპანახი და კალე, უფრო მუქი ფერისაა და ითვლება რკინის წყაროდ. მოხარშული ისპანახის ერთი პორცია უზრუნველყოფს 3,2 მგ რკინას.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილების გზები – იყავით ყურადღებით!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილების გზები – იყავით ყურადღებით!

ადამიანები სოკოვან დაავადებებს ხშირად ზაფხულის მზესა და ზღვის პირას ყოფნას, ან აუზს უკავშირებენ. როგორი პერიოდია ზაფხული კანის სოკოვანი დაავადებების გავრცელებისა და მათი გამოვლენის თვალსაზრისით?

ზაფხული ეხმარება კანის სოკოვანი დაავადების გავრცელებას. წლის ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურია მზის სხივების ზემოქმედება, აღნიშნულს ემატება ჭარბი ოფლიანობა, ხშირი გარუჯვა, გარემოს მომატებული ტემპერატურა.

ეს ყოველივე განაპირობებს სოკოვანი დაავადების გავრცელებას. სოკო კი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ადვილად ხვდება შეზლონგებიდან, აუზში, საშხაპეებში. ასევე გარე ფაქტორებთან ერთად უნდა აღვნიშნოთ ორგანიზმის თავისებურებებიც – ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, მკურნალობა სტეროიდული ჰორმონებითა და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარეტებით.

ასევე, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სოლარიუმია, სადაც დროის მცირე მონაკვეთში ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური ზემოქმედება ხდება.

ზაფხულის პერიოდში მზის სხივების ზემოქმედებისას ხშირად ვითარდება კანის სოკოვანი დაავადება – ნაირფერი პიტირიაზი, რომელიც ხასიათდება სხეულზე ლაქოვანი ელემენტების არსებობით. ეს ელემენტები შეიძლება იყოს ღია ვარდისფერი, ყავისფერი, მოგვიანებით კი თეთრი. დაავადებას იწვევს სოკო, რომელიც კანის ნორმალური ბინადარია, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით აქტიურდება.

ზაფხულის არდადეგებისა და შვებულების პერიოდი საკმაოდ სწრაფად გაივლის ხოლმე. ყველას უნდა, ის დრო სასიამოვნო მოგონებებს დაუკავშირდეს და არა ამა თუ იმ ავადმყოფობას.

როგორ ავირიდოთ სოკოვანი დაავადება თავიდან?

ზაფხულში, სოკოვანი დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელ პერიოდში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირადი ჰიგიენის წესების დაცვას:

  • სავარცხელი, აბაზანის ღრუბელი (უნდა იყოს მხოლოდ პირადი მოხმარების), პირსახოცი;
  • შეზლონგი იყოს პირადი ან დაიფაროს პირსახოცით;
  • აუზზე ბანაობის შემდეგ უნდა მიიღოთ შხაპი;
  • განსაკუთრებულად ყურადღებამისაქცევია კანის გამშრალებას ნაოჭების არეში;
  • უნდა მოწესრიგდეს ოფლიანობის პრობლემა. ამ მიზნით რეკომენდებულია ხშირი შხაპი, ნატურალური (ბამბა, აბრეშუმი) ქსოვილის ტანსაცმლისა და ნატურალური ტყავის ფეხსაცმლის ტარება, საჭიროებისას ტერფების ოფლიანობის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება;
  • მკაცრად უნდა იყოს დაცული ჰიგიენის წესები აუზებზე, სოლარიუმში, საუნაში;
  • აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის, ჭარბი წონის მკურნალობა.

ძალიან გავრცელებულია ფეხის სოკოს დაავადება. გთავაზობთ სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო რამდენიმე საშუალებას, რომლებიც ხალხურმა მედიცინამ შემოგვინახა:

  • 50 გრამ ჩვეულებრივი მაყვლის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. გააგრილეთ და იხმარეთ სველი საფენების სახით (კარგია კანის ანთების, ეგზემისა და სოკოვანი დაავადების დროს) ან ყელსა და პირის ღრუში გამოსავლებად.
  • სოჭის ზეთით დაასველეთ დოლბანდი და 10-20 წუთით დაიდეთ სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე. პროცედურა ყოველდღე ჩაიტარეთ. კურსის ხანგრძლივობა 7-10 დღეა.
  • ნოვოკაინში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ დაზიანებულ მონაკვეთზე.გაიჩერეთ მთელი ღამით.
  • 70% ძმარი, დიმეთილფტალატი, გლიცერინი და ზეითუნის ზეთი აურიეთ პროპორციებით 2:1:1:1. ამ საცხით ფრჩხილები ყოველდღე უნდა დაიმუშაოთ.დაიტანეთ ბამბის ტამპონებით და გაიჩერეთ 8-10 საათი.ჩამოიბანეთ სარეცხის საპნით.ეს ნარევი შეგიძლიათ ხელის ფრჩხილების სამკურნალოდაც გამოიყენოთ.
Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

წითელი კომბოსტოს წვენის ერთი ჭიქა დაუჯერებლად სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

წითელი კომბოსტოს წვენის ერთი ჭიქა დაუჯერებლად სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის!

წითელი კომბოსტოს ფოთლები შეიცავს ანთოციანინებს – ნაერთებს, რომლებიც ბოსტნეულს ანიჭებენ ასეთ სასიამოვნო ფერს და ჩვენს ორგანიზმს ფასდაუდებელ დახმარებას უწევენ. გარდა ამისა, წითელი კომბოსტოს ქიმიური შემადგენლობა არის ვიტამინებისა და მინერალების მთელი ნაკრებინებისმიერ სეზონზე საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის.

წითელი კომბოსტოს სარგებელი

წითელი კომბოსტო უნდა შევიდეს ჰიპერტენზიით დაავადებულთა რაციონში: ეს ხელს უწყობს წნევის შემცირებას, ასევე აძლიერებს სისხლძარღვებს და ხდის მათ უფრო ელასტიურს.
კომბოსტოს ფოთლებს შეუძლიათ შეხორცონ ჭრილობები, დამწვრობა, შეამსუბუქონ თავის ტკივილი კომპრესების სახით.

წითელი კომბოსტოს წვენი ორგანიზმიდან შლის ტოქსინებს, ასუფთავებს ღვიძლს.

ფიტონციდები, რომლებსაც შეიცავს წითელი კომბოსტო, დიდი ხანია ცნობილია ტუბერკულოზის ბაცილასთან ბრძოლის უნარით. ჯერ კიდევ ძველ რომში ამ ბოსტნეულის წვენს ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ.
კომბოსტოს წვენი ასევე რეკომენდებულია ფრჩხილების გასამაგრებლად.
კარგი ამბავი მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს: წითელი კომბოსტო აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და აორმაგებს საჭმლის მონელების პროცესს.

წითელი კომბოსტოს სასმელი

თავისთავად, კომბოსტოს წვენი არ არის ძალიან გემრიელი, მაგრამ მისი სარგებელი უბრალოდ ფასდაუდებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ კომბოსტოს წვენი, როგორც გემრიელი და სურნელოვანი სმუზი. მისი მომზადება მარტივია, ამისათვის დაგჭირდებათ ბლენდერი.

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი წითელი კომბოსტო
  • 1 მწვანე ვაშლი
  • ერთი მუჭა ახალი რეჰანი
  • ერთი მუჭა ახალი პიტნა

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი კარგად გარეცხეთ, წვრილად დაჭერით, შემდეგ აურიეთ ბლენდერში თხევადი კონსისტენციის მასის მიღებამდე. დალიეთ ერთი ჭიქა სმუზი 1-2-ჯერ დღეში ჭამის წინ.

გაზრდილი იმუნიტეტი, ახალი იერი, მოვლილი ფრჩხილები და თმა, ასევე ჯანსაღი წონის დაკლება გარანტირებულია! როგორც ხედავთ, შემოდგომის ხილ-ბოსტნეული არანაკლებ სასარგებლოა, ვიდრე ზაფხულის კენკრა და ხილი. რა თქმა უნდა, ეს სია არ სრულდება წითელი კომბოსტოთი, რადგან ფასდაუდებელია გოგრის, ვიბურნის, ხურმის, ჭარხლის სარგებელიც… ვფიქრობ, რომ სიის გაგრძელება დიდხანს შეიძლება თუმცა ამ ბოსტნეულზე მოგვიანებით ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ბევრ ადამიანს აწუხებს სისხლის შედედება – თუ ეს პრობლემა თქვენც გაწუხებთ, მაშინ ამის ცოდნა აუცილებელია!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ბევრ ადამიანს აწუხებს სისხლის შედედება – თუ ეს პრობლემა თქვენც გაწუხებთ, მაშინ ამის ცოდნა აუცილებელია!

ვაშლის ძმარი დიდი ოდენობით რკინას შეიცავს, თანაც ადვილად შესათვისებელი ფორმით. გარდა ამისა, მდიდარია B12 ვიტამინით, ამიტომაც შეუცვლელია ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს. პექტინების შემცველობის წყალობით ამცირებს ქოლესტერინის ოდენობას (პექტინები ხელს უშლის ცხიმების შეწოვას, ხოლო ანტიოქსიდანტ ბეტა-კაროტინთან ერთად აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს), ამიტომ ათეროსკლეროზული პროცესების პროფილაქტიკისათვისაც სასარგებლოა.

ვაშლის ძმრის სისტემატური გამოყენება.

ვაშლის ძმარი მდიდარია 30-მდე მნიშვნელოვანი ნივთიერებით, ვიტამინებით, ენზიმებით, პექტინებით, რომლებიც გულის კუნთს იცავს.

მეტად გავრცელებულია გამაჯანსაღებელი ეფექტის მქონე ასეთი ნარევი:

ერთ ჩაის კოვზ თაფლში შერეული ამავე ოდენობის ვაშლის ძმარი. ეს ნარევი რეკომენდებულია ზრდასრულთათვის. ბავშვებმა, უმჯობესია, თაფლი ძმრის გარეშე მიიღონ. სამაგიეროდ, თბილ წყალში გახსნილი ვაშლის ძმარი პატარებისთვის უებარი სავლებია ანგინის, ტონზილიტისა და ხველის დროს.

ცოტა რამ პროთრომბინზე

პროთრომბინი ფერმენტ თრომბინის წინამორბედია. მისი გავლენით სისხლში გახსნილი ცილა ფიბრინოგენი ფიბრინის კოლტად გადაიქცევა. სწორედ ფიბრინის კოლტი აცობს დაზიანებულ სისხლძარღვს და ხელს უშლის სისხლის დენას. თრომბინად გარდაქმნის პროცესში პროთრომბინის მოლეკულა კარგავს ნახშირწყლების 3/4-ს და თითქმის ორჯერ პატარავდება.

სამედიცინო პრაქტიკაში სისხლის შედედების სისტემის დახასიათება-შეფასებისთვის მიმართავენ პროთრომბინის დონის, ე. წ. პროთრომბინული ინდექსის განსაზღვრას.

პროთრომბინის დონის მომატებისას რეკომენდებულია წელიწადში 3-4 სამკურნალო კურსის ჩატარება თეთრი ტირიფისა და ქაფურას ქერქით:

აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთს ადუღეთ, შემდეგ 45 წუთს გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ 2 სადილის კოვზი. მკურნალობის თითოეული კურსი 10 დღეს მოიცავს.

სისხლის გათხელებისთვის რეკომენდებულია:

  • დიდი ოდენობის სითხე (წყალი, მინერალური წყალი, წვენი, წვნიანი). წყალს უხვად შეიცავს ბოსტნეულიც (მაგალითად, კიტრი);
  • წითელი ყურძნის წვენი (უმჯობესია, შინ დაწურული) – დღეში ნახევარი ჭიქა 75%-ით ამცირებს თრომბოციტების აქტივობას (შედარებისთვის: ასპირინი, რომელსაც უფრო ხშირად იყენებენ, ამ მაჩვენებელს მხოლოდ 45%-ით აქვეითებს);
  • ნიახურის წვენი – მასში არსებული ნატრიუმი ხელს უშლის სისხლისა და ლიმფის გასქელებას;
  • უმი ხახვი და ნიორი;
  • ალუბალი (5-6 კგ სეზონზე);
  • პომიდორი, განსაკუთრებით – თესლის გარშემო არსებული მასა, რადგან სწორედ მასშია თავმოყრილი სისხლის გამათხიერებელი ნივთიერებები;
  • იოდით მდიდარი საკვები, მაგალითად, ზღვის კომბოსტო – ამცირებს სისხლის წებოვნებას, ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს, აქვეითებს წნევას, თუმცა სიჭარბე მავნებელია;
  • კივი (დღეში 2-3 ნაყოფი მაინც) – სასარგებლოა პროთრომბინის მომატების, ათეროსკლეროზული პროცესების, თრომბოფლებიტის, ასევე – იშემიური ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.
Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ზეითუნის ზეთი და ლიმონი ღვიძლის პრობლემებს აუცილებლად მოგიგვარებთ!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ზეითუნის ზეთი და ლიმონი ღვიძლის პრობლემებს აუცილებლად მოგიგვარებთ!

ეფექტური მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ღვიძლის ყოველდღიურ პროფილაქტიკურ წმენდაში. შედეგს ერთ კვირაში იგრძნობთ!

ახლა მოგიყვებით ღვიძლის ყოველდღიური პროფილაქტიკური წმენდის შესახებ. მის ეფექტს თანდათან იგრძნობთ, მაგალითად, თუ ამ პროცედურას ერთი თვის განმავლობაში ჩაიტარებთ. მის ეფექტს ერთი კვირის განმავლობაშიც კი იგრძნოთ.

პროცედურა თავისთავად ძალიან მარტივია. საჭიროა ყოველდღე უზმოზე (ხაზს ვუსვამ, უზმოზე) დალიოთ 1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ნახევარი ლიმონის წვენთან ერთად

ყველაფერი ძალიან მარტივია: დილით იღებთ ბოთლ მცენარეულ ზეთს და დაასხით 1-2 სუფრის კოვზი ჭიქაში. მასში გაწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი. შემდეგ დალიეთ ეს ნარევი. Სულ ეს არის. შემდეგ გააკეთე რაც გინდა: დაიბანე, ისაუზმე, მოემზადე სამსახურსი წასასვლელად და ა.შ.

რა ეფექტი აქვს ნარევს
ის ააქტიურებს ნაღვლის გამოყოფას, რითაც იწვევს განავალს, ასტიმულირებს ნაწლავის მოძრაობას. ამიერიდან შეგიძლიათ დაივიწყოთ ყაბზობა.

ნაღველი გამორეცხავს ღვიძლის ყველა სადინარს. ეს ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას. ნაღველი ანგრევს ცხიმებს, აძლიერებს ნაწლავის მოძრაობას, ღვიძლში და ნაღვლის ბუშტში ჩასახლებულ ტოქსინები გამოაქვს.

ამრიგად, ყოველდღე ხდება ღვიძლის მარტივი ნაზი წმენდა.

რომელი ზეთის გამოყენება უკეთესია?
ზეითუნის ზეთი საუკეთესოა ამ მიზნით. მგონი უკვე გსმენიათ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ღვიძლის გამწმენდი.

გარდა ამისა, მას აქვს სხვა სასარგებლო თვისებებიც: აქვეითებს ქოლესტერინს, წმენდს სისხლძარღვების კედლებს ნადებისაგან და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენას. ის ასევე აუმჯობესებს მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის აქტივობას.

თუ ზეითუნის ზეთი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა. ზოგადად, ყველა მცენარეულ ზეთს აქვს მსგავსი თვისებები: მათ აქვთ ქოლეტური ეფექტი, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და სისხლძარღვების კედლებზე და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

მზესუმზირის ზეთი – ჩამოთვლილი თვისებების გარდა ხელს უწყობს თრომბოფლებიტის მკურნალობას, კურნავს რევმატიზმისა და სახსრების ტკივილს.

სელის თესლის ზეთი – ხელს უწყობს გაჯერებული ცხიმების დაშლას, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელს უწყობს წონის დაკლებას. ის ასევე ინარჩუნებს ნორმალურ ჰორმონალურ დონეს.

სიმინდის ზეთი – შეიცავს უფრო მეტ ვიტამინს E-ს, ვიდრე ზეითუნის ზეთი. მოგეხსენებათ, ვიტამინი E არის ანტიოქსიდანტი, ანუ ხელს უშლის ჟანგვითი პროცესებს, რაც ნიშნავს, რომ ეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებას.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

აბუსალათინის ზეთის და სოდის სასწაულმოქმედი სამკურნალო თვისებები – ეს დაგაინტერესებთ.

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

აბუსალათინის ზეთის და სოდის სასწაულმოქმედი სამკურნალო თვისებები – ეს დაგაინტერესებთ.

1.ალერგიის წინააღმდეგ

დაგჭირდებათ:

  • 3 ს/კ სოდა
  • 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი

ერთმანეთში აურიეთ. მიღებული მასა კი  თითების წრიული მოძრაობით შეიზილეთ ალერგიის ადგილზე, ბანაობის წინ 10-15 წუთით ადრე. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ალერგიის დასაძლევად ასევე შეგიძლიათ დალიოთ 6 წვეთი აბუსალათინის ზეთი.

2.სოკოს წინააღმდეგ

დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
  • 1 ს/კ სოდა

ერთმანეთს შეურიეთ. მიღებული მასა სასურველ ადგილას წაისვით და 20-30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეტ თბილი წყლით და კარგად გაიმშრალეთ.

3.ჩალურჯებებისა და ჭრილობებისთვის

დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
  • 1 ს/კ სოდა

ერთმანეთს შეურიეთ. მიღებული მასა კი დალურჯებულ ადგილას წაისვით და 30-40 წუთით გაიჩერეთ, ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით და კარგად გაიმშრალეთ.

4.სახსრების ტკივილის დროს

დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
  • 1 ს/კ სოდა

ერთმანეთს შეურიეთ. მიღებული მასა მტკივნწულ ადგილას წაისვით და ნახევარი საათით გაიჩერეთ, ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით და კარგად გაიმშრალეთ.

5.თვალის გაღიზიანების დროს

დაგწირდებათ:

  • 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
  • 1/2 ს/კ სოდა

ერთმანეთს შეურიეთ. მიღებული მასა კი წაისვით თვალის ქუთუთოებზე. გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში და ბოლოს ჩამოიბანეთ. ამ ხერხით არა მხოლოდ თვალის გაღიზიანებას უშველით, არამედ თვალის გარშემო სიმუქეებსაც მოიშრებთ.

6.კატარაქტა

აბუსალათინის ზეთი ყოველდღე უნდა წაისვათ ქუთუთოებზე ძილის წინ.

7.ხელის კანის გაახალგაზრდავება 

დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
  • 1 ს/კ სოდა

ერთმანეთს შეურიეთ და მიღებული მასა მასაჟისებრ შეიზილეთ ხელებზე 3 წუთის განმავლობაში შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

8.კანის ანთებისთვის

აბუსალათინის ზეთი წაისვით დაზიანებულ ადგილზე მანამ, სანამ ანთება ბოლომდე არ გაივლის.

9.სახსრების პრობლემების დროს

კარგად შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი პრობლემურ სახსარში. პროცედურა მანამ იტარეთ, სანამ შედეგს არ მიიღებთ.

10.კისრის მიდამოს გაახალგაზრდავება 

აბუსალათინის ზეთი ყოველდღე სამი თვის განმავლობაში შეიზილეთ კისრის მიდამოში, კარგად დაიმასაჟეთ ხოლმე კისერი რომ მოხდეს ზთის შეწონა კანში და მიიღოთ მაქსიმალური შედეგი, ამასთანავე ეს დაგეხმარებათ კანის სტრუქტურის შეცვლაში, ის გახდება გლუვი და ნაზი. ჩამობანას არ საჭიროებს.

11.პიგმენტური ლაქების მოშორება

წაისვით აბუსალათინის ზეთი ძილის წინ და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, ბოლოს თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

12.პაპილომების მოშორება

აბუსალათინის ზეთისგან და სოდისგან ვამზადებთ სკრაბს. გაიჩერეთ პრობლემურ ადგილას ნახევარი საათით, შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

13.მეჭეჭების წინააღმდეგ

წაისვით მეჭეჭზე და მის ირგვლივ, ბოლოს კი სახვევი გადაიკარით. დილით სახვევი მოიხსენით. რამდენიმე დღეში მეჭეჭი თავისით მოძვრება, ან შეწყვეტს ზრდას.

14. თმის ცვენა

აბუსალათინის ზეთის გამოყენება თმის ცვენის წინააღმდეგ საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა. თავის ქალაზე კარგად შეიზილეთ ზეთი და თითების წრიული მოძრაობით 5 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი. ზეთის გამოყენება წარბების, წამწამების და წვერის ამოყვანის მიზნითაც შეგიძლიათ. აბუსალათინის ზეთს როგორც თმის ნიღაბს ისეც იყენებენ.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ლიმონიანი წყლის 10 საოცარი სარგებელი ჯანმრთელობისთვის – არ დაიზაროთ მისი ჩასმა ყოველდღიურ რუტინაში!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ლიმონიანი წყლის 10 საოცარი სარგებელი ჯანმრთელობისთვის – არ დაიზაროთ მისი ჩასმა ყოველდღიურ რუტინაში!

თქვენი დილის რუტინა დიდ გავლენას ახდენს თუ როგორ განვითარდება თქვენი დღე. თქვენ არ შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ ბურგერი და იმედი გქონდდეთ, რომ მთელი დღის განმავლობაში თავს კარგად გრძნობთ.

ზრუნავთ თქვენს სხეულზე და მის საჭიროებებზე? თქვენი სხეული დატენიანებულია?

წყალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბევრ პროცესში, ტოქსინების აღმოფხვრასა და უჯრედების გაახალგაზრდავებაში. ერთი ჭიქა თბილი ლიმონიანი წყალი დაგეხმარებათ ამის მიღწევაში და არა მხოლოდ… ლიმონი ბევრ სარგებელს იძლევა და ლიმონიანი წყალი კარგი საშუალებაა ამ ციტრუსების დიეტაში დასამატებლად.

ლიმონიანი წყალი ერთ-ერთი საუკეთესო სასმელია, რაც კი ოდესმე მიგიღიათ. თუ არ იცით დასალევი წყლის სწორი რაოდენობა, შეეცადეთ ყოველდღე დალიოთ თქვენი წონის ნახევარი გრამი წყალი. გაღვიძებისთანავე დალიეთ ლიმონიანი წყალი. ნახევარი ლიმონის წვენი დაამატეთ ჭიქა თბილ წყალს. თქვენ უნდა გამოიყენოთ თბილი წყალი, რადგან სხეული ნაკლებ ენერგიას ხარჯავს მის დასამუშავებლად და გასაღვიძებლად. ცივი წყალი თქვენს სხეულს შოკში აგდებს.

საკმარის წყალს სვამთ?

წყალი შეადგენს თქვენი მთლიანი წონის დიდ პროცენტს. ლიმონიანი წყალი მდიდარია C ვიტამინით, რკინით, კალციუმით, კალიუმით და პექტინით. ლიმონს ასევე აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტი. ზოგიერთი ადამიანი ყავის ნაცვლად ლიმონიან წყალსაც კი სვამს.

ასე რომ, თუ თქვენ ცდილობთ ამოიღოთ კოფეინი თქვენი რაციონიდან, დალიეთ ლიმონიანი წყალი, რათა მთელი პროცესის განმავლობაში თავი უკეთ იგრძნოთ.

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა დალიოთ ლიმონიანი წყალი მთელი დღის განმავლობაში

ერთ ჭიქა ლიმონიან წყალს შეუძლია შემდეგი მოქმედებები:

  • ამცირებს ინსულტის რისკს, როგორც ამას ადასტურებს ამერიკის გულის ასოციაცია.
  • ასუფთავებს კანს და ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას/აშორებს ნაოჭებს.
  • მოქმედებს როგორც დეტოქსიკაცია და ასუფთავებს სხეულს, მათ შორის ღვიძლს.
  • ამაღლებს განწყობას და ხელს უწყობს „ემოციურ წონასწორობას“.
  • ამცირებს სახსრების ანთებას და ხსნის მსუბუქ ტკივილს.
  • შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ნაბახუსევის სამკურნალო საშუალება.
  • თრგუნავს მადას და ხელს უწყობს ჯანსაღად წონის დაკლებას.
  • ხსნის ყაბზობით გამოწვეულ დისკომფორტს.
  • აღმოფხვრის ცუდ სუნს.
  • ამშვიდებს სასუნთქ სისტემას.
  • აბალანსებს pH მნიშვნელობებს ორგანიზმში.
  • მკურნალობს საშარდე გზების ინფექციებს.

ლიმონი კარგი დამატებაა ყველა დიეტის დროს და ეს ციტრუსები უმარტივეს გზას იძლევა მეტი საკვები ნივთიერებების მისაღებად. თბილი ლიმონიანი წყალი შეუძლია დაეხმაროს ყველას, ვინც ცდილობს იყოს ჯანმრთელი და თავს კარგად გრძნობდეს, გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად და გაზარდოს ცხოვრების ხარისხი. ლიმონი ატენიანებს სხეულს და ხელს უშლის დაავადებებს. ლიმონიანი წყლის დამატება თქვენს ყოველდღიურ რუტინაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი სხეულისთვის. პრევენცია საუკეთესო წამალია, გახსოვდეთ ეს!

ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, სანამ რაიმე ახალს ცდილობთ.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.