შენი მედიცინა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
Donate
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი მედიცინაშენი მედიცინა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები

Popular Posts

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

ეს რეცეპტი გასაოცარია! ის მხოლოდ ერთ დღეში განგკურნავს სახსრების ტკივილსგან!

ტრადიციული და ხალხური მკურნალობა

4 მცენარე საძინებელში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაჰერბალური და არომათერაპია

სტომატოლოგის მეუღლემ მასწავლა როგორ მოვიშორო კბილის ქვა და გავითერთრო ემალი 4 წუთში!

Welcome to Our Wildlife Sanctuary

Like the resource it seeks to protect, wildlife conservation must be dynamic, changing as conditions change, seeking always to become more effective.
Discover
გამოგვყევით
Made by ThemeRuby using the Foxiz theme. Powered by WordPress
ტრადიციული და ხალხური მკურნალობა

დამსკდარი ქუსლების საოცრად ეფექტური მალამო დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე.

ავტორი
შენი მედიცინა
ბოლო განახლება: ოქტომბერი 1, 2026
3 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

დამსკდარი ქუსლების საოცრად ეფექტური მალამო დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე. 

მალამოს  შემადგენლობაში შედის:

  1. კაკაოს კარაქი.
  2. შის კარაქი.
  3. მცენარეული ზეთი.
  4. თაფლის სანთელი.
  5. კალენდულა (გულყვითელა).
  6. გვირილა (სააფთიაქო)
  7. კულმუხოს ფესვი
  8. ოროვანდის ფესვი

დახეთქილი ქუსლებისთვის განკუთვნილი მალამო მზადდება საკმაოდ მარტივი მეთოდით. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი აიღეთ თანაბარი რაოდენობით. ჩაუშვით ყველაფერი ჯამში და დადეთ ორთქლის აბაზანაზე 10-15 წუთი. მას შემდეგ რაც ერთგვაროვანი მასა გახდება გადმოდგით და გადაიტანეთ შუშის ქილაში.

მალამოს აქვს მუქი ფერი. აქვს თაფლის სანთლის სასიამოვნო სურნელი. პროდუქტი არის ნატურალური რადგან არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს.

მალამოს სასარგებლო თვისებები

კაკაოს კარაქი შეიცავს D, A და E ვიტამინებს. კაკაოს ცხიმს იყენებენ კოსმეტოლოგიაში. კაკაოს ცხიმი კარგად აღადგენს გამომშრალ, დახეთხილ, გაღიზიანებულ და დანაოჭებულ კანს. ის გამოიყენება ასევე ფრჩხილებისთვის სიმტკიცის და ჯანმრთელი იერის დასაბრუნებლად.

შის კარაქი კარგად ატენიანებს გაუწყლოებულ და გამომშრალ კანს. ეხმარება დახეთქილ კანს დაიბრუნოს ელასტიურობა და სირბილე. გარდა ამისა ის შეიცავს მრავალ საკვებ ნივთიერებას რომლითაც ამარაგებს კანის ქსოვილს.

გულყვითელას (კალენდულა) აქვს ჭრილობის შეხორცების ძლიერი უნარი. ასევე ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ასეთი სამკურნალო თვისებების გამო ის კარგად მკურნალობს კანის დაავადებებს.

ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები. ცვილი ამარაგებს კანის ქსოვილს აღმდგენი და სამკურნალო ნივთიერებებით, რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და შეხორცების პროცესი.

კულმუხოს ფესვი ძალიან კარგად მოქმედებს კანის ქსოვილზე და ამარაგებს მას საკვები და სამკურნალო ნივთიერებებით. მისი უნიკალური ქიმიური შემადგნლობის წყალობით ის ებრძვის ანთებით პროცესებს და ხელს უშლის კანის დაავადებების განვითარებას. ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს რითაც აჩქარებს შეხორცების და აღდგენით პროცესებს.

ოროვანდის ფესვი გამოიყენება ისეთი ჭრილობების შესახორცებლად რომლებიც დიდი ხნის მანძილზე არ ხორცდება. ის ხელს უწყობს კანის აღდგენითი პროცესების სტიმულირებას.

  გრიპის მორჩენა მდოგვის დახმარებით – მარტივი ხალხური მეთოდი უსწრაფესად მოგარჩენთ

მალამო თვისებები:

  1. არბილებს გამშრალ და გამაგრებულ ქუსლებს.
  2. აჩქარებს დამსკდარი და დახეთქილი კანის შეხორცების პროცესს.
  3. აქვს ანტიმიკრობული, ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
  4. ასტიმულირებს კანის აღდგენით პროცესებს.
  5. ხელს უწობს ძნელად შესახორცებელი ჭრილობების შეხორცებას.
  6. ხსნის შეშუპებას, ქავილს და სიწითლეს.
  7. კვებავს კანს და ამარაგებს მას სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებებით.
მალამოს გამოყენების ინსტრუქცია

მცირე რაოდენობის მალამო წაისვით კანის პრობლემურ ადგილზე, მალამო უნდა შეიზილოთ იმდენ ხანს სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ ან 3-ჯერ. განსაკუთრებით კარგია მისი გამოყენება ძილის წინ. გაიკეთეთ ფეხის აბაზანა 10 – 15 წუთი, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ და შეიზილეთ მალამო.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია თაფლის სანთელზე ან ზევით ჩამოთვლილი რომელიმე მცენარეზე, გამოიყენებამდე შეამოწმეთ კანზე ხართ თუ არა ალერგიული.

შემოწმება კანზე:

მცირე რაოდენობის მალამო წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანზე არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბმულის კოპირება ბეჭდვა
ავტორიშენი მედიცინა
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

HOT NEWS

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

ეს რეცეპტი გასაოცარია! ის მხოლოდ ერთ დღეში განგკურნავს სახსრების ტკივილსგან!

ოქტომბერი 1, 2026

4 მცენარე საძინებელში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

ოქტომბერი 1, 2026

სტომატოლოგის მეუღლემ მასწავლა როგორ მოვიშორო კბილის ქვა და გავითერთრო ემალი 4 წუთში!

ოქტომბერი 1, 2026

თმის ცვენა ქალებში: მიზეზები, მკურნალობა და პრევენციის გზები!

ოქტომბერი 1, 2026

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — კურორტი
  • ეკოტურიზმი
  • ეროვნული პარკები
  • სვანეთი
shenidasveneba.ge →

Follow US: 

Quick Access

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები

Company

  • Terms And Conditions
  • Editorial Policy
  • Marketing Solutions
  • Industry Intelligence

Cookies Notice

We use our own and third-party cookies to improve our services, personalise your advertising and remember your preferences.

Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?