ეფექტური ბუნებრივი საშუალებები ყელის ტკივილის მოსარჩენად – ხალხური, ეფექტური მეთოდები.
სალბი და ექინაცეა – ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ყელის ტკივილებისგან განთავისუფლებისთვის. აადუღეთ ნახევარი ჭიქა წყალი, შემდეგ შეურიეთ ექინაცეა და სალბი თითო კოვზი და მოათავსეთ სპრეის ბოთლში. ნახევარი საათის შემდეგ, ყოველ 2 საათში ერთხელ შეისხით ყელში. მაქსიმუმ 3 დღეში განთავისუფლდებით ყელის ტკივილებისგან.
ძირტკბილა – ძირტკბილას თანამედროვე მედიცინაში აქტიუად იყენებენ. ამ მცენარეს გააჩნია ასპირინის მაგვარი თვისებები. პროფესორების კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ძირტკბილა ასუფთავებს სასუნთქ მილსაც. ძირტკბილას წვენით დამზადებული პირწყალი 50% უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა შაქრიანი პირწყლის მეთოდი. აადუღეთ წყალი და შეურიეთ ძირტკბილას წვენი, დაელოდეთ 5 წუთით და შემდეგ მიირთვით!
ლიმონი – შეიცავს C ვიტამინს და უამრავ ანტიოქსიდანტებს. ზრდის ნერწყვის რაოდენობას და ასევე ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების ტენიანობას. თუ ლიმონის წვენში შეურევთ თაფლს ან მარილს, უკეთეს შედეგს მიიღებთ!


iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi








