ორშაბათი, მაისი 25, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორ მოვიშოროთ ბატის ფეხი“ და უპეები თვალის ქვეშ? მარტივი საშიანო რეცეპტები!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

როგორ მოვიშოროთ ბატის ფეხი“ და უპეები თვალის ქვეშ? მარტივი საშიანო რეცეპტები!

კოსმეტოლოგიის ინდუსტრია გვთავაზობს კრემებისა და სახის ნიღბების უზარმაზარ რაოდენობას, მაგრამ, როგორც წესი, ყველა საკმაოდ ძვირია. ხოლო გამოცდილი კოსმეტოლოგები გვირჩევენ მათ ჩანაცვლებას ჩვეულებრივი ბუნებრივი საშუალებებით.

არცერთ ქალს არ სიამოვნებს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები. თვალების ირგვლივ კანი ყველაზე მეტად აჩენს ასაკს, რადგან ის უფრო თხელია, ვიდრე სხვა ადგილებში. ამიტონ საჭიროა თქვენი ძალისხმევა, რომ კანი სუფთა და მიმზიდველი იყოს.

არსებობს მრავალი პროდუქტი, რომელსაც შეუძლია კანის დატენიანება და გაღიავება, შეშუპების მოცილება და ნაოჭების შემცირება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს “ბატის ფეხს”! ისინი ხელს უწყობენ კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის აღდგენას, ასევე ნაოჭების შემცირებას და თვალების ირგვლივ კანის გათეთრებას.

გირჩევთ გამოიყენოთ ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი ნიღაბი მაინც და თვენ მალევე იგრძნოთ მათ სასწაულებრივ ეფექტს საკუთარ თავზე!

ნიღაბი 1

დაგჭირდებათ:

  • კვერცხის ცილა – 1 ც;
  • ქერის ფქვილი;
  • თაფლი.

მომზადება და გამოყენება:

  1. ცილა კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ ამდენივე თაფლი და ფქვილი და კარგად აურიეთ.
  2. წაისვით კანზე თვალების ირგვლივ, დახურულ ქუთუთოზე.
  3. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთის განმავლობაში.

შედეგის ნახვას შეძლებთ მხოლოდ ერთი გამოყენების შემდეგ: თქვენი კანი გაბრწყინდება და გლუვი გახდება. ეფექტის გასამყარებლად აუცილებელია ასეთი ნიღბის პერიოდულად გაკეთება.

ნიღაბი 2

ხელს უწყობს შეშუპების მოცილებას.

დაგჭირდებათ:

  • კვერცხის გული – 2 ც;
  • ზეითუნის ზეთი – 1 ჩ/კ;
  • ყვავილის თაფლი – 1 ჩ.კ

მომზადება და გამოყენება:

  1. კვერცხის გულები კარგად ათქვიფეთ.
  2. დაუმატეთ მათ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ.
  3. წაისვით თვალის ირგვლივ კანზე და გაიჩერეთ ნახევარი საათით, რის შემდეგაც შეგიძლიათ ჩამოიბანოთ ნიღაბი ცივი წყლით.

ნიღაბი 3

დაგჭირდებათ:

  • კვერცხის გული – 1 ც;
  • წვენი ნახევარი ლიმონისგან;
  • ზეითუნის ზეთი – 1 ჩ.კ

ეს მშვენიერი რეცეპტი თქვენს თმას ახალ სილამაზეს მიანიჭებს, თუნდაც შეღებილი.
მომზადება და გამოყენება:

  1. ინგრედიენტები კარგად ათქვიფეთ და წაისვით თვალის ირგვლივ კანზე.
  2. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი რძით!

თქვენი კანი გახდება სუფთა და ლამაზი. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი რძე თავად ნიღაბში!

გამოიყენეთ ეს ეფექტური და ხელმისაწვდომი რეცეპტები და მუდმივად იზრუნეთ თვალების ირგვლივ კანზე,რათა შეძლოთ ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების შენელება და დიდხანს შეინარჩუნოთ მიმზიდველობა და ახალგაზრდობა!

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

როგორ მოვიშოროთ ქვები კბილებიდან და გავაღიავოთ ყვითელი მინანქარი სახლის პირობებში?!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

როგორ მოვიშოროთ ქვები კბილებიდან და გავაღიავოთ ყვითელი მინანქარი სახლის პირობებში?!

ამ მეთოდით კვირაში მხოლოდ 2 გაწმენდა გჭირდებათ, რომ 14 დღეში საოცარი შედეგი მიიღოთ!

თოვლივით თეთრი ღიმილი და ძლიერი ჯანსაღი კბილები ნებისმიერი ადამიანის ოცნებაა. მაგრამ ძალიან ხშირად, არაბალანსირებული კვების, ცუდი ჩვევების, წამლების მოხმარების და ასევე გენეტიკური მიდრეკილების გამო, ემალის შეფერილობა მოყვითალო ფერს იძენს.

ყველაზე გავრცელებული პრობლემაა კბილის ქვა, ასევე მინანქრის სიყვითლე. სხვათა შორის, კბილის ქვის წარმოქმნამდე კბილები ზუსტად იძენენ მოყვითალო ელფერს. ეს არის ბაქტერიების დაგროვების ნიშანი, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს გინგივიტი, ყელის ინფექციები და ა.შ.

სახლში კბილის ქვების მოსაშორებლად, სცადეთ ეს ეფექტური, ეკონომიური მეთოდი!

soda da marili kbilebistvis

დაგჭირდებათ:

  • მარილი – 0,5 ჩაის კოვზი;
  • საკვები სოდა – 1 ჩაის კოვზი;
  • წყალბადის ზეჟანგი;

რა უნდა გააკეთოთ?

  1. შეურიეთ საკვები სოდა და მარილი.
  2. დაასველეთ კბილის ჯაგრისი წყალში და ამოსვვარეთ ის მომზადებულ ფხვნილში.
  3. იხეხეთ კბილები ხუთი წუთის განმავლობაში.
  4. შეუთავსეთ პეროქსიდი და წყალი თანაბარი პროპორციით და გამოივლეთ პირის ღრუში მიღებული სითხე ერთი წუთის განმავლობაში.
  5. შემდეგ გამოივლეტ პირში გრილი წყალი.
  6. ბოლოს გაიწმინდეთ კბილები კბილის ძაფით და გამოვლეთ პირის ღრუს სავლები.
  7. კვლავ გამოივლეთ პირი ჩვეულებრივი წყლით.

არ დაგავიწყდეთ, პროცედურის გამეორება საჭიეოა დაახლოებით სამ დღეში ერთხელ, ორ კვირაში კი კბილები შესამჩნევად გაგითეთრდებათ და კბილის ქვებიც გაქრება!

ამ რეცეპტთან დაკავშირებით რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაცია. შეეცადეთ ეწვიოთ სტომატოლოგს ყოველ ექვს თვეში ერთხელ და სეიმოწმეთ თქვენი კბილების ჯანმრთელობა!

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

შეურიეთ მწვანე ჩაი და ზეითუნის ზეთი და 20 წუთში გაოცდებით შედეგით!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

შეურიეთ მწვანე ჩაი და ზეითუნის ზეთი და 20 წუთში გაოცდებით შედეგით!

გნებავთ სახლის პირობებში ჩაიტაროთ გამაახალგაზრდავებელი პროცედურა, რომელსაც აქვს სწრაფი ეფექტი? შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით! გლუვი, თანაბარი კანი ერთი ნაოჭის გარეშე 15-20 წუთში!

800x800 3

  1. დაფქვით მწვანე ჩაის ფოთლები ყავის საფქვავში. აუცილებელია აირჩიეთ კარგი ხარისხის მწვანე ჩაი, მტვრისა და მინარევების გარეშე.
  2. დაქუცმაცებული მწვანე ჩაისგან ვამზადებთ ნაყენს – სხვადასხვა სასარგებლო ზეთოვანი ექსტრაქტი ფოთლებიდან.
  3. დაქუცმაცებულ მწვანე ჩაის ფოთლებს დაასხით ზეითუნის ზეთი.
  4. ვურევთ და ვტოვებთ ერთი დღით. მაგრამ, თუ ნაყენს ცივად მოვამზადებთ, ან წყლის აბაზანაში მოვათავსებთ, საჭირო იქნება კონტეინერის მხოლოდ 3 საათის განმავლობაში დაყოვნება.
  5. ამ დროის განმავლობაში ზეთში ბევრი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება გადავა ჩაის ფოთლებიდან, ზეთი კი კანში ღრმად შეაღწევს და შეიტანს ამ სასარგებლო ნივთიერებებს.
  6. ზეთი დაქუცმაცებულ მწვანე ჩაის ფოთლებთან ერთად ჩაასხით კონტეინერში, რომელშიც მოვამზადებთ სკრაბს.
  7. პატარა ულუფებით დაუმატეთ სიმინდის ფქვილი – უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  8. მიღებული ნარევი წაისვით სველ სახეზე, გააჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ ნაზი წრიული მასაჟისმაგვარი მოძრაობებით.

სკრაბის ნიღაბი კვებავს და არბილებს კანს, ანიჭებს მას გლუვ და ჯანსაღ ფერს, აჯერებს მას ვიტამინებითა და მინერალებით ადვილად ხელმისაწვდომი ფორმით.

ამ პროცედურის შემდეგ შედეგით გაოცდებით! კარგად დატენიანებული, გლუვი და ლამაზი კანი ახლა თქვენი სიამაყე იქნება!

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ხელნაკეთი ბუნებრივი ნიღბები ნაოჭებთან და ასაკობრივ ლაქებთან საბრძოლველად!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ხელნაკეთი ბუნებრივი ნიღბები ნაოჭებთან და ასაკობრივ ლაქებთან საბრძოლველად!

გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და თქვენი კანი 10 წლით გაახალგაზრდავდება.

არავის სურს ჰქონდეს ასაკობრივი ლაქები და დაბერების სხვა ნიშნები, თუნდაც ისინი არ იყოს საზიანო ჯანმრთელობისთვის, არა?

ამიტომ შემოგთავაზებთ ხელნაკეთ ნიღბებს, რომლებიც ძალიან ეფექტურია ნაოჭებთან და ასაკობრივ ლაქებთან საბრძოლველად.

ისინი უკვე გამოცდილია ქალების ერთზე მეტ თაობაზე და ბევრად უკეთ და ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე ბაზარზე არსებული კრემების უმეტესობა.

იცით, რატომ არის ეს ნიღბრბი საუკეთესო? ამ სამი მიზეზის გამო:

  1. ბუნებრივი ინგრედიენტები
  2. ეკონომიური
  3. ეფექტური

ზოგიერთმა ადამიანმა არც კი იცის ბუნებრივი საშუალებების შესახებ. და დროთა განმავლობაში ამ ადამიანებს სჯერათ, რომ ბუნებრივი საშუალებები არ წყვეტს მსგავს პრობლემებს, ამიტომ ისინი პლასტიკურ ქირურგიას ირჩევენ. მაგრამ ყველა ოპერაციას არ აქვს დადებითი შედეგი და მათ ასევე გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები გააჩნიათ.

ყველა ნიღაბი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, კვერცხზეა დაფუძნებული და ეს შემთხვევითი არ არის!

კვერცხი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რაც შესანიშნავად აცილებს ნაოჭებს, აკნეს და ნაწიბურებსაც კი.

  • ნიღაბი N1

ეს ნიღაბი დაგეხმარებათ მოიცილოთ მოსალოდნელი ნაოჭები, შეშუპება და თვალების ირგვლივ მუქი წრეები.

ბამბის დისკით წაისვით ცოტაოდენი კვერცხის ცილა თვალების ირგვლივ სუფთა კანზე. როდესაც ნიღაბი გაშრება, ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.

  • ნიღაბი N2

თუ გსურთ ნაოჭების მოშორება და კანის სრულყოფილი ტონალობა, მაშინ ეს ნიღაბი დაგეხმარებათ.

1 კვერცხის ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ფქვილი. შეგიძლიათ გამოიყენოთ შვრიის ფაფა, სელის თესლი, სეზამი, ხორბალი, ბრინჯი ან ბარდა (ფქვილი მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ მარცვლეულის დაფქვით ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით) ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმინდის სახამებელი ან კარტოფილის სახამებელი. კარგად აურიეთ და წაისვით გაწმენდილ სახეზე, კისერზე და დეკოლტეზე.

ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მიზანშეწონილია გამოიყენოთ კვირაში 1-ჯერ. შედეგს პირველივე გამოყენებისას შეამჩნევთ.

  • ნიღაბი N3

თუ თვალების ქვეშ გაქვთ მუქი წრეები და ეპეები და გსურთ მათი მოშორება, მაშინ ეს ნიღაბი შესანიშნავი გამოსავალი იქნება. აიღეთ 1 კვერცხის გული, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 1/2 ჩაის კოვზი ნუშის, ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი, აურიეთ ერთგვაროვნებამდე.

წაისვით სუფთა კანზე თვალების, სახის, კისრისა და დეკოლტეს ირგვლივ. გააჩერეთ 25-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

  • ნიღაბი N4

თუ გსურთ ასაკობრივი ლაქების მოშორება, მაშინ ამ სუპერეფექტურ ნიღაბს გირჩევთ. კვერცხის გული შეურიეთ 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს და 1/2 ჩაის კოვზ ახლად გამოწურულ ლიმონის წვენს.

ამის შემდეგ წაისვით სახის, კისრის, დეკოლტესა და ხელების სუფთა კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი.

შემდეგ უბრალოდ ჩამოიბანეთ ნიღაბი ბევრი წყლით და წაისვით ქოქოსის ზეთი სველ კანზე.

ლიმონის გამო, მზეზე არ გახვიდეთ და კანი ქოქოსის ზეთით დაიცავით.

  • ნიღაბი N5

ის შესანიშნავად კვებავს და ათეთრებს კანს, ასევე ამცირებს ნაოჭებს. კვერცხის ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გახეხილი ვაშლი ან კარტოფილი. კარგად აურიეთ და წაისვით სუფთა კანზე 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით, შემდეგ წაისვით მცირე რაოდენობით ნუშის ზეთი სველ კანზე.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

გნებავთ მოიშოროთ სოკო და სწრაფად გაიზარდოთ ფრჩხილები, რომლებიც არასოდეს მოგტყდება? 4 კომპონენტისგან შემდგარი მარტივი საშუალება დაგეხმარებათ ამაში!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

გნებავთ მოიშოროთ სოკო და სწრაფად გაიზარდოთ ფრჩხილები, რომლებიც არასოდეს მოგტყდება? 4 კომპონენტისგან შემდგარი მარტივი საშუალება დაგეხმარებათ ამაში!

ჩვენი დადასტურებული საშუალების გამოყენებით, თქვენ არა მხოლოდ გაამაგრებთ ფრჩხილის ფირფიტას, არამედ დაივიწყებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ფრჩხილების აქერცვლა და სოკო!

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ საიდუმლოებას, თუ როგორ უნდა გაიზარდოთ ნებისმიერი სიგრძის ფრჩხილები!

მტვრევადი ფრჩხილის სხვა მიზეზები

  • ავიტამინოზი
  • სოკო
  • ქრონიკული დაავადებები

როგორ გავზარდოთ ფრჩხილები სწრაფად?

mtvrevadi

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ გამხმარი გვირილის ყვავილები
  • 1 ს.კ ოროვანდის ფესვი
  • 1 ს.კ კრაზანა
  • 1 ს.კ გამხმარი მრავალძარღვას ფოთლები
  • 1 ლიტრი მდუღარე წყალი

მომზადება:

  1. ყველა ინგრედიენტს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში.
  2. შემდეგ გადაწურეთ ნაყენი, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.
  3. ჩაასხით ყველაფერი ღრმა თასში.
  4. მოათავსეთ ხელები ამ აბაზანაში და გააჩერეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
  5. ნახევარი საათის შემდეგ ხელების დაბანის გარეშე წაისვით დამატენიანებელი.

ხელების აბაზანები უნდა გაკეთდეს კვირაში 4-ჯერ. თუ შესაძლებელია, შეგიძლიათ ყოველდღე მოაწყოთ ხელებისთვის წყლის პროცედურები. თვალსაჩინო შედეგებს იხილავთ სულ რაღაც 7 დღეში!

ამასთან ერთად, სასურველია გამოიყენოთ ფრჩხილის გასამაგრებელი ლაქი.

თხელი ფრჩხილის გასამაგრებელ საშუალებებს შორის, დიდი პოპულარობით სარგებლობს ფრჩხილის სპეციალური ლაქი, რომელიც აშორებს დაზიანებებს. მისი მოქმედება შეიძლება კომპლექსური იყოს ან მხოლოდ გარკვეულ პრობლემა მოაგვაროს, გააჩნია მის შემადგენლობას. პარალელურად, ასეთი ლაქი ფრჩხილს კვებავს და იცავს სხვადასხვა დაზიანებისგან, როგორიცაა სიცივე, საყოფაცხოვრები ქიმიკატები და ა.შ

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

თუ გსურთ გრძელი, სქელი და ბზინვარე თმა, ეს საშუალება ძალიან სწრაფად მოგცემთ სასურველ შედეგს!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

თუ გსურთ გრძელი, სქელი და ბზინვარე თმა, ეს საშუალება ძალიან სწრაფად მოგცემთ სასურველ შედეგს!

5 ყველაზე ეფექტური თმის ნიღაბი, რომელიც ხელს შეუწყობს თმის ზრდას, სიჯანსაღესა და ბზინვარებას.

გრძელი და ლამაზი თმა ბევრი ქალის ოცნებაა, და არა მხოლოდ ქალი, მამაკაცებსაც სურთ მათი თმა იდეალურად გამოიყურებოდეს. იმისათვის რომ ეს რეალობად იქცეს, ზოგი მეზოთერაპიის სასწაულებს იჯერებს, ზოგი ძვირადღირებულ ნიღბებს ყიდულობს თმის ზრდისთვის, ზოგიც კიდევ არაფერს აკეთება, რადგან თვლიან, რომ არ აქვთ საშუალება საკუთარი თავი ასე გაანებივრონ.

ტრიქოლოგები ამბობენ, რომ თუ გაქვთ სურვილი, აუცილებლად უნდა ეცადოთ მის ასრულებას! საიდან უნდა დაიწყოთ? – ბუნებრივი საშუალებებით! 

ბუნებრივი საშუალებები არ ვნებენ ჯანმრთელობას და საჭირო კომპონენტებიც თქვენს ხელთაა, რჩება მხოლოდ მისი გამოყენება!

ჩვენ მოვამზადეთ თქვენთვის 5 ყველაზე ეფექტური თმის ნიღაბი, რომელიც დაგეხმარებათ თმის ზრდაში. შეამოწმეთ სრული სია და აირჩიეთ ის, რაც თქვენთვის შესაფერისია!

გახსოვდეთ, რომ ყველა სხეული განსხვავებულია. სანამ ნიღაბს სკალპზე წაისვამთ, დატესტეთ მაჯაზე. თუ რამდენიმე წუთის შემდეგ არ გექნებათ ალერგიული რეაქცია, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი თავისუფლად!

1. ალოეს ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • ალოეს ფოთოლი.

მომზადება და გამოყენება:

ალოეს ფოთოლი გაჭერით ორ ნაწილად და გამოწურეთ წვენი. შემდეგ წაისვით თმის ძირებზე და შეიზილეთ სკალპი. ჩამოიბანეთ შამპუნით 2 საათის შემდეგ. თუ სახლში არ მოგეპოვებათ ეს მცენარე, შეგიძლიათ შეიძინოთ ალოეს ექსტრაქტი ამპულაში, რომელიც იყიდება ნებისმიერ აფთიაქში.

2. მდოგვის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  •  2 ს.კ. მდოგვის ფხვნილი;
  • 2 ს.კ. ცხელი წყალი;
  • 1 ჩ.კ მცენარეული ზეთი.

მომზადება და გამოყენება:

მდოგვის ფხვნილი გახსენით ცხელ წყალში, მაგრამ არა მდუღარეში. შემდეგი, დაამატეთ მცენარეული ზეთი. საუკეთესო იქნება ოროვანდის, აბუსალათინის ან ზეთისხილის ზეთი. შეიფუთეთ თავი პარკით, შემოიხვიეთ ზემოდან პირსახოცი და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ კარგად შამპუნის დახმარებით. ეს ნიღაბი აუმჯობესებს თმის ზრდას, აქვს მატონიზირებელი ეფექტი და კარგია ცხიმიანი სკალპისთვის.

3. ლიმონის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • ½ პატარა ხახვი;
  • 20 წვეთი ლიმონის წვენი;
  • 1 ჩ.კ ოროვანდის ზეთი;
  • ვაშლის ძმარი.

მომზადება და გამოყენება:

აურიეთ ნახევარი ხახვის წვენი, დაუმატეთ ლიმონის წვენი, შემდეგ კი ბურდოკის ზეთი. გაათბეთ ნარევი ორთქლის აბაზანაში და წაისვით თმის ძირებზე. ჩამოიბანეთ ერთი საათის შემდეგ. შემდეგ ჩამოიბანეთ თმა ვაშლის ძმრით, რომელიც როგორც იცით წყალში უნდა გააზავოთ და მოერიდეთ თვალებში მოხვედრას. არ ინერვიულოთ სუნის გამო, რამდენიმე წუთში ის უკვალოდ გაქრება.

4. ნიღაბი დარიჩინით

ინგრედიენტები:

  • 2 ჩ.კ დარიჩინი;
  • 4 ჩ/კ ლურჯი თიხა;
  • 1 ჩ.კ ოროვანდის ზეთი;
  • 4 წვეთი როზმარინის ზეთი.

მომზადება და გამოყენება:

შეურიეთ ნიღბის ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, შეათბეთ წყლის აბაზანაზე და წაისვით თმის ძირებზე. შეიხვიეთ თმა პარკით, შემდეგ პირსახოცით და ერთი საათის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ შამპუნით. გაითვალისწინეთ, დარიჩინს შეუძლია თმა ერთი ტონით გააღიაოს.

5. დაფნის ფოთლის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 5 ცალი. დაფნის ფოთოლი;
  • 1 ჭიქა მდუღარე წყალი;
  • 1 ნაჭერი შავი პური.

მომზადება და გამოყენება:

დაფნის ფოთოლს დაასხით მდუღარე წყალი, დააფარეთ კონტეინერი თავსახური და გააჩერეთ 1 საათი. დაალბეთ შავი პურის ნატეხი ნაყენში. შემდეგ წაისვით ის თავის სკალპზე და გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში, ბოლოს დაიბანეთ თმა ჩვეულებრივად, შამპუნის დახმარებით.

შეინახეთ ეს რეცეპტები და გაუზიარე სხვებსაც! მათი დახმარებით შეგიძლიათ გაიზარდოთ ლამაზი და ჯანსაღი თმა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მთავარია კანონზომიერება.

გახსოვდეთ, რომ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ ან ორჯერ უნდა ჩატარდეს, გააჩნია თმის დაზიანებას და არავითარ შემთხვევაში მეტჯერ! 

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

დაივიწყეთ ნაოჭებიანი კისერი, მოშვებული კანი ხელებზე და ბარძაყებზე ამ მარტივი პროცედურით!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

დაივიწყეთ ნაოჭებიანი კისერი, მოშვებული კანი ხელებზე და ბარძაყებზე ამ მარტივი პროცედურით! 

ეს საშუალება არ მოეწონებათ პლასტიკურ ქირურგებს! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე ეს რეცეპტი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

ელასტიურობის დაკარგვა, მკლავებზე, კისერზე, მუცელზე და თეძოებზე ხშირი მოვლენაა ქალბატონებში, განსაკუთრებით 45 წლის შემდეგ. ხშირი დიეტა, წონის უეცარი კლება, ჰორმონალური დარღვევები – ეს ყველაფერი კანის მდგომარეობაზე აისახება, რადგან ასაკთან ერთად უჯრედები ისე სწრაფად ვეღარ აღდგება, როგორც ამას ჩვენი ორგანიზმი ახალგაზრდობაში ახერხებდა.

მიუხედავად ამისა, არსებობს საშუალება, რომელსაც რეგულარული გამოყენების შემთხვევაში შეუძლია კანის მოჭიმვა და გამკვრივება.

moshvebuli kani

ქაფურის ზეთი არის პოპულარული და ეფექტური კანისა და თმის მოვლის საშუალება. გამოიყენება აკნეს და ნაწიბურების მოსაშორებლად, ნაოჭების გასასწორებლად და თმის ზრდის დასაჩქარებლად. მისი მდიდარი შემადგენლობისა და უჯრედების განახლების წახალისების უნარის გამო, ეს პროდუქტი იძლევა შესანიშნავ ეფექტს სხეულის წონის დაკლებისა და კანის გამკვრივებისთვის.

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! კამფორის ზეთი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებიც გამოირჩევვიან ეპილეფსიით და პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.

ყავა (უფრო ზუსტად, კოფეინი) ერთგული დამხმარეა მათთვის, ვისმა კანმაც ელასტიურობა დაკარგა და დაბერების პროცესი დაიწყო. ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს, აძლიერებს და აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. ყავის ნალექი
  • 0,5-1 ჩ.კ ქაფურის ზეთი
  • 2 ს.კ. კოსმეტიკური თიხა

მომზადება და გამოყენება:

  1. თიხა წყალთან უნდა გაზავდეს შეფუთვის ინსტრუქციის მიხედვით. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა.
  2. დაამატეთ ყავის ნალექი, ქაფურის ზეთი და კარგად აურიეთ. (ქაფურის რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანის მგრძნობელობაზე. უმჯობესია დაიწყოთ 0,5 ჩაის კოვზით).
  3. მიღებული ნაზავი წაისვით პრობლემური უბნებზე, შემოიხვიეთ სხეულზე რაიმე, რაც თერმულ ეფექტს უზრუნველყოფს. შეინახეთ შეფუთვა 30-40 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.

10 ასეთი შეფუთვის კურსი (კვირაში 2-3-ჯერ) დაგეხმარებათ კანის შესამჩნევად გამკვრივებაში. ეფექტი შესამჩნევი იქნება პირველი პროცედურის შემდეგ: შემაწუხებელი მოშვებული კანი გაქრება და ტენიანობის ბალანსის აღდგენის გამო, კანი გახდება გლუვი და ელასტიური.

თქვენი მეგობრები მადლობელი იქნებიან ამ შესანიშნავი რეცეპტისთის, გაუზიარეთ სტატია მათაც!

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ამ ნიღბის საშუალებით ყველაზე ღრმა ნაოჭებიც კი გაქრება მხოლოდ ერთ თვეში.

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ამ ნიღბის საშუალებით ყველაზე ღრმა ნაოჭებიც კი გაქრება მხოლოდ ერთ თვეში.

ერთი კვირის განმავლობაში შეამჩნევთ, რამდენად ახალგაზრდად გამოიყურებით, რამდენიმე წლის შემდეგ კი თქვენი კანი ნამდვილად მშვენიერი იერის გახდება!

გსურთ თქვენი კანი კვლავ ახალგაზრდა და ლამაზი გახდეს? მარტივი ინგრედიენტების ამ საოცარ ნიღაბს შეუძლია სწრაფად გაახალგაზრდავოს სახე, გაამკვრივოს კონტური და აღადგინოს კანის ჯანსაღი ტონი!

ამ ნიღბის რეცეპტი თავისებურად უნიკალურია. ის შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც საჭიროა ჩვენი კანის ახალგაზრდობისა და სილამაზისთვის. მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში და რამდენჯერაც გსურთ.

ის ყოველთვის მშვენივრად მუშაობს! ხანგრძლივი და მუდმივი გამოყენებისას იძლევა გამაახალგაზრდავებელ ეფექტს. თუ მას ხსირად გამოიყენებთ, ყოველი გამოყენების შემდეგ იგრძნობთ, რომ კანი კიდევ უფრო სუფთა, გლუვი, თანაბარი და აბრეშუმისებრი გახდა.

ინგრედიენტები:

  • 1/3 მწიფე ბანანი
  • 1 ჩაის კოვზი რძე ან ნაღები
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული ბრინჯი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული შვრიის ფაფა
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული ნიგოზი.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ?

  1. დაჭყლიტეთ ბანანის რბილობი ფაფისებრ კონსისტენციამდე და დაუმატეთ რძე.
  2. ბრინჯი, შვრიის ფაფა და ნიგოზი ცალკე გახეხეთ ყავის საფქვავში ისე რომ მიიღოთ ფქვილისებრი მასა.
  3. დაფქული ნარევი დაუმატეთ ბანანს და კარგად აურიეთ.
  4. გაწმენდილ კანზე, მასაჟის მოძრაობებით წაისვით ნიღაბი სახეზე. ნიღაბი შეგიძლიათ და გირჩევთ რომ წაისვათ კისერზე და დეკოლტეზე.
  5. გაიჩერეთ ის 20 წუთის განმავლობაში…
  6. შემდეგ დაისველეთ ნიღბიანი სახე სველი ხელებით და გაიკეთეთ მსუბუქი სკრაბინგ-მასაჟი.
  7. ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თქვენი საყვარელი დამატენიანებელი.

რეცეპტში შემავალი ინგრედიენტების სარგებელი კანისთვის:

  • ბრინჯი აპრიალებს კანს. ის ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ეხმარება კანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, შლის ტოქსინებს, კანი პრიალდება, ფორები ვიწროვდება.
  • შვრიის ფაფა კვებავს და ატენიანებს კანს და ხსნის უხეშობას.
  • კაკალი ამკვრივებს კანს და ასუფთავებს ეპიდერმისის მკვდარ ნაწილაკებს.
    ნიღბის შემდეგ კანი ხდება ცოცხალი, სუფთა და თანაბარი.

საბოლოოდ კი თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ნიღაბი გახდება თქვენი საყვარელი ნიღაბი!

გაუზიარეთ მეგობრებს ახალგაზრდობის რეცეპტი.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

უბრალოდ საკვები სოდის ჯადოსნური შამპუნი – თქვენი თმის სწრაფი ზრდისთვის!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

უბრალოდ საკვები სოდის ჯადოსნური შამპუნი – თქვენი თმის სწრაფი ზრდისთვის!

თმა მართლაც დაუჯერებლად სწრაფად იზრდება!

ყველამ ვიცით საკვები სოდას მრავალი სარგებლობის შესახებ, რომ მისი სამკურნალო თვისებების წყალობით შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მხოლოდ საჭმლის მომზადებისა და დასუფთავებისთვის, არამედ მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა, ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობთ ამ სასარგებლო ინგრედიენტის შესახებ.

საკვები სოდა დაგეხმარებათ თქვენი თმის გაჯანსაღებაში და სკალპის საფუძვლიანად გასუფთავებაში, უკეთესად, ვიდრე ნებისმიერი კონდიციონერი ან შამპუნი, რაც მას ჯანსაღ ბზინვარებას მიანიჭებს მხოლოდ რამდენიმე გამოყენების შემდეგ. შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ჩვეულებრივი შამპუნის ნაცვლად და  გაოცებული დარჩებით.

იმის ნაცვლად, რომ თმა მავნე ქიმიკატების ზემოქმედებას მიაჩვიოთ, შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგი შამპუნი და ისიამოვნოთ მისი სარგებლით.

soda tmistvis

რეცეპტი:

შეურიეთ საკვები სოდა წყალს 1:3 თანაფარდობით პატარა ბოთლში. შეგიძლიათ დოზის კორექტირება თმის სიგრძის მიხედვით, მაგალითად, მხრის სიგრძეზე გრძელი თმის შემთხვევაში შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზი სოდა და 3-ჯერ მეტი წყალი.

წაისვით შამპუნი სველ ან მშრალ თმაზე, დაწყებული ფესვებიდან და მიიყვანეთ ბოლოებამდე. გაიჩერეთ 1-3 წუთი და ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ თბილი წყალი თმის დასაბანად.

შემდეგ ჩამოიბანეთ თმა ვაშლის ძმრით. შეურიეთ ვაშლის ძმარი და წყალი 1:4 თანაფარდობით, თუ სუნი არ მოგწონთ შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი. შემდეგ დახარეთ თავი უკან და დახუჭეთ თვალები, რათა თვალებში ძმარი არ მოხვდეს. წაისვით ძმარი მთელ თმაზე და ეს არის.

რამდენიმე პროცედურის შემდეგ დაინახავთ ჯანსაღ, ბზინვარე და ძლიერ თმას!

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო! კრემი, რომელიც ამსუბუქებს ნაოჭებს და ამკვრივებს სახის ოვალს!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო! კრემი, რომელიც ამსუბუქებს ნაოჭებს და ამკვრივებს სახის ოვალს!

შეინახეთ თქვენი კანის სილამაზე და ახალგაზრდობა!

ეს ხელნაკეთი კრემი შეგიმსუბუქებთ კანის დაბერების ნიშნებს. სწრაფად და მარტივად!

ყველაფერი გენიალური მარტივია, როგორც ამ შესანიშნავი კრემის რეცეპტი. ამაზე ცოტა ადამიანი საუბრობს, მაგრამ ეს არის ჟელატინის შემცველობით და მისი ეფექტი დაუჯერებლად სწრაფადმოქმედია!

ნაოჭების წარმოქმნის ძირითადი მიზეზებია:

  • ბუნებრივი დაბერება;
  • ულტრაიისფერი სხივებისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედება;
  • კანის გაუწყლოება;
  • სახის მიმიკური კუნთების ზედმეტი აქტივობა;
  • კანის არასწორი მოვლა (განსაკუთრებით – მშრალი კანის შემთხვევაში);
  • სახის წყობის თავისებურებები (მაგალითად, არასწორი თანკბილვა, ცხვირ-ტუჩისა და სხვა ნაოჭების წარმოქმნა).

შემკვრელი ნიღბები კარგად ეწებება კანს და გაშრობისას მოცულობაში იკლებს. თუ მათ უფრო ხშირად იყენებთ ტრადიციულ მკვებავ ნიღბებთან ერთად, მაშინ სახის კანი იწყებს გაგლუვებას და ნაოჭების რაოდენობაც მცირდება.

მექანიკური მოქმედების ნიღბების უმეტესობას არ აქვს განსაკუთრებული მკვებავი ეფექტი კანზე, მაგრამ დადებითად მოქმედებს მის ნერვულ დაბოლოებებზე და აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს.

ყველაზე ეფექტური ინგრედიენტებია ახალი კვერცხის ცილა და ჟელატინი.

ჟელატინი დადებითად მოქმედებს კანის ცილოვან და ამინომჟავების მეტაბოლიზმზე, აუმჯობესებს მის მდგომარეობას. ჟელატინი აქრობს წვრილ ნაოჭებს, არბილებს და ათეთრებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

მისი მოქმედება გამამკვრივებელი ნიღბების მუშაობის მსგავსია. გაგიკვირდებათ ის ეფექტი, რომელიც შესამჩნევი იქნება თითქმის მყისიერად.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის კოვზი ჟელატინი
  • 100 მლ წყალი
  • 3 ჩაის კოვზი თაფლი
  • 0,5 ჭიქა გლიცერინი,
  • 1 დანის წვერის ოდენობით სალიცილის მჟავა.

როგორ მოვამზადოთ?

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი
  2. ნარევი წყლის აბაზანაში მოათავსეთ და ურიეთ სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.
  3. ამოიღეთ კონტეინერი წყლიდან და გააგრილეთ, მუდმივად ურიეთ, რომ მიიღოთ ჟელესმაგვარი კრემი.

Როგორ უნდა გამოიყებოთ?

მზა კრემი წაისვით კანზე ყოველდღიურად ძილის წინ 2 საათით ადრე და გაიჩერეთ 20 წუთით. კრემის ნარჩენები, რომლებიც არ შეიწოვება კანში, მოიშორეთ ნესტიანი ქსოვილით. შემდეგ წაისვით თქვენი საყვარელი დამატენიანებელი.

მიღებული კრემი საკმარისია 1 თვის გამოყენებისთვის. კრემი უნდა ინახებოდეს მაცივარში.

გამოყენებისას მთლიანი მასიდან შეარჩიეთ იმდენი კრემი, რამდენიც საჭიროა ერთი წასმისას, ოდნავ გაათბეთ და წაისვით კანზე.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.