ხუთშაბათი, მაისი 28, 2026
- Advertisement -
Google search engine

ამ რჩევების დახმარებით ხვრინვას სამუდამოდ დაივიწყებთ

0
ამ რჩევების დახმარებით ხვრინვას სამუდამოდ დაივიწყებთ
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ხვრინვა ის ხმაა, რომელსაც ოროფარნქსის რბილი ქსოვილები გამოსცემენ სუნთქვის დროს მათში ჰაერის გავლისას. ამ ხმის გამოცემის მიზეზი ძირითადად ხახის კუნთების დასუსტებაა. ხვრინვას ასევე ყელის კუნთების დიამეტრის შემცირებაც იწვევს, რაც მათ გარშემო არსებული ქსოვილების მიერ გაზრდილი წნევის ბრალია ძირითადად. საბედნიეროდ მარტივი ვარჯიშებით ამ ხმის შემცირება ან სრულიად გაქრობაც კი გახლავთ შესაძლებელი.

სტატისტიკის მიხედვით, ხვრინვის პრობლემა ზრდასრული ადამიანების 30 პროცენტს აწუხებს და ამ რიცხვის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამ პრობლემის მქონე მოსახლეობის უმრავლესობა ხვრინვას ფიზიოლოგიურ თვისებათ მიიჩნევს, თუმცა სინამდვილეში მისი მოშორება ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ეს განსაკუთრებით მაშინაა სასარგებლო, როდესაც არ გსურთ ხმაურით სხვისი ძილის ხარისხის გაუარესება.

სახის კუნთების ელასტიურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ყოველდღიურადდ შეასრულოთ რამდენიმე მარტივი ვარჯიში, რაც ხვრინვის მსგავსი პრობლემებისგან ეფექტურად დაგიცავთ.

გაავარჯიშეთ ყელის უკანა კედლის კუნთები გრძელი ისეთი გრძელი და ხმოვანი სიტყვების გამოკვეთილად წარმოთქმით, როგორიცაა “mooo”, “meee”, “miii” და “muuu” . გაიმეორეთ ეს სიტყვები მინიმუმ ათჯერ.

ხახის სიღრმეში დაიწყეთ “ნგ” ასოების ერთდროულად წარმოთქმა და გააღეთ პირი ფართოდ იქამდე, სანამ პირი მხოლოდ “ა” ხმის გამოცემას არ დაიწყებს. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ათჯერ.

ხვრინვის პრობლემის უფრო სწრაფად გასაქრობად აუცილებელია შეამციროთ ალკოჰოლური სასმელების დალევა. ასევე მოერიდეთ საძილე აბების მიღებასაც. ზოგჯერ ხვრინვა ბევრად უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომიც კი შეიძლება იყოს, ამიტომაც თუკი იგი ზედმეტად გაწუხებთ თქვენ ან თქვენს პარტნიორს, მაშინ სჯობს ექიმს ესტუმროთ უფრო დეტალური კონსულტაციისთვის.

shenimedicina.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. shenimedicina.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

shenimedicina.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

როგორი წყალი უნდა დალიოთ გაჯანსაღებისთვის – ეს ყველამ უნდა იცოდეს

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ადამიანის ორგანიზმის დაახლოებით 70% სითხისგან შედგება. შესაბამისად წყალს ჰიგიენასთან ერთად ასევე გამაჯანსაღებელი ეფექტების გააჩნია. ის ყველა უჯრედის და ქსოვილის საბაზისო ნივთიერებას წარმოადგენს. დღის განმავლობაში თირკმელები, კანი და ფილტვები დაახლოებით 15 ჭიქა წყალს მოიხმარენ, რაც თავიდან უნდა შეავსოთ ორგანიზმში მისი ფუნქციონირების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

ადამიანების უმრავლესობა ხშირად სუფთა წყლის მოხმარებას ანაცვლებს წვენების, ლიმონათების, ძლიერი ყავის და ჩაის სმით. შესაბამისად ისინი აიძულებენ ორგანიზმს უფრო დიდი დატვირთვით მუშაობას მიღებული პროდუქტებიდან საჭირო რაოდენობის სითხის გამოსაწოვად.

წყლის სტაბილურად საკმარისი რაოდენობით მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნების და დაავადებებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია. სუფთა წყაროს წყალი ან გამდნარი წყალი საუკეთესო ვარიანტებია ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. სახლში შეგიძლიათ ონკანის წყალი ან ადუღებული წყალი გაყინოთ და მისი გადნობის შემდეგ მიირთვათ. გამლღვალი წყალი ინარჩუნებს ყინულის ყველა სტრუქტურულ თვისებას და ორგანიზმის მიერ მარტივად შეიწოვება მეტაბოლიზმის პროცესების ხელის შესაწყობად.

წყლის დალევის რეჟიმი

სუფთა, ოთახის ტემპერატურის მქონე ნატურალური წყალი უნდა დალიოთ დღეში 3-4 ჭიქის ოდენობით. ყოველ 10 დღეში შეგიძლიათ ეს დოზა გაზარდოთ 1 ჭიქით. ზაფხულის სიცხეში უნდა დალიოთ დღეში 10-12 ჭიქა წყალი და ზამთარში 8-10 ჭიქა წყალი. ეს რაოდენობა არ მოიცავს სხვა ტიპის სითხეების მიღებას.

shenimedicina.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. shenimedicina.ge  დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

shenimedicina.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

როგორ უნდა გამოვისწოროთ ჰემოგლობინის დაბალი რაოდენობა – რკინის ნაკლებობის სამკურნალო მეთოდი

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ანემიის მთავარი სიმპტომები

ორგანიზმში ჰემოგლობინის დონის ზედმეტად დაწევა გამოიხატება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სისუსტე, სწრაფად დაღლა, თავბრუსხვევა, მარტივად გაღიზიანება და ნერვიულობა. ასეთ დროს ასევე შეიძლება შეგაწუხოთ სუნთქვის უკმარისობა, ფიზიკური გამოფიტვის შეგრძნებამ, კანის და ლორწოვანი გარსის სიმკრთალემ.

მსგავსი სიმპტომების გაჩენისას ადამიანები ხშირად დიდ ყურადღებას არ აქცევენ საკუთარ მდგომარეობას, რადგან ისინი ყოველდღიური რთული სამუშაო რეჟიმის ან ცუდი ამინდის მიერ გამოწვეული ასპექტები ჰგონიათ. სწორედ ამიტომ საკმაოდ ხშირად ანემია შეუმჩნევლად ახერხებს პროგრესირებას თქვენს ორგანიზმში.

მკურნალობის მეთოდი

ხშირად რკინის შემცველი ტაბლეტების მიღება საკმარისი არაა ორგანიზმში საჭირო ბალანსის აღსადგენად. სწორედ ამიტომ ექიმის რეკომენდაციების შესრულებასთან ერთად ასევე აუცილებელია მიირთვათ ეს პროდუქტები:

წითელი ხორცი
ცხიმიანი თევზი
C ვიტამინით სავსე ხილი
ჯანსაღი მწვანე ბოსტნეული – მჟაუნა, კომბოსტო, ისპანახი
ოსპი
ბარდა
ბურღულეული

რკინის შემცველ პროდუქტებს ორგანიზმი უკეთ შეიწოვს იმ შემთხვევაში, თუკი მათ სწორად მიირთმევთ. მაგალითად დილით ფორთოხლის წვენის დალევა და რბილი ფანტელების მირთმევა ორგანიზმს რკინის უკეთ შეწოვაში დაეხმარება. ასევე ახალი კომბოსტო რკინის იდეალურ წყაროს წარმოადგენს და მისი სარგებლიანობა საკმაოდ მცირდება შეწვის ან მოხარშვის შემთხვევაში. თუმცა, ისპანახი პირიქით მოხარშვის შემთხვევაში 55 პროცენტით უფრო უკეთ გადამუშავდება ორგანიზმის მიერ.

shenimedicina.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. shenimedicina.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

shenimedicina.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

რა როლი აქვს წყალს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ზაფხულში?

0
მდუღარე წყალს აღმოსავლურ ხალხურ მედიცინაში მართლაც იყენებენ, როგორც ორგანიზმის გასაწმენდად და იმუნომოდულატორად
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

რა როლი აქვს წყალს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ზაფხულში?

წყალი – ეს არის წყალბადის და ჟანგბადის ნაერთი, რომელიც მარტივი ფორულით გამოისახება – H2O. წყალი ადამიანის ორგანიზმის მასის 70% შეადგენს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბუნებრივი წყალი, რომელიც ჟანგადის გარდა სხვა სასარგებლო ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს და გარკვეული რაოდენობით რადიოაქტიურ გამოსხივებას.

გარდა ამისა, თავისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობის წყალობით, ბუნებრივი წყალი იწვევს განსაკუთრებულ, აუცილებელ სასიცოცხლო და იმუნურ რეაქციებს ორგანიზმში.

წყლის როლი ნივთიერებათა ცვლის პროცესში:

ადამიანის ორგანიზმში მუდამ მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ამავდროულად წყალი გამოდის ორგანიზმიდან:

  • ფილტვებიდან ორთქლის სახით – 600გრ. დღეღამეში.
  • ოფლის სახით გამოიყოფა სხეულის ზედაპირზე მდებარე 3 მილიონი ფორიდან – 600გრ.
  • შარდმდენი ორგანოებიდან – 1300-1500გრ.
  • სწორი ნაწლავიდან – 1100გრ.

წყლის ნორმა 3500გრ.-ია დღეღამეში. რა თქმა უნდა ყველა ადამიანს ეს რაოდენობა ინდივიდუალური აქვს, ამიტომ ნორმალური ნივთიერებათა ცვლის პროცესისათვის საჭიროა იმ რაოდენობის სითხის მიღება, რამდენიც გამოიყოფა ორგანიზმიდან.

დაიმახსოვრეთ: ის ვინც არ სვავს წყალს, საშუალებას აძლევს გადამუშავებულ ნარჩენებს უჯრედებში და სისხლძარღვებში დაგროვდეს, აჩქარებს სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნას – ასეთია ცხოვრების კანონი.

წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის თვითგაწმენდას, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას გარემო ტემპერატურასთან შესაბამისობაში, აქტიურ როლს თამაშობს ცხიმების ცვლაში, გამოდევნის ცხიმს ოფლთან ერთად და ასეთი სახით ნივთიერებათა ცვლის მუდმივობას უზრუნველყოფს.

საკმარისი რაოდენობის წყლის სმა ამცირებს კუჭ-ნაწლავში ბაქტერიების რაოდენობას. ნივთიერებათა ცვლის შედეგად ორგანიზმში დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები წარმოიქმნება.

წყლის გარეშე საჭმლის მომნელებელი სისტემა შეიწოვს ამ მავნე ნივთიერებებს. რათა არ მოხდეს ორგანიზმის მოწამვლა, ხდება სისხლძარღვების შევიწროვება, რის გამოც მაღლა იწევს წნევა.

ეს დაავადება არ არის, როგორც ჩვეულებრივ თვლიან, არამედ ბუნების მკურნალი ძალების მუშაობაა. ამიტომ წამლების მიღების ნაცვლად, წნევის აწევის დროს, უმჯობესია კუჭ-ნაწლავის გაწმენდა ან 2-3 დღიან შიმშილზე გადასვლა, მაგრამ თან აუცილებელია წყლის სმა!

როგორი წყალი დავლიოთ?

ყველაზე საუკეთესო ბუნებრივი წყალია. თუმცა სანამ ასეთი წყლის სმაზე გადახვალთ, ჯერ მისი ხარისხი უნდა განსაზღვროთ. ყველაზე კარგია თუ გაფილტრავთ.

თუ წყლის ხარისხში დარწმუნებული არ ხართ, უნდა აადუღოთ ის, გააგრილოთ და დაასხათ მჟავე კენკროვანებს – შტოში, მოცვი, ქაცვი, ვაშლის კანს ან შუაგულს. მას შემდეგ რაც წყალი ცოტა დადგება, მისი სმა უკვე შეგიძლიათ.

ძალიან სასარგებლოა წყლის ნაცვლად ჟოლოს, ასკილის, შავი მოცხარის, ხურმის ფოთლების ნაყენის სმა. ამ ნაყენს ჩაის მსგავსად ამზადებენ: 1 ჩაის კოვზი ფოთლები 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე. 6 წუთით აყენებენ და სვავენ დღეში 2,5-3 ლიტრს.

ზამთარში ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტების და ვიტამინების რესურსია. უბრალოდ ადუღებული წყალი მკვდარია, მასში არაა ენზიმები (ფერმენტები), ხოლო მინერალური მიკროელემენტები სახეშეცვლილია.

ამიტომ რეკომენდირებულია წყლის გამწმენდი ფილტრების ყიდვა, თუ არ არის ფილტრი, მაშინ შეიძლება 1 ჭიქა აუდუღებელ წყალზე 1 წვეთი იოდის ან 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის ან ლიმონის (შეიძლება თაფლთან ერთადაც) დამატება. არცერთი მიკროორგანიზმი არ ცხოვრობს მჟავე გარემოში.

მამაჩემმა ვარიკოზის მკურნალობა ამ რეცეფტებით მოახერხა

0
მამაჩემმა ვარიკოზის მკურნალობა ამ რეცეფტებით მოახერხა
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

მამაჩემმა ვარიკოზის მკურნალობა ამ რეცეფტებით მოახერხა.  

ვარიკოზი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ის ქვედა კიდურებზე ვრცელდება, რადგან ფეხზე დგომა და სიარული ზრდის წნევას სხეულის ქვედა ნაწილზე.

 ეს კი იწვევს სისხლძარღვებში სისხლის დაგროვებას და მათ დაჭიმვას. შედეგად კი, კანის ზედაპირზე ჩნდება შეშუპებული, ამობურცული და დაკლაკნილი ვენები.

ეს ინგრედიენტები დაგეხმარებათ:

Ჩილი

ბევრი დიეტოლოგი ურჩევს ცხელი წიწაკის ჭამას, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას და დაბლოკილი ვენების ბლოკირებას.

ნიორი

მეორე ადგილს დამსახურებულად იკავებს ნიორი. თუ რაიმე მიზეზით არ შეგიძლიათ წითელი წიწაკის ჭამა, მაშინ აუცილებლად უნდა შეიტანოთ ნიორი თქვენს მენიუში, რაც შესანიშნავია ვენებში სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული ანთებითი პროცესების ჩასახშობად.

რა ფორმით შეიტანთ ნიორს მენიუში, ეს თქვენზეა დამოკიდებული.   თუ ნივრის ჭამის საშუალებაც არ გაქვთ, შეგიძლიათ  უბრალოდ გახეხოთ ნიორი წვრილად და მიღებული მასა წაისვით ფეხზე. ასვე შეგიძლიათ ჩაალბოთ არაყში და დაიზილოთ ფეხები.

ვაშლის ძმარი

დაასველეთ სუფთა  ტამპონი ვაშლის ძმრით და განათავსეთ იგი ვარიკოზულ ვენებზე. დატოვეთ  რამდენიმე წუთის განმავლობაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მსუბუქად შეიზილოთ დაზიანებული ადგილები.

ალოე

ალოეს აქვს გამაგრილებელი და დამამშვიდებელი ეფექტი. თუ ალოეს თბილს დაიდებთ, ეს ასევე ხელს შეუწყობს ვარიკოზული ვენების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამისათვის წაისვით ძილის წინ და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში.

სამკურნალო საშუალებების რეცეპტები, რომელთა მომზადებაც მარტივად შეგიძლიათ სახლში: 

ქვემოთ მოცემულია ორი ტრადიციული მედიკამენტის რეცეპტები, რომლებიც არა მხოლოდ ეფექტურია, არამედ ადვილი მოსამზადებელია:

1. რეცეფტი

მცირე რაოდენობით გვირილის ფოთლები და დაფნის ფოთლები ჩაყარეთ 2 ლიტრ წყალში და წამოადუღეთ, შემდეგ დაუმატეთ პიტნა. როცა გაგრილდება ნაყენი შიიზილეთ. ასევე შეგიძლიათ ჩაასხათ ვანაში  და ჩაალაგოთ ფეხები.

2. რეცეფტი

ალოეს, სტაფილოს და ვაშლის ძმარი ჩაუშვით ბლენდერში და ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. მიღებული მასა წაისვით დაზიანებულ ადგილებში, გააჩერეთ 30 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

თუ ეს არ აღმოჩნდება საკმარისი, აქ არის კიდევ რამდენიმე რეცეპტი,  რომელთა გამოცდა სახლში დიდი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ:

სურნელოვანი ზეთები: შეეცადეთ ნატურალური სუნამოს ზეთები წაუსვათ დაზიანებულ ადგილას. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს – ყოველთვის გჭირდებათ ფეხების მასაჟი.

მწვანე თიხის მალამო: შეურიეთ მწვანე თიხა ცოტა წყალთან ერთად. მიღებული ნარევი წაისვით პრობლემურ ადგილებზე ძილის წინ და დატოვეთ მალამო მთელი ღამის განმავლობაში. დილით ჩამოიბანეთ საპნით.

წაბლის ქერქის ჩაი: ადუღეთ 50 გრამი წაბლის ქერქი 1 ლიტრ წყალში 10 წუთის განმავლობაში. ამ ჩაის დალევა ხელს შეუწყობს ფეხის შეშუპების შემცირებას.

ნივრიანი და ლიმონიანი ზეთი სისხლძარღვებისთვის უებარი საშუალებაა

0
ნივრიანი და ლიმონიანი ზეთი სისხლძარღვებისთვის უებარი საშუალებაა
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ნივრიანი და ლიმონიანი ზეთი სისხლძარღვებისთვის უებარი საშუალებაა

Რეცეპტი ძველია და აპრობირებული. სცადეთ – მიიღეთ სარგებელი არა მხოლოდ სისხლძარღვების, არამედ ჯანმრთელობის ზოგადი ხელშეწყობისთვის.

ნივრის ზეთი ხსნის:

  • თავის ტვინის,  სისხლძარღვების სპაზმებს,
  • გულის კრუნჩხვებს,
  • ხსნის სუნთქვის უკმარისობას,
  • სკლეროზის პროფილაქტიკას ახდენს.

ძველი დროიდან, ნიორი ერთ-ერთ საუკეთესო ანტისეპტიკად ითვლება. გარეგნობითა და სუნით ბევრისთვის ამაზრზენი ბოსტნეული მცენარეულ საშინაო აფთიაქში ლამის პირველ ადგილზე დგას.

ნივრით მკურნალობაზე უარი უნდა თქვან მომატებული მჟავიანობის გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის არსებობის შემთხვევაში.

ნიორი გავნებთ ბუასილის გამწვავების დროსაც. მისი პრეპარატების მიღება აკრძალულია ეპილეფსიის, ფეხმძიმობის, ჭარბი წონის, სიმსუქნის დროს.

ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, რომელიც სასარგებლოა მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირებისთვის და ამასთანავე ეს ნივთიერება არის ანტიბაქტერიული ძალის მატარებელიც.

ლიმონი ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მონელებაში და ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებას. ლიმონი ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს და ფოსფორს.

ზეითუნის ზეთი შეიცავს B, D და K ვიტამინებს, შაქარს, პექტინებს, კაროტინს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, იოდს. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუმჯობესებას (კერძოდ, ეხმარება ორგანიზმს მაძღრისობით გამოწვეული უსიამოვნების შედეგებთან გამკლავებაში და ხელს უშლის წონაში მომატებას).

ამაგრებს ჩონჩხს, ხელს უწყობს ჭრილობების, წყლულების, დაჟეჟილობის განკურნებას. გარდა ამისა, ზეითუნის ზეთი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონესა და მისი ბალთების წარმოქმნას, გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

სახლში დამზადებული ნივრის ზეთის ხალხური რეცეპტი:

გახეხეთ 1 საშუალო ზომის ნიორი. გადაიტანეთ მინის კონტეინერში და დაასხით 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი. განათავსეთ იგი მაცივრის ქვედა ნაწილში.

Მეორე დღეს აიღეთ ლიმონი, ოდნავ გაჭერით და 1 ჩ.კ  ლიმონის წვენი გამოწურეთ.

ჩაის კოვზიდან ჩაასხით წვენი სუფრის კოვზში და დაამატეთ იქვე ჩაის კოვზი ნივრის ზეთი.

დლიეთ  დღეში 3-ჯერ  ჭამამდე 30 წუთით ადრე. ჯანმრთელობის გაუმჯობესების კურსი – 1-დან 3 თვემდე. შეისვენეთ 1 თვის განმავლობაში, შემდეგ ისევ გაიმეორეთ.

shenimedicina.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

რძის შრატი უნიკალური ტუტე პროდუქტი მთელ მსოფლიოში – ფეხების ტკივილს შესანიშნავად ამსუბუქებს.

0
რძის შრატი უნიკალური ტუტე პროდუქტი მთელ მსოფლიოში – ფეხების ტკივილს შესანიშნავად ამსუბუქებს.
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

რძის შრატი უნიკალური ტუტე პროდუქტი მთელ მსოფლიოშიფეხების ტკივილს შესანიშნავად ამსუბუქებს.

50 წლის ვარ და მათ, ვისაც ფეხების ტკივილი აწუხებს, მინდა ძალიან მარტივი, მაგრამ მოქმედი რეცეპტი შევთავაზო. 10 წლის წინ ფეხების ტკივილები მაწუხებდა, რომელიც თითის წვერიდან კოჭებამდე ვრცელდებოდა, თან ტერფების წვა და ქუსლის დეზი ახლდა. დასახმარებლად საავადმყოფოს მივმართე, მაგრამ ექიმების მიერ რეკომენდირებულმა მედიკამენტებმა ჯანმრთელობის გაუმჯობესება არ გამოიწვიეს.

ტკივილი იმდენად აუტანელი იყო, რომ ფეხზე დგომა, ღამე კი დაძინება მიჭირდა. ცოტა მაინც რომ დამეძინა, დიმედროლს ვიკეთედი. ჩემმა მეგობარმა ფეხებზე ცივი წყლის გადავლება მირჩია. ამის შემდეგ, ტკივილი 5-10 წუთით სუსტდებოდა, მაგრამ შემდეგ იმავე ძალით ბრუნდებოდა. მაშინ მარტოხელა პენსიონერების და შშმ პირების მომსახურე პერსონალად ვმუშაობდი და იმ პერიოდში ერთ ბაბუას ვუვლიდი.

მან ჩემი პრობლემის გაგების შემდეგ მირჩია, რომ ღამით ჩვეულებრივი რძის შრატი გადამევლო. მისი რჩევა გავითვალისწინე და სახლში მისვლისას რძის შრატი ასატან სითბომდე გავაცხელე, ფეხები ჩავაწყვე და შრატის გაგრილებამდე გავაჩერე.

შემდეგ წინდები ჩავიცვი და დავიძინე. არ დამიჯერებთ, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ პრობლემის გარეშე დაძინება მოვახერხე. პროცედურა კიდევ 3 კვირა ზედიზედ გავიმეორე და კოშმარი დამავიწყდა. ახლა ფრენაც კი შემიძლია. გასაოცარია, რომ მე ვარიკოზული გაფართოებული ვენები მაქვს, რომლის დროსაც ფეხების დათბუნება არ შეიძლება, მაგრამ ამ მეთოდს ზიანი არ მოუყენებია, პირიქით ნამდვილად მიშველა.

აი, როცა ერთი ქალის რჩევით ქუსლის დეზის მოშორება იატაკზე ხტუნვით გადავწყვიტე, უფრო ცუდად გავხდი. რამდენჯერმე დარტყმა შევძელი, შემდეგ ისეთი ტკივილი დამეწყო, რომ ვიფიქრე სული დავლიე…

ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს, მათ მოსაშორებლად შრატს ვურჩევ. ეს რძის პროდუქტი ჩემ კატასაც კი დაეხმარა, როცა მას თათი გაუსივდა. კიდურები შრატში დავუთბუნე, რამდენიმე პროცედურაში ძველებურად სირბილი დაიწყო.

შრატი აბსცესებსაც გაუმკლავდა. როგორღაც ვარდის ეკალზე თითი გავიჭერი, რომელიც მალე გამისივდა, გამიწითლდა და დამიჩირქდა. 1 კვირა ტკივილს ვითმენდი, შემდეგ შრატის შესახებ გამახსენდა. 2-ჯერ ხელი მასში დავათბუნე და თითი ნორმაში მოვიდა.

რძის შრატი უნიკალური ტუტე პროდუქტი მთელ მსოფლიოში

ის რძის სასარგებლო ყველა თვისებას შეიცავს, მაგრამ ალერგიული (კაზეინი, ლაქტოზა და ა.შ.) არაფერია. პროდუქტი 100% დიეტურია. ქალებისთვის ნებისმიერ ასაკში ძალიან სასარგებლოა.

რძის შრატი შეგიძლიათ სახლში ხაჭოს მომზადების დროს მიიღოთ, რომელიც ტუტე პროდუქტების სიას მიეკუთვნება. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რეცეპტი სახლის ხაჭოს მოსამზადებლად: 1-2 ლ აჭრილი რძე წყლის ორთქლზე (დაბალ ცეცხლზე) გააცხელეთ, წინასწარ ფართო ქვაბში ჩაასხით. ასევე შეგიძლიათ საჭირო ზომის მინის ქილაში დატოვოთ და ქვაბის ძირში კი ნაჭერი დააფინოთ.

მანამ აცხელეთ, სანამ შრატი (ყვითელი სითხე) და ხაჭო არ დაცალკევდება. ამ პროცესს დაახლოებით 1-2 საათი სჭირდება. ხაჭო და შრატი დააცალკევეთ და მიირთვით. შეგახსენებთ, რომ 5 საათამდე შრატს ტუტე რეაქცია აქვს. შრატი შაქრის დამატების გარეშე უნდა დალიოთ. ასევე შეგიძლიათ პურის, ბლინების და ნებისმიერი სხვა ნაწარმის გამოსაცხობად გამოიყენოთ.

როგორ უნდა მოვამზადოთ კოჭას სამკურნალო წყალი, რომელიც დაავადებებისგან განგვკურნავს?

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

კოჭას ჯერ კიდევ ანტიკური ჩინელები, ინდოელები და შუა აღმოსავლეთის ხალხი ახსენებდა. კოჭა მდიდარია კალიუმითა და მაგნიუმით. ეს ელემენტები მნიშვნელოვანია გულის ფუნქციონირებისთვის. მაგნიუმი დაავადებების წინააღმდეგ კედელს „აგებს“ და ასე იცავს გულსა და მის ცირკულაციის სიტემას.

კოჭაში სილიკონიც ბევრია. ეს საჭიროა ჯანმრთელი კანისთვის, თმისთვის, კბილებისთვისა და ფრჩხილებისთვის. კოჭა ასევე შეიცავს ვიტამინ A, C, E, B კომპლექსს მაგნიუმთან, ფოსფორთან, რკინასთან, თუთიასთან, კალციუმთან და ბეტა-კაროტინთან ერთად.

ნატურალური პროდუქტების ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ კოჭას ექსტრაქტი სახსრების ანთებას ამცირებს. ხოლო „ფიტოთერაპიაში“ გამოქვეყნებულ სტატიას თუ დავუჯერებთ, კოჭა არაჩვეულებრივია ნეიროპათიური ტკივილის დროს.

როგორ მოვამზადოთ კოჭის წყალი იმისთვის, რომ შაკიკს, გულის, სახსრებისა და კუნთების ტკივილს ვუშველოთ.

ინგრედიენტები: 3-5 სანტიმეტრის ახალი კოჭას ფესვი; 3 ჭიქა წყალი; ½ ლიმონი; თაფლი

მომზადება: სახეხის საშუალებით გახეხეთ კოჭა; დაამატეთ 2-3 ჭიქა წყალი და გაწურული ლიმონი; დაამატეთ თაფლი; სვით დღის განმავლობაში.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

 

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

 

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

10 შეცდომა, რომელიც სწრაფად დაბერებას იწვევს! ამის შემდეგ აუცილებლად გავითვალისწინებ!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ჩვენი სოციუმი გარეგნობაზე არის ფოკუსირებული. არსებობს უამრავი კრემი ნაოჭების, ცელულიტის, მოდუნებული კანის საწინააღმდეგოდ. ზოგჯერ კი ადამიანები დაბერების წინააღმდეგ, დაბადების დღეებსაც აღარ აღნიშნავენ ხოლმე.
მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დაბერება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გამოიყურებით გარედან, მთავარია შინაგანად როგორ გრძნობთ თავს. აი აქ მოცემული 10 შეცდომა, რომლებიც სწრაფად გაბერებენ. არაჯანსაღი საკვები: ხშირად გვქონია შემთხვევა შპინატის ჭამის ნაცვლად ბურგერი გიჭამიათ? დიახ, ხშირად გემრიელი საჭმელი შოკოლადის, ბურგერების, კანფეტების უკან იმალება. ერთი ცალის ჭამა, რა თქმა უნდა, არ მოგკლავთ, მაგრამ თუ მათ რეგულარულად ჭამთ, თქვენს ორგანიზმში შაქრის ოდენობა გაიზრდება. შაქარი კი იწვევს ნაოჭებისა და მოშვებული კანის გაჩენას.

არასაკმარისი ძილი
10 e183a8e18394e183aae18393e1839de1839be18390 e183a0e1839de1839be18394e1839ae18398e183aa e183a1e183ace183a0e18390e183a4e18390e18393 5ec7fe2d50dfcორგანიზმს ძილი სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის. არასაკმარის ძილს ნეგატიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ეფექტი ახასიათებს.

არასაკმარისი დრო: ზოგჯერ ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ჩვენს პასუხისმგებლობებზე, სხვების ბედნიერებაზე. ჩვენი თავისთვის კი უბრალოდ დრო არ გვრჩება. სტრესი ასაკზე მოქმედებს. ეცადეთ ყოველდღე გაისეირნოთ ხოლმე, წაიკითხოთ თქვენი საყვარელი წიგნი და უბრალოდ გამოყოთ დრო საკუთარი თავისთვის.

დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება: ალკოჰოლი მეტაბოლიზმის პროცესს ანელებს. ამით კი აჩქარებს დაბერების პროცესს.

 უკმაყოფილება: ხშირად ჩვენ წყენას გულში ვიტოვებთ ხოლმე. იცოდით, რომ ეს ენერგიას გვახარჯვინებს? ჩვენ ვეღარ მოვძრაობთ წინ და ვიყურებით წარსულში. ამის შედეგი კი დეპრესია და მღელვარებაა. ეს კი აჩქარებს დაბერების პროცესს. ეცადეთ, ხშირად აპატიოთ სხვებს!

 ანტისოციალური: 10 e183a8e18394e183aae18393e1839de1839be18390 e183a0e1839de1839be18394e1839ae18398e183aa e183a1e183ace183a0e18390e183a4e18390e18393 5ec7fe2e86076მარტო ყოფნა გადასარევია, ეს დამამშვიდებელი და სარელაქსაციო პროცესია. მაგრამ არ დაივიწყოთ ოჯახის წევრები, მეგობრები. იყავით იმ ადამიანებთან, ვისაც უყვარხართ და ზრუნავს თქვენზე. ისინი სიხალისეს მოგიტანენ. ბოლოსდაბოლოს სიცილი ყველაზე კარგი წამალია.

ბევრი ქიმიური ნივთიერება: ქიმიური ნივთიერებები გვხვდება საჭმელში, სილამაზის პროდუქტებში, სარეცხ საშუალებებში. ამ ნივთიერებებს ხშირად საზიანო უკუჩვენებები აქვთ. ამიტომ პროდუქტის ყიდვამდე იარლიყსაც დახედეთ ხოლმე.

ტყუილუბრალოდ ვარჯიში: ზოგჯერ ჩვენ წონის დაკლებაზე ვართ ფოკუსირებული, ვარჯიში კი რუტინული სამუშაო ხდება. ეს უკანასკნელი კარგია, მაგრამ არ დაისტრესოთ მისი კეთებით. აირჩიეთ სახალისო ვარჯიშები : ზუმბა, ბოქსი, – ის რაც გაგახალისებთ
.
ყველაფრის სერიოზულად მიღება: 10 e183a8e18394e183aae18393e1839de1839be18390 e183a0e1839de1839be18394e1839ae18398e183aa e183a1e183ace183a0e18390e183a4e18390e18393 5ec7fe303b080ეცადეთ ხშირად იცინოთ და ზოგიერთ საკითხს სერიოზულად არ მიუდგეთ. ფრუსტრირებულ სიტუაციებში თქვენ უნდა ეცადოთ ყველაფერს იუმორით უყუროთ. ეს შეამცირებს სტრესის დონეს.

სიყვარულისთვის არასაკმარისი დრო: თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი ისე ხართ დაკავებული, რომ არც კინოში დადიხართ, არც ვახშამზე და არც სანაპიროზე, დროა იზრუნოთ ამის შეცვლაზე. სიახლოვე ბევრად მნიშნელოვანია, ვიდრე ეს გგონიათ. ინტიმური გარემო საყვარელ ადამიანთან დაგეხმარებათ შეამციროთ სტრესის დონე და გამოყოთ ენდორფინები, რომლებიც ბედნიერს გაგხდით.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

პომიდორი – ნახეთ რამდენ რამეში დაგეხმარებათ ის

0
პომიდორი - ნახეთ რამდენ რამეში დაგეხმარებათ ის
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

დადგა ზაფხული და როგორც იქნა ჯანსაღი პამიდორიც ხელმისაწვდომია. ნახეთ რამდენ რამეში დაგეხმარებათ ის.

პომიდორი სპობს ბაქტერიებს
პომიდვრის წვენი ფიტონციდების წყალობით ხოცავს მავნე მიკრობებსა და პათოგენური ფლორის სხვა წარმომადგენლებს. ანტიბაქტერიულთან ერთად პომიდორს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც, გლიკოალკალოიდის შემცველობის გამო კი ის არა მხოლოდ ბაქტერიციდულ, არამედ ფუნგიციდურ (სოკოს საწინააღმდეგო) მოქმედებასაც ავლენს. პომიდორი სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლისათვის.

პომიდორი ამაღლებს გუნება-განწყობილებას
პომიდორი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მონელებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს. გარდა ამისა, ის არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციობას.

პომიდორში შემავალი სეროტონინი ამაღლებს გუნება-განწყობილებას. ამის გამო პომიდორს საუკეთესო ნატურალურ ანტიდეპრესანტად მიიჩნევენ. მასაც, ვისაც ჭარბი წონისა ეშინია ან დაკლება სურს, შეუძლია, თამამად მიირთვას პომიდორი, რადგან ის ძალზე დაბალკალორიულია – 100 გრამი 23 კკალ-ს შეიცავს.

პომიდვრის ღირსებად მიიჩნევა ისიც, რომ ქრომისა და რამდენიმე სხვა ნივთიერების წყალობით სწრაფად ანაყრებს, მყისიერად აცხრობს შიმშილის გრძნობას. დადგენილია, რომ ამ მცენარის მწიფე ნაყოფში ნიტრატები არ გროვდება. დიახ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მწიფე პომიდორში მავნე ქიმია არ არის!

პომიდორი თრომბოზების წინააღმდეგ
ამერიკელმა მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ჟელესმაგვარი სუბსტანცია, რომელიც გარს აკრავს პომიდვრის თესლს, მეტად სპეციფიკურ ნივთიერებას შეიცავს. მას მეცნიერებმა P3 უწოდეს. ეს ნივთიერება თურმე მეტად სასარგებლოა – “ათხელებს” სისხლს და ეფექტურად ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას. პექტინების წყალობით პომიდორი არტერიულ წნევასაც აბალანსებს.

პომიდორი აახალგაზრდავებს კანს
B ჯგუფის ვიტამინების წყალობით პომიდორი აუმჯობესებს სახის ფერს, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და, საზოგადოდ, გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს კანზე. პექტინი, რომელიც ასე ბევრია პომიდორში, ორგანიზმიდან წიდისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოძევებასაც უწყობს ხელს.

პომიდვრის ნიღბები სახისთვის: 

ნიღაბი მგრძნობიარე კანისთვის:

 გახეხეთ 1 პომიდორი და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი და 2 ს.კ. ხორბლის ფქვილი. დაიდეთ სახეზე 30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გამწმენდი ნიღაბი ნებისმიერი კანისთვის:

1 პომიდვრის წვენს დაამატეთ ნახევარი კვერცხის გული (ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის კვერცხის გული შეცვალეთ ცილით) და 1 ს.კ. შვრიის ფქვილი. დაიდეთ სახეზე 20 წუთით და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.

მატონიზირებელი ნიღაბი ნებისმიერი კანისთვის:

 გახეხეთ 1 პომიდორი, დაამატეთ 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი, 2 ს.კ. ხაჭო და 1 ს.კ. რძე. კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.