დარიჩინი – მხოლოდ გემოსთვის თუ ჯანმრთელობისთვისაც?
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დარიჩინი ფართოდ გამოიყენება როგორც არომატული სანელებელი, მაგრამ იცოდით, რომ მას შესაძლოა ჰქონდეს სამედიცინო სარგებლიც?
დარიჩინის შესაძლო სარგებელი ჯანმრთელობისთვის:
- შაქრის დონის რეგულაცია – შესაძლოა დაეხმაროს გლუკოზის სტაბილიზაციაში
- ანტიoksidanturi მოქმედება – იცავს უჯრედებს დაზიანებისგან
- ანთების საწინააღმდეგო ეფექტი – ხელს უწყობს ქრონიკული ანთების შემცირებას
- ბაქტერიებთან ბრძოლა – ფლობს ანტიმიკრობულ თვისებებს
რა უნდა ვიცოდეთ?
- დარიჩინის ზოგი სახეობა (მაგ. კასია) შეიცავს კუმარინს – ნივთიერებას, რომელიც დიდი რაოდენობით მიღებისას შეიძლება ზიანს აყენებდეს ღვიძლს
- მნიშვნელოვანია ზომიერება – არ გადააჭარბოთ დღიურ მოხმარებას
- მედიკამენტებთან ერთად მიღებისას – გააფრთხილეთ ექიმი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
„დარიჩინი შეიძლება მართლაც სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით როცა მისი გამოყენება ხდება სწორად და ზომიერად. თუმცა, სანელებელი არ არის წამალი – იგი უნდა იყოს ჯანსაღი კვების ნაწილი და არა მისი შემცვლელი.“
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,
დიპლომირებული მედიკოსი (MD),
ჯანდაცვის მაგისტრი (MPH),
მედიცინის დოქტორი (PhD),
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე,
WHO-ს ექსპერტი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
