როგორ შევამციროთ სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონე ხალხური მეთოდებით – ამ თემაზე სოციალურ ქსელში ფიტნეს ინსტუქტორი, მამუკა რაშოიანი წერს:
„ჩვენს ბუნებაში თითქმის ყველაფერი მოიძებნება, რაც სხეულს ბალანსს უბრუნებს.
შაქრისა და ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად სცადეთ ეს მარტივი, ხალხური ხერხები:
1. ნიორი და ხახვი — რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს ქოლესტერინის დაწევას და სისხლის გამწმენდად მოქმედებს.
2. ლიმონი და თაფლი — დილაობით თბილ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი ასუფთავებს სისხლს და აძლიერებს ღვიძლს.
3. შვრია (ოვსის ბურღული) — ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას.
4. ჭარხალი და სტაფილო — მათში არსებული ბუნებრივი შაქარი და ბოჭკოები რეგულარულად ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს.
5. ვაშლი და ნუშის რამდენიმე მარცვალი დღეში — ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, რომლებიც აძლიერებენ გულს და წმენდენ სისხლძარღვებს.
6. მწვანე ჩაი — ყოველდღიურად ერთი ფინჯანი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას და ცხიმების დაშლას.
მიენდეთ ბუნებას — ის ყველაზე ბრძენი მკურნალია.
იარეთ სინათლით, და თქვენი სხეული თავად იპოვის ბალანსს.არ დაგავიწყდეთ პოატის გაზიარება, რომ სხვებმაც ისწავლონ როგორ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ბუნებრივად“.





