შაბათი, აგვისტო 1, 2026
- Advertisement -
Google search engine

კამა – უნვერსალური სამკურნალო საშუალება

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

კამა – უნვერსალური სამკურნალო საშუალება

კამა ერთ–ერთი ძველი ხალხური საშუალებაა. ეგვიპტელები მას თავის ტკივილის დროს იყენებდნენ.

ამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. მასში შედის დიდი ოდენობით ვიტამინები: A (რეტინოლი), C (ასკორბინის მჟავა), E (ტოკოფეროლი), B ჯგუფის, PP, P.

კამა ასევე შეიცავს მჟავებს, ეთერზეთებს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და სხვა მიკროელემენტების მარილებს.

ეს მცენარე იმდენად მდიდარია უჯრედისით, რომ შესანიშნავად წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, ამიტომ ხატოვნად „ნაწლავების ჯაგრისსაც“ უწოდებენ ხოლმე.

მათთვის, ვინც მუდმივად ცომეულსა და მშრალ საკვებს მიირთმევს, რეკომენდებულია დღეში ერთი კონა კამის შეჭმა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ქვემოთ მოცემული რეცეტები მოამზადებთ ამ პრობლემების დროს:

  1. საჭმლის მონელების დარეგულირება.
  2. მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმი.
  3. კოლიტი.
  4. ნაწლავების კოლიკა.
  5. მეტეორიზმი.
  6. მუცლის შებერილობა.
  7. ნაღვლის და თირკმელის დაავადებები.
  8. ბრონქიტი.
  9. სექსუალური ინფანტელურობა.
  10. პნევმონია.
  11. ანტიმიკრობული მოქმედება.
  12. ხველება.
  13. უძილობა.
  14. ტოქსიკოზი.

ბალახის ნაყენი

1 ს.კ. ხმელ ბალახს დაასხით 200 მლ. მდუღარე, დააყენეთ 20 წთ-ის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე I–II ხარისხის ჰიპერტონიული დაავადების დროს.

ბალახის ფხვნილი

ბალახი ოდნავ გაახმეთ და წვრილად დაჭერით. მიიღეთ 1/2 ჩ.კ. 3–ჯერ დღეში, ჭამის წინ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობის დროს.

ნაყოფის ნაყენი

2 ჩ.კ. თესლს დაასხით 400 მლ. მდუღარე, დააყენეთ 20 წთ–ის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 3–ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უძილობის და ნერვული აღგზნებადობის დროს.

 

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას და ქოლესტიტს შეგიძლიათ ქონდრის და კამის ნახარშით უმკურნალოთ!..

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას და ქოლესტიტს შეგიძლიათ ქონდრის და კამის ნახარშით უმკურნალოთ!..

“თუ არადიეტური საკვების მიღებისას გეშლებათ კუჭი, როგორც ჩანს, თქვენ ნაღვლის ბუშტი გაწუხებთ გაქვთ ქოლეცისტიტი. ამისთვის კი ძალიან კარგია ქონდარი და კამა.

რეცეპტი: ჩვეულებრივი ქონდარი მოხარშეთ, დაშაქრეთ და სვით დღეში 3-4-ჯერ 50 გრამი, 10 დღის განმავლობაში. ბევრი არ სვათ, თორემ სმენა დაგიქვეითდებათ, ერთი სუფრის კოვზი თესლიანი კამა წამოადუღეთ 2 ჩაის ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ღვინის ჭიქით, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. იგი შველის შებერილობას და არ ჩენს ქოლეცისტიტს. ორივე გამოცდილია და კარგი შედეგი აქვს. ჯერ ქონდარი სინჯეთ. შეგიძლიათ ორივე ერთადაც მიიღოო.”იაფი ავიაბილეთები avia.geექიმის კომენტარი: ცნობილია, რომ ქონდარში არის თიმოლის შემცველი ეთეროვანი ზეთი და მთრიმლავი ნივთიერებები. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ, როგორც ამოსახველებელ, ანთების საწინააღ- მდეგო საშუალებას — ეფექტიანია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ტრაქეიტების, პნევმონიების დროს. გარდა ამისა, ქონდარს აქვს შარდმდენი და ნაღველმდენი მოქმედება. სწორედ ამ უკანასკნელთან უნდა იყოს დაკავშირებული მისი ეფექტი ქოლეცისტიტის მკურნალობისას. კამა აძლიერებს კუჭ ნაწლავის სეკრეციას, აქვს ნაღველმდენი, სპაზმოლიზური, შარდმდენი მოქმედება, არეგულირებს ნაწლავთა მოტორიკას, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი.

გარდა ამისა, კამის ნაყენი დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. აქვს კორონარების (გულის მკვებავი სისხლძარღვების) და პერიფერიუ- ლი სისხლძარღვების გამაფართოებელი ეფექტი. აუმჯობესებს მადას. ინიშნება კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის, სპაზმების, მეტეორიზმის (გაზების), სპაზმური კოლიტების დროს. კამა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. გარდა იმისა, რომ მისი ნაყენი ამოსახველებელი საშუალებაა, აუმჯობესებს ლაქტაციას (რძის გამოყოფას) მეძუძურ დედებში.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

როგორ მოვამზადოთ ჯანმრთელობის ელექსირი?! ძალიან მარტივია..

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

როგორ მოვამზადოთ ჯანმრთელობის ელექსირი?! ძალიან მარტივია..

ლეღვის ჩირი ბევრ ადამიანს უყვარს, ნატურალური ტკბილეული, რომელიც, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, განსაკუთრებით რძესთან ერთად, ძალიან სასარგებლოცაა.

დღევანდელ სტატიაში ჩვენ შევეცდებით დამატებით ისეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ ლეღვის შესახებ რომ ის ერთიორად შეგიყვარდეთ და დააფასოთ.იაფი ავიაბილეთები avia.geროგორც უკვე გითხარით, ლეღვი ძალიან სასარგებლო ხილია როგორც მწიფე ნაყოფის სახით, ისე ჩირის სახით. მწიფე ნაყოფის მირთმევის ფუფუნება ბევრს არ აქვს, თან ის სეზონურია, ამიტომ შემოგთავაზებთ ჯანმრთელობის ელექსირის დამზადებას ლეღვის ჩირისგან. ეს რეცეპტი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები ან ქოლესტერინი აწუხებს.

ლეღვისთვის დამახასიათებელი თვისებები:

ლეღვი ხელს უწყობს: კუჭ-ნაწლავის სისტემის მწყობრში ჩადგომას და მის ნორმალურ ფუნქციონირებას. ლეღვში დიდი რაოდენობით არსებული უჯრედისები კი ორგანიზმიდან შლაკებს გამოდევნის და ხელს უწყობს სიგამხდრეს.

ლეღვი მდიდარია კალცით და მას ორგანიზმი ძალიან ადვილად ითვისებს. ძალიან კარგად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ვერ ამუშავებენ ლაქტოზას.

ლეღვში არსებული კალიუმი ძალიან უხდება გულს. ასევე ლეღვი შეიცავს ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობას, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

ეს ნაყოფი კარგად მოქმედებს ადამიანის სახის კანსა და ფერზე. ძალიან ეფექტურ საშუალებად ითვლება უძილობისა და მადის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჯანმრთელობის ელექსირის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: 40 ცალი ლეღვის ჩირი; ზეითუნის ზეთი

მომზადება:
ლეღვის ჩირს დაასხით ზეითუნის ზეთი იმდენი, რომ დაფაროს ნაყოფები, დაახურეთ თავზე და

მოათავსეთ მაცივარში ერთ თვეზე მეტი ვადით. 40 დღის შემდეგ შეგიძლიათ ამ ელექსირის მიღება. მიიღეთ თითო ნაყოფი უზმოზე. ეს დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ვიეტნამის მალამოს აქვს უამრავი გამოყენება.. მაგრამ არის რაღაც, რაც ჩვენმა მშობლებმაც კი არ იციან…

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ვიეტნამის მალამოს აქვს უამრავი გამოყენება.. მაგრამ არის რაღაც, რაც ჩვენმა მშობლებმაც კი არ იციან…

დაახლოებით 20-30 წლის წინ, ვიეტნამის ბალზამი, უცვლელი წამალი იყო ჩვენი ქვეყნის ყველა მკვიდრის პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებში. ბევრმა არ იცის, რომ ეს სასწაულმოქმედი მალამო შეიცავს 4 სახის ბუნებრივ ზეთს : მიხაკი, დარიჩინი, პიტნა და ევკალიპტი.

ცხვირიდან გამონადენის დროს, შეიზილეთ მალამო ცხვირის ქვეშ, თავის ტკივილის შემთხვევაში -საფეთქლებზე წაისვით, კოღოს ნაკბენის შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს უსიამოვნო ქავილი –  წაისვით კანზე რამდენჯერმე.

თუმცა, ვიეტნამის მალამოს სამკურნალო თვისებები ამით არ მთავრდება. გაგაცნობთ სხეულის სხვადასხვა წერტილებს, სადაც ბალზამი უნდა შეიზილოთ, რათა მოიშოროთ შემაწუხებელი ტკივილები.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ყურადღება! ბალზამის გამოყენებამდე შეამოწმეთ ალერგიული ხართ თუ არა ინგრედიენტებზე. ასევე არ შეიძლება ორ წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.

1.კბილის ტკივილის დროს გამოიყენეთ ეს 4 წერტილი.

1 1

 

2.შემაწუხებელი სურდოს დროს წაისვით ბალზამი ამ სამ წერტილზე.

2

3.სტენოკარდია გამოსწორდება. განკურნეთ დაავადება მხოლოდ რამდენიმე შეხებით.

3
4.გამოიყენეთ ეს წერტილები მუხლის ტკივილის შესამსუბუქებლად.

4
5.ეს 6 წერტილი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ გრიპს.

5
6.იპოვეთ შემდეგი 4 წერტილი რადიკულიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

6
როგორც ხედავთ, სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ფულის დახარჯვა… ეს რჩევები დაგეხმარებათ დაზოგოთ თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, მოიშოროთ უსიამოვნო გაციება და კბილის შემაწუხებელი ტკივილიც კი. გასაკვირი არ არის, რომ სასწაულებრივი ბალზამი ადრე ყველა სახლში იყო! იყავით ჯანმრთელები და დაეხმარეთ თქვენს მეგობრებს, იყვნენ ჯანმრთელები – აუცილებლად აჩვენეთ მათ ეს რჩევები.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება


lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

lui.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ეფექტური დიეტა ნაღვლის ბუშტის, ღვიძლისა და ინფექციური სიყვითლის დროს

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ეფექტური დიეტა ნაღვლის ბუშტის,
ღვიძლისა და ინფექციური სიყვითლის დროს

ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთების დროს ავადმყოფმა უნდა დაიცვას წოლითი რეჟიმი და ძალიან მკაცრი დიეტა.

ავადმყოფობის პირველ დღეს კოვზით
მიეცით მხოლოდ თბილი ჩაი, მეორე დღეს — ტკბილი ჩაი, ორცხობილა, მესამე დღეს, როდესაც ტკივილები გაქრება, შეგიძლიათ მისცეთ რძიანი ჩაი, შავი პური, ვაშლის პიურე, ბრინჯი, მეოთხე დღეს ძროხის
ხორცის სუფლე, ხაჭო, უცხიმო სუპი.

ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთების დროს კერძები უნდა მომზადდეს ცხიმის გარეშე. ავადმყოფმა არ უნდა მიირთვას შემწვარი საკვები, მიეცით მხოლოდ
მოხარშული, მოშუშული, დაქუცმაცებული საკვები.

მაქსიმალურად შეზღუდეთ ქოლესტერინის შემცველი საკვების (ტვინი, კვერცხის გული, ღვიძლი, ცხიმი, გადამდნარი ქონი) რაოდენობა.

ინფექციური სიყვითლე — არის ღვიძლის დაავადება. ავადმყოფობის დასაწყისში ავადმყოფს მიეცით მხოლოდ ჩაი ლიმონით, ორცხობილა, ასევე თხელი და ფაფისებური საკვები, რომელიც შეიცავს ნახშირწყლებს-
ცხიმი სრულებით გამორიცხეთ.

შემდეგ დაუმატეთ ცილის შემცველი პროდუქტები:

უცხიმო ხაჭო, ხბოს ხორცი, მოხარშული და მოშუშული ხორცი, კარტოფილი, ბრინჯი, მოშუშული სტაფილო, პომიდორი,
ისპანახი, მხოლოდ ხმელი პუფუნთუშეული, კვერცხი 2-3-ჯერ კვირაში, მაგრამ არა შემწვარი სახით. ცილის მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ყურადღება მიაქციეთ ლიმფური კვანძების გადიდებას და იმკურნალეთ ხალხური მედიცინის გამოყენებით!..

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ყურადღება მიაქციეთ ლიმფური კვანძების გადიდებას და იმკურნალეთ ხალხური მედიცინის გამოყენებით!..

ლიმფური კვანძები_ ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს. ლიმფურ კვანძებამდე ლიმფური ძარღვების მეშვეობით მისული ლიმფა მათში ნელა გაედინება, მაკროფაგების (დიდი შთანმთქავი უჯრედების) დახმარებით უცხო სხეულაკებისგან იწმინდება და ანტისხეულებით მდიდრდება.იაფი ავიაბილეთები avia.geამ უკანასკნელს პლაზმური უჯრედები წარმოქმნიან. ლიმფას უცხო ანტიგენები ლიმფურ კვანძებამდე მიაქვს, სადაც იმუნური პასუხი ვითარდება. ამ უნარის წყალობით ლიმფური კვანძები წარმოადგენს ბარიერს როგორც ინფექციისთვის, ასევე სიმსივნური უჯრედებისთვის.ლიმფურ კვანძებში წარმოიქმნება ლიმფოციტები – დამცავი უჯრედები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობს უცხო სხეულებისა და უჯრედების განადგურებაში. ადამიანის ორგანიზმში ლიმფური კვანძების რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც ასევეა განლაგებული იდაყვისა და მუხლის სახსრების მომხრელ ზედაპირებზე, იღლიის ფოსოებში, საზარდულის არეში და სხვა. კისრის ლიმფური კვანძები თავისა და კისრის არეში მდებარე ორგანოთა ინფექციისა და სიმსივნური პათოლოგიისგან დაცვას უზრუნველყოფს.

“ჩემს 16 წლის შვილს ყბის ქვეშ გადიდებული ჰქონდა ლიმფური კვანძები. ანალიზებით მიზეზი ვერ დადგინდა. ექიმმაც კონკრეტული ვერაფერი მირჩია. სხვა გზა მქონდა, ხალხურ მედიცინას მივმართე საშველად და სწორადაც მოვიქეცი, რადგან ბავშვს ლიმფური კვანძები გაუქრა და ახლა მინდა ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ”
2ს/კ ბირკავასიისფერ ყვავილებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დადგით თავდახურული 1 საათით. სვით ყოველდღიურად, დღეში 2-3 ჭიქა ერთი თვის განმავლობაში. ამასთან ერთად 1 კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ ბაბუაწვერას ნაყენი. 1 ს/კ ბაბუაწვერას ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დადგით 20 წუთი და გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 3-4-ჯერ დღეში. ერთთვიანი კურსის შემდეგ კისრის ლიმფური კვანძები თანდათან დაპატარავდა და ბოლოს სულ გაქრა. თავადაც სცადეთ და შედეგში დარწმუნდებით.”

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

გაწუხებთ ხშირი თავბრუსხვევა და არ იცით როგორ დააღწიოთ თავი მას ? გაგაცნობთ მის გამომწვევ მთავარ მიზეზებს და მკურნალობის ხალხური საშუალებას..

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

გაწუხებთ ხშირი თავბრუსხვევა და არ იცით როგორ დააღწიოთ თავი მას ? გაგაცნობთ მის გამომწვევ მთავარ მიზეზებს და მკურნალობის ხალხური საშუალებას..

თავბრუსხვევა ორგანიზმის სივრცული ორიენტაციის დარღვევა და სხეულის მდებარეობის ან მოძრაობის არასწორი შეგრძნებაა. მასზე ხშირად საუბრობენ როგორც „მოძრაობის ილუზიაზე“ ან „მოძრაობის ჰალუცინაციაზე” .თავბრუსხვევა ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუცდია, ზოგს — ბავშვობაში, ატრაქციონებზე, ზოგს ფრენისას ან ხმაურიანი წვეულების შემდეგ, მაგრამ როცა თავბრუსხვევა არსებითი მიზეზის გარეშე ვითარდება, თანაც არაერთხელ, მისი მიზეზის დადგენა აუცილებელია.იაფი ავიაბილეთები avia.geრა იწვევს თავბრუსხვევას? თავბრუსხვევა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ის შეიძლება მიუთითებდეს ინფორმაციის მოწოდების დარღვევაზე იმ სამი ფიზიოლოგიური სისტემის მიერ, რომლებიც სივრცეში ორიენტაციას განაგებს. ესენია ვესტიბულური, მხედველობითი და შეხებითი სისტემები.

თავბრუსხვევის მიზეზები: თუ თავბრუსხვევა წარმოიშობა სწრაფი ადგომის ან მიბრუნება-მობრუნების შემდეგ და თანდათან მცირდება, ეს შესაძლოა ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის გამოვლინება იყოს. როდესაც თავბრუსხვევას თან ახლავს სმენის დაქვეითება, შუილი და ყურებში ხმაური, თან გაციებულიც ხართ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა ყურის ანთება (ოტიტი) გქონდეთ. თავბრუსხვევისა და წონასწორობის დარღვევის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია შიგნითა ყურის წყალმანკი. შაკიკი ხშირად ვლინდება თავბრუსხვევის, სიყრუის, ყურებში ჟლარუნის შეგრძნებით. ამასთანავე, შაკიკიან ადამიანებს, რომლებსაც ეს ჩივილები ანუხებთ, თავბრუსხვევა თავის ტკივილის გარეშე უვლინდებათ. ამ მდგომარეობას ხშირად განიხილავენ როგორც „შაკიკს თავის ტკივილის გარეშე“ ან „უთავო შაკიკს“.

მისი მკურნალობის გზები:  თუ თავბრუსხვევა მოულოდნელად დაგატყდათ თავს, შიშს ნუ აჰყვებით. ჩამოჯექით, ეცადეთ, მზერა გარკვეულ საგანზე შეაჩეროთ და თვალები არ დახუჭოთ. თუ თავბრუსხვევას თან ახლავს უსიამოვნო, მტკივნეული შეგრძნებები, რომლებიც ადრე არ გქონიათ (კიდურების გაციება, მეტყველების დარღვევა, გულმკერდის ან მუცლის ძლიერი ტკივი- ლი), დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი.თუ თავბრუსხვევა ხშირად გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ჯერ ნევროპათოლოგს, მერე კი ოტოლარინგოლოგს.

ახლა კი გაგაცნობთ თავბრუსხვევის სამკურნალო ხალხური რეცეპტს: 1ს/კ დაფხვნილ სამკურნალო ბარისპირას (რაჭულად ფოთოლა-ბალახი ჰქვია, მოხევეები ბარას ეძახიან) დაასხით 2ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დააყოვნეთ 2 საათი. შემდეგ გაწურეთ, მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე.

 წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ოსტეოქონდროზის დროს მიიღეთ ეს ნაყენი და დაივიწყეთ ტკივილის არსებობა!

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ოსტეოქონდროზის დროს მიიღეთ ეს ნაყენი და დაივიწყეთ ტკივილის არსებობა!

თანამედროვე მსოფლიოში 20-21 საუკუნეების ცხოვრების შეცვლის პირობების გამო (ნაკლები მოძრაობითი აქტივობები, არასწორი და უხარისხო კვება), ყველაზე ოპტიმისტური მონაცემებით, დედამიწაზე თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი, სიცოცხლის მეოთხე ათწლეულისათვის „შეიძენს“ ან თვითონ ოსტეოქონდროზს, როგორც დაავადებას, ან მისი მრავალრიცხოვანი სინდრომებიდან ერთერთს.

ოსტეოქონდროზს ნერვულ დაავადებათა სტრუქტურაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. ოსტეოქონდროზი — ეს არამარტო მარილების ჩალაგებაა ხერხემალში. ეს მხოლოდ ნაწილია, დაავადების ბოლო სტადიაა, დაავადების არსი ძვლების დაშლისა და ხერხემლის ხრტილოვანი და იოგოვანი აპარატის მოქნილობის დაკარგვაშია. ყველაზე მთავარი, საიდანაც ეს ყველაფერი იწყება, მალთაშუა ხრტილოვანი დისკების მოქნილობის დაკარგვაა.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ერთი სიტყვით, ოსტეოქონდროზი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ, როგორც ხერხემლის დაავადება, არამედ, როგორც მისი ფუნქციონირების უზრუნველმყოფი სისტემის დაავადება და ვეძებოთ ხერხემალში ამ ცვლილების მიზეზი…

ხშირად ამბობენ, რომ ოსტეოქონდროზი ვითარდება ხერხემლის გადამეტებული ფიზიკური დატვირთვით (დიდ დატვირთვასთან დაკავშირებული სპორტის სახეობები, მძიმე შრომა): ეს მთლად მართალი არაა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ- შეიძლება განვითარდეს არასწორ (არაფიზიოლოგიურ) პოზაში გადამეტებული ფიზიკური დატვირთვით. ეს ყველაფერი ქმნის თავიდან მთელ ორგანიზმის, შემდეგ კი – ხერხემლის, სახსრების დაავადების წინაპირობას.

ოსტეოქონდროზი მალთაშორის დისკის ფიბროზული რგოლის შინაგანი ბზარით იწყება. ბზარები ჩნდება მალთაშუა დისკების კვების დარღვევის და ხერხემლის დატვირთვის შედეგად. ეს დაავადების პირველი სტადიაა.

თუ ჩვენ დახრილი ავწევთ 40 კგ ტვირთს, მაშინ ხერხემალს 360 კგ-ის ტოლი ძალა აწვება! ითვლება, რომ მალთაშუა დისკის დეფორმაცია მასზე დაახლოებით 950 კგ ტოლი მალის ზეწოლის დროს ვითარდება.

დისკი ეს ცილოვანი რგოლია, რომელიც თავის შიგნით აკავებს ე. წ. ლაბისებრ დრეკად ბირთვს. მის შემადგენლობაში შედის განსაკუთრებული ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ წყლის სწრაფი შეწოვა და გაცემა.

დისკების ცვლილებათა გამო წარმოიქმნება ცვლილებები მოსაზღვრე მალებში, მათი დაახლოების გამო, მალთა სხეულების ზედაპირის კიდეთა გასწვრივ წარმოიქმნება ძვლოვანი წანაზარდები, რომელთაც ფოჩის, ნისკარტის, ხიდის ფორმა აქვთ, დისკების გაჯირკვებას თიაქრის წარმოქმნამდე მივყავართ. მოსაზღვრე მალათა დაახლოების პირობებში მალთაშუა სახსრებში წარმოიქმნება დისტროფიული პროცესები – სპონდილოართროზი. ამ პერიოდში გამომჟღავნდება დეფორმაციებიც კიფოზის, ლორდოზის, სქოლიოზის სახით, შემდგომ ხდება მადეფორმირებული ართროზის განვითარება მალთა სხეულების ძვლოვანი წანაზარდებით. ოსტეოქონდროზი სხვადასხვა სტადიებზე შეიძლება სპონდილოიზის გამოვლინებებს (მალთაშუა ხრტილთა ცვლილებებს) შეერწყას, მალების კიდეთა მეორად წანაზარდებთან ერთად.

ოსტეოქონდროზის დროს მიიღეთ ეს ნაყენი და დაივიწყეთ ტკივილის არსებობა!

აიღეთ ასკილის კარგად გამხმარი, დაქუცმაცებული ძირები (შეარჩიეთ მეორეხარისხოვანი, დაშორებული ძირები), წონით 100 გრამი, დაასხით კარგი ხარისხის არაყი 500 მლ, დააყენეთ 21 დღე კარგად თავდახურულ ბოთლში. სვით თითო ს. კ. 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. ამ დროს არ დაივიწყოთ შარდმდენის თვისება, სისტემატიურად მიიღეთ კალციუმით და კალიუმით მდიდარი პროდუქტი. მკურნალობის კურსი – 40 დღეა, ქალებისათვის გამორიცხავენ პრობლემურ დღეებს. თორმეტდღიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ გაჯანსაღებამდე.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ეს ბუნებრივი საშუალება  შეგიმცირებთ სისხლში შაქრის დონეს! სცადეთ და არ ინანებთ!

0
გოგრის თესლი თეფშზე ბუნებრივი მკურნალობისთვის
გოგრის თესლი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ბუნებრივ საშუალებას სისხლში შაქრის დონის რეგულირებისთვის. მისი რეგულარული მიღება შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელს გლუკოზის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას.
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ეს ბუნებრივი საშუალება  შეგიმცირებთ სისხლში შაქრის დონეს! სცადეთ და არ ინანებთ!

დღეს ადამიანების დიდ ნაწილს აინტერესებს როგორ შეამცირონ სისხლში შაქრის დონე. ის განსაკუთრებით შემაშფოთებელია დიაბეტით დაავადებულთათვის.
ენერგიის დაკარგვა, პირის სიმშრალე, მცირე ჭრილობების ცუდად შეხორცება, მადის მომატება, მხედველობის დაბინდვა – ყველა ეს სიმპტომი მიუთითებს სისხლში გლუკოზის დონის მომატებაზე.

ერთ-ერთი საკვები, რომელსაც შეუძლია სისხლში შაქრის დონის შემცირება, არის გოგრის თესლი. ისინი სასარგებლო ნივთიერებების საწყობია! მზესუმზირის თესლი მდიდარია რკინით, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

შედეგად, გული იღებს ყველაფერს, რაც საჭიროა პროდუქტიული მუშაობისთვის. ასევე, გოგრის თესლს აქვს სასარგებლო გავლენა კანის მდგომარეობაზე და წარმოადგენს აკნეს შესანიშნავ პროფილაქტიკას. გოგრის თესლის ყოველდღიური მიღება ასევე დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის შემცირებაში.

ინგრედიენტები

150 გრ გაწმენდილი გოგრის თესლი, წყალი, 1/2 ჩ. კ დარიჩინი (გემოვნებისთვის), 4-5 ფინიკი.

აი როგორ უნდა მოამზადოთ

დაალბეთ გოგრის თესლი წყალში 8 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და მოათავსეთ თესლი ბლენდერში. დაუმატეთ 4 ს. კ. წყალი და კარგად ათქვიფეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული მასა მოათავსეთ სუფთა ნაჭერზე და გადაწურეთ. დაუმატეთ დაჭრილი ფინიკი და დარიჩინი, შემდეგ კვლავ ათქვიფეთ ბლენდერში, დაუმატეთ 1/2 ჭიქა წყალი. მიღებული გოგრის რძე ჩაასხით მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. ეს სასმელი უნდა მიირთვათ 100 გ დღეში უზმოზე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. უნდა დალიოთ 4 დღიანი შესვენებით (ვსვამთ 4 დღე, შემდეგ ვისვენებთ 4 დღე).

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

ამ სასწაულებრივი ნარევის დახმარებით სოკო ფრჩხილებზე ერთხელ და სამუდამოდ ქრება..

0
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ფეხის ფრჩხილის სოკო დაავადებაა, რომელიც აზიანებს როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს და ის გვხვდება ყველა ასაკის ადამიანში.

დღეს ჩვენ შემოგთავზებთ მეთოდს, რომლის დახმარებითაც თქვენ ეფექტურად შეძლებთ ამ უსიამოვნო მდგომარეობის აღმოფხვრას. მეთოდი საკმაოდ მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხოლო მისი შედეგები მართლაც სასიამოვნო და შთამბეჭდავია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი შესაფერისია როგორც ფეხების, ისე ხელების სოკოს სამკურნალოდ.იაფი ავიაბილეთები avia.geფეხის სოკოს მკურნალობა სახლის პირობებში: რეცეპტი ემყარება ვაშლის ძმარს და სოდას.

ფრჩხილის სოკოს მკურნალობა ძმრით საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. და მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით არსებობს უამრავი თანამედროვე მედიკამენტი ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად, ამ მეთოდის გამოყენება მაინც აქტუალურია. ძმარი ბლოკავს სოკოვანი სპორების სასიცოცხლო მოქმედებას და მთლიანად კლავს პათოგენებს. ამიტომ, დერმატოლოგები გვირჩევენ ძმრის აბაზანების გაკეთებას ონიქომიკოზის საწინააღმდეგოდ და პროფილაქტიკური მიზნით. და სოდა სრულყოფილად ანეიტრალებს მჟავებს, ახდენს მჟავა-ფუძის ბალანსის ნორმალიზებას.

ფეხის სოკოს ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს დღეში 2 -ჯერ , შედეგად კი თქვენ მთლიანად განკურნავთ დაავადებას ფარმაცევტული პრეპარატების გარეშეც კი!

თქვენ დაგჭირდებათ: 1 ს.კ. ვაშლის ძმარი; 5 სუფრის კოვზი საცხობი სოდა; 3 ლიტრი ცხელი წყალი

აბაზანის მოსამზადებლად ჩაასხით ცხელი წყალი (ტემპერატურა დაახლოებით 50-60 გრადუსი) თასში და ჩაასხით მასში ასევე 1 ჭიქა ვაშლის ძმარი; დაელოდეთ სანამ ნარევი არ გაცივდება 40-45 გრადუსამდე და მოათავსეთ თქვენი ფეხები მასში 15-20 წუთის განმავლობაში.

აბაზანის გამოყენების შემდეგ, ჩამოიბანეთ ფეხები სუფთა წყლით და გაიმშრალეთ.

ერთი საათის შემდეგ, კვლავ გაიმეორეთ ეს პროცედურა. სწრაფი შედეგის მისაღწევად, რეკომენდებულია ასეთი აბაზანების გამოყენება დღეში რამდენჯერმე.

მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სოკო კვდება მჟავე გარემოში, ხოლო სოდა ხელს უშლის მის შემდგომ გავრცელებას. როგორც ხედავთ, ეს იაფი, ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს შესანიშნავი თანაშემწე უსიამოვნო დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პროფილაქტიკისთვისაც.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები

ამინდი
amindi



დასუფთავება

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.