ჩვენ ვმკურნალობთ პანკრეატიტს სახლში, მარტივად და ეფექტურად!
- პანკრეასის მკურნალობა ხალხური საშუალებებით შეგიძლიათ, მაგალითად, ცნობილი კამით ან მისი თესლით. 1 ჩაის კოვზ დაჭრილ ნედლეულს (კამას ან მის თესლს) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი და გადაწურეთ მარლის დახმარებით. გაყავით და დალიეთ ოთხ დოზად.
- მწარე აბზინდას ბალახს იყენებენ საინფუზიო ან ალკოჰოლური ნაყენის სახით. 1 ს.კ მწვანილს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, მიიყვანენ ადუღებამდე, ადუღებენ 45 წუთის განმავლობაში და სემდეგ ფილტრავენ მარლას დახმარებით. მიიღეთ ნახარში 1-3 ს.კ. ჭამამდე 15 წუთით ადრე. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. კუჭქვეშა ჯირკვლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში ამ მცენარისგან დამზადებული პრეპარატების დანიშვნისას ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა მცირდება ან მთლიანად ქრება, უმჯობესდება მადა, ნორმალიზდება განავალი.

- შვრია დაასველეთ და დადგით თბილ ადგილას. მეორე დღეს, როცა შვრიის მარცვლები გაღივდება, გარეცხეთ, გააშრეთ და დფაქვით ყავის საფქვავში, მიღებული შვრიის ფაფა გახსენით ცივ წყალში, დაასხით მდუღარე წყალი და ადუღეთ 1-2 წუთი. ამის შემდეგ ჟელე გადმოდგით ცეცხლიდან და 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. შვრიის ჟელე ყოველთვის ახალი უნდა იყოს, ამიტომ გამოყენებამდე უნდა მომზადდეს.
- აიღეთ 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი და 1-2 სტაფილო. კარგად გარეცხეთ. კარტოფიზე და სტაფილოზე მხოლოდ დაზიანებული ადგილები ამოიღეთ, თავად კანი არ უნდა მოაშოროთ. შემდეგ წვენსაწურში გაატარეთ, უნდა მიიღოთ 200 გრამი წვენი. წვენს სვამენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 7 დღეა, ერთი კვირის შესვენების შემდეგ. აუცილებელია მკურნალობის 3 კურსის ჩატარება.
Facebook კომენტარები
Sheni Network
სტატიის ციტირება
SheniMedicina.ge. ჩვენ ვმკურნალობთ პანკრეატიტს სახლში, მარტივად და ეფექტურად! [Internet]. თბილისი: Shenimedicina.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://shenimedicina.ge/%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%95%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%97-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%90/
shenimedicina.ge



