კვირა, ივნისი 14, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარი ტრადიციული და ხალხური მკურნალობა თუ გსურთ, სახის მოვლა ბუნებრივი კოსმეტოლოგიური საშუალებებით, შემოგთავაზებთ შრატის რეცეპტს, რომლის შედეგითაც...

თუ გსურთ, სახის მოვლა ბუნებრივი კოსმეტოლოგიური საშუალებებით, შემოგთავაზებთ შრატის რეცეპტს, რომლის შედეგითაც აუცილებლად ნასიამოვნები დარჩებით

0
207
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

თუ გსურთ, სახის მოვლა ბუნებრივი კოსმეტოლოგიური საშუალებებით, შემოგთავაზებთ შრატის რეცეპტს, რომლის შედეგითაც აუცილებლად ნასიამოვნები დარჩებით

შრატი კანის მოვლის საშუალებებს შორის ყველაზე პოპულარულ საშუალებად ითვლება. მიუხედავად ასეთი პოპულარულობისა, ბევრ ჩვენგანს სურს გაერკვეს, რა არის შრატი, რისთვის არის საჭირო და როგორია მისი მოქმედება.

რა არის შრატი?

შრატი კანის მოვლის საშუალებაა, რომელიც შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, როგორიცაა ანტიოქსიდანტები, მჟავები და ვიტამინები. შრატი ხელს უწყობს კანში კოლაგენის გამომუშავებას და ტენიანობის შენარჩუნებას.

მის შემადგენლობაში შემავალი მცირე ზომის მოლეკულების გამო გააჩნია შედარებით მსუბუქი ტექსტურა ვიდრე კრემს და ხელს უწყობს კანის ფენაში მკვებავი ნივთიერებების ღრმად შეწოვას.

რა უპირატესობა აქვს შრატის გამოყენებას?

შრატი შეიქმნა იმისთვის, რომ გადაჭრას კანის ღრმა ფენებში არსებული პრობლემები, მაგალითად, ეწინააღმდეგება პიგმენტურ ლაქებს, კანის ფერის ასაკობრივ ცვლილებებს და ღრმა ნაოჭებს. შრატი – ანტიასაკობრივი მოვლის განუყოფელი ნაწილია.

იხილეთ მცირე ინფორმაცია უძლიერესი სამკურნალო ზეთების სარგებელის შესახებ:

ასკილის ზეთი მდიდარია C ვიტამინით და რეტინოლით. ის აღწევს კანის ყველაზე ღრმა ფნებში და კვებავს მას აუცილებელი ელემენტებით, აღადგენს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს. ასკილის ზეთი ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა, აგრეთვე მოგაშორებთ ნაწიბურებს, სტრიებს, პიგმენტურ ლაქებს, მზის დამწვრობასა და აკნეს.

არგანის ზეთი კანის გასაახალგაზრდავებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. იგი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია. განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი, ცხიმიანი ან კომბინირებული კანისთვის, რადგან აღადგენს კანის ჰიდროლიპიდურ დაცვას.

ჟოჟობას ზეთი ერთ-ერთი პოპულარული მცენარეული ზეთია. სინამდვილეში ის თხევადი მცენარეული ცვილია, ამიტომ იგი  14  გრადუსის ქვემოთ ტემპერატურაზე მაგრდება. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც სახის კანისთვის, ისე თმისთვის. ჟოჟობას ზეთს აქვს დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და რეგენერაციის ეფექტი. ეს ზეთი კანს აახალგაზრდავებს, ანიჭებს ელასტიურობასა და  სიმკვრივეს.

ლავანდის ეთერზეთი ეფექტურია მშრალი კანისთვის. მას საოცარი არომატი აქვს.

ნემსიწვერას ეთერზეთი ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. მისი არომატი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია პარფიუმერიაში.

  “ბებიის” ხალხური რეცეპტები ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების წინააღმდეგ, ისინი იცავენ ყველაზე ძლიერი ხველისგანაც კი!

შრატის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ასკილის ზეთი 15 მლ
  • არგანის ზეთი 15 მლ
  •  ჟოჟობას ზეთი 30 მლ
  • ლავანდის ეთერზეთი 4 წვეთი
  • ნემსიწვერას ეთერზეთი 4 წვეთი

ყველა ამ ზეთის შეძენას მარტივად შეძლებთ აფთიაქებსა და კოსმეტიკურ მაღაზიებში

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ყველა ჭურჭელს, რომელიც უნდა გამოიყენოთ და ადგილს, სადაც უნდა იმუშაოთ.
  2. მოცემული ზეთები მოათავსეთ მინის ან კერამიკულ ჭურჭელში.
  3. დაამატეთ ეთერზეთები, აურიეთ და გადაიტანეთ მუქი მინის ბოთლში. ამ გზით შეძლებთ მის დაცვას სინათლისგან. უმჯობესი იქნება თუ გამოიყენებთ ბოთლს პიპეტით.
  4. შრატი მაზად არის გამოსაყენებლად.

შეგიძლიათ გამოიყენოთ სალბის, როზმარინის, ფორთოხალის-ეთერზეთებიც. მთავარია დოზას არ გადააჭარბოთ.

ჯადოსნური შრატის რამდენიმე წვეთი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კარგად შეიზელთ და სულ რამდენიმე წუთში კანი გაგიხდებათ აბრეშუმისსავით ნაზი. შრატის გამოყენება შეგიძლიათ ცხიმიანი კანისთვისაც.

რადგან რამდენიმე წვეთი გჭირდებათ, გირჩევთ ბევრი არ მოამზადოთ. რეკომენდებულია შრატის ძილის წინ მოხმარება და აუცილებლად გაწმენდილ სახის კანზე. ღია და სუფთა ფორები კარგად შეიწოვს სამკურნალო ზეთებისა და ეთერზეთების სასარგებლო   ნივთიერებებს.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.