შაბათი, აგვისტო 1, 2026
- Advertisement -
Google search engine

ცისტიტის სამკურნალოდ ყოველთვის  ამ ხერხს მივმართავ

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ცისტიტის სამკურნალოდ ყოველთვის  ამ ხერხს მივმართავ

რამდენიმე წლის წინათ, გაზაფხულის დამდეგს, მე და ჩემს მეუღლეს გულმა ბუნებისკენ გაგვიწია. ხასხასა ბალახმა, ჩიტების ჟღურტულმა, წყლის ლივლივმა თავი დაგვავიწყა და ტბაში გადავეშვით.

ფილტვების ანთებას კი გადავურჩი, მაგრამ ცისტიტს ვეღარ დავუძვერი.

ცისტიტი არის შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება. ცისტიტით ძირითადად ქალები ავადდებიან, რადგან მათი საშარდე მილი მოკლეა და ფართო, რაც საშოდან ან სწორი ნაწლავიდან საშარდე გზებში ინფექციის მოხვედრას აადვილებს.

დაავადების მიმდინარეობა მწვავე ან ქრონიკული ხასიათისაა. მწვავე ცისტიტი ხშირად უვითარდებათ პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალებს, საშარდე გზების რაიმე გამოხატული პათოლოგიების გარეშე.

ქრონიკულად ითვლება ცისტიტი, რომელიც წელიწადში სულ მცირე 2-3-ჯერ გამოვლინდება. ცისტიტს ძირითადად ახასიათებს გახშირებული და მტკივნეული შარდვა, დაუსრულებელი მოშარდვის შეგრძნება, დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში.

მწვავე ცისტიტისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე და სისხლი შარდში.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ცისტიტი რომ დამემართა სიცხემ ამიწია, ტკივილმა ლამის კედელზე გამიყვანა. კიდევ კარგი, ჩემს ტანჯვას ჩემი და შეესწრო და ხალხური რეცეპტები მომაშველა.

მინდა,  თქვენც გაგიზიაროთ ეს გასაოცარი რეცეპტები: 

კაიღეთ თანაბარი რაოდენობის ძირტკბილას ფესვი, სიმინდის ულვაში, ჭანგას, არყისა და დათვისკენკრას ფოთოლი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, 6 საათით დააყენეთ, შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე, 15 წუთს ადუღეთ და გაწურეთ.

მიიღეთ დღის განმავლობაში რამდენიმე ულუფად. მკურნალობა დაავადების ჩაცხრობამდე გააგრძელეთ. თუ შედეგი რამდენიმე დღეში ვერ შეამჩნიეთ, ექიმს მიმართეთ.

აიღეთ 15 გ მინდვრის შვიტას ბალახი და 20 გ მრავალძარღვას ფოთოლი, 1 სუფრის
3კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, დატოვეთ 1 საათს და გადაწურეთ. მიიღეთ თბილი, 1 ჭიქა დღეში ერთხელ, საღამოს.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

Ნივრის 25 უცნობი სასარგებლო თვისება რომელთა შესახებაც ყველამ უნდა ვიცოდეთ!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

Ნივრის 25 უცნობი სასარგებლო თვისება რომელთა შესახებაც ყველამ უნდა ვიცოდეთ! 

1. ხელს უწყობს ათეროსკლეროზის მკურნალობას.

2. ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას.

3. ამცირებს არტერიულ წნევას.

4. ეფექტურია პოდაგრის დროს.

5. შესანიშნავია გრიპის და სასუნთქი გზების ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკითვის.

6. ხელს უშლის ბაქტერიების ზრდას და გავრცელებას.

7. ეხმარება ტუბერკულოზის მკურნალობისას.

8. გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

9. ეხმარება ტრიქომონიაზის (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების) მკურნალობას.

10. ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას.

11. ეხმარება საჭმლის მონელებას.

12. ამცირებს თრომბის განვითარების რისკს

13. მატებს მადას.

14. კლავს ჭიებს და პარაზიტებს.

15. ეხმარება კატარაქტის მკურნალობაში.

16. ეფექტურია ართრიტის სამკურნალოდ.

17. ეხმარება დიაბეტის მკურნალობას.

18. უებარია სტაფილოკოკური ინფექციების დროს.

19. ხსნის კბილის ტკივილს.

20. მკურნალობს აკნეს.

21. გამოიყენება მეჭეჭების მოსაცილებლად.

22. ნიორში შემავალი ფიტონციდები გამოიყენება ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის, ყივანახველას სამკურნალოდ.

23. ეფექტურია უძილობისას.

24. ანელებს დაბერების პროცესს.

25. აძლიერებს იმუნურ სისტემას.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

უკუჩვენებები:

არ შეიძლება ნივრის გამოყენება:

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გასტრიტის და წყლულოვანი დაავადებების დროს;
  • პანკრეატიტის დროს;
  • ანემიის დროს  (ანემია);
  • შარდსასქესო სისტემის დაავადებების დროს;
  • ბუასილის დროს

სამკურნალო რეცეპტი : 

ნივრის კბილი – 15 გ

წითელი კუნელის ნაყოფი – 15 გ

კუნელის ყვავილები – 15 გ

შვიტა – 15 გ

ფითრის ღერო და ფოთლები – 15 გ ფარსმანდუკი – 20 გ

არნიკას ყვავილი – 5 გ.

1 სუფრის კოვზ ნაკრებს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ წყლიან აბაზანაზე 15 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავაყოვნოთ 7-8 საათი თავდახურულ ჭურჭელში. გავწუროთ და მივიღოთ 50 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე 4-ჯერ დღეში.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ბრინჯიანი წყალი : მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია, რამაც განმაცვიფრა

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ბრინჯიანი წყალი : მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია, რამაც განმაცვიფრა

უამრავი  სარგებლის  მიღება შეგიძლიათ ბრინჯიანი წყლის გამოყენებით. მას აქვს მრავალი თვისება ჩვენი კანისთვის, გარდა მინერალებისა, ვიტამინებისა და ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტებისა.

მისი მომზადება ძალიან მარტივად შეიძლება და არ არის ძვირი, რადგან უმეტესობას სახლში ყოველთვის აქვს ბრინჯი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ ბუნებრივი საშუალების მოსამზადებლად.

ბრინჯიანი წყლის სასარგებლო თვისებები:

დიარეის საწინააღმდეგოდ:

ძალიან სასარგებლო საშუალებაა ფაღარათთან საბრძოლველად, რადგან ის მდიდარია სახამებლით, რომელიც ასე  მომზადებით რჩება წყალში და მოქმედებს ნაწლავის ლორწოვანზე.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ათეთრებს კანს

ბრინჯიანი წყალი ამცირებს დაბერების პროცესს და ხელს უწყობს უჯრედების ზრდას. Ბრინჯის წყალი იცავს კანს გაღიზიანებისგან, მაგალითად მზის დამწვრობის დროს.

წაისვით დაზიანებულ ადგილებში ბრიანჯიან წყალში დასველებული ბამბის ტამპონი.  შეამცირებს ტკივილს და ანთებას.

ბრინჯი არის ძირითადი საკვები ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი და იაპონია.

ამ ქვეყნებში მისი მარტივი ხელმისაწვდომობის გამო, ხალხმა ბრინჯი კვების ძირითად  ნაწილად აქცია, ასევე სილამაზის პროდუქტადაც.

ბრინჯის წყალი შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც  სასარგებლოა ი კანისა და თმისთვის.

ბრინჯი შეიცავს B, C და E ვიტამინებს, ასევე მინერალებს და რვა აუცილებელ ამინომჟავას, რომლებიც ხელს უწყობენ საერთო ჯანმრთელობასა და სილამაზეს.

მარტივი სიტყვებით, ბრინჯის წყალი არის რძიანი თეთრი ხსნარი, რომელიც მიიღება ბრინჯის ჩალბობით ან ადუღებით.

ის შეიძლება იყოს კონცენტრირებული, განზავებული ან თუნდაც ფერმენტირებული, რათა უზრუნველყოს მისი უპირატესობების უმეტესი ნაწილი.

კიდევ ერთი შესანიშნავი რამ ბრინჯიან წყალთან დაკავშირებით არის ის, რომ ყველაზე მარტივი ხელნაკეთი სილამაზის პროდუქტია, რომელიც ნებისმიერს შეუძლია სახლში გააკეთოს.

თქვენ გჭირდებათ მხოლოდ ბრინჯი და წყალი. აიღეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი, ჩაყარეთ 1 ს.კ ბრინჯი, დახურეთ თავზე და დატოვეთ მთელი ღამე. მეორე დღიდან გამოიყინეთ საჭიროებისამებ. ასევე შეგიძლიათ იგივე რაოდენობა წამოადუღოთ, შემდეგ გადაწუროთ და როგორც კი შეგრილდება გამოიყენოთ.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ეს საშუალებები მარტივად მოსამზადებელია:  აქვს გასაოცარი შედეგი უმოკლეს დროში

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ეს საშუალებები მარტივად მოსამზადებელია:  აქვს გასაოცარი შედეგი უმოკლეს დროში

ქუსლების დახეთქვა ქვედა კიდურების ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომლებიც ხანგრძლივ და სერიოზულ უსიამოვნებებს უდებს სათავეს.

ქუსლებზე ნახეთქების გაჩენისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, მჭრელ და მჩხვლეტ ტკივილს, ქუსლები ისე ეწვის, თითქოს გახურებულ ქვიშაზე იდგეს, კანი უუხეშდება და უსქელდება.

საგულდაგულო დათვალიერებისას კარგად ჩანს თავდაპირველად წვრილი, მოკლე ბზარები, რომლებიც შემდეგ გრძელდება და ღრმა ნახეთქებად იქცევა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

როგორ ვუშველოთ თავს?

ვიდრე ამაზე ვისაუბრებდეთ, მოდი გავარკვიოთ, რა იწვევს ქუსლების დახეთქვას.ქუსლების დახეთქვას მექანიკური და ბიოქიმიური ფაქტორები განაპირობებს.

მექანიკურ მიზეზებს შორის აღსანიშნავია კანის საფარველის მექანიკურად დამაზიანებელი ფაქტორები:

  • ტრავმები, მოუხერხებელი, მჭიდრო ფეხსაცმელი;
  • სინთეზური ქსოვილის წინდები;
  • ტერფის დეფორმაცია, ბრტყელტერფიანობა;
  • კანის ძლიერი სიმშრალე, როდესაც გარემო ფაქტორთა გავლენით ირღვევა კანის ზედა შრის მთლიანობა და მიკროორგანიზმებისთვის კანის ღრმა შრეებში შესაღწევი კარიბჭე იღება.

ბიოქიმიური მიზეზებია:

  • ცილოვანი დაAამინომჟავური ცვლის დარღვევა, ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის დაქვეითება, A და E  ვიტამინების უკმარისობა;
  • ენდოკრინოპათიები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებანი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ჰორმონული დარღვევები.

აიღეთ:

2 საშუალო ზომის კარტოფილი, კარგად გარეცხეთ და გახეხეთ. მოათავსეთ
ქაღალდის ხელსახოცზე და დაიდეთ ქუსლებზე 2-3 საათით. კომპრესის მოხსნის შემდეგ ქუსლები გაიხეხეთ, მსუბუქად დაიზილეთ და წაისვით გულყვითელას ან კრაზანას ზეთი.

E აურიეთ ერთმანეთში 3-3 სუფრის კოვზი თევზის ქონი, ხახვისა და ალოეს წვენი, დაუ-
მატეთ ცოტა ფქვილი, მოზილეთ და დაიდეთ ქუსლებზე მთელი ღამით. დილით მოიხსენით და გაიწმინდეთ ქუსლები ნებისმიერი მცენარის ნახარშით.

სტაფილო გახეხეთ, შეურიეთ თაფლი თანაფარდობით 1:1 და დაიდეთ ქუსლებზე მთელი ღამით. ჩაიტარეთ კვირაში 3-4 პროცედურა.

– წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ 1 წილი წნორის ფესვი, 2 წილი სალბი, 3 წილი მატიტელა. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი. მიიღეთ ფეხების აბაზანა ამ ნახარშით დღეში 2-3-ჯერ.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

Როგორ მოვამზადოთ ჩაი ისე რომ  მაქსიმალურად  სასარგებლო იყოს? მომზადების  4 ვარიანტი

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

Როგორ მოვამზადოთ ჩაი ისე რომ  მაქსიმალურად  სასარგებლო იყოს? მომზადების  4 ვარიანტი

ზოგადად ჩვეულებრივი ჩაი არის არა მხოლოდ უსაფრთხო სასმელი, კალორიულობისა და ნატრიუმის შემცველობის თვალსაზრისით, არამედ ამავდროულად შეიცავს ისეთ აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ანტიოქსიდანტური პოლიფენოლები.

საერთაშორისო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩაის მიღება ამცირებს გულის დაავადებების რისკს. ყველაზე გავრცელებული გულის პრობლემა გულის იშემიური დაავადებაა (კორონარების პათოლოგია), რომლის დროსაც ხდება არტერიების მთლიანი ან ნაწილობრივი დაბლოკვა.

ამ დროს გულს სისხლი აღარ მიეწოდება. ქოლესტერინის შემცველი ნადები (ფოლაქები) არტერიებში და ანთება ყველაზე ხშირი მიზეზია ამ დაავადებისა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ცხოვრობს უამრავი მიკრო-ორგანიზმი. ზოგიერთი მათგანი ეხმარება მომნელებელ სისტემას, ამიტომ ეს მიკროორგანიზმები სასრგებლოა ჩვენთვის. თუმცა, არიან ისეთებიც რომლებიც გამოყოფენ მავნე ნივთიერებებს. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ უჯრედების კანცეროგენეზი.

ჩაის მიღება და მისი პოლიფენოლები, ამცირებს მავნე ენტერობაქტერიების გავლენას და ზრდის ლაქტობაცილებისა და ბიფიდობაქტერიების ორგანიზმისთვის სასარგებლო აქტივობებს. ჩაის სმის ერთ-ერთი მომგებიანი შედეგი, სწორედ, მავნე ბაქტერიების სასარგებლო ბაქტერიებით ჩანაცვლებაა.

ასევე ძალიან სასარგებლოა  ჩვენი ჯანმრთელობისთვის ამ მცენარეებით დამზადებული ჩაი

1. მიხაკის ჩაი

მიხაკი ეხმარება თავის ტკივილის მოხსნაში. აუმჯუბესებს სუნთქვას. ამ ჩაის დალევა უმჯობესია საღამოს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, რადგან ამშვიდებს ნერვებს, ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას.

2.ბეგქონდარას( ჩაბრეცი) ჩაი

ჩაბრეცი ახდენს საჭმლის მონელების ნორმალიზებას, ამიტომ რეკომენდებულია ჭამის შემდეგ. ხსნის დისკომფორტს და სიმძიმეს კუჭში.

3. Ჯანჯაფილი

აძლიერებს იმუნურ სისტემას.  რეკომენდებულია კოჭას ჩაი  ცივ სეზონზე, როცა ცივდებით, ან  ხანგრძლივი სეირნობისას, ასევე  გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად.

4. დარიჩინის ჩაი

დარიჩინი ახდენს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას. თუ ჩაის ტკბილეულთან ერთად სვამთ, დაუმატეთ მას დარიჩინი.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

რევმატიზმის დროს უებარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

რევმატიზმის დროს უებარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები

რევმატიზმი  –  დაავადება, რომელიც ხასიათდება დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი ინფექციურ-ალერგიული სისტემური დაზიანებით.

ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:

  • გულის რევმატიზმი;
  • სისხლძარღვების რევმატიზმი;
  • სახსრების რევმატიზმი;
  • კანის რევმატიზმი;
  • ვენტრალური ნერვული სისტემის რევმატიზმი;
  • სეროზული საფარის რევმატიზმი.
მიზეზები
  • ინფექციური დაავადებები;
  • იმუნური სისტემის დაქვეითება;
  • ორგანიზმის გადაციება.
სიმპოტმები
  • სხეულის ტემპერატურის 39 გრადუსამდე აწევა;
  • საერთო სისუსტე;
  • სწრაფი დაღლა;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • თავის ტკივილი;
  • სახსრების ტკივილი, გაწითლება, სახსრების შეშუპება, მოძრაობის დაქვეითება;
  • გულის ტკივილი, გახშირებული გულისცემა;
  • კუნთების კანკალი, კუნთების სისუსტე;
  • ღია ვარდისფერი გამონაყარი კანზე, სახსრების კანქვეშ კვანძების გაჩენა.

წითელი სამყურა და გვირილა. აიღეთ ათ-ათი გრამი ნედლეული, დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, დადგით წყლის აბაზანაზე 15 დააყენეთ 1 საათით, გაწურეთ და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

მიიღეთ 50–100 მლ. როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. გარეგანად გამოიყენება საფენების და კომპრესების სახით სახსრების შესიების, დამწვრობის დროს.

პირშუშხა, ბოლოკი – ამ მცენარეების ახალგაწურული წვენით დაიზილეთ სახსრები, დაიდეთ დაზიანებულ უბნებზე ნევრალგიური ხასიათის და სახსრების
ტკივილის დროს.

მრავალძარღვა. დააქუცმაცეთ ხმელი ფოთლები და დაიდეთ მტკივან ადგილზე.
ნაყენი მზადდება 15 გრ. ნედლეულისგან 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე. მიიღეთ თბილი სახით ყლუპობით ერთი საათის განმავლობაში. მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

აიღეთ თანაბარი რაოდენობით ტუხტის და ბალბას ფესვი, გვირილის და ძიძოს ფოთოლი და ყვავილი. დაამატეთ 3 წილი სელის თესლი. შეახვიეთ დოლბანდში
და მოათავსეთ მდუღარე წყალში 3 წუთით. თბილი სახით დაიდეთ მტკივან ადგილზე და გადაიხვიეთ.

რევმატიზმის დროს ღუმელში გააცხელეთ ზღვის ქვიშა. შეკერეთ იმ ზომის ტომრები, რომ მათში ჩაეტიოს ოთხ-ოთხი კილო ქვიშა. ცხელი ქვიშა მოათავსეთ
ტომრებში და დაიდეთ მტკივან ადგილებზე.

ქვიშა შეიცავს მინერალებს და მეტალებს, ხოლო ტემპერატურა აჩქარებს ამ ნივთიერებებით მკურნალობის პროცესს.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ღრძილების მკურნალობის ყველაზე ეფექტური საშუალებები!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ღრძილების მკურნალობის ყველაზე ეფექტური საშუალებები!

“ხშირად მტკიოდა ღრძილები, კბილებზე ხელის დადება საკმარისი იყო, რომ სისხლის დენა დამწყებოდა. ყველა კბილი ყრუდ მტკიოდა. რადგანაც ანტიბიოტიკებზე ალერგია მაქვს, ვერც ნემსებს ვიკეთებდი და ვერც აბებს ვიღებდი. გაზეთში ამოვკითხე , რომ ძალიან კარგია, თუ ერთ წილ საჭმელ სოდას დაუმატებთ ერთ წილ გაცრილ ხის ნაცარს და ერთ წილ სუფრის „ექსტრა“ მარილს და ამ ნაზავით კბილებს გაიხეხავთ სისხლისდენა შეწყდება, ემალი გათეთრდება და აღარც კბილები გეტკინებათ. ვცადე, მომიხდა.იაფი ავიაბილეთები avia.geექიმის კომენტარი: წერილის პირველ ნაწილში მკითხველი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებული რეცეპტის ეფექტიანობის შესახებ. უნდა გითხრათ, რომ ამ ინფორმაციას ჩვენთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ მოწოდებული რეცეპტები მკითხველისთვის დადებითი შედეგის მომტანია და მათ პრაქტიკულად იყენებთ. გვინდა, გთხოვოთ ყველას, ვისაც ასეთი გამოცდილება დაუგროვდა, აუცილებლად გაგვიზიარეთ.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

მეთოდი, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ მარილების დაშლას კისერზე!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

მეთოდი, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ მარილების დაშლას კისერზე!

საშვილოსნოს ყელის ხერხემლის ოსტეოქონდროზი ძალიან საშიში დაავადებაა, რომელიც, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად გვხვდება და შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესად უარყოფითი შედეგები.

შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ბუნდოვანი ხედვა,  ცერებრალური მიმოქცევის დარღვევა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ჩვეულებრივ, მინიმუმ ექვსი თვე უნდა გავიდეს საშვილოსნოს ყელის ხერხემლის ოსტეოქონდროზის ფორმირებისთვის. თუ რამდენიმე თვის წინ კისრის არეში ტკივილი იგრძენით, ეს კომპრესები დაგეხმარებათ!

როგორ მოვიშოროთ მარილი კისერზე

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ეს ბუნებრივი ინგრედიენტები

კარტოფილი, თაფლი და ნაძვის ზეთი.

მომზადება

უმი კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე და შეურიეთ თაფლს 1:1 თანაფარდობით. მომზადებული მასა წაისვით კისერზე და მხრის სარტყელზე. ზემოდან დაიდეთ სუფთა ნაჭერი, შემოახვიეთ პირსახოცით და შეიკარით ბინტით. გაიჩერეთ კომპრესი 2 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ მოიცილეთ სახვევი  და ნესტიანი თბილი ხელსახოცით გაწმინდეთ. ბოლოს კი ნაძვის ზეთი წაისვით მტკივან ადგილზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა 7-10 დღის განმავლობაში.

ასევე, თაფლის მასაჟს აქვს სამკურნალო ეფექტი ამ დაავადების დროს, ამისთვის საჭიროა თაფლის კომპრესის წასმა კარტოფილის კომპრესის შემდეგ. ასეთი პროცედურები ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ხასიათისაა, რადგან თაფლი კანის ფორებს ათავისუფლებს კისერზე დაგროვილი მარილებისა და ტოქსინებისგან.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

პროპოლისის საოცარი თვისებები ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

პროპოლისის საოცარი თვისებები ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.

იცოდით, რომ თაფლი არ არის ერთადერთი, რასაც ფუტკრები ამზადებენ? ფუტკარი ასევე აწარმოებს ნაერთს, რომელსაც ეწოდება პროპოლისი, ნემსის ფოთლოვანი ხეების ან მარადმწვანე მცენარეების წვენიდან. როდესაც ისინი აერთებენ წვენს საკუთარ გამონადენთან და ფუტკრის ცვილთან, ისინი ქმნიან წებოვან, მომწვანო-ყავისფერ პროდუქტს, რომელიც გამოიყენება საფარად მათი სკების შესაქმნელად. ეს არის პროპოლისი.

მას აქვს წარმოუდგენელი სამკურნალო თვისებები. დღეისათვის ამ ნივთიერებაში ორასზე მეტი აქტიური ელემენტია გამოვლენილი. პროპოლისი შეიცავს ფლავონოიდებს, ამინომჟავებს, ეთერზეთებს, დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს.
იაფი ავიაბილეთები avia.geპროპოლისი გამოიყენება როგორც გარედან, ასევე შინაგანად. როდესაც ეს ნივთიერება ექვემდებარება მაღალ ტემპერატურას, მისი სასარგებლო თვისებები არ იკარგება.

პროპოლისის სასარგებლო თვისებები

ანტივირუსული

გამოიყენეთ პროპოლისი ვირუსების აქტივობის დასათრგუნად და ორგანიზმში მათი რაოდენობის შესამცირებლად.

დეზინფექცია

უბრალოდ პროპოლისზე უკეთესი გზა მიკრობებთან საბრძოლველად არ არსებობს. ის გაუმკლავდება სტენოკარდიას, შუა ოტიტს, სინუსიტს და ENT ორგანოების სხვა დაავადებებს. მას შეუძლია გაუმკლავდეს სხვადასხვა სოკოებს. პროპოლისის დახმარებით ორგანიზმიდან პარაზიტებსაც აშორებენ.

იმუნური სისტემის გაძლიერება

პროპოლისი საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმში ვიტამინების მარაგის შესავსებად. წელიწადის ეს დრო ყველაზე მგრძნობიარეა ვირუსების მიმართ, ამიტომ პროპოლისის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.

კურნავს სისხლძარღვთა დაავადებებს

პროპოლისის პროდუქტებს მედიცინაში იყენებენ სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების დროს (ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია და ა.შ.). ის ასევე ეხმარება ჰემოროიდებსა და ვარიკოზულ ვენებს.

რეგენერაციული თვისებები

პროპოლისი კარგია ჭრილობის კანის დაზიანებისთვის და არა მარტო. ამიტომ მისი დახმარებით მკურნალობენ ჭრილობებს, აბსცესებს, მოყინვას და დამწვრობას. პროპოლისი ასევე გამოიყენება გასტრიტისა და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის მსგავსი დაზიანებების დროს.

კოსმეტოლოგია

პროპოლისი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, როგორც საშუალება, რომელსაც აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. ასევე შესაფერისია გამონაყარისკენ მიდრეკილი პრობლემური კანისთვის. მისი სამკურნალო კომპონენტები ადვილად აღწევს ეპიდერმისის ღრმა ფენებში. შედეგად, აკნე ქრება ბევრად უფრო სწრაფად უხეში ნაწიბურების წარმოქმნის გარეშე.

მთავარი ის არის, რომ პროპოლისს პრაქტიკულად არანაირი უკუჩვენება არ აქვს. არ არის რეკომენდებული მხოლოდ ფუტკრის პროდუქტების მიმართ ალერგიის მქონეთათვის. მაგრამ რადგან პროპოლისი შეიცავს აქტიური ელემენტების მაღალ კონცენტრაციას, უმჯობესია მკურნალობამდე მიმართოთ სპეციალისტს.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ამის შემდეგ სამუდამოდ განიკურნებით ფრჩხილის სოკოსგან

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ამის შემდეგ სამუდამოდ განიკურნებით ფრჩხილის სოკოსგან

კვერცხისა და ძმრის მჟავასგან მომზადებული მალამო სოკოსა და სახსრების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა. მისი მომზადება უმარტივესია და ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს.

მომზადების წესი:

დაგჭირდებათ ერთი ცალი კვერცხი, 70-პროცენტიანი ძმრის მჟავა და ვაზელინი. დაახლოებით 200-250 გრამიან შუშის ქილაში მოათავსეთ კარგად გარეცხილი მთლიანი კვერცხი (ნაჭუჭიანად, არ გატეხოთ!), დაასხით ძმრის მჟავა იმდენი, რომ კვერცხი დაიფაროს, დაახურეთ ხუფი და დატოვეთ 3-4 დღით.

ამ პერიოდის განმავლობაში კვერცხის ნაჭუჭი დარბილდება და დაემსგავსება მოხარშულს. ე.ი. ნაჭუჭი „გაქრება“
და დარჩება მხოლოდ თეთრი აპკი. კვერცხი ამოიღეთ სითხიდან (დარჩენილი ძმრის მჟავა აღარ გჭირდებათ და გადააქციეთ), გააცალეთ აპკი, მთლიანი კვერცხი — ცილაც და გულიც დაჭყლიტეთ და გაატარეთ საცერში. მიიღებთ ფაფისმაგვარ მასას.

შეურიეთ ვაზელინი იმდენი, რომ მალამოს კონსისტენცია მიიღოს, დაახლოებით 1-2 ჩაის კოვზი საკმარისია, კარგად აურიეთ და მალამო მზადაა. შეგიძლიათ ვაზელინის ნაცვლად გამოიყენოთ კარაქი, მაგრამ კარაქი ტანსაცმელს გაგიცხიმიანებთ, ამიტომ უმჯობესია ვაზელინი, რომელიც
ლაქებს არ დატოვებს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

გამოყენება:

ფეხის ან ფრჩხილის სოკოს შემთხვევაში მალამო წაისვით სოკოთი დაზიანებულ კანის უბნებზე ან ფრჩხილებზე დილა აღამოს, სრულ განკურნებამდე. სახსრების
ტკივილის, ართრიტის, ართროზების დროს მალამო შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში.
შედეგი გაგაოცებთ!

გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან მალამო შეიცავს ძმრის მჟავას, აქვს მძაფრი სუნი და
შესაძლოა გამოყენების დროს თვალების ან სასუნქი გზების წვის შეგრძნება გამოიწვიოს, ამიტომ გამოიყენეთ სიფრთხილით.

ასევე, ძმრის შემცველობის გამო შესაძლოა კანი გამოგიშროთ და აგექერცლოთ, მაგრამ არ შეშინდეთ, უბრალოდ, მკურნალობის კურსის დროს წაისვით ჩვეულებრივი მკვებავი ან დამატენიანებელი კრემები. მალამო შეინახეთ გრილ ადგილას.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

lui.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.