შაბათი, ივნისი 13, 2026
- Advertisement -
Google search engine

6 ეფექტური საშუალება ასაკობრივი ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველად!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

6 ეფექტური საშუალება ასაკობრივი ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველად!

მელანოციტები არის უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის კანის ძირითად პიგმენტაციაზე. ეს უჯრედები წარმოქმნიან ყველაზე მუქ და ყველაზე მნიშვნელოვან პიგმენტს ჩვენს კანში, რომელსაც მელანინს უწოდებენ. თუმცა, ძალიან ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო, კანის ზოგიერთ უბანზე მელანოციტები წარმოქმნიან მელანინის ჭარბ რაოდენობას, რაც თავის მხრივ იწვევს სხვადასხვა ასაკობრივი ლაქების გაჩენას.

და შედეგად, სახეზე ან სხეულზე ჩნდება სხვადასხვა სახის მუქი ლაქები, როგორიცაა ჭორფლები, ხალები, ლენტიგო, ქლოაზმა და სხვა.

ჩვენ შევარჩიეთ თქვენთვის 6 ეფექტური საშუალება, რომელიც ასაკობრივი ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ.

1. საფუარის ნიღაბი

15-20 გრ საფუარი შეურიეთ 1,5 ჩაის კოვზ ახლად გამოწურულ ლიმონის წვენს. წაისვით და გააჩერეთ ნიღაბი 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. საფუარის ნიღბის წასმის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემით.

2. კიტრი

ახალი კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე, მიღებული მასა წაისვით ასაკობრივი ლაქების მქონე ადგილებში და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ პროცედურა ზედიზედ სამჯერ.

3. ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი გააზავეთ წყლით (1:10 თანაფარდობით) და მიღებული ლიმონის ხსნარით დაიმუშავეთ ასაკობრივი ლაქები დღეში 2-ჯერ.

4. ტკბილი წიწაკა სახისთვის

ტკბილი წიწაკა გახეხეთ წვრილ სახეხზე და მიღებული მასა წაისვით სახეზე. გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში, ამოიღეთ და წაუსვით სახე კარგი მკვებავი კრემით.

ტკბილი წიწაკის ნიღაბი არამარტო დაგვეხმარება ასაკობრივი ლაქების მოცილებაში, არამედ გაჯერებს კანს აუცილებელი C ვიტამინით.

5. ბანანის წყალი

ამოიღეთ ქერქი დიდი ბანანისგან და წვრილად დაჭერით. დაასხით მდუღარე წყალი (250 მლ) და შედგით სრულ გაგრილებამდე. გაწურეთ, ჩაასხით ყინულის ფორმებში და შედგით საყინულეში. მიღებული ყინულის კუბურები წაისვით სახეზე და სხეულის სხვა ნაწილებზე ძილის შემდეგ.

6. ხაჭო რძე, მაწონი ან იოგურტი

წაისვით ზემოაღნიშნული ფერმენტირებული რძის პროდუქტებიდან რომელიმე სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. 15 წუთის შემდეგ ამოიღეთ ნიღაბი ბამბის დისკით, ლიმონის წვენში ან ცაცხვის ყვავილის ნახარშში გაჟღენთვის შემდეგ.

დაიმახსოვრეთ: შემოთავაზებული სახსრების გამოყენების შემდეგ თავი უნდა აარიდოთ მზეზე ხანგრძლივ ზემოქმედებას, ამიტომ უმჯობესია ეს ნიღბები საღამოს, ძილის წინ გაიკეთოთ. ნუ ბოროტად გამოიყენებთ მზის აბაზანებს, რომ ასაკობრივმა ლაქებმა აღარ შეგაწუხოთ!

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

გამოსცადეთ ეს ახალგაზრდობის ფორმულა! დაამატეთ გლიცერინი და ვიტამინი E თქვენს თვავის მოვლის რუტინაში!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

გამოსცადეთ ეს ახალგაზრდობის ფორმულა! დაამატეთ გლიცერინი და ვიტამინი E თქვენი თვავის მოვლის რუტინაში!

გლიცერინი და ვიტამინი E სახისთვის შესანიშნავი სასუალებაა და უნდა გამოიყენოთ ყოველდღიურად.

ტოკოფეროლი (ვიტამინი E) ვიტამინებს შორის პირველი ანტიოქსიდანტია, რომელიც ანიჭებს კანს სიჯანსაღეს და ხელს უშლის ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

ეს ნივთიერება მოქმედებს შემდეგნაირად: ანელებს ჟანგვის პროცესებს უჯრედებში, აუმჯობესებს კვებას და იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან.

ვიტამინი E გამოიყენება მრავალი კოსმეტიკის ძირითად ინგრედიენტად და მას აქვს შემდეგი თვისებები:

  1. აჩქარებს რეგენერაციას.
  2. ანელებს დაბერებას.
  3. ასტიმულირებს ესტროგენის გამომუშავებას.
  4. ინარჩუნებს ნორმალურ წყალ-ლიპიდურ ბალანსს.
  5. აშორებს შეშუპებას.
  6. მკურნალობს აკნეს.
  7. აშორებს ნაოჭებს, ლაქებს, სტრიებს, წვრილ ნაწიბურებს.
  8. ხელს უწყობს A ვიტამინის შეწოვას.

ვიტამინი E შეიძლება მიიღოთ პერორალურად. იგი იყიდება ნებისმიერ აფთიაქში კაფსულების სახით. სადღეღამისო დოზაა 15 მგ.

გლიცერინი და ვიტამინი E სახისთვის შეიძლება გამოიყენოთ სახის კანზე წასმით. ამისათვის ორივე სითხეს ურევენ თანაბარი პროპორციით და ისვამენ კანზე ძილის წინ. შემადგენლობა საკმარისად სწრაფად შეიწოვება. წვრილი ნაოჭები გაქრება და კანი გახდება ძალიან გლუვი, თანაბარი და ხავერდოვანი.

გლიცერინი სახის კანისთვის: სარგებელი და გამოყენების მახასიათებლები

თხევად გლიცერინს აქვს ერთი ფასდაუდებელი თვისება – ინარჩუნებს ტენიანობას. აღნიშნული საშუალება ნებისმიერ აფთიაქში იყიდება.

გლიცერინი ემატება კრემებს, ნიღბებს და სხვა კოსმეტიკურ პროდუქტებს. ის ქმნის დამატენიანებელ ფენას კანზე, რომელსაც შეუძლია თავიდანვე წებოვანი გახადოს კანი. არ ინერვიულოთ ამაზე, რადგან ის სწრაფად გაქრება.

პრობლემური კანისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ გლიცერინი სუფთა სახით – ლოსიონის სახით.

აღნიშნული ნივთიერების რეგულარული გამოყენებით უმჯობესდება უჯრედების რეგენერაცია, ყველა ანთება გაცილებით სწრაფად გადის. გარდა ამისა, კანი კარგად არის დატენიანებული.

აღსანიშნავია, რომ სახისთვის გლიცერინის ნიღაბი ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის კანისთვის.

როგორც უნივერსალური საშუალება, შემდეგი შემადგენლობა შეიძლება იყოს რჩეული: გლიცერინი და თაფლი თანაბარ ნაწილად. ნიღაბი ძალიან თხევადი იქნება. რომ უფრო სქელი იყოს, დაამატეთ შვრიის ფაფა. მშრალი კანისთვის დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. გარდა ამისა, ცხიმიანი კანისთვის რეკომენდებულია გლიცერინის, შვრიის და კიტრის წვენის ნიღაბი. მგრძნობიარე კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მისთვის შეგიძლიათ შესთავაზოთ გლიცერინისა და კვერცხის გულის ნიღაბი ციტრუსის ზეთის დამატებით.

გლიცერინი და ვიტამინი E: არ არსებობს უკეთესი საშუალება სახისა და ხელებისთვის!

ეს ნივთიერებები გამოიყენება კრემებში, რომლებიც განკუთვნილია არა მხოლოდ სახისთვის, არამედ ხელებისთვისაც. ჩვენი სხეულის ეს ნაწილი მუდმივად ექვემდებარება გარემოს მავნე ზეგავლენას, როგორიცაა წყალი, საყოფაცხოვრებო ქიმიკატები და სხვ.

გაღიზიანების მოსახსნელად, კრემების გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ნიღბები. თუ დრო და სურვილი არ გაქვთ მათი მომზადებისთვის, უბრალოდ დაამატეთ რამდენიმე წვეთი გლიცერინი და ვიტამინი E თქვენს ჩვეულებრივ კრემს. შეიზილეთ ხელები ამით მთელი დღის განმავლობაში და ძალიან მალე შეამჩნევთ, რომ კანი გახდა რბილი და ნაზი.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ეს ხილი უკეთესად აცილებს სხეულის ცუდ სუნს, ვიდრე ნებისმიერი დეოდორანტი! ეს უნდა იცოდე საკუთარი ჯანმრთელობისთვის!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ეს ხილი უკეთესად აცილებს სხეულის ცუდ სუნს, ვიდრე ნებისმიერი დეოდორანტი! ეს უნდა იცოდე საკუთარი ჯანმრთელობისთვის!

შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ოფლს შეუძლია ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა და გაწმენდა. ოფლში ნაპოვნი ნაერთი, რომელიც ცნობილია დერმციდინის სახელით, კლავს მავნე ბაქტერიებს სხეულში შესვლამდე.

და ეს პროცესი სრულიად შეუძლებელია ანტიპერსპირანტებით გადაჭრათ, რადგან ის ბლოკავს თქვენი ოფლის სადინრებს ალუმინისთა და ტოქსინებით. შესაბამისად, კანზე ბაქტერიები შეიძლება გაიზარდოს, გამრავლდეს და შევიდეს ორგანიზმში.

ასე რომ, ამის თავიდან ასაცილებლად, დროა შეწყვიტოთ ანტიპერსპირანტებისა და დეზოდორანტების გამოყენება, რადგან ისინი შეიცავს უამრავ ტოქსინს, რომელიც შეიძლება იყოს უკიდურესად საზიანო თქვენი ჯანმრთელობისთვის და შეიძლება გამოიწვიოს ალცჰეიმერის დაავადება.

მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ჰიგიენაზე და ჩვენი სხეულის სუნზე. და როგორ მივაღწიოთ ამას ანტიპერსპირანტების გარეშე?

ამ მიზნით, ჩვენ გირჩევთ, შეეცადოთ პრობლემის მოგვარება ბუნებრივი გზით. საუბარია ლაიმზე!

ლაიმი არა მხოლოდ სრულიად უსაფრთხო და გვერდითი მოვლენების არმქონე მცენარეა, არამედ ის ასევე უფრო ეფექტურია ვიდრე ანტიპერსპირანტები და დეზოდორანტები! მას შეუძლია გააქროს ცუდი სუნი, ნაცვლად იმისა, რომ დაფაროს ისინი, როგორც ამას დეოდორანტები აკეთებენ.

Როგორ გამოვიყენოთ ის?

laimi

  1. აიღეთ ახალი მომწიფებული ლაიმი და გაჭერით შუაზე.
  2. აიღეთ ერთი ნაწილი და შეიზილეთ იღლიაში.
  3. გაიმეორეთ იგივე პროცედურა მეორე მხარეს.
  4. მაისურის ჩაცმამდე გააშრეთ იღლიები (ეს ასევე მისცემს ლიმონმჟავას მუშაობის დროს).

და აი, მხოლოდ ეს არის! ეს დაგიცავთ უსიამოვნო სუნისგან საათობით!

როგორ მუშაობს?

სინამდვილეში, ოფლს არ აქვს ასეთი უსიამოვნო სუნი. სუნი გამოწვეულია სოკოებითა და ბაქტერიებით, რომლებიც არ გამოიდევნება დერმციდინით. ბაქტერიები აგრძელებენ განვითარებას და მრავლდებიან მკლავებში.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

7 დანამატი, რომელიც ყველა ქალმა უნდა მიიღოს 40 წლიდან ზემოთ!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

7 დანამატი, რომელიც ყველა ქალმა უნდა მიიღოს 40 წლიდან ზემოთ!

ისინი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქალისთვის, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ!

აუცილებელია ორგანიზმის ყოველდღიურად უზრუნველყოფა ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით.

40 წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად უნდა დააკვირდეთ თქვენს კვებას, რათა დაიცვათ თავი ჯანმრთელობის პრობლემებისგან, რომლებიც დროთა განმავლობაში ვითარდება.

40 წლის შემდეგ ადამიანის სხეული ისე არ მუშაობს, როგორც ახალგაზრდობაში. კუნთების მასა იკლებს, მეტაბოლიზმი ნელდება და ქრონიკული დაავადებების რისკი იზრდება.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიტამინებისა და სხვა საკვები ნივთიერებების მიღება – აქ არის მათი სია:

1. ვიტამინი B12

ეს ვიტამინი მნიშვნელოვანია, რადგან აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ტვინის მუშაობას.

ამ ვიტამინის პოვნა შეგიძლიათ ხორცსა და ცხოველურ პროდუქტებში, თევზში, კვერცხში, ქათმის, რძეში… გირჩევთ მიიღოთ 2.4 მგ დღეში.

2. კალციუმი

კალციუმი ამცირებს მოტეხილობების რისკს და ასევე კარგია ნერვებისთვის, გულისა და კუნთებისთვის.

კალციუმის ნაკლებობით ორგანიზმი სუსტდება. მიირთვით სეზამის მარცვლები, სარდინი, ნუში, ბროკოლი და ისპანახი.

3. ვიტამინი D

ეს ვიტამინი იცავს დაავადებებისგან. D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია დიაბეტთან, გულის დაავადებებთან და გაფანტულ სკლეროზთან.

D ვიტამინის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის შეწოვას.

მზე ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. ასევე არსებობს სხვადასხვა საკვები და D ვიტამინის დანამატები.

4. მაგნიუმი

მაგნიუმი ხელს უწყობს არტერიული წნევის რეგულირებას. მისი დეფიციტი იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, დიაბეტს და ანთებას.

მაგნიუმი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში და მნიშვნელოვანია კუნთებისთვის, ნერვებისთვის და გულისთვის. ის ასევე აკონტროლებს სისხლში გლუკოზის დონეს.

თუ ჯანსაღ საკვებს მიირთმევთ, სავარაუდოდ იღებთ თქვენს დღიურ დოზას. ორმოცზე მეტი ასაკის ადამიანებმა უნდა მიიღონ 320 მგ დღეში.

მაგნიუმს ნახავთ მუქ მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში, ლობიოში, სოიოში, თხილეულში, თესლებში და ავოკადოში.

ჭარბი მაგნიუმი არ წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს ჯანმრთელობისთვის, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, გულისრევა და კრუნჩხვები.

5. კალიუმი

კალიუმი ინარჩუნებს არტერიულ წნევას ასაკის მიუხედავად. ის ასევე ამცირებს ინსულტის რისკს.

თუმცა, ჭარბმა კალიუმმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დაზიანება და გულის პრობლემები.

კალიუმის წყაროებია ბანანი, ტკბილი კარტოფილი, ხახვი, ლობიო და ოსპი.

6. ომეგა-3

ტექნიკურად ეს არ არის ვიტამინი, მაგრამ ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები იმსახურებენ ადგილს ამ სიაში.

ამ საკვები ნივთიერების ნაკლებობა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და ამცირებს კოგნიტურ მუშაობას.
კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა -3 ამცირებს არტერიულ წნევას, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და აუმჯობესებს მეხსიერებას და აზროვნებას.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ თქვენი სხეული ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით თევზის, თხილის და ფოთლოვანი ბოსტნეულის ჭამით, ასევე უნდა მიიღოთ დანამატებიც.

7. პრობიოტიკები

მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ქალებისთვის, განსაკუთრებით 40 წლის ასაკში.

არსებობს მტკიცებულება, რომ პრობიოტიკები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნაწლავების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ასევე ამცირებს გულის დაავადებების, დიაბეტის და ინსულტის რისკს.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი სახლის პირობებში?! დღეში მოხლოდ 15-20 წუთია საჭირო!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი სახლის პირობებში?! დღეში მოხლოდ 15-20 წუთია საჭირო!

გოგოებო, ფეხებიდან მთელი ცხიმი შეიძლება მოიცილოთ წლის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში!

საოცრად მარტივმა რეცეპტმა მოკლე დროში მოახერხა ეს! Როგორ? დიახ, ძალიან მარტივია!

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ: 20, 30… 60 – არ შეიძლება იმის თქმა, რომ ფეხებიდან და თეძოებიდან ცხიმის მოცილება ადვილია, თუმცა მთავარია მონდომება!

ქალის სხეული ისეა მოწყობილი, რომ ზედმეტი კილოგრამები ძირითადად ქვედა ტანზე მიდის. და რადგან ამ სტატიას კითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე წონის დაკლების გზაზე ხართ.

გსურთ ლამაზი სხეული და ფეხები? – აკონტორლეთ მადა და იმოძრავეთ მეტი!

იმისათვის, რომ ზედმეტი ცხიმი მოიცილოთ მუხლებიდან და ბარძაყებიდან, არ არის საჭირო შიმშილით ტანჯვა ან მკაცრი დიეტის დაცვა.

უყურეთ საკუთარ თავს, ძალიან ხშირად ჩვენ ვჭამთ არა იმიტომ, რომ გვშია, არამედ იმისათვის, რომ განვიცადოთ ჭამის პროცესით მიღებბული სიამოვნება. როგორც წესი, ამ სიამოვნებას ვღებულობთ ნამცხვრებით, ტკბილეულით ან ნაყინით.

ამიტომ, თუ გსურთ დაიკლოთ ცხიმი ფეხებიდან და მუცელიდან, უარი თქვით სადილზე ექვსის შემდეგ ან დაიცავით ერთ-ერთი მარტივი დიეტა. თავიდან საკმაოდ რთული იქნება, მხოლოდ იმიტომ, როომ ფიქრობთ, ჭამა არ შეიძლება. ნუ გაამახვილებთ ამაზე ყურადღებას განსაკუთრებულად, მომართე საკუთარი თავი პოზიტიურად.

ფეხებიდან ცხიმის მოსაშორებლად საკმარისია: დალიოთ კეფირი შავი პურის ნაჭერით, მიირთვათ ბოსტნეული, ხილი, ნატურალური წვენი წყლით გაზავდეს. დროთა განმავლობაში ორგანიზმი შეეგუება და სადილზე უარის თქმა საკმაოდ ადვილი იქნება.

ცხიმის შემცირება ერთი დიეტური შეზღუდვით არ გამოდგება, მით უმეტეს, თუ სამსახურში მანქანით გიწევთ სიარული ან მთელი დღე კომპიუტერთან მუშაობთ. აუცილებელია მაქსიმალურად მოძრაობაში ყოფნა.

ზოგჯერ სავარჯიშოების გრძელი კომპლექტი აშინებს ადამიანს, რადგან სამუშაო დღის შემდეგ არ არსებობს ძალა და სურვილი მათი დიდი ხნის განმავლობაში დაცვის.

დავიწყოთ უმარტივესით?

  • გასეირნება – ეცადეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ მოძრაობაში, უარი თქვით ტრანსპორტზე, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, იაროთ 20-30 წუთის განმავლობაში. სწრაფი ტემპით სიარული კარგია მთელი სხეულისთვის. ამ შემთხვევაში ნებისმიერი გარე აქტივობა იდეალურია – ეს შეიძლება იყოს: ზაფხულში ზურგჩანთით ქალაქგარეთ გასეირნება, ზამთარში თხილამურებით სრიალი თუ უბრალოდ სამსახურიდან სახლში მიმავალ გზაზე ცოტახნით ფეხით სიარული.
  • სირბილი – ძალიან სასარგებლოა არა მხოლოდ ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად, არამედ მთელი სხეულის გასაუმჯობესებლად. შეგიძლიათ სპორტდარბაზში წასვლა, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, საღამოს ან დილის სირბილი მხოლოდ სარგებელს მოუტანს თქვენს ორგანიზმს. ეს შეიძლება იყოს ეზოში ან უახლოეს მოედანზე.
  • ველოსიპედით გასეირნება – ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმის მოცილებას და ამაგრებს ბარძაყის კუნთებს, ძალიან სასარგებლოა მთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის.
  • როლიკებით სრიალი – როლიკებით სრიალი დღეს ძალიან პოპულარულია. ეს სპორტი არამარტო დაგეხმარებათ ფეხებიდან და სხეულის სხვა ნაწილებიდან ზედმეტი ცხიმის მოცილებაში, არამედ როგორც არცერთი ვარჯიში, გააძლიერებს მთელი სხეულის კუნთებს.
  • ცურვა – არ აქვს მნიშვნელობა სად: აუზში, მდინარეში თუ ზღვაში, ცურვა ძალიან სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის. წყალი ხსნის დაძაბულობას და სტრესს, ამკვრივებს კანს (განსაკუთრებით ზღვის წყალი), ამაგრებს კუნთებს, შლის ცხიმს თეძოებიდან, ფეხებიდან, მუხლებიდან. ფეხებიდან ცხიმის მოსაშორებლად, წყალში ვარჯიშები ძალიან სასარგებლოა. წელამდე წყალში დგომისას, მონაცვლეობით აწიეთ ფეხები.
  • სკრაბი – ცხიმის, კერძოდ კი ფეხებზე ცელულიტის მოსაშორებლად მარტივი გზა შეიძლება იყოს ყავის სკრაბი. ვარჯიშთან და ზომიერ დიეტასთან ერთად, სკრაბი დაგეხმარებათ კანი აბრეშუმისებრი გლუვი გახადოთ!

დაუთმეთ საკუთარ თავს ყოველდღე 15-20 წუთი!

რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, შეეცადეთ იპოვოთ თქვენთვის – საკუთარი თავისთვის, დღეში 20 წუთი მარტივი ვარჯიშების შესასრულებლად.

  • ჩაჯდომები – ყველაზე გავრცელებული ვარჯიში, ბუქნებია გაშლილი ხელებით წინ, რომელიც გეხმარებათ ზედმეტი ცხიმის მოცილებაში არა მხოლოდ ფეხებიდან, არამედ თეძოებიდან და მუცლიდანაც. დასაწყისისთვის საკმარისია 10 ჩაჯდომა, შემდეგ თანდათან უნდა გაზარდოთ მათი რაოდენობა. ამ ვარჯიშის შესრულება დღეში 20-ჯერ ერთი თვის განმავლობაში, სასიამოვნოდ გაგაოცებთ შედეგი! ფეხები უფრო გაგიხდებათ, მუცელი კი გამკვრივდება
  • ველოსიპედის ვარჯიში – დაწექით ზურგზე და მიბაძეთ ველოსიპედს. ეს ალბატ ყველას გვითამაშია ბავშვობაში. ის ხელს უწყობს არა მხოლოდ ფეხებიდან ცხიმის მოცილებას, არამედ შესანიშნავად ამაგრებს მუცლის პრესას.
  • სავარჯიშო “მაკრატელი” – დაწექით გვერდზე, გაჭიმეთ ფეხები, რომ იგრძნოთ ყველა კუნთი, შემდეგ ასწიეთ ზედა ფეხი მაკრატელივით 5-6-ჯერ. იგივე გააკეთე მეორე მხარეს. გაიმეორეთ ვარჯიში 2-3-ჯერ.
  • და ბოლოს, მონაცვლეობით მოხარეთ ფეხი მუხლთან და რაც შეიძლება შორს წაიღეთ უკან, რომ შეეხოთ საჯდომს. ეს ვარჯიში უნდა შესრულდეს 10-ჯერ თითოეულ ფეხზე.
Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

როგორ მოვიშოროთ ბატის ფეხი“ და უპეები თვალის ქვეშ? მარტივი საშიანო რეცეპტები!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

როგორ მოვიშოროთ ბატის ფეხი“ და უპეები თვალის ქვეშ? მარტივი საშიანო რეცეპტები!

კოსმეტოლოგიის ინდუსტრია გვთავაზობს კრემებისა და სახის ნიღბების უზარმაზარ რაოდენობას, მაგრამ, როგორც წესი, ყველა საკმაოდ ძვირია. ხოლო გამოცდილი კოსმეტოლოგები გვირჩევენ მათ ჩანაცვლებას ჩვეულებრივი ბუნებრივი საშუალებებით.

არცერთ ქალს არ სიამოვნებს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები. თვალების ირგვლივ კანი ყველაზე მეტად აჩენს ასაკს, რადგან ის უფრო თხელია, ვიდრე სხვა ადგილებში. ამიტონ საჭიროა თქვენი ძალისხმევა, რომ კანი სუფთა და მიმზიდველი იყოს.

არსებობს მრავალი პროდუქტი, რომელსაც შეუძლია კანის დატენიანება და გაღიავება, შეშუპების მოცილება და ნაოჭების შემცირება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს “ბატის ფეხს”! ისინი ხელს უწყობენ კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის აღდგენას, ასევე ნაოჭების შემცირებას და თვალების ირგვლივ კანის გათეთრებას.

გირჩევთ გამოიყენოთ ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი ნიღაბი მაინც და თვენ მალევე იგრძნოთ მათ სასწაულებრივ ეფექტს საკუთარ თავზე!

ნიღაბი 1

დაგჭირდებათ:

  • კვერცხის ცილა – 1 ც;
  • ქერის ფქვილი;
  • თაფლი.

მომზადება და გამოყენება:

  1. ცილა კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ ამდენივე თაფლი და ფქვილი და კარგად აურიეთ.
  2. წაისვით კანზე თვალების ირგვლივ, დახურულ ქუთუთოზე.
  3. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთის განმავლობაში.

შედეგის ნახვას შეძლებთ მხოლოდ ერთი გამოყენების შემდეგ: თქვენი კანი გაბრწყინდება და გლუვი გახდება. ეფექტის გასამყარებლად აუცილებელია ასეთი ნიღბის პერიოდულად გაკეთება.

ნიღაბი 2

ხელს უწყობს შეშუპების მოცილებას.

დაგჭირდებათ:

  • კვერცხის გული – 2 ც;
  • ზეითუნის ზეთი – 1 ჩ/კ;
  • ყვავილის თაფლი – 1 ჩ.კ

მომზადება და გამოყენება:

  1. კვერცხის გულები კარგად ათქვიფეთ.
  2. დაუმატეთ მათ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ.
  3. წაისვით თვალის ირგვლივ კანზე და გაიჩერეთ ნახევარი საათით, რის შემდეგაც შეგიძლიათ ჩამოიბანოთ ნიღაბი ცივი წყლით.

ნიღაბი 3

დაგჭირდებათ:

  • კვერცხის გული – 1 ც;
  • წვენი ნახევარი ლიმონისგან;
  • ზეითუნის ზეთი – 1 ჩ.კ

ეს მშვენიერი რეცეპტი თქვენს თმას ახალ სილამაზეს მიანიჭებს, თუნდაც შეღებილი.
მომზადება და გამოყენება:

  1. ინგრედიენტები კარგად ათქვიფეთ და წაისვით თვალის ირგვლივ კანზე.
  2. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი რძით!

თქვენი კანი გახდება სუფთა და ლამაზი. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი რძე თავად ნიღაბში!

გამოიყენეთ ეს ეფექტური და ხელმისაწვდომი რეცეპტები და მუდმივად იზრუნეთ თვალების ირგვლივ კანზე,რათა შეძლოთ ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების შენელება და დიდხანს შეინარჩუნოთ მიმზიდველობა და ახალგაზრდობა!

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

როგორ მოვიშოროთ ქვები კბილებიდან და გავაღიავოთ ყვითელი მინანქარი სახლის პირობებში?!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

როგორ მოვიშოროთ ქვები კბილებიდან და გავაღიავოთ ყვითელი მინანქარი სახლის პირობებში?!

ამ მეთოდით კვირაში მხოლოდ 2 გაწმენდა გჭირდებათ, რომ 14 დღეში საოცარი შედეგი მიიღოთ!

თოვლივით თეთრი ღიმილი და ძლიერი ჯანსაღი კბილები ნებისმიერი ადამიანის ოცნებაა. მაგრამ ძალიან ხშირად, არაბალანსირებული კვების, ცუდი ჩვევების, წამლების მოხმარების და ასევე გენეტიკური მიდრეკილების გამო, ემალის შეფერილობა მოყვითალო ფერს იძენს.

ყველაზე გავრცელებული პრობლემაა კბილის ქვა, ასევე მინანქრის სიყვითლე. სხვათა შორის, კბილის ქვის წარმოქმნამდე კბილები ზუსტად იძენენ მოყვითალო ელფერს. ეს არის ბაქტერიების დაგროვების ნიშანი, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს გინგივიტი, ყელის ინფექციები და ა.შ.

სახლში კბილის ქვების მოსაშორებლად, სცადეთ ეს ეფექტური, ეკონომიური მეთოდი!

soda da marili kbilebistvis

დაგჭირდებათ:

  • მარილი – 0,5 ჩაის კოვზი;
  • საკვები სოდა – 1 ჩაის კოვზი;
  • წყალბადის ზეჟანგი;

რა უნდა გააკეთოთ?

  1. შეურიეთ საკვები სოდა და მარილი.
  2. დაასველეთ კბილის ჯაგრისი წყალში და ამოსვვარეთ ის მომზადებულ ფხვნილში.
  3. იხეხეთ კბილები ხუთი წუთის განმავლობაში.
  4. შეუთავსეთ პეროქსიდი და წყალი თანაბარი პროპორციით და გამოივლეთ პირის ღრუში მიღებული სითხე ერთი წუთის განმავლობაში.
  5. შემდეგ გამოივლეტ პირში გრილი წყალი.
  6. ბოლოს გაიწმინდეთ კბილები კბილის ძაფით და გამოვლეთ პირის ღრუს სავლები.
  7. კვლავ გამოივლეთ პირი ჩვეულებრივი წყლით.

არ დაგავიწყდეთ, პროცედურის გამეორება საჭიეოა დაახლოებით სამ დღეში ერთხელ, ორ კვირაში კი კბილები შესამჩნევად გაგითეთრდებათ და კბილის ქვებიც გაქრება!

ამ რეცეპტთან დაკავშირებით რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაცია. შეეცადეთ ეწვიოთ სტომატოლოგს ყოველ ექვს თვეში ერთხელ და სეიმოწმეთ თქვენი კბილების ჯანმრთელობა!

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

შეურიეთ მწვანე ჩაი და ზეითუნის ზეთი და 20 წუთში გაოცდებით შედეგით!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

შეურიეთ მწვანე ჩაი და ზეითუნის ზეთი და 20 წუთში გაოცდებით შედეგით!

გნებავთ სახლის პირობებში ჩაიტაროთ გამაახალგაზრდავებელი პროცედურა, რომელსაც აქვს სწრაფი ეფექტი? შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით! გლუვი, თანაბარი კანი ერთი ნაოჭის გარეშე 15-20 წუთში!

800x800 3

  1. დაფქვით მწვანე ჩაის ფოთლები ყავის საფქვავში. აუცილებელია აირჩიეთ კარგი ხარისხის მწვანე ჩაი, მტვრისა და მინარევების გარეშე.
  2. დაქუცმაცებული მწვანე ჩაისგან ვამზადებთ ნაყენს – სხვადასხვა სასარგებლო ზეთოვანი ექსტრაქტი ფოთლებიდან.
  3. დაქუცმაცებულ მწვანე ჩაის ფოთლებს დაასხით ზეითუნის ზეთი.
  4. ვურევთ და ვტოვებთ ერთი დღით. მაგრამ, თუ ნაყენს ცივად მოვამზადებთ, ან წყლის აბაზანაში მოვათავსებთ, საჭირო იქნება კონტეინერის მხოლოდ 3 საათის განმავლობაში დაყოვნება.
  5. ამ დროის განმავლობაში ზეთში ბევრი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება გადავა ჩაის ფოთლებიდან, ზეთი კი კანში ღრმად შეაღწევს და შეიტანს ამ სასარგებლო ნივთიერებებს.
  6. ზეთი დაქუცმაცებულ მწვანე ჩაის ფოთლებთან ერთად ჩაასხით კონტეინერში, რომელშიც მოვამზადებთ სკრაბს.
  7. პატარა ულუფებით დაუმატეთ სიმინდის ფქვილი – უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  8. მიღებული ნარევი წაისვით სველ სახეზე, გააჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ ნაზი წრიული მასაჟისმაგვარი მოძრაობებით.

სკრაბის ნიღაბი კვებავს და არბილებს კანს, ანიჭებს მას გლუვ და ჯანსაღ ფერს, აჯერებს მას ვიტამინებითა და მინერალებით ადვილად ხელმისაწვდომი ფორმით.

ამ პროცედურის შემდეგ შედეგით გაოცდებით! კარგად დატენიანებული, გლუვი და ლამაზი კანი ახლა თქვენი სიამაყე იქნება!

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ხელნაკეთი ბუნებრივი ნიღბები ნაოჭებთან და ასაკობრივ ლაქებთან საბრძოლველად!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ხელნაკეთი ბუნებრივი ნიღბები ნაოჭებთან და ასაკობრივ ლაქებთან საბრძოლველად!

გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და თქვენი კანი 10 წლით გაახალგაზრდავდება.

არავის სურს ჰქონდეს ასაკობრივი ლაქები და დაბერების სხვა ნიშნები, თუნდაც ისინი არ იყოს საზიანო ჯანმრთელობისთვის, არა?

ამიტომ შემოგთავაზებთ ხელნაკეთ ნიღბებს, რომლებიც ძალიან ეფექტურია ნაოჭებთან და ასაკობრივ ლაქებთან საბრძოლველად.

ისინი უკვე გამოცდილია ქალების ერთზე მეტ თაობაზე და ბევრად უკეთ და ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე ბაზარზე არსებული კრემების უმეტესობა.

იცით, რატომ არის ეს ნიღბრბი საუკეთესო? ამ სამი მიზეზის გამო:

  1. ბუნებრივი ინგრედიენტები
  2. ეკონომიური
  3. ეფექტური

ზოგიერთმა ადამიანმა არც კი იცის ბუნებრივი საშუალებების შესახებ. და დროთა განმავლობაში ამ ადამიანებს სჯერათ, რომ ბუნებრივი საშუალებები არ წყვეტს მსგავს პრობლემებს, ამიტომ ისინი პლასტიკურ ქირურგიას ირჩევენ. მაგრამ ყველა ოპერაციას არ აქვს დადებითი შედეგი და მათ ასევე გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები გააჩნიათ.

ყველა ნიღაბი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, კვერცხზეა დაფუძნებული და ეს შემთხვევითი არ არის!

კვერცხი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რაც შესანიშნავად აცილებს ნაოჭებს, აკნეს და ნაწიბურებსაც კი.

  • ნიღაბი N1

ეს ნიღაბი დაგეხმარებათ მოიცილოთ მოსალოდნელი ნაოჭები, შეშუპება და თვალების ირგვლივ მუქი წრეები.

ბამბის დისკით წაისვით ცოტაოდენი კვერცხის ცილა თვალების ირგვლივ სუფთა კანზე. როდესაც ნიღაბი გაშრება, ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.

  • ნიღაბი N2

თუ გსურთ ნაოჭების მოშორება და კანის სრულყოფილი ტონალობა, მაშინ ეს ნიღაბი დაგეხმარებათ.

1 კვერცხის ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ფქვილი. შეგიძლიათ გამოიყენოთ შვრიის ფაფა, სელის თესლი, სეზამი, ხორბალი, ბრინჯი ან ბარდა (ფქვილი მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ მარცვლეულის დაფქვით ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით) ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმინდის სახამებელი ან კარტოფილის სახამებელი. კარგად აურიეთ და წაისვით გაწმენდილ სახეზე, კისერზე და დეკოლტეზე.

ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მიზანშეწონილია გამოიყენოთ კვირაში 1-ჯერ. შედეგს პირველივე გამოყენებისას შეამჩნევთ.

  • ნიღაბი N3

თუ თვალების ქვეშ გაქვთ მუქი წრეები და ეპეები და გსურთ მათი მოშორება, მაშინ ეს ნიღაბი შესანიშნავი გამოსავალი იქნება. აიღეთ 1 კვერცხის გული, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 1/2 ჩაის კოვზი ნუშის, ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი, აურიეთ ერთგვაროვნებამდე.

წაისვით სუფთა კანზე თვალების, სახის, კისრისა და დეკოლტეს ირგვლივ. გააჩერეთ 25-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

  • ნიღაბი N4

თუ გსურთ ასაკობრივი ლაქების მოშორება, მაშინ ამ სუპერეფექტურ ნიღაბს გირჩევთ. კვერცხის გული შეურიეთ 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს და 1/2 ჩაის კოვზ ახლად გამოწურულ ლიმონის წვენს.

ამის შემდეგ წაისვით სახის, კისრის, დეკოლტესა და ხელების სუფთა კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი.

შემდეგ უბრალოდ ჩამოიბანეთ ნიღაბი ბევრი წყლით და წაისვით ქოქოსის ზეთი სველ კანზე.

ლიმონის გამო, მზეზე არ გახვიდეთ და კანი ქოქოსის ზეთით დაიცავით.

  • ნიღაბი N5

ის შესანიშნავად კვებავს და ათეთრებს კანს, ასევე ამცირებს ნაოჭებს. კვერცხის ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გახეხილი ვაშლი ან კარტოფილი. კარგად აურიეთ და წაისვით სუფთა კანზე 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით, შემდეგ წაისვით მცირე რაოდენობით ნუშის ზეთი სველ კანზე.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

გნებავთ მოიშოროთ სოკო და სწრაფად გაიზარდოთ ფრჩხილები, რომლებიც არასოდეს მოგტყდება? 4 კომპონენტისგან შემდგარი მარტივი საშუალება დაგეხმარებათ ამაში!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

გნებავთ მოიშოროთ სოკო და სწრაფად გაიზარდოთ ფრჩხილები, რომლებიც არასოდეს მოგტყდება? 4 კომპონენტისგან შემდგარი მარტივი საშუალება დაგეხმარებათ ამაში!

ჩვენი დადასტურებული საშუალების გამოყენებით, თქვენ არა მხოლოდ გაამაგრებთ ფრჩხილის ფირფიტას, არამედ დაივიწყებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ფრჩხილების აქერცვლა და სოკო!

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ საიდუმლოებას, თუ როგორ უნდა გაიზარდოთ ნებისმიერი სიგრძის ფრჩხილები!

მტვრევადი ფრჩხილის სხვა მიზეზები

  • ავიტამინოზი
  • სოკო
  • ქრონიკული დაავადებები

როგორ გავზარდოთ ფრჩხილები სწრაფად?

mtvrevadi

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ გამხმარი გვირილის ყვავილები
  • 1 ს.კ ოროვანდის ფესვი
  • 1 ს.კ კრაზანა
  • 1 ს.კ გამხმარი მრავალძარღვას ფოთლები
  • 1 ლიტრი მდუღარე წყალი

მომზადება:

  1. ყველა ინგრედიენტს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში.
  2. შემდეგ გადაწურეთ ნაყენი, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.
  3. ჩაასხით ყველაფერი ღრმა თასში.
  4. მოათავსეთ ხელები ამ აბაზანაში და გააჩერეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
  5. ნახევარი საათის შემდეგ ხელების დაბანის გარეშე წაისვით დამატენიანებელი.

ხელების აბაზანები უნდა გაკეთდეს კვირაში 4-ჯერ. თუ შესაძლებელია, შეგიძლიათ ყოველდღე მოაწყოთ ხელებისთვის წყლის პროცედურები. თვალსაჩინო შედეგებს იხილავთ სულ რაღაც 7 დღეში!

ამასთან ერთად, სასურველია გამოიყენოთ ფრჩხილის გასამაგრებელი ლაქი.

თხელი ფრჩხილის გასამაგრებელ საშუალებებს შორის, დიდი პოპულარობით სარგებლობს ფრჩხილის სპეციალური ლაქი, რომელიც აშორებს დაზიანებებს. მისი მოქმედება შეიძლება კომპლექსური იყოს ან მხოლოდ გარკვეულ პრობლემა მოაგვაროს, გააჩნია მის შემადგენლობას. პარალელურად, ასეთი ლაქი ფრჩხილს კვებავს და იცავს სხვადასხვა დაზიანებისგან, როგორიცაა სიცივე, საყოფაცხოვრები ქიმიკატები და ა.შ

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.