დაალბეთ მაწონში შვრია და დაუმატეთ ეს პროდუქტები… – იდეალური საუზმისთვის პროდუქტების კომბინაციები

0
287
დაალბეთ მაწონში შვრია და დაუმატეთ ეს პროდუქტები...

კვებითი შუქნიშანი – როგორი საუზმეა უმჯობესი “ჩემი თეფშის” გადანაწილების პრინციპით?👇

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუზმის საუკეთესო ვარიანტებს გვთავაზობს.

რა არის ჩვენი ორგანიზმისთვის საუკეთესო საუზმე?

ვიწყებთ წყლით, რომელიც საუზმემედე 15-20 წუთით ადრე უნდა მივიღოთ.
მაწონი საუზმედ გადმოიტანეთ, რადგან ის უნიკალური ცილოვანი ნაკრებია, რომელსაც ადამიანი ძალიან სწრაფად და მარტივად ითვისებს. მასში კალცისა და D ვიტამინის გარდა არის პრობიოტიკები, პრებიოტიკები და პოსტბიოტიკები.

მაწონში შეიძლება ჩავყაროთ შვრია და დავაყოვნოთ, რათა დალბეს. უკეთესი იქნება, თუ ამას წინა საღამოს გააკეთებთ. ამას შეიძლება დავამატოთ კენკრა, რომელიც ანტიოქსიდანტებით გამოირჩევა. დამატკბობლად და გემოსთვის შეგიძლიათ შეურიოთ ბანანი, ჩირი, თხილეული, სხვადასხვა თესლი, მაგალითად, გოგრის.
უმჯობესია ჩაი ან ყავა საუზმიდან 2 საათიანი ინტერვალით მიიღოთ, რათა არ შეაფერხოს კალციუმის ათვისება.

ჩაის ნაყენი შეგვიძლია სხვა კომბინაციაში გამოვიყენოთ. მაგალითად, კვერცხთან ერთად, რომელიც ცილისა და ქოლონის მდიდარი წყაროა. მასში მზა სახითაა D ვიტამინი, A ვიტამინი. კვერცხი შეგვიძლია გამოვიყენოთ ფუძედ და ჩავრთოთ მასში ბოსტნეული. ერბოკვერცხში შეიძლება ჩავრთოთ პამიდორი, შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა, ისპანახის ფოთოლი. ზემოდან მოსაყრელად გამოვიყენოთ მზესუმწირის თესლი ან ავოკადო, რომელსაც უკვე მცენარეულ კარაქს უწოდებენ. ასევე შეგვიძლია მივაყლოთ სალათის ფოთოლი ცოტა დახეხილი ყველით.

რაც შეეხება შაქრით, მარილით, ცხიმით დატვირთვას, ეს პროდუქტები ანთებას უწყობს ხელს და ალბათ არავის სჭირდება საუზმე, რომელიც ანთების და დაავადებების განვითარების ხელშემწყობია.

საუზმე გახლავთ ის, რასაც უზმოდ, ახალგაღვიძებულზე მივირთმევთ. რატომ არის მნიშვნელოვანი საუზმე?

  • საუზმით ვაფხიზლებთ საჭმლის მომნელებენ სისტემას, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში ეძინა,
  • ვაღვიძებთ ჩვენს მეტაბოლიზმს და მთლიანად ორგანიზმს.
  • საუზმის კომპონენტები საუკეთესო სტიმულია ჩვენი ტვინისთვის,ის მთელი ღამოს შიმშილის შემდეგ პირველ ულუფას იღებს.
  • საუზმე აწესრიგებს შაქრის დონეს
  • საუზმის მიღებით თავიდან ავიცილებთ სიმსუქნეს. რეგულარულად გამოტოვებული საუზმე ჭარბი წონის დაგროვების ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზია.
  სამივე კულტურა სამკურნალო თვისებებით ხასიათდება - ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა შეავსებს თქვენს ორგანიზმს ძვირფა­სი ნივთიერებებით…

რა არის ჩვენი ორგანიზმისთვის საუკეთესო საუზმე?

  • ვიწყებთ წყლით, რომელიც საუზმემედე 15-20 წუთით ადრე უნდა მივიღოთ.
  • მაწონი საუზმედ გადმოიტანეთ, რადგან ის უნიკალური ცილოვანი ნაკრებია, რომელსაც ადამიანი ძალიან სწრაფად და მარტივად ითვისებს. მასში კალცისა და D ვიტამინის გარდა არის პრობიოტიკები, პრებიოტიკები და პოსტბიოტიკები. მაწონში შეიძლება ჩავყაროთ შვრია და დავაყოვნოთ, რათა დალბეს. უკეთესი იქნება, ამას წინა საღამოს გააკეთებთ. ამას შეიძლება დავამატოთ კენკრა, რომელიც ანტიოქსიდანტებით გამოირჩევა. დამატკბობლად და გემოსთვის შეგიძლიათ შეურიოთ ბანანი, ჩირი, თხილეული, სხვადასხვა თესლი, მაგალითად, გოგრის.
  • უმჯობესია ჩაი ან ყავა საუზმიდან 2 საათიანი ინტერვალით მიიღოთ, რათა არ შეაფერხოს კალციუმის ათვისება.
  • ჩაის ნაყენი შეგვიძლია სხვა კომბინაციაში გამოვიყენოთ, – კვერცხთან ერთად, რომელიც ცილისა და ქოლონის მდიდარი წყაროა. მასში მზა სახითაა D ვიტამინი, A ვიტამინი. კვერცხი შეგვიძლია გამოვიყენოთ ფუძედ და ჩავრთოთ მასში ბოსტნეული. ერბოკვერცხში შეიძლება ჩავრთოთ პამიდორი, შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა, ისპანახის ფოთოლი. ზემოდან მოსაყრელად გამოვიყენოთ მზესუმწირის თესლი ან ავოკადო, რომელსაც უკვე მცენარეულ კარაქს უწოდებენ. ასევე შეგვიძლია მივაყლოთ სალათის ფოთოლი ცოტა დახეხილი ყველით.
  • რაც შეეხება შაქრით, მარილით, ცხიმით დატვირთვას, ეს პროდუქტები ანთებას უწყობს ხელს და ალბათ არავის სჭირდება საუზმე, რომელიც ანთების და დაავადებების განვითარების ხელშემწყობია.

არ დაგავიწყდეთ კვებასთან დაკავშირებული 3 გასაღები:

  1. კვების რეჟიმი, ანუ როდის მივირთმევთ
  2. კვების რაციონი, ანუ რას მივირთმევთ
  3. კვების ულუფა ანუ რამდენს მივირთმევთ.

დეტალურად იხილეთ ვიდეოში:

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ