შენი მედიცინა
  • მთავარი
  • GMJ News
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour
Donate
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი მედიცინაშენი მედიცინა
  • მთავარი
  • GMJ News
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour
Search
  • მთავარი
  • GMJ News
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour

Popular Posts

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

ეს რეცეპტი გასაოცარია! ის მხოლოდ ერთ დღეში განგკურნავს სახსრების ტკივილსგან!

ტრადიციული და ხალხური მკურნალობა

4 მცენარე საძინებელში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაჰერბალური და არომათერაპია

სტომატოლოგის მეუღლემ მასწავლა როგორ მოვიშორო კბილის ქვა და გავითერთრო ემალი 4 წუთში!

Welcome to Our Wildlife Sanctuary

Like the resource it seeks to protect, wildlife conservation must be dynamic, changing as conditions change, seeking always to become more effective.
Discover
გამოგვყევით
Made by ThemeRuby using the Foxiz theme. Powered by WordPress
ტრადიციული და ხალხური მკურნალობაჰერბალური და არომათერაპია

ბუასილი გავრცელებული დაავადებაა, თუ თქვენც გაწუხებთ ეს პრობლემა, მაშინ, ეს სტატია შენთვისაა!

ავტორი
შენი მედიცინა
ბოლო განახლება: ოქტომბერი 1, 2026
4 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

ბუასილი გავრცელებული დაავადებაა, თუ თქვენც გაწუხებთ ეს პრობლემა, მაშინ, ეს სტატია შენთვისაა!

ბუასილი სწორი ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ამ პათოლოგიის მქონეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, თანაც უმთავრესად შრომისუნარიანი მოსახლეობის ხარჯზე. სისხლის შემჩნევისთანავე ჯობს სასწრაფოდ მიაკითხოთ ექიმს, რადგან დასაწყის სტადიაში მკურნალობა საუკეთესო შედეგებს იძლევა.

ბუასილი გახლავთ სისხლძარღვოვანი დაავადება. დაზიანებული ვენა, წესისამებრ, ვერ უზრუნველყოფს არტერიით მოდინებული სისხლის ევაკუაციას; შესაბამისად, ბუასილის კვანძის შიგთავსი ეს არის ჩაღვრილი, ორგანიზმის მიერ მოხმარებული ჭუჭყიანი ვენური სისხლი. სწორედ ამიტომ იყო, რომ უხსოვარი დროიდან ბუასილის კვანძებს წურბელებით მკურნალობდნენ. წურბელა წოვდა ამ სისხლს და პაციენტი თავს უკეთ გრძნობდა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბუასილი ძალიან გავრცელებული დაავადებაა. მის განვითარებაში დიდი როლი აკისრია მემკვიდრეობას. მისი განვითარების წინაპირობა დაავადებული, დაზიანებული ნაწლავია. თავიდათავი გახლავთ კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის ანთება, დაზიანებული ნაწლავის მიდრეკილება შეკრულობისკენ ან ხშირი დეფეკაციისაკენ. სხვათა შორის, კოლიტი ორი სახისაა: მშრალი და სველი, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ადამიანს ორივე ფორმა ერთდროულად ჰქონდეს: ერთი კვირა შეკრულობა აწუხებდეს, ერთი კვირა – აშლილობა. არსებობს სხვა, დამატებითი მიზეზებიც, რომლებიც აღრმავებენ და ართულებენ ამ დაავადებას. ესენია ცხოვრების წესი, კვება…

ის ადამიანები, რომლებიც უმეტესად სხედან რისკჯგუფში შედიან ანუ მათ რიცხვში, ვისაც შეიძლება ბუასილი გაუჩნდეს.

ეს არის იმ ადამიანების დაავადება, რომლებსაც საზიანო კერძები უყვართ. გლეხკაცს, მუშას, რომელსაც არ აქვს საშუალება, ისეთი კერძები მიირთვას, ნაწლავს რომ აღიზიანებს, ბუასილი ძნელად თუ გაუჩნდება.

კოლიტიან ნაწლავს არ უყვარს ცივზე, ქვაზე ჯდომა. კოლიტის დროს ლორწოვანი გათხელებულია, სიფრიფანა ქაღალდივით არის, ამიტომ ადვილად ტრავმირდება.

კოლიტიანი პაციენტისთვის კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაციონიდა, უნდა გამოირიცხოს საკვები, რომელიც ხელს უწყობს აირების დაგროვებას:

  • ნიორი,
  • კომბოსტო,
  • ბოლოკი,
  • ლობიო,
  • ბადრიჯანი,
  • ნიგოზი,
  • ცხარე წიწაკა,
  • აჯიკა,
  • ცხვრის ხორცი,
  • ყველი,
  • ღორის ხორცი და სხვა.
  ეფექტური წესები დაბერების შესანელებლად!

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლიტით ან ბუასილით დაავადებულმა არასდროს მიირთვას ჩამოთვლილი საკვები. უბრალოდ, ნაწლავს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ. თუ სათანადოდ მოუვლით, კვირაში ერთხელ ნაწლავი გოჭის ხორცსაც აიტანს, ლობიოსაც და სხვა საკვებსაც.

ჰემოროიდულ დაავადებას არ უყვარს წითელი ღვინო, არ უყვარს ლუდი, რადგან ეს უკანასკნელი აირების დაგროვებას უწყობს ხელს. საკმაოდ გამაღიზიანებელია ღომიც. თანაც ის არ ანაყრებს, მხოლოდ აირებით ბერავს ნაწლავებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას, ტუალეტს. ადრე ქაღალდის ნაცვლად ბიდეს უფრო ეტანებოდა ხალხი. ჩაბანილ ადგილს რბილი პირსახოცით იშრობდნენ და ეს გაცილებით უკეთესი იყო.

ამ დაავადებას არ უყვარს ზაფხულში ჩახურება, ოფლიანობა, არ უყვარს სინთეტიკური საცვალი. მართალია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ზაფხულობით მოდური სინთეტიკური საცვლების ჩაცმა მაინც არ არის მიზანშეწონილი.

ჰემოროიდული დაავადების კლინიკური ნიშნებია:

  • ტკივილი;
  • სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;
  • კვანძების გამოვარდნა;
  • გამონადენი;
  • ქავილი უკანა ტანში;
  • შეშუპება;
  • შეუკავებლობა.

შესაძლებელია ბუასილის ანუ ჰემოროიდული დაავადების მკურნალობა ორგვარად:

  1. მედიკამენტურად
  2. ქირურგიულად

მედიკამენტური მკურნალობა ითვალისწინებს: ფლებოტროპული პრეპარატის – დეტრალექსის მიღებას; მალამოებისა და სანთლების გამოყენებას; ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებას.

ქირურგიული ჩარევა ითვალისწინებს: ლიგაცია ლატექსის რგოლებით, ლაზეროთერაპია, ულტრაბბერითი დოპლეროგრაფიით სისხლძარღვების გადაკვანძვა, მასკლეროზებელი თერაპია.

გაეცანით ბუასილის სამკურნალო ხალხურ რეცეპტებს:

  1. ავისტოს ბოლოს, 15-20-დან ფესვიანად ამოიღეთ მიწიდან ტყის მარწყვი. გადაარჩიეთ, რომ ბალახი არ შეჰყვეს, 15 ძირი (ფესვიან-ფოთლიანად) გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და მოხარშეთ 1 ლ წყალში, მომინანქრებულ ქვაბში. ადუღეთ 10-15 წუთი, შემდეგ გადმოდგით და თავდახურული შეაგრილეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ნახევარი ღვინის ჭიქა 1 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გააგრძელოთ.
  2. აიღეთ თანაბარი რაოდენობის ჭინჭრის ფოთოლი და ხეჭრელის ქერქი. 2 ს/კ ნარევს დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ შეფუთეთ, 30 წუთით დააყენეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 4-ჯერ ძლიერი ტკივილის დროს. ეს ნაყენი აჩერებს სისხლდენას უკანა ტანიდან, აცხრობს ტკივილს და აწესრიგებს კუჭის მოქმედებას.
  3. მარწყვბალახას 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ ანადუღარი წყალი. დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და შემოდგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთით. გაწურეთ 2 ფენა დოლბანდში და ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. მიიღეთ თითო ს/კ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
FacebookTwitter
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბმულის კოპირება ბეჭდვა
ავტორიშენი მედიცინა
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

HOT NEWS

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

ეს რეცეპტი გასაოცარია! ის მხოლოდ ერთ დღეში განგკურნავს სახსრების ტკივილსგან!

ოქტომბერი 1, 2026

4 მცენარე საძინებელში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

ოქტომბერი 1, 2026

სტომატოლოგის მეუღლემ მასწავლა როგორ მოვიშორო კბილის ქვა და გავითერთრო ემალი 4 წუთში!

ოქტომბერი 1, 2026

თმის ცვენა ქალებში: მიზეზები, მკურნალობა და პრევენციის გზები!

ოქტომბერი 1, 2026

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — კურორტი
  • ეკოტურიზმი
  • ეროვნული პარკები
  • სვანეთი
shenidasveneba.ge →

Follow US: 

Quick Access

  • მთავარი
  • GMJ News
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour

Company

  • Terms And Conditions
  • Editorial Policy
  • Marketing Solutions
  • Industry Intelligence

Cookies Notice

We use our own and third-party cookies to improve our services, personalise your advertising and remember your preferences.

Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?