რჩევები, რომლებიც სასურველი მცენარეების შეგროვებისას გამოგადგებათ – იისგან სამკურნალო ნაყენებს ამზადებენ

0
151

იისგან სამკურნალო ნაყენებს ამზადებენ

სამფერა ია ბალახოვანი მცენარეა, რომელიც აპრილიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობს.
მცენარის მიწისზედა ნაწილები, რომლებიც სამკურნალოდ გამოიყენება, მდიდარია გლიკოზიდებით, ეთერზეთებით, კაროტინოიდებით, საპონინებითა და C ვიტამინით.
სამფერა იისგან დამზადებულ პრეპარატებს ანთებისა და ხველის საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს. მისი ნაყენი მეტად სასარგებლოა თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებისას. მას შარდგამომყოფი და ნაღველმდენი თვისებები აქვს.
თვალჟუჟუნა ია და ენძელა მხოლოდ გაზაფხულის მახარობლები როდი არიან. იისგან სამკურნალო ნაყენებს ამზადებენ, რადგან მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები მეტად კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.
სამფერა ია (იასამფერა, იაჟუჟუნა) ბალახოვანი მცენარეა, რომელიც აპრილიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობს, ნაყოფი კი ივნისში მწიფს.
მცენარის მიწისზედა ნაწილები, რომლებიც სამკურნალოდ გამოიყენება, მდიდარია გლიკოზიდებით, ეთერზეთებით, კაროტინოიდებით, საპონინებითა და C ვიტამინით.
სამფერა იისგან დამზადებულ პრეპარატებს ანთებისა და ხველის საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს. გარდა ამისა, მისი ნაყენი მეტად სასარგებლოა თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებისას. მას შარდგამომყოფი და ნაღველმდენი თვისებები აქვს.
იის საკრეფად საუკეთესო პერიოდი მაისი და ივნისია. მოგროვებული მცენარე ჩრდილში გააშრეთ და მომინანქრებულ ჭურჭელში შეინახეთ.
სამფერა იის ნაყენი ასე მზადდება:1 ს.კ. დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ერთი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში3-4-ჯერ.
იის ნაყენის მიღება სასურველია ქუნთრუშის, ბრონქიტის, ფილტვის პათოლოგიების დროს. მეტად ეფექტურია მისი სავლები კბილის ტკივილის, გინგივიტის, პაროდონტოზის შემთხვევაში.
იის ნაყენი სასარგებლოა ათეროსკლეროზის დროსაც: 20 გრამ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და 15 წუთს ადუღეთ, შემდეგ 45 წუთით დააყენეთ, გაფილტრეთ და კვლავ წამოადუღეთ. დალიეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. ალერგიული დერმატიტისა და კანის სხვა პათოლოგიების სამკურნალოდ სამფერა იის ნაყენის აბაზანებია მიზანშეწონილი. თუკი იის ნაყენს აბაზანაში ჭარბად ჩაასხამთ, ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ თუკი ზომაზე მეტს დალევთ, შეიძლება, გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს.
რჩევები, რომლებიც სასურველი მცენარეების შეგროვებისას გამოგადგებათ:
წინასწარ შეისწავლეთ ის მცენარეები (მათი ყვავილის, ღეროს, ფოთლის ფერი და მოყვანილობა), რომელთა მოკრეფასაც აპირებთ. შეეცადეთ, ზუსტად შეიტყოთ, რომელი მცენარე ხარობს ახლომახლო ტყეებში.
სამკურნალო ნივთიერებები მცენარის სხვადასხვა ნაწილში გროვდება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფოთლები და ბალახოვანი ღეროები განსაკუთრებით ღირებული ყვავილობის, ბუტკოს გაკეთების პერიოდშია, ნაყოფი – დამწიფების დროს, ხოლო ფესვი და ფესურა – გაზაფხულზე, მცენარის შეფოთვლისას, და გვიან შემოდგომაზე, ნაყოფის დამწიფების შემდეგ. კვირტების შეგროვება მათი მაქსიმალური დაბერვის პერიოდშია რეკომენდებული, ხოლო ქერქი განსაკუთრებით სასარგებლო გახლავთ გაზაფხულზე – მაშინ, როდესაც “ხეში წყალი დგება”.
სამკურნალო მცენარეების შეგროვება მშრალ ამინდშია მიზანშეწონილი, გახმობა კი ჩრდილში, კარგად განიავებულ შენობაში სჯობს.
თუკი ფესვი არ გჭირდებათ, მცენარეს ნუ ამოძირკვავთ. ფესვზე ბალახი კვლავ გაიხარებს.
მცენარეები ალერგიის წინააღმდეგ:
კურდღლისტუჩას ყვავილები და ფოთლები სამი კვირის განმავლობაში დააყენეთ 70%-იან სპირტზე შეფარდებით 1:10. ნაყენი სიბნელეში შეინახეთ. მიიღეთ 25-30 წვეთი, დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე.
მიიღეთ 1 ჩ.კ. ნიახურის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მეტად ეფექტურია ჭინჭრის ციების, ალერგიული დერმატიტის, დიათეზის დროს. სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაშიც.
კანზე გამონაყარი თუ გაგიჩნდათ, 1 ს.კ. გველის სუროს დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ნახევარ საათს ადუღეთ. დააყენეთ და გაფილტრეთ. მიღებული ნახარში წყლით გააზავეთ (თანაფარდობით 1:10) და კანზე მისი საფენები დაიდეთ.
ალერგიული დერმატიტის დროს:
1 ს.კ. ნემსიწვერას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, წყლის ორთქლზე 5-7 წუთით გააჩერეთ, გაფილტრეთ 2-3 ფენა დოლბანდში და მიღებული ნახარში მცირე ხანს კიდევ ადუღეთ. ნახარშში დასველებული საფენები დღეში რამდენიმეჯერ დაიფინეთ კანზე. ეფექტურია ძირმაგარას, კანის ჩირქოვანი გამონაყარისა და დაწყლულების შემთხვევაშიც.
1 ს.კ. ჭინჭრის გამომშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და შეფუთული ერთი საათით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ. დღეში 2-3-ჯერ დაიდეთ ამ ნაყენში დასველებული საფენები.
ალერგიული კონიუნქტივიტის დროს:
1-2 ჩ.კ. ღიღილოს ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. დაიდეთ თვალებზე ამ ნაყენის საფენები.
1 ჩ.კ. გულყვითელას ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და ნახევარი საათით დააყენეთ. შემდეგ გულდასმით გაფილტრეთ. ამ ნაყენით ამოიბანეთ თვალები ან მისი საფენები დაიდეთ.
გამოსწურეთ წვენი სამყურას ყვავილებსა და ფოთლებს და თვალებზე მისი საფენები დაიდეთ. ეს წვენი მტკივან ყურსაც დაგიამებთ (ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი).
ბრონქული ასთმის დროს:
50 გ ალთეს დაქუცმაცებულ ფესვს შეურიეთ 60 გ ჩვეულებრივი ბეგქონდარა. 1 ს.კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/3-1/4 ჭიქა დღეში სამჯერ. ეს ნაყენი მეტად მარგებელია ყივანახველისა და ბრონქების ინფექციური დაავადებების დროსაც.
2 ჩ.კ. ანისულის თესლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ 2 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მარგებელია ანისულის ზეთიც: 2-3 წვეთი დააწვეთეთ შაქრის ნატეხზე და ისე მიიღეთ.
   ჭარხლის წვენი და სისხლში შაქრის დონე – უსაფრთხოა თუ არა დიაბეტიანთათვის? 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ