შენი მედიცინა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour
Donate
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი მედიცინაშენი მედიცინა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour

Popular Posts

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

ეს რეცეპტი გასაოცარია! ის მხოლოდ ერთ დღეში განგკურნავს სახსრების ტკივილსგან!

ტრადიციული და ხალხური მკურნალობა

4 მცენარე საძინებელში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაჰერბალური და არომათერაპია

სტომატოლოგის მეუღლემ მასწავლა როგორ მოვიშორო კბილის ქვა და გავითერთრო ემალი 4 წუთში!

Welcome to Our Wildlife Sanctuary

Like the resource it seeks to protect, wildlife conservation must be dynamic, changing as conditions change, seeking always to become more effective.
Discover
გამოგვყევით
Made by ThemeRuby using the Foxiz theme. Powered by WordPress
ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

გაიწმინდეთ კანი ამ ხალხური რეცეპტებით და დაემშვიდობეთ ნაოჭებს!

ავტორი
შენი მედიცინა
ბოლო განახლება: ოქტომბერი 1, 2026
3 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

გაიწმინდეთ კანი ამ ხალხური რეცეპტებით და დაემშვიდობეთ ნაოჭებს!

სახლის პირობებში სახის გასაწმენდად ბალახეულ ნაყენს ორგვარად – ცხელი და ცივი მეთოდით – ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს ასხამენ სათანადო რაოდენობის ცივ ანადუღარ წყალს და 4-12 საათს აჩერებენ, მერე ფილტრავენ და იყენებენ. ცხელი მეთოდით მომზადებისას ნედლეულს ყრიან ფაიფურის ან მომინანქრებულ ჭურჭელში და სათანადო რაოდენობით ასხამენ ოთახის ტემპერატურის წყალს.

ამ ჭურჭელს ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, თან განუწყვეტლივ ურევენ. მერე აგრილებენ, ფილტრავენ (ან დოლბანდში წურავენ) და იყენებენ. ასეთი ნაყენი თბილ-თბილი უნდა გამოვიყენოთ და თუ გაგრილდა, კი არ უნდა გავაცხელოთ, არამედ შევურიოთ ანადუღარი ცხელი წყალი.

კანისთვის სინორჩის მიმნიჭებელი ლოსიონი: მარწყვისა და პიტნის თითო სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი. თავზე დაახურეთ და მთელი ღამით დატოვეთ. დილით გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლში და შედგით მაცივარში. თითის ბალიშებით ან ბამბის ტამპონით დაისველეთ (არ შეიზილოთ!) სახე ამ ნაყენით.

მათეთრებელი ეფექტის მქონე ვიტამინოვანი ლოსიონი: ერთმანეთში აურიეთ ერთ-ნახევარი გრეიპფრუტი და ორი სუფრის კოვზი არაყი. ჭიქაში ნახევრამდე ჩაასხით ნაღები და კარგად შეათქვიფეთ კვერცხის გული. ეს ორი ნარევი კარგად აურიეთ ერთმანეთში. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ ცოტა წყალი. შედგით მაცივარში. ინა­ხება 3-5 დღე.

გამწმენდი და დამატენიანებელი ლოსიონი: მომინანქრებულ ჭურჭელში გასრისეთ მწიფე საზამთროს გული, გააჩერეთ 1 საათი, მერე დოლბანდში გაწურეთ. 2 ჭიქა წვენი გადაასხით მინის ჭურჭელში, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და 1 სუფრის კოვზი თაფლი და მარილის გადნობამდე ურიეთ. მიღებული მასა გაფილტრეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა არაყი. ეს ლოსიონი მაცივარში 6 თვე ინახება.

ფორთოხლის ლოსიონი: ფორთოხალი ქერქიანად გახეხეთ, გადაიღეთ მუქ ქილაში, დაასხით ნახევარი ჭიქა არაყი, დაახურეთ თავზე და დადგით სიბნელეში ერთი კვირით. მერე გაფილტრეთ. მიღებულ ნაყენს დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ვარდის წყალი და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. ეს ლოსიონი განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი კანისთვის. შეინახეთ მაცივარში.

  მოხუცმა ქალმა ამ მცენარეს “ღვთის საჩუქარი” უწოდა, რადგან მას შეუძლია განკურნოს 100-ზე მეტი დაავადება!

ლოსიონი ნებისმიერი ტიპის კანისთვის: გვირილისა და ფარსმანდუკის ყვავილების (1:3) ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ მთელი ღამე, დილით კი გაფილტრეთ. ცივ ჩაიში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ სახე და ყელი, არ გაიმშრალოთ – აცადეთ შეშრობა.

ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის: თითო სუფრის კოვზი გულყვითელასა და გვირილის ყვავილების ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 30 წუთის შემდეგ გაფილტრეთ.

ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის ანთებითი პროცესების დროს: აურიეთ ერთმანეთში 30 გ გვირილის ექსტრაქტი, 120 გ კრაზანასა და ამდენივე ვარდის ფურცლის ნახარში, 30 გ არაყი და 10 გ გლიცერინი. ამ ლოსიონს აქვს ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება.

FacebookTwitter
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბმულის კოპირება ბეჭდვა
ავტორიშენი მედიცინა
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

HOT NEWS

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

ეს რეცეპტი გასაოცარია! ის მხოლოდ ერთ დღეში განგკურნავს სახსრების ტკივილსგან!

ოქტომბერი 1, 2026

4 მცენარე საძინებელში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

ოქტომბერი 1, 2026

სტომატოლოგის მეუღლემ მასწავლა როგორ მოვიშორო კბილის ქვა და გავითერთრო ემალი 4 წუთში!

ოქტომბერი 1, 2026

თმის ცვენა ქალებში: მიზეზები, მკურნალობა და პრევენციის გზები!

ოქტომბერი 1, 2026

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — კურორტი
  • ეკოტურიზმი
  • ეროვნული პარკები
  • სვანეთი
shenidasveneba.ge →

Follow US: 

Quick Access

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour

Company

  • Terms And Conditions
  • Editorial Policy
  • Marketing Solutions
  • Industry Intelligence

Cookies Notice

We use our own and third-party cookies to improve our services, personalise your advertising and remember your preferences.

Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?