სამშაბათი, მაისი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

მოიცილეთ ლაქები და ჰიპერპიგმენტაცია, რომელიც გამოწვეულია მზის სხივების ზემოქმედებით!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

მოიცილეთ ლაქები და ჰიპერპიგმენტაცია, რომელიც გამოწვეულია მზის სხივების ზემოქმედებით!

ჰიპერპიგმენტაცია არის კანის ფერის დარღვევა, რომელიც ხასიათდება მუქი უბნებით კანზე და გამოწვეულია მელანინის, კანის მუქი პიგმენტის მატებით.

მზის სხივების ზემოქმედებამ, ორსულობამ, ზოგიერთმა დაავადებამ, ასაკმა ან დაზიანებამ შეიძლება დაარღვიოს მელანინის დონე და შექმნას უსიამოვნო ყავისფერი ლაქები.

ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები და მზის ლაქები გამოწვეულია მზის მავნე ულტრაიისფერი სხივებით, რომლებიც საზიანოა და შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ან მუდმივი ფერის ცვალებადობა. ხშირად ეს ლაქები ჩნდება სახეზე, დეკოლტეზე და ხელებზე, თუმცა ისინი შეიძლება გამოჩნდეს ნებისმიერ ადგილას სადაც მზის სხივები ხვდება.

ჰიპერპიგმენტაციის ბუნებრივი მკურნალობის რეცეპტი:

Untitled design 9 2

ეს არის საკმაოდ მარტივი საშუალება, რომელიც ეფუძნება აიურვედას, უძველესი ინდური სამკურნალო მეცნიერების პრინციპებს.

ლიმონი გაალამაზებს თქვენს კანს და გამოიწვევს კანის აქერცვლას. კურკუმა არის ეფექტური კანის გამაღიავებელი საშუალება და ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

1. გამოიყენეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი.
2. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ურიეთ კარგად.
3. წაისვით ნარევი დაზიანებულ ადგილებზე და დაელოდეთ 15 წუთს, სანამ არ გაშრება.
4. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ, გააგრძელეთ ეს მკურნალობა დღეში ერთხელ ან ორჯერ.

Მნიშვნელოვანია! :

  1. თუ თქვენი კანი ძალიან მგრძნობიარეა. შეცვალეთ ლიმონის წვენი რძით, ან გააზავეთ წვენი ცოტაოდენი წყლით.
  2. მკურნალობის შემდეგ დაუყოვნებლივ არ უნდა მიაცხუნოთ მზის სხივები სახის კანს.
  3. ასევე, აუცილებლად გამოიყენებთ მზისგან დამცავი SPF საშუალებები, რომლის განახლებაც საჭიროა 3-4 საათში ერთხელ.
Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

გასწავლით იაპონელი ქალების ახალგაზრდობის საიდუმლოს!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

გასწავლით იაპონელი ქალების ახალგაზრდობის საიდუმლოს!

გააკეთეთ ეს კვირაში ერთხელ მაინც და თქვენი სახე 10 წლით ახალგაზრდულ იერს შეიძენს!

შეგწუხათ სახეზე ნაოჭებმა, რადგან ისინი ხანდაზმულს გხდით? დაბერების პროცესი ხშირად ხდის კანს მოდუნებულს და გვიჩენს ნაოჭებს. ხანდახან მუქ ლაქებიც კი ჩნდება და კანის არათანაბარ ტონს შეუძლია თქვენ სახეს უსიცოცხლო იერი მიანიჭოს.

თუ გსურთ სცადოთ და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ სულ რაღაც ერთ კვირაში, ჩვენ გაგიმხელთ იაპონელი ქალების საიდუმლოს!

ამ გასაოცარ რეცეპტს იაპონელი ქალები საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ და მისი მთავარი ინგრედიენტი ბრინჯია.

ბრინჯს აქვს მრავალი სამკურნალო თვისება, რაც კანს ნათელს და გლუვს ხდის. ის აშორებს მუქ ლაქებს. მას ასევე გააჩნია ანტიოქსიდანტური უნარი და ლინოლეინის მჟავის შემცველობის გამო ბრინჯი ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას კანის უჯრედებში. ის ამცირებს ნაოჭებს და ამით ახალგაზრდულად გამოიყურებით.

ბრინჯის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის შეიცავს ნაერთს, სახელად სკალენს, რომელიც უზრუნველყოფს მზისგან დაცვას და ასევე აღადგენს მზის სხივებით დაზიანებულ კანს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს საშუალება რეგულარულად კანის გასაახალგაზრდავებლად.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ბრინჯი თქვენი კვების რაციონში, რადგან ის მდიდარია გამა-ორიზანოლით და ვიტამინით E, რომელიც პასუხისმგებელია სისხლში ქოლესტერინის დაქვეითებაზე და გულის სიჯანსაღეზე.

ინგრედიენტები:

  • 3 ს.კ ბრინჯი
  • 1 ს.კ რძე
  • 1 ს.კ თაფლი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება:

აიღეთ ბრინჯი და მოხარშეთ 1 ჭიქა წყალში საშუალო ცეცხლზე. გამორთეთ ცეცხლი და გადაწურეთ ნარევი 2-3 წუთის შემდეგ. მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი რძე 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად. შეურიეთ და წაისვით ნიღაბი სახეზე. ნიღაბი მთლიანად გაშრება 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიბანეთ სახე იმ წყლით, რომელშიც ბრინჯი მოხარშეთ.

გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ მაინც, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგი!

ბრინჯის ანტიოქსიდანტური და სამკურნალო თვისებები მოქმედებს როგორც დამატენიანებელი და ასევე ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ეს შეამცირებს კანის ანთებას და ამოიღებს მუქ ლაქებს. სცადეთ დღესვე, რომ ხვალ გქონდეთ სუფთა და ჯანსაღი კანი!

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

დანაოჭებული სახის კანის გასწორება უმოკლეს დროში ყველაზე ეფექტური მეთოდებით!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

დანაოჭებული სახის კანის გასწორება უმოკლეს დროში ყველაზე ეფექტური მეთოდებით!

დანაოჭებული კანი ძალიან არასასიამოვნო და ვიზუალურად არაესთეტიურია. სახის კუნთების გამუდმებით მოძრაობა (თუ მუშაობთ  ოპერატორის პოზიციაზე ან სხვ.) იწვევს კუნთის დაჭიმვას, რის შედეგაც წარმოქნება ნაოჭები.

ყველა სახე სხვადასხვანაირად ბერდება. გამოხატული ცხვირის და ტუჩების გარშემო ნაოჭები უჩნდებათ სრული და მრგვალი სახის მქონე ადამიანებს. ეს ნაკეცები თავისთავად კი არ ჩნდებიან, არამედ ჩნდებიან სახის ქსოვილების მოშვების შედეგად.

როგორ მოვიშოროთ  ტუჩების გარშემო ნაოჭები?

1. აიღეთ სუფთა ერთ ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი და 1/3-ით აავსეთ წყლით. თუ ბოთლი თქვენთვის მძიმე აღმოჩნდა, შეგიძლიათ ცოტათი მოაკლოთ წყალი. დადგით ბოთლი მაგიდაზე, ტუჩებით აიღეთ ბოთლის ყელი და აწიეთ (არა კბილებით!).

გეჭიროთ ბოთლი ცოტათი აწეული მაგიდიდან 20 წამი, შემდეგ დადგით. გაიმეორეთ მანამ, სანამ ტუჩები არ დაგეღლებათ. მოხერხებულობისთვის შეგიძლიათ ბოთლის ყელს მოახვიოთ მარლა.

2. კიტრის ნიღაბი

აიღეთ კიტრი და გახეხეთ წვრილ სახეზე. მიღებულ მასას დაამატეთ ნახევარი ჩ. კ. თაფლი, 1 ჩ. კ. არაჟანი და კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ ნაოჭებით დატვირტულ ადგილებზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

3. ბანანის ნიღაბი

აიღეთ ნახევარი ბანანი, აურიეთ 1 ს. კ. არაჟანი და 1 ს. კ თაფლი. მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე და 15 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

4. ბარდის ნიღაბი

აიღეთ 2 ს. კ. ბარდა, დაამატეთ 1 ს. კ. კეფირი, კარგად აურიეთ და შემდეგ დაიტანეთ სახის კანზე. ნიღაბი 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

5. მჟავე კომბოსტო

ნიღაბს მომზადება არ სჭირდება. უბრალოდ აიღეთ მჟავე კომბოსტო, დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე და 10 წუთი გაიჩერეთ.

6. თაფლი და ალოე

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ჩ. კ. თაფლი და იმავე რაოდენობის ალოეს წვენი. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიტანეთ სახის კანზე. გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

იზრუნეთ საკუთარი თავის სილამაზეზე და შეინარჩუნე ახალგაზრდობა წლების მატების მიუხედავად!

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

იხილეთ სამი უძილიერესი ინგრედიენტით მომზადებული სახის ნიღაბი ნაოჭების მოსაშორებლად!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

იხილეთ სამი უძილიერესი ინგრედიენტით მომზადებული სახის ნიღაბი ნაოჭების მოსაშორებლად!

ასაკის მატებასთან ერთად იმატებს ნაოჭების რაოდენობაც და არ არსბობს ქალი, რომელსაც ეს არ აწუხებს. ყველა ცდილობს სხვადასხვა ჩარევებით და პროცედურებით შეაჩეროს ეს მართლაც გარდაუვალი პროცესი.

დედაჩემმა ხალხური მედიცინის რეცეფტებში წლების წინ აღმოაჩინა რამდენიმე საოცრად ეფეტური ნიღბები. მათი გამოყენების შემდეგ საგეძნობლად შენელდა დაბერების და დანაოჭების პროცესში. დღეს 50 წელს გადაცილებულია და კანი აქვს 30 წლის გოგოსავით.

ჩემში ისეთ აღფრთოვანებას იწვევდა ამ ნიღბების შედეგი, უკვე მეც დავიწყე მათი სისტემატური გამოყენება და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მართლაც გადაჭარბების გარეშე საოცრებას ახდენსკანზე. ფერმენტულ ლაქებსაც კი აქრობს.

როგორ მოვიშოროთ ნაოჭები ავოკადოს დახმარებით?

ავოკადო მდიდარია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით, D და E ვიტამინებით, რომლებიც კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობას, სიგლუვეს, სიმკვრივეს.

ავოკადოს გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კანისთვის. იგი ეფექტურად გამოიყენება მუწუკების საწინააღმდეგოდ, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობასა და სიმკვრივეს.

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  1. აიღეთ მწიფე ავოკადო, გაჭერით შუაზე და ნაყოფის რბილობი სუფრის კოვზით ამოიღეთ და ჩანგლის საშუალებით დაჭყლიტეთ.
  2. მიღებული მასა დაიტანეთ სახის კანზე და თანაბრად გაანაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთის და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. თუ გსურთ დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე სახე სველი პირსახოცით გაიწმინდეთ და დაიტანეთ ნუშის ზეთის თხელი ფენა.
  4. ნიღბები გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.

როგორ მოვიშოროთ ნაოჭები თაფლის, ლიმონისა და ტკბილი ნუშის წყალობით?

  • თაფლი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით და აღმდგენი თვისებებით, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს.
  • რაც შეეხება ლიმონს, ეს ხილი მდიდარია ვიტამინებით.
  • ნუშის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს და  ანტიოქსიდანტების ბუნებრივი წყაროა.

იხილეთ სამი უძილიერესი ინგრედიენტის კომბინაციის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი რამდენიმე წვეთი
  • ნუშის ზეთი 5-6 წვეთი

მომზადებისა დ გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ.
  2. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და დაიტოვეთ 15 წუთი. შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ და თქვენი კანი ახალგაზრდობითა და სილამაზით იბრწყინებს.
Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

5 სასარგებლო და მარტივი გზა სოდის გამოყენებისთვის!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

5 სასარგებლო და მარტივი გზა სოდის გამოყენებისთვის!

საცხობი სოდა გაცილებით მეტია ვიდრე სამზარეულოს განუყრელი ნაწილი. ისწავლეთ მისი ყველა თვისების გამოყენება!

ყველამ ვიცით, რომ საცხობი სოდა შთანთქავს მაცივარში არსებულ ცუდ სუნს, აშორებს ლაქებს ტანსაცმელს და სხვა, მაგრამ იცოდით, რომ ეს არის მრავალფუნქციური სილამაზის ინგრედიენტი? დაემშვიდობეთ ძვირადღირებულ, არაბუნებრივ გელებს და კრემებს. ამის ნაცვლად, სცადეთ ეს 6 ხერხი თქვენი თავის საუკეთესოდ მოვლისთვის.

lui.ge 1 2

  1. ბუნებრივი დეოდორანტი
    შექმენით თქვენი საკუთარი დეზოდორანტი ერთი ჩაის კოვზი საცხობი სოდაში საკმარის წყალთან შერევით, რომ მიიღოთ პასტა. შემდეგ შეიზილეთ იგი მკლავების ან ფეხების ქვეშ და დაელოდეთ გაშრობას, რომელსაც დიდი დრო არ დასჭირდება.
  2. სახის სკრაბი
    მოიშორე გაუხეშებული კანის მკვდარი უჯრედები სახიდან საცხობი სოდის ხსნარის გამოყენებით. ერთი ჩაის კოვზი სოდა შეურიეთ ნახევარ ჭიქა წყალს და სახე წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
  3. სკრაბი ხელებისთვის
    ჭუჭყისა და სუნის მოსაშორებლად შეურიეთ სოდა თბილ წყალს და შეიზილეთ ხელებზე. ეს ბუნებრივი სკრაბი ხელებს ბოჭკოებამდე სუფთას და რბილს გახდის.
  4. ფეხის სისუფთავე
    შექმენით თქვენი ფეხის აბაზანა თბილ წყალში 1 სუფრის კოვზი სოდის შერევით. საცხობი სოდა აშორებს ბაქტერიებს და სუნს და ეს ხელს შეუწყობს სოკოების თავიდან აცილებას.
  5. კანის დაზიანება
    საცხობი სოდა ხელს უწყობს მზის დამწვრობის, ალერგიული გამონაყარის დისკომფორტის შემცირებას. 1 ჩაის კოვზი სოდა შეურიეთ წყალს ისე რომ მიიყვანოთ პასტის მსგავს ნარევამდე. შეიზილეთ ეს პასტა კანზე.
Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

გაეცანით რეცეფტებს, რომელთა გამოყენების შემდეგაც გაქრება მუქი წრეები და უპეები თვალებქვეშ!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

გაეცანით რეცეფტებს, რომელთა გამოყენების შემდეგაც გაქრება მუქი წრეები და უპეები თვალებქვეშ!

ეს ალბათ ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა დღევანდელ რეალობაში. შეშუპებული, ჩამოსივებული უპეებით ალბათ ხშირად გაგღვიძებიათ.

თვალებქვეშ გაჩენილი უპეები ზოგჯერ მართლაც ყურადსაღები ნიშანია, რადგან შესაძლოა, რომელიმე დაავადებას ახლდეს თან, მაგრამ უმეტესად ისინი მხოლოდ ასაკის მატებაზე მიუთითებს, ან უძილობასა და სხვა ფაქტორებზე.

თვალების გარშემო არსებული ქსოვილები, მათ შორის – ქუთუთოების დამჭერი კუნთები, დროთა განმავლობაში სუსტდება, კანი ეშვება, ცხიმოვანი ქსოვილი ქვედა ქუთუთოების მიდამოში ჩამოდის და მათ შესივებულის მსგავს შესახედაობას აძლევს.

თვალებქვეშ ზოგჯერ სითხეც გროვდება და შეშუპების სურათს აძლიერებს. დგება დღე, როცა სარკიდან ციმციმა, სიცოცხლით სავსე თვალების ნაცვლად შეშუპებული, დაღლილი თვალები შემოგყურებთ.

თვალებქვეშ უპეების გაჩენას იწვევს:

  • სითხის შეკავება ამინდის ცვალებადობის გამო (მაგალითად, თბილ ნესტიან დღეებში),
  • ჰორმონული ფონის ცვლილება,
  • მარილიანი საკვები,
  • ძილის უკმარისობა,
  • ალერგია,
  • დერმატიტი (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესივებას თან ახლავს სიწითლე და ქავილი),
  • მემკვიდრეობითი განწყობა (ეს ფიზიოლოგიური თავისებურება შესაძლოა სისხლით ნათესავებსაც ჰქონდეთ).

როგორ უნდა მოიშოროთ სიშავე და შეშუპება თვალების ქვეშ?

1. აიღეთ გვირილის ჩაის 2 პაკეტი, დაასხით ფინჯანი ადუღებული წყალი და დაელოდეთ გაციებას. მომზადებული ნაყენით გააჯერეთ ბამბის 2 ტამპონი, დაახუჭეთ თვალები და დაიფინეთ. დამამშვიდებლი ტამპონები გაიჩერეთ 15 წუთი.

2. სასურველი შედეგის მისაღწევად აიღეთ საშუალო ზომის კარტოფილი, გათალეთ, დაჭერით თვალის ზომის თხელ ნაჭრებად. შემდეგ დაიფინეთ დახუჭულ ქუთუთოებზე და გაიჩერეთ 10 წუთი. კარტოფილი თვალების გარშემო მუქი წრეების სამკურნალოდ საოცრაად ეფექტური საშუალებაა.

3.  ნახევარი კიტრი გასაციებლად შედეთ მაცივარში, შემდეგ კი დაჭერით ნაჭრებად და დაიფინეთ დახუჭულ თვალებზე. კიტრს აქვს გამაგრილებელი ეფექტი, რისი წყალობითაც მუქი ტომრები ადვილად ქრება.

4. აიღეთ მინის ქილა, ჩაყარეთ 1 მუჭა ვარდის ფურცლები და დაამატეთ ნუშის ზეთი. ქილას თავზე დაახურეთ და გააჩერეთ 24 საათი. შემდეგ გაფილტრეთ და გადაასხით ბოთლში. მუქი წრეების საწინააღმდეგო საშინაო საშუალება მზად არის. მომზადებული ნაზავით გააჯერეთ ბამბის ტამპონი და 20 წუთის განმავობაში დაიფინეთ დახუჭულ თვალებზე.

5. საშუალო ზომის ვაშლისგან მოამზადეთ პიურე. 10 წუთი დაელოდეთ გაგრილებას. აიღეთ სუფთა ქსოვილი, დაიტანეთ მომზადებული მასის მცირე ნაწილი და რამდენიმე წუთი დაიფინეთ დახუჭულ თვალებზე.

6. დაიფინეთ შეშუპებულ თვალებზე ცივი წყლის კოპრესები და გაიჩერეთ 3-5 წუთი. ამ მეთოდის საშუალებით ხელს შეუწყობთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და სწრაფად შეიმცირებთ შეშუპებას.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ამ ნიღბების წყალობით თქვენი თმა არასდროს იქნება მტვრევადი, სუსტი და გაყოფილი!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ამ ნიღბების წყალობით თქვენი თმა არასდროს იქნება მტვრევადი, სუსტი და გაყოფილი!

ყველა ტიპის თმა ლამაზია, თუ მას სწორად უვლით. თქვენი თმა შეიძლება იყოს ხვეული ან სწორი, გრძელი ან მოკლე, შეღებილი ან ხელუხლებელი – ნუ მისცემთ სილამაზის ინდუსტრიას უფლებას თავს მოგახვიოთ თავიანთი სტანდარტები.

თმა მაშინ გამოიყურება ყველაზე ჯანსაღად და ლამაზად, როდესაც მის რადიკალურად შეცვლას კი არა, გაუმჯობესებას ცდილობთ.

თმის მოვლისას აუცილებელია გაითვალისწინოთ მისი სტრუქტურული თავისებურებები და საჭიროებები, რადგან სხვადასხვა ტიპის თმა ჰიგიენურ საშულებებზე განსხვავებულად რეაგირებს.

ხალხურ მედიცინაში წარმოდგენილია რეცეფტები, რომლებიც მართლაც ეფექტურ გავლენას ახდენენ თმის სტუქტურაზე, მოცულობაზე და ა.შ

ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული ნიღბების  რეცეპტები:

1. თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი

შემოთავაზებული ნიღაბი უმარტივესია, რადგან მის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ინგრედიენტია: თაფლი და ზეითუნის ზეთი. თაფლი თმის დასარბილებლად, დასატენიანებლად, გასაზრდელად და ცვენის შესაჩერებლად საუკეთესო საშუალებაა.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თაფლი 3 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული ნაზავი დაიტანეთ თავის სუფთა და ტენიან კანზე. გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

2. ავოკადოს ნიღაბი

მრავალი სასარგებლო თვისებით გაჯერებული ავოკადო საყოველთაოდ აღიარებული ინგრედიენტია. იგი შედგება ცხიმებისგან და ცილებისგან, რომლებიც არბილებს თმას, ატენიანებს, აძლიერებს და ხდის აბრეშუმისებრს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ავოკადო ნახევარი
  • პიტნის ეთერზეთი 2 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ავოკადო გახეხეთ, დაამატეთ პიტნის ეთერზეთი, კარგად აურიეთ. ნიღაბის გამოყენებამდე თმა დაიბანეთ, ოდნავ შეიმშრალეთ და შეიზილეთ მომზადებული მასა, სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

3. ქოქოსის ზეთისა და თაფლის ნიღაბი

ქოქოსის ზეთისა და თაფლის კომბინაცია თქვენს თმას გაახალგაზრდავებს, გახდის აბრეშუმისებრს, გააძლიერებს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ს. კ.
  • ქოქოსის ზეთი ნახევარი ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

თაფლი და ქოქოსის ზეთი შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე და თმაზე თბილ-თბილი შეიზილეთ. შეგიძლიათ წაისვათ როგორც დატენიანებულ თმაზე, ისე მშრალზე. ნიღაბი შეიზილეთ წრიული მოძრაობებით და ფრთხილად დაიმასაჟეთ.

შემდეგ თმა დაივარცხნეთ ფართოკბილიანი სავარცხლით და შეეცადეთ ნიღაბი თმის მთელ სიგრძეზე გაინაწილოთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ ნახევარი საათი. პროცედურის შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

სტრიების მოცილება სახლის პირობებში როგორც იქნა შესაძლებელი გახდა.

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

სტრიების მოცილება სახლის პირობებში როგორც იქნა შესაძლებელი გახდა.

რა არის და რა იწვევს სტრიების? 

სტრიები კანის გაწელვის ადგილას გაჩენილი თეთრი ან იასამნისფერი ხაზებია და ის დაზიანებულ ქსოვილს წარმოადგენს.

სტრიას იწვევს ორსულობა, წონის სწრაფი მატება და ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება. გაწელვის ან ჰორმონული ცვლილებების გამო კანი თხელდება და სიმკვრივეს კარგავს. ეს მის შიგნითა შრეებში ნახეთქებს აჩენს, რომლებიც შემდეგ შემაერთებელი ქსოვილით ივსება.

ჩვეულებრივ, სტრიები ჩნდება მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე. თუ წონის მკვეთრი ცვლილების შედეგად წარმოიშვა, უმეტესად ვერტიკალურია, ხოლო თუ ჰორმონული პრობლემებით არის გამოწვეული — ჰორიზონტალური.

ახალგაჩენილ სტრიებს ვარდისფერი ან იასამნისფერი ელფერი დაჰკრავს — ასეთ ფერს ნახეთქებში განვითარებულ შემაერთებელ ქსოვილში გამავალი სისხლძარღვები აძლევს.

დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ცარიელდება და სტრიები თეთრდება, ნაწიბურებს ემსგავსება. ნაწიბურის ქსოვილზე პიგმენტი არ არის, ამიტომ სტრიები გარუჯვის შემდეგაც თეთრი რჩება და გარუჯულ კანზე უფრო მეტად შესამჩნევია.

სტრიების გაჩენის თავიდან აცილება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით თუ გაქვთ გენეტიკური მიდრეკილება, თუმცა პრევენციის ოქროს წესი დატენიანებაა.

სპეციალური ანტისტრია კრემი დაგეხმარებათ ახალი სტრიების წარმოქმნის პრევეცნიაში, განსაკუთრებით ორსულობის დროს, როდესაც კანის გადაჭიმვის პროცესი ნამდვილად მოსალოდნელია.

შაქრის სკრაბი

გამოიყენეთ შაქარი როგორც ნატურალური სკრაბი. აიღეთ 1 ჩ. კ. შაქარი, სასურველია ყავისფერი, და რამდენიმე წამის განმავლობაში წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დატენიანებულ კანზე.

პროცედურის ხანგრძლივობა მაქსიმუმი 30 წამია. დროს არ გადააჭარბოთ, რადგან შეიძლება კანის გაღიზიანება   გამოიწვიოთ. ამის შემდეგ ფრთხილად დაიბანეთ და შეიმშრალეთ.

დაბანის შემდეგ გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი

აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ ზეითუნის ზეთი კარგად შეიზილეთ სტრიებზე და რამდენიმე წამის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი. ეს ბუნებრივი და სუფთა ზეთია, რომელსაც მარტივად ითვისებს ჩვენი კანი. ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ დღეში 2-ჯერ. ამ მეთოდით კანს ვკვებავთ E ვიტამინით, რომელიც სტრიების სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა.

კვერცხით მკურნალობა

კვერცხის ცილა შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს და ცილებს. შედეგად კი სტრიების ბუნებრივ მკურნალად გვევლინება.

კარგად ათქვიფეთ 1-2 კვერცხის ცილა და მიღებული მასა შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და კანზე შეიზილეთ ზეითუნის ზეთი. ამ გზით უზრუნველყოფთ კანის დატენიანებას.

მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირა.

სტრიების მალამო

ავოკადო ხელს უწყობს კანის ელასტიურობას და ზეითუნის ზეთთან კომბინაცია აძლიერებს მის მოქმედებას კანზე. ამ მეთოდით მნიშვნელოად დააჩქარებთ სტრიებისგან  გათავისუფლებას.

საჭირო ინგრედიენტები:

  • მწიფე ავოკადო ¼
  • ზეითუნის ზეთი 1-2 ჩ. კ.

მომზადების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 40 წუთი. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე.

ალოე ვერას მალამო სტრიებისთვის

ალოე ვერსაა და ავოკადოს კომბინაციას აქვს ქსოვილების რეგენერაციის უნარი. ალოე ვერა ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას და ასევე ატენიანებს სხეულს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • მწიფე ავოკადო ¼
  • ალოე ვერას ფოთოლი
  • ზეითუნის ზეთი 1-2 ჩ. კ.

მომზადების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ საჭირო ადგილებზე. 20 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

მეჭეჭების მოცილება ყველაზე ეფქტური გზით უმოკლეს დროში!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

მეჭეჭების მოცილება ყველაზე ეფქტური გზით უმოკლეს დროში!

მეჭეჭი კანის პატარა, არაანთებითი ხასიათის სიმსივნური წარმონაქმნია. მისი დიამეტრი 1-2 მმ-დან 1 სმ-მდე ვარირებს, იშვიათად უფრო მეტიც არის.
მეჭეჭს პაპილომავირუსი იწვევს.

დაავადების საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე თვე გრძელდება. გამომწვევი გადაედება ინფიცირებულ ადამიანთან ან საგანთან შეხების დროს.

მეჭეჭის ზომა და ფორმა დამოკიდებულია როგორც მის ლოკალიზაციაზე (ადგილმდებარეობაზე), ისე ტრავმატიზაციის დონეზე, რომელსაც შესაბამისი უბანი განიცდის. დაავადების მიმდინარეობა, მეჭეჭების რაოდენობა სხვადასხვანაირია.

არის შემთხვევები, როდესაც კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ავთვისებიანად გარდაიქმნება, ამიტომ მეჭეჭები ყურადღებასა და სიფრთხილეს საჭიროებს.

lui.ge 7

მეჭეჭები ზოგჯერ თავისთავად, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ქრება, ზოგჯერ კი წლობით რჩება სხეულის ამა თუ იმ უბანზე და იზრდება კიდეც.

გასწავლით ეფექტურ საშინაო მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ კანზე არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაში.

ამ მეთოდის ძირითადი ინგრედიენტი ვაშლის ძმარია.

გამოყენების წესი:

  1. პირველ რიგში, დაგჭირდებათ ბამბის ტამპონი და ვაშლის ძმარი.
  2. ბამბის ტამპონი გააჯერეთ ვაშლის ძმრით, დაიტანეთ მეჭეჭებზე და დაიტოვეთ რამდენიმე წუთი.
  3. პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ 5 დღის განმავლობაში.
  4. ერთი კვირის შემდეგ მეჭეჭები გაგიქრებათ. თუ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ პროცედურები გააგრძელეთ მეჭეჭების სრულ გაქრობამდე.

შემოთავაზებული მეთოდის გამოყენება არ შეიძლება ქუთუთოებზე არსებული მეჭეჭების გასაქრობად.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, ნუ გადაიხდით ზედმეტს  და უმარტივესი მეთოდის საშუალებით გათავისუფლდით მეჭეჭებისგან.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

10 ბუნებრივი ეფექტური გზა მოშვებულ და დანაოჭებულ კანთან საბრძოლველად!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

10 ბუნებრივი ეფექტური გზა მოშვებულ და დანაოჭებულ კანთან საბრძოლველად!

გთავაზობთ ამ 10 გზას, რომლებიც თავისი ბუნებრიობის გამო ეფექტურად ებრძვის სხეულის ნებისმიერ ნაწილზე მოშვებულ კანს.

წლების მატებასთან ერთად ჩვენი გარეგნობა გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. დაბერების ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა კანის მოშვება. მაგრამ ირკვევა, რომ არსებობს გზები, რომლებიც დაგეხმარებათ გაამკვრივოთ კანი სახლში.

  1. ავოკადო და ზეითუნის ზეთი
    ვიტამინი E, რომლითაც ეს საკვები მდიდარია, ფაქტიურად სასწაულებს ახდენს. ის ეხმარება ორგანიზმს ნაოჭების დამარბილებელი კოლაგენის გამომუშავებაში. როგორც კანის დამარბილებელი დამატებითი საშუალება (უფრო აქტუალურია სახისთვის), კოსმეტოლოგები გვირჩევენ ავოკადოსა და ზეითუნის ზეთის ნიღბის მომზადებას.
  2. შვრიის ფაფა, თაფლი და კვერცხის ცილა
    კიდევ ერთი ძალიან ეფექტური დაბერების საწინააღმდეგო ნიღაბი სახის, კისრის და დეკოლტესთვის. მისი მომზადების უმარტივესი გზაა ბლენდერში ყველა საჭირო ინგრედიენტის მოთავსება. წაისვით მასაჟის სახით მსუბუქად და გაიჩერეთ 20-30 წუთი. მეტი ეფექტისთვის ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ბოლოს ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
  3. ზეითუნის ზეთის მასაჟი
    ზეითუნის ზეთმა დიდი ხანია ადგილი მყარად დაიკავა მრავალი იტალიელი ქალის, მათ შორის საკმაოდ ცნობილი ქალების თავის მოვლის რუტინაში. თუ ჩვევად აქცევთ მისი გამოყენებით სხეულისა და სახის მასაჟს ყოველ საღამოს, მაშინ ერთ კვირაში სასიამოვნოდ გაგაოცებთ შედეგი.
  4. ფორთოხალი და ბროკოლი
    ეს საკვები მდიდარია C ვიტამინით, ძლიერი ანტიოქსიდანტით, ისევე როგორც სხვა ვიტამინებით, რომლებიც გამოიმუშავებენ კოლაგენს ორგანიზმში.
  5. კვერცხის ცილა
    კანზე წასმული ჩვეულებრივი კვერცხის ცილა ატენიანებს და კვებავს მას. ამიტომ, ყველა კოსმეტოლოგი ერთხმად გვირჩევს მის გამოყენებას დაბერების საწინააღმდეგო ინგრედიენტად. უბრალოდ ათქვიფეთ თეთრ ქაფამდე, წაისვით პრობლემურ ადგილებში და გაიჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. უფრო სწრაფი შედეგისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიღაბი დღეში ორჯერ.
  6. ლიმონი
    ლიმონის წვენი ასევე გამოიყენება პირდაპირ კანზე. ეს არა მხოლოდ ამკვრივებს კანს, არამედ ამსუბუქებს ასაკობრივ ლაქებს, რომლებიც ასაკთან ერთად ჩნდება. ამ პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ ყოველდღიურად, ლიმონის წვენი კანზე 10 წუთის განმავლობაში დატოვეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
  7. პომიდვრის წვენი
    პომიდვრის წვენის ნიღბები, უფრო სწორად, პრობლემური ადგილების მასაჟი მათთან ერთად, შეიძლება გაკეთდეს მთელი სხეულისთვის (დიახ, თავიდან ფეხებამდე)! გასაკვირი არ არის, რომ კორეის კოსმეტიკის მწარმოებლებს ის ასე ძალიან უყვართ და მუდმივად აერთიანებენ მას, როგორც აქტიურ ინგრედიენტს კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებებში. მისი ბუნებრივი გამოყენების საიდუმლო მარტივია: შეიზილეთ წვენი კანში 5 წუთის განმავლობაში და გააჩერეთ ერთი საათით, სანამ მთლიანად არ გაშრება. ამ დროის განმავლობაში კანი ყველა სასარგებლო ნივთიერებას შთანთქავს. შემდეგ შეგიძლიათ დაიბანოთ და მიიღოთ შხაპი.
  8. ალოე ვერა და კიტრი
    ვინაიდან ტენის დაკარგვა, გამოშრობა დიდ გავლენას ახდენს კანის გარეგნობაზე, მისი „დალევა“ ძალზე მნიშვნელოვანია. ამისთვის იდეალურია კიტრის ან ალოეს წვენისგან დამზადებული ნიღბები. ასევე, ბევრი ტოპ-მოდელი ახორციელებს მაცოცხლებელი ალოე ვერას კოქტეილების მიღებას. ამ კოქტეილის უმარტივესი ვერსია მოიცავს მცენარეულ გელს (1 ს/კ) და ლიმონის წვენს (1 ს/კ). შეუთავსეთ ეს ინგრედიენტები ჭიქა წყალს და დალიეთ დილით უზმოზე. ამის შემდეგ 1 საათის განმავლობაში არაფერი ჭამოთ და დალიოთ.
  9. ბანანი
    ბანანის ნიღბები, მკვებავი ნივთიერებების უზარმაზარი მარაგით, შესანიშნავი საშუალებაა კანის დაბერებასთან საბრძოლველად. ბანანის გამოყენებით ნიღბების უამრავი რეცეპტი არსებობს. მაგრამ ჩვეულებრივი ბანანის ქერქიც კი, რომელიც სახეზე 15 წუთის განმავლობაში უნდა წაისვათ, შესამჩნევად გააუმჯობესებს ფერს, ტონს და სტრუქტურას.
  10. ვარჯიში
    როგორც სახისთვის, ასევე სხეულისთვის. თუმცა, თითოეული ზონისთვის ისინი განსხვავებული იქნება. ეს არის მეცნიერულად დადასტურებული და პრაქტიკით დადასტურებული: სახის ვარჯიში ამკვრივებს ოვალს, ხელს უშლის სიმუქეების გაჩენას და კანის მოშვებას, ხოლო სხეულვარჯიში ხელს შეუწყობს კუნთების ელასტიურობას, სახსრებს მოქნილს და სხეულს გაახალგაზრდავებას!

რატომ არის ეს მეთოდები ასე ეფექტური?

  • რადგან ეს არის ნიღბებისგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც მოქმედებს გარედან, უშუალოდ თავად კანზე;
  • ეს არის გარკვეული საკვებისა და პროდუქტების გამოყენება, რომლებიც შიგნიდან ინარჩუნებენ კოლაგენის დონეს, რომელიც პასუხისმგებელია კანის სიმტკიცესა და ელასტიურობაზე;
  • და ბოლოს, როგორც ფიქსაციის მანევრი, ეს არის სავარჯიშოები, რომელთა ეფექტი მიმართულია თავად კუნთებზე.
Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.