ნაღვლის ბუშტში კენჭის დაშლა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხერხდეს – ნაღვლის ბუშტის კენჭების დროს არსებობს რამდენიმე ხალხური რეცეპტი

0
103
ნაღვლის ბუშტის კენჭების დროს არსებობს რამდენიმე ხალხური რეცეპტი

ხალხური მედიცინა – ხშირად სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ მედიკამენტების ნაცვლად ხალხურ მედიცინას მიმართავენ.

ხალხურ მედიცინას დიდი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს, რომელიც ბევრ მცენარეულ ინგრედიენტს მოიცავს, თუმცა მისი ეფექტურობა ხშირ შემთხვევაში საეჭვოა.

მაგალითად ნაღვლის ბუშტის კენჭების დროს არსებობს რამდენიმე ხალხური რეცეპტი: თაფლით, ლიმნით, ზეითუნის ზეთით და ასე შემდეგ,

თუმცა შედეგი ხშირად უმნიშვნელოა, რადგან ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას  მსოფლიო მედიცინის შესაბამისი ოქროს სტანდარტი,

ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომიაა, რომლის დროსაც ხდება ნაღვლის ბუშტის რეზექცია. (ამოღება)

ხალხური მედიცინა – სტატისტიკის მიხედვით, ნაღვლის ბუშტის კენჭები მსოფლიოში ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. ქალებში ნაღველკენჭოვანი დაავადება მამაკაცებზე ორჯერ ხშირად გვხვდება. როგორც ვთქვით მისი მკურნალობის ხალხურ მეთოდებს ხშირად იყენებენ, ძალიან ბევრი ცდილობს მიმართოს მცენარეებით მკურნალობის ათასგვარ ხერხს:  მაგალითად, ზეითუნის ზეთს ან მანანის ბურღულს, მაგრამ კენჭები ნაღველში იმავე რაოდენობით რჩება.

ნაღვლის ბუშტში კენჭის დაშლა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხერხდეს: თუ ეს ე.წ. რბილი კენჭებია და  თუ ექოსკოპია გვიჩვენებს, რომ  ჩამოყალიბებული, გამკვრივებული კენჭი არ არის.

ნაღველში კენჭი მცენარეული პრეპარატებითა და ნაყენებით არ იშლება.  ამიტომ ნაღველკენჭოვანი დაავადების გამწვავების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ქირურგს, რადგან უყურადღებობის შემთხვევაში დაავადებას შესაძლოა შემდეგი გართულებები მოყვეს: ანთება, პანკრეატიტი, ზოგ შემთხვევაში – მეორადი პანკრეატიტი.

  მიხაკის სასარგებლო თვისებები გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ მედიცინაშიც - მიხაკის ჯადოსნური ნაყენი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ