პარასკევი, მაისი 29, 2026
- Advertisement -
Google search engine

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ გაგვიჭირდეს დაძინება და  მშვიდი ძილი გვქონდეს.

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ გაგვიჭირდეს დაძინება და  მშვიდი ძილი გვქონდეს.

vau.ge 20

ნორმალურ ძილს შესაძლოა ზიანი მიაყენოს უამრავმა ისეთმა ფაქტორმა, როგორებიცაა: სამსახურისაგან მიღებული სტრესი, ოჯახური პასუხისმგებლობები, მოულოდნელი ცვლილებები ან ავადმუოფობა. გასაკვირი არაა, რომ აღნიშნულ პირობებში ძილის ხარისხი იყოს საკმაოდ დაბალი.

მართალია, რომ თქვენ არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ისეთი ფაქტორები, რომლებიც იწვევს ძილის დარღვევას, თუმცა შესაძლებელია, გამოიმუშავოთ ჩვევები, რომლებიც დაგეხმარებათ მშვიდი ძილის მოპოვებაში

დაძინებამდე 10 საათით ადრე:

სწორედ ამდენი დრო გჭირდებათ თქვენი სისხლის გასაწმენდათ კოფეინში არსებული სტიმულატორებისგან. შესაბამისად ამ პერიოდში უნდა შეწყვიტოთ ყავის, მწვანე ან შავი ჩაის, კოკა-კოლის, ენერგეტიკული სასმელების და შოკოლადის მიღება.

დაძინებამდე 3 საათით ადრე:

არ ჭამოთ არაფერი და არ დალიოთ ალკოჰოლი, თუ დაძინებამდე 3 საათი გაქვთ დარჩენილი. თქვენი ორგანიზმი დიდ ენერგიას ხარჯავს ალკოჰოლში არსებული ნეგატიური ნაწილების გადასამუშავებლად და ბოლო საჭმელის მოსანელებლად. შესაბამისად, შეიძლება მთელი ეს დრო სახლში იყოთ და ისვენებდეთ, მაგრამ დალევისა და ჭამის გამო თქვენი ორგანიზმი სრული დატვირთვით მუშაობდეს. სწორედ ამის გამო გაღვიძების შემდეგ ისეთი შეგრძნება შეიძლება გქონდეთ, თითქოს მთელი ღამე მონასავით მუშაობდით.

დაძინებამდე 2 საათით ადრე:

ამ პერიოდში არ იმუშაოთ და არც იფიქროთ სამუშაოზე. გადადეთ ყველაფერი ხვალისთვის.

დაძინებამდე 1 საათით ადრე:

ამ დროს უკვე უნდა შეეშვათ ტელევიზორის, კომპიუტერის და სმარტფონის ეკრანების ყურებას. როგორ ძალიანაც არ უნდა გსურდეთ სოციალური ქსელების მონახულება, ამისგან თავი უნდა შეიკავოთ. მიეცით თვალებს დასვენების საშუალება.

მაღვიძარამდე 0 წუთით ადრე:

დილას ასეთ დროს უნდა გამორთოთ თქვენი მაღვიძარა და მაშინვე ადგეთ. არ მისცეთ თავს საშუალება გადაერთოს ისევ ძილის რეჟიმზე. მაღვიძარის გათიშვასთან ერთად მაშინვე ადგომა დაგეხმარებათ სასარგებლო ჩვევის ჩამოყალიბებაში. უნდა გახსოვდეთ, რომ კიდევ 5 ან 10 წუთით ლოგინში გაჩერება უფრო ნაკლებად დაღლილს არ გაგხდით.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ხალხური საშუალებები პაპილომას საწინააღმდეგოდ

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ხალხური საშუალებები პაპილომას საწინააღმდეგოდ

vau.ge 22

პრაქტიკულად, დედამიწის მოსახლეობის 80 % პაპილომას ვირუსით დაინფიცირებულია. ვირუსი ხანგრძლივი დროით შეიძლება არ გამოვლინდეს, მაგრამ გარკვეულ მომენტში საკუთარ თავს მაინც გამოამჟღავნებს.

ხალხური საშუალებები პაპილომას საწინააღმდეგოდ

  • ალოე
  • ჩაის ხის ზეთი
  • აბუსალათინის ზეთი
  • ქრისტესისხლას ახალ დაწურული წვენი

პაპილომას ვირუსის გააქტიურების მთავარი მიზეზები:

  • იმუნიტეტის შემცირება;
  • ქრონიკული დეპრესია ან სტრესი;
  • ალკოჰოლიზმი და თამბაქოს მოწევა;
  • საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადება;
  • ანტიბიოტიკების, კორტიკოსტეროიდების
  • ან ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივად მიღება;
  • ხშირი სურდო და გაციება;
  • ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია;
  • ციტოსტატისტიკის ან იმუნოდეპრესანტების მიღება;

თქვენ დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:

  • პაპილომა პერიოდულად ზიანდება ან ან მექანიკურ დაზიანებას განიცდის;
  • აღმონაცენი სწრაფად იზრდება;
  • სასქესო ორგანოსთან განლაგებულია;
  • ფერი, ზომა შეიცვალა, სისხლდენა დაიწყო და დისკომფორტს ქმნის.

თქვენ შეგიძლიათ პაპილომა სამედიცინო დაწესებულებაში მოიშოროთ ან ხალხური მედიცინის რეცეპტები გამოიყენოთ.

ხალხური საშუალება პაპილომას საწინააღმდეგოდ

1. ალოე

ალოე პაპილომას საწინააღმდეგოდ ძალიან ეფექტური საშუალებაა. სამკურნალოდ მხოლოდ 3 წლამდე მცენარე გამოდგება. გამოყენების წინ, ალოე 1 კვირა არ მორწყათ.

ქვედა, ყველაზე სქელი ფოთოლი მოჭერით და 10 დღე მაცივარში შეინახეთ.

10 დღეში ალოეს ფოთოლი აიღეთ, გაჭერით, პაპილომაზე დაიდეთ და ბინტით ან ჩვეულებრივი სამედიცინო პლასტირით დაიმაგრეთ. სახვევი დღეში 3-4-ჯერ უნდა შეიცვალოთ.

მკურნალობის კურსი მინიმუმ 7 დღეს წარმოადგენს. თქვენი პაპილომა უბრალოდ გაქრება!

2. ჩაის ხის ზეთი

ზეთი შესანიშნავი ანტიმიკრობული და ანტივირუსული საშუალებაა.

ბამბის ჩხირი ზეთით გაჟღინთეთ და პაპილომას წაუსვით. ეცადეთ, რომ ზეთი ჯანმრთელ კანს არ მოხვდეს. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ ჩაიტარეთ, სანამ პაპილომა ბოლომდე არ გაქრება!

ყურადღება! თუ პაპილომას მოშორება ქუთუთოდან ან ინტიმური ადგილებიდან გსურთ, ზეთი აუცილებლად წყალში ან ალოეს წვენში პროპორციით 1:1 უნდა გახსნათ.

სახეზე პაპილომას მოსაშორებლად, საკმარისია ჩაის ხის ზეთი თქვენს კოსმეტიკურ კრემს დაუმატოთ და პაპილომაზე დღეში 5-6-ჯერ წაისვათ.

3. აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი თეთრებად ღირებული, მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ პაპილომას მოსაშორებლად გამოიყენოთ.

თუ სწორედ ამ ვარიანტს აირჩევთ, შედეგი შესამჩნევი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იქნება.

ბამბა ზეთში დაასველეთ და პაპილომაზე წაისვით, ამასთან თითი 5-7 წუთით შეიზილეთ. დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ.

4. ქრისტესისხლას ახალ დაწურული წვენი (სააფთიაქო ქიმიურ ნივთიერებასთან არ აგერიოთ!)

ქრისტესისხლას ღერო და ფოთოლი აიღეთ, ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში მოათავსეთ და წვენი გაწურეთ. აორთქლებით კრემის მსგავს კონსისტენციამდე მიიყვანეთ.

ამ ექსტრაქტით პაპილომა დღეში 4-6-ჯერ შეიზილეთ.

ყურადღება! ქრისტესისხლას წვენი არ გამოიყენოთ, თუ ნევროლოგიური დაავადება და ბრონქული ასთმა გაწუხებთ.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

უძლიერესი სამკურნალო საშუალება მეხსიერების გასაუმჯობესებლად

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

უძლიერესი სამკურნალო საშუალება მეხსიერების გასაუმჯობესებლად

vau.ge 23

მეხსიერების დაქვეითება წარმოადგენს როგორც ბიოლოგიურ, ისე შემეცნებით პროცესს. ერთმანეთისგან განასხვავებენ მხედველობით, სმენით, ტაქტილურ (შეხებითი) მეხსიერებას.

ურთულესი და ძალიან საინტერესო ფენომენია, რომლის დაქვეითების ან სრულად დაკარგვის შემთხვევაში ცხოვრებას აზრი მნიშვნელოვნად ეკარგება.

არსებობს ხანგრძლივი და ხანმოკლე მეხსიერება. პირობითად დაყოფილი სახეები განსაზღვრავს შემდეგს – ხანმოკლე მეხსიერების დროს ადამიანი მიღებულ ინფორმაციას რამდენიმე საათის განმავლობაში იმახსოვრებს, ხოლო ხანგრძლივი მეხსიერება გულისხმობს იმას, რომ ესა თუ ის მოვლენა მთელი სიცოცხლის მანძილზე არ ავიწყდება.

ადამიანის მეხსირებას არ ახასიათებს ობიექტური სიზუსტე, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული მოვლენების ან  ფაქტების დამახსოვრება და შემდგომ გახსენებაც  განიცდის ჩვენი პირადი გამოცდილების და ემოციური სფეროს ძლიერ გავლენას.

მეხსიერების დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად:

ყურადღების დეფიციტით, გუნება-განწყობილების ძლიერი  დაქვეითებით, ანუ დეპრესიით, ძლიერი სტრესის ზეგავლენით, ნერვულ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით.

ყურადღების დეფიციტი – ამ შემთხვევაში საკუთრივ დამახსოვრების პროცესი არ არის  დარღვეული. ამ დროს,  ბავშვი თუ მოზრდილი მოგვმართავს გულმავიწყბის ან ახალი ინფორმაციის დასწავლის სიძნელეებით, თუმცა შეფასების შედეგად შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მიზეზი ყურადღების პრობლემაა და არა მეხსიერების.

მოამზადეთ ეფექტური რეცეპტი მეხსიერების გასაუმჯობესებლად.

უძლიერესი სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედინეტები:

  • ხახვი 1თავი
  • ნიორი 1 თავი
  • თაფლი 4 ს. კ.

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით, დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ.
  2. მომზადებული მასა 10-12 საათით დააყოვნეთ სიბნელეში.
  3. მიიღეთ 1 ჩ. კ. დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.
  4. სამკურნალო პროცედურები ხანგრძლივობა მაქსიმუმ 30 დღეა, მაგრამ შეგიძლიათ ჩაიტაროთ მოკლევადიანი 7 დღიანი მკურნალობა და საშუალო – 14 დღიანი.

მოამზადეთ ნატურლური საშუალება და გამოიყენეთ ის, რათა შეძლოთ კარგი მეხსიერების ღრმა სიბერემდე შენარჩუნება.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ჭარხლის სმუზი შესანიშნავია ნაწლავების გასაწმენდად

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ჭარხლის სმუზი შესანიშნავია ნაწლავების გასაწმენდად

vau.ge 24

ჭარხალი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, ვაშლისა და ლიმონის მჟავას, რაც დადებითად მოქმედებს მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე, ხოლო  რკინის შემცველობით ის მხოლოდ ნიორს თუ ჩამოუვარდება.

გარდა ამისა, ჭარხალი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რაც დაბერების პროცესს  ანელებს. ის, აგრეთვე, შეიცავს კალიუმს, მაგნიუმსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ჭარხლის ახალგამოწურული წვენი ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას.

ეს პროდუქტი აუმჯობესებს გულისა და ტვინის მუშაობას, ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს წონაში დაკლებას. სასურველია, ჭარხლის წვენი იმავე რაოდენობით სტაფილოს წვენით გააზავოთ და ისე მიირთვათ.

ჭარხალი სასარგებლოა როგორც მოხარშული, ისე უმი. მოხარშულს აქვს გამხსნელისა და შარდმდენის თვისება, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს, მარილებს. 100-150 გრამი მოხარშული ჭარხალი რეკომენდებულია შეკრულობის დროს.

ახალგამოწურული ჭარხლის წვენი 2 საათით შედგით მაცივარში, შემდეგ მიიღეთ ოდნავ შემთბარი, ჭამამდე 15 წუთით ადრე. სასურველია, ჭარხლის წვენს შეურიოთ თანაბარი რაოდენობის სტაფილოს წვენი.

ყოველდღიურ მენიუში ჭარხლის ჩართვა განსაკუთრებით იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომელთაც მომატებული აქვთ ქოლესტერინი. ჭარხალი მდიდარია იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისთვის, მეხსიერებისთვის, ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ორსულებისთვის, მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის. ჭარხალში ასევე, ბევრია ფოლიუმის მჟავა, რომელიც სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს.

ამ სასარგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარია როგორც ჭარხლის ფესვი (ძირხვენა), ასევე, ფოთლები, ხოლო ცილები (ამინომჟავები) და მინერალური ნივთიერებები ფოთლებში 2-3-ჯერ უფრო მეტია.

ეს ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მოზრდილთათვისაც.

ჭარხალი შეიცავს დაბერების პროცესის ხელის შემშლელ B ჯგუფის ვიტამინებს და უხვად – ანტიოქსიდანტებს (ბეტა-კაროტინს, C ვიტამინს), P ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიკურობის შენარჩუნებას, აქვს ალერგიის საწინააღმდეგო თვისება და აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას.

ჭარხლის სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი  ინგრედიენტები:

  • გათლილი და დაჭრილი ჭარხალი ½ ჩ. ჭ.
  • დაჭრილი ანანასი ან ფორთოხალი ½ ჩ. ჭ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • ცოტა გახეხილი ჯანჯაფილი (გემოვნების მიხედვით)
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. მომზადებული სმუზი მიიღეთ ჭამიდან ჭამამდე შუალედში,  კვირაში 2-3-ჯერ და შედეგით ისიამოვნეთ.
Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ვარიკოზული ვენების მოწესრიგება ამ მალამოთი ყველაზე მარტივი, იაფი და ეფექტიანია

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ვარიკოზული ვენების მოწესრიგება ამ მალამოთი ყველაზე მარტივი, იაფი და ეფექტიანია

vau.ge 25

საოცრად ეფექტური და ნატურალური  მალამო, რომელიც   დღეს უნდა გასწავლოთ,  შეგიმსიბუქებთ მდგომარეობას ვენების ვარიკოზის დროს და რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში იგრძნობთ საოცარ შვებას.

გაითვალისწინეთ,  რომ ვარიკოზი სერიოზული პრობლემაა. მას სჭირდება სერიოზული მკურნალობა . სხვადასხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებამდე გაიარეთ კონსუტლაცია ექიმთან, რათა თავიდან აირიდოთ სერიოზული გამწვავებები.

ვარიკოზული ვენები (ვენების გაგანიერება) არის დაავადება, რომელსაც თან ახლავს გადიდებული, გაგანიერებული ვენები. ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა, ძირითადად, ვენების გაგანიერება ქვედა კიდურებზე ჩნდება.

ეს გამოწვეულია სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე დიდი ზეწოლით, რაც სისხლის მოძრაობას აფერხებს.

ბევრს ვარიკოზული ვენები მხოლოდ შესახედაობის გამო უქმნის დისკომფორტს, ზოგისთვის კი ეს პრობლემას ქმნის და ტკივილებს იწვევს.

ცალკეულ შემთხვევებში გაგანიერება შეიძლება სხვა მეტად სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს.

სიმპტომები:

ვარიკოზული ვენები ხშირ შემთხვევაში ტკივილს არ იწვევს და შესაძლოა ჰქონდეს  მხოლოდ შემდეგი სიმპტომები:

  • მოლურჯო-მოიასამნისფრო შეფერილობის ვენები
  • ვენები, რომლებიც წერტილებივით ჩნდებიან და ქრებიან, გვანან კორდებს ფეხებზე

სამკურნალო მალამო მოამზადეთ სახლის პირობებში.

საჭირო იგრედიენტები:

  • გამდნარი ღორის ქონი
  • ალოეს წვენი
  • თაფლი
  • ვიშნევსკის მალამო
  • იხტიორის მალამო
  • სარეცხი საპონი
  • მოხარშული ხახვის წვენი

მომზადებისა და მიღების წესი:

აიღეთ პატარა ქვაბი და  მოათავსეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იგრედიენტი 1 ს. კ. ოდენობით. დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.

შემდეგ მაზი წაისვით ფეხებზე, შემოიხვიეთ სუფთა ნაჭერი და მსუბუქად გადაიხვიეთ. მალამო დაიტოვეთ ღამითაც. დილით კი ისევ წაისვით მალამო და შეიხვიეთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ამ ნაყენის მომზადება მოხუცმა მედდამ მასწავლა. ის ეფექტურია ვარიკოზის, კუნთების და სახსრების ტკივილის დროს

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ამ ნაყენის მომზადება მოხუცმა მედდამ მასწავლა. ის ეფექტურია ვარიკოზის, კუნთების და სახსრების ტკივილის დროს

vau.ge 26

როზმარინი შესანიშნავი სამკურნალოა მცენარეა, რომელიც სავსეა უამრავი სასარგებლო თვისებებით . იგი  წარმატებით გამოიყენება  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

ამ სტატიაში გაგაცნობთ  როზმარინის ბაზაზე მომზადებული სამკურნალო ნაყენის რეცეპტს, რომელიც შეგიმსუბუქებთ კუნთების ტკივილს, გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, ებრძვის ცელულუტს და ამცირებს ვარიკოზულ ვენებს.

სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1  მუჭა როზმარინი და სამედიცინო სპირტი (96%-იანი) 100 მლ.

მომზადების წესი:

  1. მინის ქილაში მოათავსეთ 50 გრ გამხმარი როზმარინი, დაასხით სპირტი, დაახურეთ ხუფი და 40 დღით დააყოვნეთ სიბნელეში.
  2. მოცემული დროის გასვლის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ, გადაასხით ბოთლში და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.

როზმარინის ნაყენის გამოყენების წესები:

1. სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად.

როზმარინის ნაყენი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი უძლიერესი საშუალებაა. განსააკუთრებისთ სასარგებლოა ართრიტითა და ოსტეოართრიტით დაავადებულ ადამიანთათვის.

ნაყენის მცირე რაოდენობა დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და შეიზილეთ ფრთხილი წრიული მოძრაობებით, შემდეგ დაიდეთ ცელოფანი და დაითბუნეთ პირსახოცით. რამდენიმე წუთის შემდეგ ტკივილი გაგიყუჩდებათ და შეშუპებაც დაცხრება.

კუნთების ტკივილის საწინააღმდეგოდ ჩაიტარეთ იგივე პროცედურები.

2. როზმარინის ნაყენი ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო საშუალებაა.

როზმარინის ნაყენი ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, რაც უზრუნველყოფს სისხლის ნაკადის გაზრდას, ტოქსინების აღმოფხვრას და სისხლძარღვებში სისხლის დაგროვების თავიდან აცილებას. ნაყენი საოცრად ეფექტურია ვარიკოზული ვენების პროფილაქტიკისა და პრევენციისათვის.

ყოველდღე წაისვით როზმარინის ნაყენი. გაიუმჯობესეთ სისხლის მიმოქცევა, იგრძენით შვება. მოგეხსნებათ ფეხებში სიმძიმის შეგრძნება.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ბუნებრივი საშუალებები მშვიდი ძილისთვის!! მარტივი და ეფექტური გზა

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

დაივიწყეთ უძილობა!rWeZDp YX60თქვენი ძილის ნორმალიზებისთვის, შეეცადეთ ჯერ დაიცვათ ეს მარტივი წესები: არ ჭამოთ უხვი, ცხიმიანი და ცხარე საკვები ძილის წინ; ისადილეთ ძილის წინ არა უგვიანეს ორი საათისა; გამორიცხეთ ყავა და ძლიერი ჩაი დღის მეორე ნახევარში; გაზარდეთ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა; დაიწყეთ მცენარეული ჩაის დალევა ძილის წინ და შეეცადეთ ყოველდღე დაიძინოთ და ადგეთ ერთსა და იმავე დროს.

* ბუნებრივი საშუალებები “ძილისთვის”:

– ჰოპსი.
შეიცავს ლუპულინს, ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას. 1 ს.კ. კოვზი 200 მლ მდუღარე წყალში.

– ფარმაცევტული გვირილა.
შეიცავს ფლავონოიდებს და ეთერზეთს, რომელიც შეიცავს ჩამაზულენს და იზოვალერინის მჟავას. ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

– კუნელი.
იგი გამოიყენება ნერვული დაავადებების, უძილობისა და გულის ნევროზების სამკურნალოდ. ნაყოფისგან ამზადებენ 1 ს / კ დეკორკს. 3 ს.კ. ყვავილს  დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალში. დალიეთ ერთი ჭიქა დღეში 3 – ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

– ქლიავი.
რეკომენდებულია 10-15 ქლიავის მიღება ძილის წინ.

– გოგრა.
ღამით დალიეთ ერთი ჭიქა გოგრის წვენი შერეული თაფლით.

– ორეგანო.
იგი დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამიტომ ორეგანოს ნაყენი ეფექტურია უძილობის დროს. მოსამზადებლად ჩაის სახით იყენებენ ყვავილებს და ფოთლებს და უხეშ ღეროებს აშორებენ.

– პიტნა.
2 ს.კ. დაქუცმაცებული პიტნის ფოთლებს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს და აყოვნებენ 20 წუთის განმავლობაში. ჩვეულებრივ ჩაის შეგიძლიათ რამდენიმე პიტნის ფოთოლიც დაუმატოთ.

– ლავანდაც: უზრუნველყოფს კარგ ძილს. შეგიძლიათ უბრალოდ დაღეჭოთ მისი ტოტები.

და კიდევ ერთი რამ: ნერვული დაძაბულობის განმუხტვა შეიძლება სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული ნარევით: კამა, გვირილა, სალბი, თირკმლის ჩაი და ნიახური. უძილობის დროს ასევე სასარგებლოა მცენარეული ჩაის ბალზამისა და თაფლის მიღება.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

5 ოქროს რეცეპტი, რომელიც ხელს შეუწყობს სისხლძარღვების ჯანმრთელობას და სისუფთავეს!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

სისხლძარღვების გაწმენდა საშინაო საშუალებებით1 16 1ასაკის მატებასთან ერთად, ბევრი ადამიანი ღამით იგრძნობს დაბუჟებული თითებისა და ხელების უსიამოვნო შეგრძნებას. ხშირად ეს ნიშნები მიუთითებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზის განვითარებაზე.

ათეროსკლეროზი არის ერთ – ერთი სერიოზული გულის დაავადება, როდესაც სისხლძარღვების კედლები სქელდება და ქოლესტერინის დეპოზიტები იქმნება სისხლძარღვების დაზიანების ადგილებში, რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ ნაკადის მიმოქცევას. ათეროსკლეროზს შეუძლია სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის პროვოცირება. მომავალში ამის თავიდან ასაცილებლად, ახლავე უნდა იზრუნოთ სისხლძარღვებზე.

გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. სისხლძარღვების გაწმენდის საშინაო საშუალებებით დაწყებისას მიმართეთ სპეციალისტს.

სელის თესლის ჟელე: სელის თესლებში შემავალი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ახდენენ სისხლის წნევის ნორმალიზებას, ხელს უშლიან არტერიების ელასტიურობის დაკარგვას და არტერიების კედლებზე ამცირებენ ქოლესტერინის დადებას 75% -მდე. პროდუქტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სელის თესლის ერთი მესამედი და ერთი ლიტრი წყალი. საღამოს, შეავსეთ თესლი წყლით, მიიყვანეთ ადუღებამდე და შეინახეთ წყლის აბაზანაში 2 საათის განმავლობაში. დილით გაწურეთ იგი და ჩაასხით მინის ქილაში, დააფარეთ სახურავი. თქვენ უნდა მიიღოთ დაახლოებით 850 მლ ჟელეს მსგავსი სითხე. უნდა დალიოთ 5 დღით ადრე: 1/3 ჭიქა დილით უზმოზე და საღამოს ჭამის წინ.

ნიგოზი და ზეთისხილი: პროდუქტის მოსამზადებლად აიღეთ 1,5 კილოგრამი ახალგაზრდა კაკალი და 0,5 კილოგრამი ზეთისხილი. გაატარეთ ისინი ხორცსაკეპ მანქანაში და ყოველდღიურად მიირთვით სუფრის კოვზი. შეინახეთ ნარევი მაცივარში. მკურნალობის კურსი გრძელდება დაახლოებით ორი თვე.

ლიმონის და ნივრის ნაყენი: ლიმონი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს სისხლძარღვებს. ნიორი შეიცავს გოგირდის ნაერთებს, რომლებიც თრგუნავენ ათეროსკლეროზის განვითარებას. ყოველდღიურად მიირთვით 3-5 კბილი ნიორი, ეს სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის.ლიმონის და ნიორის წამალი ხელს შეუწყობს ანთების შემსუბუქებას, ზეწოლის ნორმალიზაციას. დაჭერით 10 კბილი ნიორი და 1 ლიმონი, შეურიეთ ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ 3 დღის განმავლობაში. მიირთვით სუფრის კოვზი 1-2 ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში. შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.

თაფლი და დარიჩინი: წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნახევარი ლიტრი მოხარშული თბილი წყალი, 2-3 სუფრის კოვზი ხელნაკეთი ყვავილების თაფლი, 25 გრამი დარიჩინი. აურიეთ ყველაფერი და გააგრილეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დილით და საღამოს 1 თვის განმავლობაში.

მცენარეული წმენდა: მიიღეთ ჩაის კოვზი გვირილა, იარუსი, უკვდავი, არყის კვირტი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაასხით სუფრის კოვზ მომზადებულ ნარევს 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ბულიონი 20 წუთის განმავლობაში და გაწურეთ ქსოვილის საშუალებით. დალიეთ სისხლძარღვების საწმენდი საშუალება ღამით და ამის შემდეგ დილით, ჭამამდე ოცი წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

პრევენციული ზომები სისხლძარღვების გასაძლიერებლად_ რა საკვები უნდა მიირთვათ?: კაკალი, ღვიძლის კერძები, ლობიო და თევზი მდიდარია E და A ვიტამინებით, ასევე სელენით. ეს ნივთიერებები აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას. მათი სისუსტე მოსალოდნელია ომეგა -3 და ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ასევე ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას. ამ მჟავების უმეტესობა ზღვის თევზებში გვხვდება.

რომელ პროდუქტებზე უნდა თქვათ უარი: ძეხვეულის, ინდუსტრიულად მომზადებული სოუსების, საკონდიტრო ნაწარმის, შაქრის შემცველი პროდუქტების გამოყენებას სისხლძარღვების ანთება მოჰყვება, იზრდება მათი სისუსტე.

ფიზიკური აქტივობა: ვარჯიში წვავს ცხიმს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში ცხიმის მეტაბოლიზმის მოწესრიგებით. ნავარჯიშები გული ბევრად უფრო ნელა ავადდება და შეუძლია უფრო მეტი სისხლის ამოტუმბვაც. ასევე ხდება სისხლძარღვების გაჯანსაღებაც: მათი კედლები  ხდება უფრო ელასტიური და გამძლე.რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს ქოლესტერინის დეპოზიტების განვითარების რისკს.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ეს მცენარე ბუასილს ეფექტურად კურნავს!! გაიგეთ მეტი მის შესახებ…

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

თუ მხოლოდ ანთების მოხსნა გსურთ, მაშინ 2 დღე საკმარისი იქნება.vodyanoj perets 4 768x577 1წალიკა (სალდა, წყლის ინა),  აადუღეთ და მოხარშეთ დაახლოებით 20 წუთი (დაახლოებით 3 ჩაის კოვზი მშრალი ბალახი 2 ჭიქა მდუღარე წყალში). შეფუთეთ და შემდეგ დალიეთ ბულიონი ჭამამდე 20 წუთით ადრე 3 ჯერ დღეში, ნახევარი ჭიქა.

თუ მხოლოდ ანთების მოხსნა გსურთ, მაშინ 2 დღე საკმარისი იქნება. მაგრამ თუ გადაწყვეტთ სამუდამოდ მოიცილოთ ეს დაავადება, მაშინ უნდა დალიოთ 2-3 თვის განმავლობაში.

წალიკა (სალდა, წყლის ინა) იყიდება აფთიაქში. მაგრამ თუ მისი შეგროვება გსურთ, მაშინ უნდა იცოდეთ: ბალახი იზრდება მდინარეებისა და წყალსაცავების ნაპირებთან. საჭიროა მისი მოპოვება, როდესაც ის უკვე ყვავის, მაგრამ თუ უფრო ადარე მოიპოვებთ მას, მაშინ ის ძალიან მწარე იქნება.

ასევე:

წალიკას (სალდა, წყლის ინა) შეყვანა ძალზე ეფექტურია თირკმელებში და შარდის ბუშტში ქვების დროს: 1 ჭიქა მდუღარე წყალში – 1-2 ს.კ. დაჭრილი მცენარე მოათვასეთ და დადგით  დაბალ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში, დააყოვნეთ გაცივებამდე და გაწურეთ. მიიღეთ 0,3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე.

წალიკას (სალდა, წყლის ინა) სარგებელი და ზიანი_ მცენარე შეიცავს ტანინს, ვაშლის მჟავას, ქლოროგენულ, პარაკუმარულ, ვალერიანას, ეთერზეთს, პექტინს, ფლავონოიდების ჰიპოროზიდს, ავიცილინს, კვერცეტინს, C და K ვიტამინებს, D და E ვიტამინებს, კაროტინს, კალციუმის ოქსალატს და ბევრ მიკროელემენტებს, მანგანუმის, მაგნიუმის, ტიტანის, ვერცხლის ჩათვლით.

სამეცნიერო მედიცინაში გამოიყენება როგორც ნაზი საფაღარათო საშუალება ატონიური და სპასტიური ყაბზობის დროს, ჰემოსტატიკური ჰემოროიდული და საშვილოსნოს სისხლდენის დროს, ფიბრომი და საშვილოსნოში ქრონიკული ანთებითი პროცესები

ამ მცენარის საშუალებები ზრდის სისხლის შედედებას, საშვილოსნოს ტონუსს, სისხლძარღვების შეკუმშვას (არტერიული წნევის გარეშე იწვევს ბუასილს შემცირებას). გარეგნულად, ბალახს იყენებენ ჩიყვის კვანძოვანი ფორმისთვის, ჩირქოვანი და განგრენული ჭრილობების, ფეხის წყლულების, ეგზემის სამკურნალოდ, ბუასილის ადგილობრივი აბაზანებისთვის.

უკუჩვენებები: წალიკა (სალდა, წყლის ინა) (Water Pepper) გამოყენებისას ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ის ზრდის სისხლის შედედებას. ასევე უკუნაჩვენებია თირკმლის დაავადებების დროს, როგორიცაა ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი შარდის ბუშტის ანთების დროს. ზრდის საშვილოსნოს ტონუსს და უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

მცენარე შხამიანად ითვლება, თუმცა მასთან მოწამვლის შემთხვევები არასოდეს დაფიქსირებულა. თქვენ უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ მისი გამოყენების წესები და გახსოვდეთ უკუჩვენებების შესახებ.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

კაკლით გამაჯანსაღებელი ნაყენის მოსამზადებელი რეცეპტები

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

კაკლით გამაჯანსაღებელი ნაყენის მოსამზადებელი რეცეპტები

content recipes of preparation of tincture of walnuts202020

კაკლის ნაყენი არყით

ამ ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა მოიმარაგოთ 1ლ. არაყი, 700-800გ. შაქარი და 100გ. მწვანე კაკალი.

გაჭერით თითოეული კაკალი 4 ტოლ ნაწილად და მოათავსეთ შუშის ქილაში. შემდეგ ჩაამატეთ შაქარი და შეავსეთ ქილა არყით. შეინახეთ ჭურჭელი ბნელ ადგილას 10-14 დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ნაყენის 1 ს/კ შეგიძლიათ მიირთვათ ყოველი ჭამის წინ. ეს ნაზავი გაწმინდავს თქვენს ღვიძლს და ნაწლავებს, ასევე უზრუნველყოფს ათეროსკლეროზის პრევენციასაც.

benefits of walnuts 1296x728 feature

კაკალის ნაყენი თაფლთან ერთად

ამ ნაზავის მოსამზადებლად საჭიროა 500მლ. არაყი, 400-450გ. კაკალი და 25გ. თაფლი.

დაჭერით კაკალი და გადაიტანეთ შუშის ჯამში, შემდეგ აავსეთ არყით და შეინახეთ კარადაში 10-12 დღის განმავლობაში. გამოღების შემდეგ დაუმატეთ ნაყენს თაფლი. ასე მომზადებული სასმელის 20 წვეთი შეგიძლიათ მიიღოთ დღეში სამჯერ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და გასაჯანსაღებლად.

კაკალის ნაყენი ალოესთან და ლიმონთან ერთად

აღნიშნული ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 ლიმონი, 200გ. კაკალი, 520გ. თაფლი, 0.5კგ. კარაგი და 300გ. ალოე.

დააბლენდერეთ ალოეს ფოთლები, თესლებგამოცლილი ლიმონები და კაკლის გულები ერთად. შემდეგ დაუმატეთ თაფლი, ღვინო და კარაქი. კარგად მოურიეთ ყველა ინგრედიენტს და შემდეგ აავსეთ ბლენდერი წყლით და შეურიეთ ყველა ნაწილი ერთმანეთს. მიღებული ნაყენი უნდა დატოვოთ ასე 7 დღის განმავლობაში და შემდეგ მიიღოთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ 1 საათით ადრე.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.