ასთმა და ხალხური მედიცინა – ასთმის პროფილაქტიკა და მკურნალობა

0
439

ასთმის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ხალხური მედიცინა გვთავაზობს:

დაქუცმაცებულ 0,5კგ ხახვს დაასხით 1ლ წყალი, დაამატეთ 0,5 ჭიქა შაქარი და 1 ს/კ თაფლი. თავდახურულ ქვაბში ადუღეთ 3 საათი, პერიოდულად ურიეთ, გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ს/კ ნახარში 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.

– 1ჩ/კ გამხმარ ქრისტესისხლას დაამატეთ 1 ს/კ თაფლი და დაასხით 0,5 ლ მშრალი თეთრი ყურძნის ღვინო, ადუღეთ, მანამ არ დარჩება 125გ სითხე. მიიღეთ 60გ 2-ჯერ დღეში ჭამამდე. მკურნალობის კურსია თვეში ერთი კვირა.

– შეურიეთ ერთმანეთს 0,5კგ თაფლი, 100გ კარაქი და 70-70გ ნივრისა და პირშუშხას ფაფა. მიიღეთ თითო ს/კ ნარევი ჭამამდე ერთი საათით ადრე 2 თვის განმავლობაში.

– 250გ დაფქულ ყავას დაამატეთ 0,5კგ თაფლი, კარგად აურიეთ. მიიღეთ 1ჩ/კ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიღებული ნაერთი გათვალისწინებულია 20 დღეზე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

– 300გ პირშუშხას ფაფას შეურიეთ 5 ლიმონის წვენი. მჭიდროდ თავდახურული შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ უფროსებმა – თითო ჩ/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე, ბავშვებმა 5 წლის ასაკიდან 1/2-ჩ/კ დილას უზმოდ. უფროსებმაც და ბავშვებმაც მკურნალობა გააგრძელეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

– ფართოყელიან ჭურჭელში კანიანად ჩაჭერით (უკურკოდ) 7 ლიმონი, ზემოდან დააწყვეთ 3 ც კარგად გარეცხილი შინაური ქათმის ახალი კვერცხი, ჭურჭელი დადგით ბნელ და გრილ ადგილას, ყოველდღე დაამატეთ იმდენივე ლიმონი და კვერცხი. ბოლოს, ლიმონის რაოდენობა უნდა იყოს 49 ცალი, კვერცხისა – 21 ცალი. ერთი დღის შემდეგ დაამატეთ 3კგ თაფლი და ჭურჭელი დადგით ისევ ბნელ და გრილ ადგილას. ერთი თვის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ ნარევი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე ერთი კვირის განმავლობაში. მკურნალობის კურსი გააგრძელეთ წამლის დასრულებამდე.

  გააუმჯობესეთ ღვიძლის, თირკმელზედა ჯირკვლის, თირკმელების ფუნქცია და მოიცილეთ ტოქსინები! უბრალო აბის წარმოუდგენელი ძალა!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ