ოთხშაბათი, მაისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

გამშრალი ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება: ხველების, ბრონქიტისა და ყივანახველის დროს

0
უნაბი

უნაბი 9 მ-მდე სიმაღლის ეკლიანი ხეა. გვარში (ეკუთვნის ხეჭრელასებრთა ოჯახს) 50-მდე სახეობაა, რომლებიც გვხვდება დედამიწის სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში.
მრგვალი ან ოვალური ფორმის, ტკბილი კურ­კიანი ნაყოფი მოწითალო-ყავისფერია. რბილობი შეიცავს 40%-მდე შაქრებს, 5% პროტეინს, 1,5%-ზე მეტ ქარვისა და ვაშლის მჟავებს, 5,5% პექტინოვან ნივთიერებას, 2%-ზე მეტ ფისებს და 1,2% მთრიმლავ ნივთიერებას.

ნაყოფი მდიდარია C და PP ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებ­ლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის. იჭმება როგორც ახალმოკრეფილი, ისე გამშრალი, დაკონსერვებული. გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში. ძალიან წააგავს ინდისხურმას (ფინიკს). შაქრის სიროფში მოხარშული უნაბის ნაყოფი ძნელი გასარჩევია ფინიკისგან. გამშრალი ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება: ხველების, ბრონქიტისა და ყივანახველის დროს. ხის ქერქი საუკეთესოა ტყავის წარმოებაში, როგორც მთრიმლავი და საღებავი ნ­ივთიერების შემცველი, ხოლო მკვრივი მოწითალო-მორუხო მერქანი იხმარება სახა­რატო საქმეში.
შესანიშნავი კულტურაა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოსთვის. ისხამს ხვავრიელად, არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას და სასურველია ყო­ველმა მეურნემ დარგოს თავის ნაკვეთში 1-2 ძირი მაინც. მრავლდება კურკით, ამონაყარითა და კალმით. კურკაზე ამოსული ხის ნაყოფი წვრილია, თუმცა არც მისი მყნობაა დიდი პრობლემა. იმყნობა ისე, როგორც ყველა სხვა მერქნიანი კულტურა.

ზღმარტლი და მისი სასარგებლო თვისებები – მკვლევართა უმეტესობა ზღმარტლის სამშობლოდ…

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

სამივე კულტურა სამკურნალო თვისებებით ხასიათდება – ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა შეავსებს თქვენს ორგანიზმს ძვირფა­სი ნივთიერებებით…

0
სამივე კულტურა სამკურნალო თვისებებით ხასიათდება

ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი

ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა არა მარტო დაამშვენებს თქვენს კარ-მიდამოს, არამედ გაგახარებთ უხვი მოსავლიანობით და შეავსებს თქვენს ორგანიზმს ისეთი ძვირფა­სი ნივთიერებებით, როგორიცაა: გლუკოზა, ფრუქტოზა, პენტოზები, ორგანული მჟავები და ვიტამინები A, B, C, D, P. ეს ის მცენარეებია, რომლებიც მცირე ფართობს იკავებს, დიდი სარგებლობა მოაქვს და გასამრავლებლადაც ადვილია, არც მათი მოვლა-პატრონობაა რთული. დაბოლოს, სამივე კულტურა სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.
ჟოლო. ერთ-ერთი ძი­რითადი კენ­კროვა­ნი კულ­ტუ­რაა.
მისი ნა­ყოფი შეიცავს: 11% შაქ­რებს
(გლუკოზა, ფრუქტოზა, პენტოზები), 1-2% ორ­განულ
(ლიმონის, ვაშ­­ლის, ღვინის,სალი­ცი­­ლის)
მჟა­ვებს, 0,3%-მდე მთრიმლავ ნივთი­ე­რე­ბას და A, B, C ვიტამინებს.
მრავლდება როგორც ამონაყარებით, ისე გა­და­წვენით. ირგვება ბუჩქებად ან მწკრივებად მავთულის საყრდენზე. მცენარეთა შორის მან­ძილი უნდა იყოს 30-50სმ, რიგთაშორისები – 2-2,5 მეტრი. თუ ბუჩქებად ვაშენებთ, მათ შორის მანძილი 80-100სმ უნდა იყოს. ბუჩქში 8-10 ყველაზე ძლიერი ამონაყარი დატოვეთ. წინა წლის ყლორტები, რომლებმაც ნა­ყოფი უკვე გამოიღო, მოჭერით ძირში და დატო­ვეთ ახალი ამონაყარები. თუ მავთულზე ამაგრებთ, წააჭერით გაწვრილებული წვერები და მიაბით მ­ავთულზე, ბუჩქებს შუაში ჩაურჭვეთ მსხვილი სარი და იმაზე მიამაგრეთ ყლორტები. გასხალით იმავე პრინციპით, როგორც მავთულზე აკრული. ირგვება შემოდგომით და გაზაფხულზე. ახალგადარგული ნერგები გასხალით 3-5 კვირტზე იმის მიხედვით, თუ როგორი სიძლიერისაა ნერგი.
ჟოლოსათვის საუკეთესოდ ითვლება მსუბუ­ქი, ნეშომპალით მდიდარი, საკმარისი ტენის შემცველი ნიადაგი. დაჩრდილვას ვერ იტანს, გან­საკუთრებით კარგ მოსავალს იძლევა კარგი განათების პირობებში.
ჟოლოს ნაყოფი და ფოთოლი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება ათეროს­კლეროზისა და ჰიპერტონიის დროს.
მოცხარი. ჩვენში ძირითადად ცნობილია შა­ვი და წითელი მო­ცხარი. იშვიათად გ­ვხვდება ე.წ. თეთრი მოცხარიც, რომელიც შედარებით მცირე მოსავლიანობით ხასიათდება და ამიტომ დიდ ინტერესს არ იწვევს.
შავი მოცხარი. ნა­­ყოფი შეიცავს: 4,5-12,8% შა­ქრებს, 2-4,5% მჟავებს, B1, ჩ, P ვიტამინებსა და კაროტინს. იხმარება როგორც ნატურალური სა­­ხით, ისე მურაბის, წვენის, მარმელადისა და ღვინის და­სამზადებლად.
მოცხარი მრავლდება როგორც მწვანე, ისე წინა წლის კალმებით და გადაწვენით. ბუჩქებს შორის მანძილი უნდა იყოს 1,5-1,8 მ. რიგთაშორისებისა – 1,8 მ. ბუჩქში 4 წელზე მეტი ხნის ამონაყარები იჭრება ძირში. კარგად მოვლილი ბუჩქი ნაყოფმსხმოიარობს 40 წლის განმავლობაში, მერე უნდა განახლდეს.
კალმებით გამრავლება შეიძლება როგორც შემოდგომით – სექტემბერში, ისე გაზაფხულზე. სექტემბერში კალმები ირგვება პირდაპირ კვლებ­ში, ხოლო საგაზაფხულო რგვისთვის, ნო­ემბრიდან თებერვლის პირველ ნა­ხევრამდე, ჭრიან კალმებს წინა წლის ტოტებიდან. კალამი უნდა იყოს 4-5-კვირტიანი და 20 სმ სიგრძისა. კალმებს კრავენ კონებად და ინახავენ სარდა­ფის პირობებში ტენიან ქვიშაში.
გადაწვენით გამრავლების დროს ბუჩქი, რომლის ყლორტების გადაწვენასაც აპირებთ, უნდა გაისხლას ისე, რომ მიწის ზედაპირიდან წვერამდე დაახლოებით 5 სმ დარჩეს. ბუჩქს კარგად უნდა გაუფხვიერდეს და გაუნოყიერდეს ნიადაგი, რათა ძლიერი ნაზარდი აღმოცენდეს. მომავალი წლის გაზაფხულზე შეარჩიეთ 5-10 ძლიერი ყლორტი, გადააწვინეთ ბუჩქის ირგვლივ სხივებისებურად და ორკაპებით დაამაგრეთ მიწაზე. როცა გადაწვენილი ყლორტებიდან ამოსული ამონაყარები 15 სმ-ს მიაღწევს, დააყარეთ ზედ ფხვიერი მიწა, რომ დაფესვიანდეს. სავეგეტაციო პერიოდის დამთავრების შემდეგ დაფესვიანებული ამონაყარები გადაიტანეთ ჯერ სანერგეში, ხოლო ერთი წლის შემდეგ დარგეთ მისთვის გამოყოფილ ადგილზე.
ხურტკმელი. ერთ-ერთი ძვირფასი კენკრო­ვანი კულტურაა. ნაყოფი შეიცავს 8,2-11% შაქ­რებს, 1,2-1,7% მჟავებს, 0,9% პექტინებს, C, B, P ვი­­ტა­მინებსა და კა­­­რო­ტინს. გა­მო­ი­ყენე­­ბა როგორც ნატუ­რალური სახით, ისე
მურაბების, მარმელადისა და ღვი­ნის წარმოებაში.
უხვმოსავლიანია, კარგად მოვ­ლილი თითო­ეული ბუჩქიდან შე­საძ­ლებელია 25-30კგ ნაყო­ფის მიღება.
მსხმოიარებაში შედის დარგვიდან მეორე-­მე­სამე წელს და ნაყოფს იძლევა 30 წლამდე.
მრავლდება გადაწვენით, ბუჩქის დაყოფით და კალმებით. ირგვება რიგში 1-1,5 მ-ის დაცი­ლებით ერთმანეთისგან, რიგთაშორისი მანძილი უნდა იყოს 3 მეტრი.
ხურტკმელის ბუჩქებს გვიან შემოდგომით აც­ლიან ხმელ და ნაკლებად მსხმოიარე ტოტებს, ტო­ვებენ 3-4 ძლიერ ერთწლიან ამონაყარებს. ის­ხამს ყოვეწლიურად. ნაყოფი იკრიფება მშრა­ლ­,­ ­მზი­ან ამინდში.
სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი, როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, სუსტი გამ­ხსნელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ხმარების წესი: 1 სუფრის კოვზს (დაახლოებით 10 მარცვალი) ჩაყრიან მომინანქრებულ ქვაბში, დაასხამენ 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) ცხელ წყალ­ს,­ ადუღებენ ნელ ცეცხლზე 10 წუთს, გა­მო­წუ­რავენ კარგად და სვამენ 25 მლ-ს 4-ჯერ დღეში, კუჭ-ნაწლავის დაავადე­ბების დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელსა და გამხსნელს.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი ანტისიმსივნური და ანტირადიაციული პროფილაქტიკისათვის

0
სასარგებლოა მწვანე ჩაი

ჩაი, ეს უბადლო ცხელი სასმელი, ბევრად მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე დღემდე იცოდნენ. დიდხანს ეგონათ, რომ ყველასათვის ცნობილი ნივთიერება ტ­ანინი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ჩაი, განსაკუთრებით მწვანე (ორჯერ მეტს, ვიდრე შავი ჩაი), უბრალოდ მწკლარტე მთრიმლავ ნივთიერებას წარმოადგენდა, რომელსაც ძირითა­დად ტექნიკური მიზნებისთვის იყე­ნებდნენ.

ფერმენტაციის შემდეგ ტანინი შესა­ნიშნავ გემოსაც იძენს და P ვიტამინის წყაროც გახლავთ. P და C ვიტამინი ისე კარგად არის ჩაის ფოთოლში შეზავებული, რომ ერთი ფინჯანი სასმელი სავსებით აკმაყოფილებს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის სასიცოცხლო ნივთიერებით.
გარდა მთრიმლავი ნივთიერებებისა, ჩაი შე­იცავს ალკალოიდებს, ეთერზეთებს, ამინმჟა­ვებს, პიგმენტებსა და ვიტამინებს.
ალკალოიდებს შორის ყველაზე ცნობილია მატონიზებელი ნივთიერება კოფეინი, რომლის გამოც ასე ეტანებიან ჩაის. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ჩაი, ყავასთან შედარებით, უფრო მეტ და ადვილად შესათვისებელ კოფეინს შე­იცავს.

თანაც, ჩაიში შემავალი კოფეინი ტანინთან კომპლექსში უფრო მსუბუქად მოქმედებს გულ-სისხლძარღვებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ჩაის კოფეინს ახასიათებს ერთი შე­სანიშნავი თვისებაც: იგი არ გროვდება ადამიანის ორგანიზმში, რაც გამორიცხავს კოფეინით მოწამვლას ჩაის ყოველდღიურად მიღების შემ­თხვევაშიც.
კოფეინის გარდა ჩაი უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს წყალში ხსნად ალკალოიდებს – თეობრომინსა და თეოფილინს, რომლებიც წარმოადგენენ სისხლძარღვების გამაფართოებელ და შარდმდენ საშუალებებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი ანტისიმსივნური და ანტირადიაციული პროფილაქტიკისათვის.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

პურის მაგივრად მიირთვით ეს და თქვენი ორგანიზმი თვითონ განიკურნება – კონსისტენციით ხორბლის ფქვილისგან არ განსხვავდება, მხოლოდ ფერით

0
წიწიბურას ფქვილი

ჯერ არ გიცდიათ წიწიბურის ფქვილისგან ცომეულის გამოცხობა?

მისგან ხომ ბლინების, ღვეზელების, კექსის, ნამცხვრების და პურის გამოცხობა შეგიძლიათ. კონსისტენციით ხორბლის ფქვილისგან არ განსხვავდება, მხოლოდ ფერით. მაგრამ წიწიბურას ფქვილი უფრო მეტად სასარგებლოა.

წიწიბურის სასარგებლო თვისებაა წყლის გამოყვანა ქსოვილებიდან და სისხლში შაქრის დონის შემცირება, ხელს უწყობს მის გამოყენებას ნებისმიერი დიეტის დროს, მათ შორის დიაბეტის დროს სპეციალურ რაციონშიც.

პურის მაგივრად მიირთვით ეს და თქვენი ორგანიზმი თვითონ განიკურნება – არუნ ხათრის რჩევა მოსახლეობას

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ფრჩხილის სოკოს მკურნალობა სახლის პირობებში – სასწული შედეგი გექნებათ!

0
ფეხის ფრჩხილის სოკო!

ფრჩხილის სოკოს მკურნალობა სახლის პირობებში

ყველა ადამიანს აქავს სოკოვსანი დაავადება.

სოკოვანი დაავადება არსებობს ორი სახის:

  1. რომელიც ჩვენს ორგანიზმს ჭირდება – კარგი სოკოა მაიკროპიოდა, როდესაც ჩვენი იმუნიტეტი დაბალია, ასეთ სოკოს „ძინავს“. ასეთ შემთხვევაში ადამიანს აქვს ფსორიაზი, ფრჩხილების პრობლემა, ქავილი…

2. როცა ადამიანს აქვს დიაბეტი. ამ დროს ვენები დასუსტებულია, იმუნიტეტი დაბალია და სისხლის მიმოქცევა ირღვევა. სისხლი ვერ აღწევს დაზიანებულ ადგილამდე და ის ადგილი ნელ-ნელა იცვლის ფერს (გაშავდება ან გაყვითლდება).

პირველ რიგში სამი თვის განმავლობაში C ვიტამინი უნდა მიიღოთ.

ერთი სუფრის კოვზი ეპსომის მარილს დავასხათ ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. თბილ წყალში შევურიოთ და გავაჩეროთ ხელები/ფეხები 15 წუთი.

შემდეგ კარგად გაამშრალეთ, ჩაის ხის ეთერზეთი ან ქაფურის ზეთი 2-2 წვეთი დააწვეთეთ დაზიანებულ ადგილებს. ბამბის თეთრი ნასკი ჩაიცვით და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილას ისევ გაიმეორეთ იგივე პროცედურა.

თუკი აქერცლილი გაქვთ კანი, ამ შემთხვევაში მარილი არ გამოიყენეთ

სასწული შედეგი გექნებათ!

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება

0
დაფნის ფოთლის ეთერზეთი

დაფნა – დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება

„ლაურუს ნობილის“ – ასე ჰქვია დაფნას ლათი­ნურად, სიტყვა „ნობილის“ კეთილშობილს ნიშნავს. კეთილშობილი დაფნის გვირგვინით რომ საბერძნეთში გმირებს, პოეტებსა და გამარჯვებულ სპორტსმენებს ამკობდნენ, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ სიტყვა „ლაურეატი“ რომ „ლაურუსი“-დან წარმოდგება, ეს შეიძლება ბევრმა არც იცოდეს.
დაფნა ველურად იზრდება ხმელთაშუა ზღვის სა­ნაპირო ტყეებში, სწორედ აქედან დაიწყო მისი გავ­რცელება.
დაფნა თავისი უნიკალური თვისებების წყა­ლობით მალე გავრცელდა იტალიაში, საბერძნეთში, იუგოსლავიაში, თურქეთში, სირიაში, ყირიმსა და კავკასიაში; მრავლდება თესლით. იმის გამო, რომ თესლი ადვილად ხმება, თესა­ვენ შემოდგომით.
დაფნის ფოთლები და ახალგაზრდა ყლორ­ტები შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც გამოიყენება სანელებლად. ნაყოფის ცხიმოვანი ზეთი გამოიყენება მედიცინაში. იმის გამო, რომ კარგად იტანს გაკრეჭას, დეკორატიულ ნარგაობებშიც ხშირად შეხვდებით. ხშირი ნარგაობა ღობედაც მშვენიერია.
დაფნის გამრავლება ყველაზე იოლია ბუჩ­ქის ამონაყარებითა და თესლით.
კალმები დასაფესვიანებლად უნდა აიჭრას აპრილში, შეიძლება ივნის-ივლისშიც; თითო­ეული მათგანი უნდა იყოს 6-8 სმ სიგრძისა, მომწიფებული, მაგრამ არა გახევებული. ფოთლების დამოკლების შემდეგ კალმებს ნეშომპალა-ქვიშიან ქოთნებში რგავენ. ქვედა ფენის, ანუ ნეშომპალიანი შრის სისქე უნდა იყოს 2-4სმ, ხოლო ქვიშიანი შრე – 2-3 სმ. დაფესვიანებას 1 თვე ესაჭიროება. ამის შემდეგ კალმები მუდმივ ადგილზე გადაირგვება. დაფნა იშვიათი მცენარე არ არის და მისი ნერგის, თესლის, აგრეთვე კალმის შოვნა სირთულეს არ წარმოადგენს; თანაც ძალიან ადვილი მოსავლელია და მისი გახარება საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შესაძლებელი.
დაფნის ფოთოლი ყველაზე გავრცელებული სანელებელია – გამოიყენება არა მარტო ოჯა­ხურ პირობებში, არამედ კვების მრეწველობაშიც. მას ამატებენ გამდნარ ყველს, აუცილებელია კიტრის, პატისონის, პამიდვრის მწნილებისა და მარინადების დასამზადებლად, თევზის კონსერვების, ძეხვისა და ხორცის წარმოებაში. ზოგიერთ ქვეყანაში დაფნის ფოთოლი სასმე­ლებისთვის, დესერტისა და ჩაისთვის არომატის მისაცემად გამოიყენება. გარდა ამისა, დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება.

ფეიხოა სამხრეთამერიკული მარადმწვანე ბუჩქი ან 5 მეტრამდე სიმაღლის ხეა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

დაფნა (Laurus nobilis) მცენარე, რომელიც ფართოდ გამოიყენება არამარტო სამზარეულოში, არამედ მედიცინაში და სილამაზის მოვლაში თავისი მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებებით. დაფნის ფოთლები და თესლები მდიდარია აქტიური კომპონენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას. ამ სტატიაში განვიხილავთ დაფნის ფოთლის ეთერზეთის და თესლის ცხიმოვანი ზეთის გამოყენების სარგებელს და პრეპარატების მოქმედებას.

დაფნის ფოთლის ეთერზეთის სარგებელი

დაფნის ფოთლის ეთერზეთი ცნობილია თავისი ძლიერი ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და სუნთქვის გზების გამწმენდ თვისებებით. მისი გამოყენება ჯანმრთელობის სხვადასხვა სფეროში შეიძლება.

  • დაფნის ეთერზეთის სარგებელი სუნთქვის გზების გაჯანსაღებისთვის: ეთერზეთი ეხმარება ბრონქიტისა და ასთმის სიმპტომების შემცირებაში. მისი რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს სუნთქვის გზების გაწმენდას და ჰაერის გამოყვანას.
  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება: ეთერზეთის მიღება ეხმარება სხვადასხვა ანთებითი პროცესების, როგორიცაა სახსრების ტკივილი და კუნთების დაჭიმვა, შემცირებაში.
  • სუნის სუფთად და სტრესი: დაფნის ეთერზეთი ცნობილია როგორც ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება, ხელს უწყობს სტრესის შემცირებასა და მენტალურ ჯანმრთელობას.

დაფნის თესლის ცხიმოვანი ზეთის სარგებელი

დაფნის თესლის ცხიმოვანი ზეთი აქვს მრავალი სასარგებლო თვისება.

  • დაფნის თესლის ცხიმოვანი ზეთის სარგებელი კანის მოვლისთვის:
  • ეს ზეთი რელაქსაციისა და კანის გაწმენდის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ის ხდის კანს უფრო ელასტიურსა და რბილს, გარდა ამისა, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები.
  • ცხიმოვანი ზეთის რეგულარული გამოყენება ეხმარება გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ზღუდავს ცუდი ქოლესტერინის დონეს და ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს.
  • ცხიმოვანი ზეთი შემცავს ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო თვისებებს, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს სტრესისა და დაავადებების წინააღმდეგ.

როგორ უნდა გამოიყენოთ დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი

  • ეთერზეთის გამოყენება: რამდენიმე წვეთი ეთერზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრეის ფორმით სუნთქვის გზების გაწმენდისთვის ან ატმოსფეროს დასუფთავებისთვის. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ეთერზეთიგამოიყენოთ მასაჟისთვის.
  • ცხიმოვანი ზეთის გამოყენება: გამოიყენეთ იგი როგორც კანის მოვლის პროდუქტში, როგორც დამატებული ინგრედიენტი კრემებში ან ლოსიონებში. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ სახლის კვების პროდუქტი მისი დამატებით.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ როგორი სასარგებლოა ეს თხილი და რამდენ დადებით თვისებას ატარებს

0
ქეშიუს თხილეული

ქეშიუს თხილეული ცნობილია მისი კარაქისებური გემოსა და დამახასიათებელი ფორმის წყალობით. ბევრი ჩვენგანისთვის ის ჯანსაღი ხემსია. თუმცა ალბათ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ როგორი სასარგებლოა ეს თხილი და რამდენ დადებით თვისებას ატარებს.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ ქეშიუს 9 სასარგებლო თვისებას, რომელიც გამოკვლევებითაა დადასტურებული. საკმარისია მხოლოდ 4 ქეშიუს მირთმევა ყოველდღე.

9. კანი უფრო კაშკაშა გახდება

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 4 ცალ ქეშიუს მიირთმევთ | შენი სილამაზე

ქეშიუ ანტიოქსიდანტებისა და სპილენძის შესანიშნავი წყაროა, ეს ორივე კი სასარგებლოა კანისთვის. ანტიოქსიდანტები აჩერებს დაბერების პროცესს, ხოლო სპილენძი ხელს უწყობს ენზიმების, კოლაგენის გამოყოფას და კანის სიმკვირის გაუმჯობესებას.

8. იშვიათად გახდებით ავად

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 4 ცალ ქეშიუს მიირთმევთ | შენი სილამაზე

ქეშიუ თუთიის დიდი წყაროა. ეს ქიმიური ნივთიერება კი აუმჯობესებს იმუნიტეტს.

7. ძლიერდება ძვლები

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 4 ცალ ქეშიუს მიირთმევთ | შენი სილამაზე

ყოველდღე რამდენიმე ქეშიუს მიღებით თქვენი ორგანიზმი ივსება სპილენძის დღიური ნორმის 30%-ით და მაგნიუმის 20%-ით.

6. თვალები გექნებათ დაცული

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 4 ცალ ქეშიუს მიირთმევთ | შენი სილამაზე

ქეშიუ მდიდარია ლუტეინით და ზეაქსანტინით. ეს ანტიოქსიდანტები კი უზრუნველყოფს თვალების სიჯანსაღეს.

5. მცირდება თავის ტკივილი

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 4 ცალ ქეშიუს მიირთმევთ | შენი სილამაზე

მაგნიუმის დეფიციტი იწვევს ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას, მათ შორის სისხლის წნევის ზრდას, თავის ტკივილებს და სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტკივილს. ქეშიუს რეგულარული მირთმევა კი არეგულირებს მაგნიუმის დონეს სხეულში და ამცირებს თავის ტკივილს.

4. კბილები ხდება უფრო ჯანმრთელი

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 4 ცალ ქეშიუს მიირთმევთ | შენი სილამაზე

ქეშიუს ხშირი ჭამის ერთ-ერთი გასაოცარი შედეგი არის იმ მჟავების შემცველობა, რომელიც კლავს გრამ-პოზიტიურ ბაქტერიებს, ეს უკანასკნელი კი იწვევს კბილების პრობლემებს და აკნეს.

3. იქნებით მეტად ენერგიული

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 4 ცალ ქეშიუს მიირთმევთ | შენი სილამაზე

ქეშიუ შეიცავს მინერალებსა და ვიტამინებს, მათ შორის არის, E, K, B6, სპილენძი, ფოსფორი, თუთია, მაგნიუმი, რკინა, სელენი. ესენი კი სხეულს სწორად მუშაობის საშუალებას აძლევს და ჩქარდება მეტაბოლიზმიც, რაც მეტი ეგერგიის გარანტია.

2. მარტივდება წონის კონტროლი.

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 4 ცალ ქეშიუს მიირთმევთ | შენი სილამაზე

ზოგს ჰგონია, რომ თხილეული ხელს უწყობს წონის მატებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ქეშიუ შეიცავს ცხიმებს, მაგრამ ეს ცხიმები ჯანსაღია, ისინი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ეს უფრო იოლს ხდის წონის კლებას.

READ  2 წუთიანი პროცედურით განთავისუფლდით ცელულიტისგან. სკრაბი 100 % ეფექტით.

1. გაიზრდება თმის ხარისხი

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 4 ცალ ქეშიუს მიირთმევთ | შენი სილამაზე

სპილენძი ხელს უწყობს თმის ძირების გაძლიერებას და მისი ტექსტურის გაუმჯობესებას. შედეგად თმა ხდება უფრო დამყოლი და ბზინვარე. ეს თხილეული ასევე ასტიმულირებს მელანინის გამოყოფას.

გაფრთხილება: როგორც არ უნდა გიყვარდეთ ქეშიუ, დღეში 4-5ზე მეტს ნუ შეჭამთ, თორემ შესაძლოა თავის ტკივილმა შეგაწუხოთ.

თქვენ თუ გიყვართ ეს თხილი? იქნებ რაიმე კარგი რეცეპტებიც იცით მისი გამოყენებით? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ზეთისხილის ფოთლებში იმალება დიდი ძალა – ბუნებრივი იმუნიტეტი და ჯანმრთელობის საიდუმლო, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

0
ზეთისხილის ფოთლები

ზეთისხილის ფოთლები – ბუნებრივი იმუნიტეტი და ჯანმრთელობის საიდუმლო, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

ზეთისხილის ხე, რომელსაც ხშირად სიცოცხლის ხეს უწოდებენ, უძველესი დროიდან განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა ხმელთაშუა ზღვის კულტურებში. მითოლოგიის თანახმად, სწორედ მისი რტო გადასცა ათენამ ზევს, რაც ხეს ღვთაებრივი საწყისის სიმბოლოდ აქცევდა. თუმცა მხოლოდ სიმბოლოს როლი არ ჰქონია – მის ფოთლებს რეალური სამკურნალო ძალა გააჩნია, რომელიც მეცნიერებმა ჯერ კიდევ ასკლეპიოსის ეპოქაში აღმოაჩინეს.

დღეს ზეთისხილის ფოთლების ჩაი არა მხოლოდ ბერძნული სოფლების ყოველდღიურ რუტინად იქცა, არამედ ჯანმრთელობის ბუნებრივ ელექსირადაც მიიჩნევა. ფოთლები მდიდარია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული კომპონენტებით, რაც მის მოხმარებას ეფექტურს ხდის სეზონური გრიპების, ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. საინტერესოა, რომ თურქეთში მას აქტიურად იყენებდნენ COVID-19-ის პერიოდში, როგორც პრევენციულ საშუალებას.

მიუხედავად მწარე გემოსი, ჩაის არომატი ადვილად დასარბილებელია თაფლით ან ხილის მურაბით. ბევრისთვის ის საუზმის ან შუალედური ენერგიის წყაროა, რაც ბუნებრივი კოფეინის ალტერნატივად ითვლება — ენერგიას იმავე წარმატებით აწვდის ორგანიზმს, კოფეინის გარეშე.

ზეთისხილის ფოთლების სასარგებლო თვისებები მრავალმხრივია:

  • შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს,

  • აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას,

  • ადაპტოგენური თვისებებით ეხმარება ორგანიზმს სტრესთან ბრძოლაში,

  • უნიკალური საშუალებაა დიაბეტის მართვაში,

  • აძლიერებს მეხსიერებას და კონცენტრაციის უნარს — სწორედ ამიტომ რეკომენდებულია დღეში 2-3 ფინჯანი მეხსიერების გასაუმჯობესებლად.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორსული და მეძუძური ქალბატონებისთვის ჩაის მიღება არ არის რეკომენდებული. ასევე, ნებისმიერი რეგულარული გამოყენების წინ სასურველია ექიმთან კონსულტაცია.

როგორ მოვამზადოთ ზეთისხილის ფოთლების ჩაი?
ფოთლების საუკეთესო შეგროვების დრო ადრეული გაზაფხულია. მწვანე ფოთლები უნდა გააშროთ ჩრდილში და შეინახოთ ჰერმეტულ კონტეინერში. შესაძლებელია ნედლი ფოთლების გამოყენებაც.

დღეს, როცა თანამედროვე მედიცინა ხშირად ვერ პოულობენ სწრაფ გამოსავალს, ადამიანებმა ისევ იპოვეს გზავნილი წარსულიდან — ბუნებრივ საშუალებებზე დაბრუნება. ზეთისხილის ფოთლების სარგებელი სწორედ ის უძველესი სიბრძნეა, რომელიც თაობებიდან გადმოგვეცა და თანამედროვე მეცნიერებამაც დაადასტურა მისი ეფექტურობა.

დასკვნა:
ამ პატარა მწვანე ფოთლებში იმალება დიდი ძალა. ის, რაც ერთ დროს “ძველის” სახელით ჩამოშორდა ჩვენს ყოველდღიურობას, დღეს ბრუნდება, როგორც ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი ჯანსაღი ცხოვრებისათვის. სანამ სახელმწიფოები პოლიტიკურ ბრძოლებში არიან ჩართული, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ ის, რაც ნამდვილად მუშაობს — ხალხური მედიცინა და ბუნების ძალა.

წიწიბურას სასარგებლო თვისებები, რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდით – რატომ უნდა გახდეს წიწიბურა თქვენი რაციონის სუპერგმირი

0
წიწიბურა

რატომ უნდა გახდეს წიწიბურა თქვენი რაციონის სუპერგმირი

წიწიბურა — უბრალოდ მარცვლეული კი არა, ნამდვილი საკვებია სუპერსასარგებლო თვისებებით. თქვენს სამზარეულოში მოთავსებულ უბრალო შეფუთვაში იმალება ვიტამინებისა და მინერალების მთელი სპექტრი, რომელიც ერთდროულად მატებს ენერგიას და ეხმარება ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

თუ ეძებთ პროდუქტს, რომელიც ერთდროულად არის დაბალკალორიული, მინერალებით გაჯერებული და მეტაბოლიზმის მხარდამჭერი, წიწიბურა ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.


7 მთავარი მიზეზი, რატომ უნდა დაიწყოთ წიწიბურას რეგულარული გამოყენება

1. ფსიქიკური სიჯანსაღის ბუნებრივი მხარდამჭერი

წიწიბურაში შემავალი კომპონენტები ხელს უწყობს ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას, ამაღლებს კონცენტრაციას და ამსუბუქებს გადატვირთვისგან გამოწვეულ სტრესს. ეს პროდუქტი რეალურად ამაღლებს განწყობას და ეხმარება ემოციური ბალანსის შენარჩუნებაში.

2. ბუნებრივი დამამშვიდებელი ეფექტი

წიწიბურას გარსით სავსე ბალიშები ცნობილია თავისი ანტისტრესული თვისებებით. ეს ფაქტი მოწმობს, რომ თავად მარცვლეულსაც გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება — განსაკუთრებით კარგია დაღლილობის ან უძილობის დროს.

3. ცილის უნიკალური წყარო

შეიცავს ისეთი ტიპის ცილას, რომელიც შედარებულია კვერცხისა და რძის ცილასთან. ამავდროულად, უზრუნველყოფს ორგანიზმს აუცილებელი ამინომჟავებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის და ცილოვანი დიეტების მიმდევრებისთვის.

4. წონის მართვის და დეტოქსის ულტრა იარაღი

წიწიბურა მდიდარია მინერალებით, რომლებიც აქტიურობენ მეტაბოლიზმის, ეხმარებიან ზედმეტი სითხის გამოყვანაში და ბუნებრივად აჩქარებენ ცხიმების წვას.

5. კუჭ-ნაწლავის სისტემის გამაჯანსაღებელი

მარცვლეული შეიცავს ბუნებრივ მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ სანელებელი სისტემის ბალანსის დაცვას და სისხლძარღვების კედლების გამაგრებას.

6. ღვიძლისა და გულის დამცველი ფორმულა

წიწიბურაში არსებული ვიტამინები (განსაკუთრებით B ჯგუფი, PP და რუტინი) ხელს უწყობენ ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას და ამავდროულად აძლიერებენ გულის ფუნქციონირებას. რეგულარული მოხმარება დადებითად მოქმედებს შაქრის რეგულაციაზე, რაც მას იდეალურ პროდუქტად აქცევს დიაბეტის მქონე პირებისთვის.

7. ქოლესტერინის ბუნებრივი კონტროლი

წიწიბურა ეხმარება ორგანიზმს ცუდი ქოლესტერინისგან გათავისუფლებაში, რის გამოც იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ასაკის ადამიანების რაციონში.


როგორ მივიღოთ წიწიბურა სწორად?

📌 დაიმახსოვრეთ: შაქარი ანეიტრალებს წიწიბურას სასარგებლო თვისებებს. თუკი გსურთ ტკბილი ვერსია, თაფლი ბევრად სჯობს შაქარს როგორც გემოს, ასევე ჯანმრთელობის თვალსაზრისით.


დასკვნა

წიწიბურა უკვე დიდი ხანია ითვლება დიეტური მენიუს გემრიელ და ჯანსაღ სუპერგმირად. მისი რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, წონის რეგულირებაში და ფსიქიკური გამძლეობის ამაღლებაში. დროა, ამ მარტივ მარცვლეულს ყოველდღიურ რაციონში ღირსეულ ადგილს დაუთმოთ!

კაკლის უღელი ჩიყვის დროს – კაკლის უღელი ჩიყვის სამკურნალოდ

0
კაკლის უღელი

კაკლის უღელი ჩიყვის დროს – ბუნებრივი მეთოდი ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებისთვის

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და მრავალკვანძოვანი ჩიყვი ბევრი ადამიანისთვის სერიოზული ჯანმრთელობის გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა აუცილებელია, ხშირია შემთხვევები, როდესაც ტრადიციულ მედიცინასთან ერთად ბუნებრივი მეთოდებიც დადებით შედეგს იძლევა. ერთ-ერთი გავრცელებული ბუნებრივი საშუალებაა კაკლის უღელზე დაფუძნებული ნაყენი, რომელიც ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებით პოპულარულია.

როგორ მოვამზადოთ კაკლის უღლის ნაყენი ჩიყვის დროს?

საჭირო მასალა:

  • 14 ცალი მწიფე კაკალი

  • 0.5 ლ არაყი

  • მუქი ფერის მინის ბოთლი ან ქილა

მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ კაკლები და გააშრეთ.

  2. ნიგოზი მიირთვით, ხოლო უღელი შეინახეთ.

  3. კაკლის ნაჭუჭი გადაახვიეთ ნაჭერში და ჩაქუჩით დააქუცმაცეთ.

  4. ჩაყარეთ მომზადებული მასა მინის ქილაში.

  5. დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი.

  6. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ ბნელ, თბილ ადგილას 7 დღით.

  7. გადაწურეთ, ჩაასხით მუქ ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.

მიღების წესი:
საუკეთესო შედეგისთვის მიიღეთ დილით უზმოზე, თითო სუფრის კოვზი ერთი თვის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევაში, მიღების რაოდენობა იზრდება დღეში 2-3-მდე, ჭამამდე 1 საათით ადრე.


მრავალკვანძოვანი ჩიყვისთვის ნაყენის ალტერნატიული რეცეპტი

1 ჭიქა კაკლის უღელს დაასხით 0.5 ლ არაყი, კარგად აურიეთ და დაახურეთ. დადგით ბნელ, გრილ ადგილას 30 დღით. შემდეგ მიიღეთ დილით, უზმოზე, 1 სუფრის კოვზი ყოველ დღე, წყლის ან საკვების გარეშე. ერთი კურსის დასრულების შემდეგ საჭიროა 10-15 დღიანი შესვენება და მკურნალობის გამეორება.


დამატებითი რეკომენდაციები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად

  • რაციონში ჩართეთ ზღვის პროდუქტები: თევზი, ზღვის კომბოსტო, იოდით მდიდარი საკვები.

  • შეზღუდეთ ცხიმიანი, მარილიანი, ტკბილი და მწარე პროდუქტების მიღება.

  • გამოიყენეთ სამკურნალო მცენარეები, მაგალითად:

    • შავბალახას ნახარში – 1 ჩაის კოვზი მცენარეს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი. მიიღეთ დღეში 3-5-ჯერ, თითო სუფრის კოვზი.

    • კუნელის წვეთები – 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.


შედეგები და გამოცდილება

მრავალი პაციენტის გამოცდილებით, ამ ბუნებრივი საშუალებების პარალელური გამოყენება ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუმჯობესებას და ჩიყვის კვანძების შემცირებას. ორწლიანი კურსის შემდეგ არაერთს დაუდასტურდა მდგომარეობის სტაბილიზაცია და კვანძების რაოდენობის შემცირება.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.