შაბათი, მაისი 30, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიერბო უნიკალური პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

ერბო უნიკალური პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

ერბო უნიკალური პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

რით განსხვავდება ერბო კარაქისგან?
ერბო არის გადამდნარი კარაქი. კარაქი დნობის პროცესში გადის სხვადასხვა ეტაპს. კარაქში არსებული ცილა – კაზეინი და შაქარი – ლაქტოზა გამოეყოფა ცხიმს და ილექება ჭურჭლის ძირში, წყალი ორთქლდება. კარაქმა დიდი ხანი უნდა იდუღოს ნელ ცეცხლზე. კარაქს ცილასთან და შაქართან ერთად გამოეყოფა მასში არსებული მძიმე ნივთიერებები. ერბოს მომზადების დასრულებისას ეს უნიკალური თხევადი ცხიმი ხდება კამკამა ოქროსფერი. მას გააჩნია საუკეთესო გემოვნური თვისებები. იმის გამო რომ ერბოში აღარ არის კაზეინი, ლაქტოზა და მძიმე ნივთიერებები მისი მირთმევა შეუძლია ყველას ვისაც აქვს კუჭნაწლავის პრობლემები, კერძოდ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ლაქტოზის აუტანლობა, გასტრიტი და სხვა.
ერბო ერთადერთი ცხიმია რომელიც თერმული დამუშავებისას არ იწვის. ამიტომ იდეალურია ნებისმიერი კერძის მოსამზადებლად. ის გვანაყრებს ხანგრძლივად, გვავსებს ენერგიით რადგან შემოაქვს ორგანიზმში ჟანგბადი.
ერბოს გამოყენება ყოველდღე ნორმის ფარლებში არ აისახება ქოლესტერინის მომატებაზე. ამ ცხიმის მოხმარებით არ ღიზიანდება გულსისხლძარღვთა სისტემა და ღვიძლი. პირიქით, ერბოთი ინკურნება ბევრი დაავადება. ეს პროდუქტი არა მხოლოდ გვანაყრებს, არამედ გვაძლიერებს და გვაჯანსაღებს, ერბოში შემავალი სტრუქტურირებული ცხიმი მარტივად აითვისება ორგანიზმის მიერ.
ერბოს სარგებლობა ორგანიზმისთვის შეუფასებელია. ის შეიცავს უნიკალურ ცხიმოვან მჟავებს. კარაქი შეიცავს გრძელი ბმის ჯაჭვის ცხიმოვან მჟავებს, ხოლო ერბოში არსებული ცხიმოვანი მჟავები შედგება მოკლე და საშუალო ბმის ჯაჭვებისგან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოკლე და საშუალო ბმის ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავები სტიმულაციას უკეთებს წონაში კლებას. ისინი მეტაბოლიზირდება სხვანაირად ვიდრე გრძელი ბმის ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ერბოში შემავალი მოკლე ბმის ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავა სისხლს ნორმაში უნარჩუნებს ინსულინის დონეს, ებრძვის ანთებით პროცესს და ენერგიით ავსებს მსხვილი ნაწლავის უჯრედებს. ის ზრდის ბილიარული ლიპიდების და კუჭის წვენის სეკრეციას, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას. ერბო ეხმარება ვისაც აქვს ნაწლავებში კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი.
ერბოს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაში ბადალი არ ყავს. ვინც მას სისტემატიურად მოიხმარს, მისი კუჭნაწლავი ნაკლებად ზიანდება. ვისაც დაზიანებული აქვთ კუჭნაწლავის სისტემა ამ ცხიმით ძალიან კარგად აღიდგენენ მას.
ერბოს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. როდესაც ადამიანი იწყებს ერბოს სისტემატიურად მოხმარებას ეს სასწაულებრივად აისახება მის კანზე, მცირე ზომის ნაოჭები შესამჩნევად იშლება და კანი ხდება იდეალურად კაშკაშა. ერბოს გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ მისი მირთმევით, არამედ ის შეუცვლელი პროდუქტია კოსმეტოლოგიაშიც.
ერბო შეიცავს A, E, K ანტიოქსიდანტ ვიტამინებს, ამ ცხიმის მეშვეობით ხდება ორგანიზმში D ვიტამინის და ჰემოგლობინის სინთეზი, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში გულსისხლძარღვთა სისტემის, ტვინის და ძვალსახსროვანი სისტემის ჯანმრთელ ფუნქციონირებასთან.
ერბო შეიცავს უნიკალურ ლინოლის მჟავას რომელსაც გააჩნია ნატურალური ანტიბაქტერიული თვისებები და იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადებებისგან. ლინოლის მჟავა ეფექტურად ეხმარება ორგანიზმს პრობლემურ ზონებში ჩალაგებული ცხიმოვანი ფენის შემცირებაში, ასე რომ თუ გახდომა გინდათ, არ თქვათ უარი ამ უნიკალური ცხიმის მირთმევაზე.
ერბო შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას, აჩერებენ დაბერებას. ორგანიზმის მიერ საჭირო რაოდენობით ჟანგბადის შეთვისება დამოკიდებულია ბრონქების ალვეოლებში გამომუშავებულ სულქფანტანტის რაოდენობაზე და ხარისხზე. სულქფანტანტი 80 % ცხიმებისგან შედგება. როცა ადამიანს სისტემატურად არ აქვს რაციონში ხარისხიანი ცხიმი, სულქფანტანტი ცოტაა და უხარისხო, შესაბამისად ორგანიზმი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას და იმუნიტეტიც ქვეითდება. რაციონში თუ შეიტანთ ერბოს, გაგიძლიერდებათ სულქფანტანტები და შესაბამისად მთლიანად სასუნთქი აპარატი, რომელიც პირველი ფარია ორგანიზმისთვის როცა რაიმე ცუდი რადიკალი თუ ვირუსი შემოდის გარედან.
ძალიან საინტერესოა ერბოს მოქმედება თავის ტკივილებზე, ფაქტიურად ვისაც აწუხებს თავის ტკივილები ერბო კურნავს მას.
აურვედების თანახმად ერბო წარმოადგენს ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას. ის აახალგაზრდავებს, აჯანსაღებს კუჭნაწლავს, აძლიერებს იმუნიტეტს, ეხმარება მსხვილ ნაწლავს ფუნქციონირებაში. სხვა ცხიმებისგან განსხვავებით რომლებიც ანაგვიანებენ ღვიძლს, ერბო წმენდს და აძლიერებს მას. ის კვებავს ნერვულ უჯრედებს, ძვლის და თავის ტვინს, რის შედეგადაც ადამიანს უძლიერდება გონებრივი შესაძლებლობები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამედიცინო გამოსახულებების შესახებ!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.