შენი მედიცინა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
Donate
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი მედიცინაშენი მედიცინა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები

Popular Posts

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

ეს რეცეპტი გასაოცარია! ის მხოლოდ ერთ დღეში განგკურნავს სახსრების ტკივილსგან!

ტრადიციული და ხალხური მკურნალობა

4 მცენარე საძინებელში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაჰერბალური და არომათერაპია

სტომატოლოგის მეუღლემ მასწავლა როგორ მოვიშორო კბილის ქვა და გავითერთრო ემალი 4 წუთში!

Welcome to Our Wildlife Sanctuary

Like the resource it seeks to protect, wildlife conservation must be dynamic, changing as conditions change, seeking always to become more effective.
Discover
გამოგვყევით
Made by ThemeRuby using the Foxiz theme. Powered by WordPress
ტრადიციული და ხალხური მკურნალობაჰერბალური და არომათერაპია

მონასტრის ჩაი ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ

ავტორი
შენი მედიცინა
ბოლო განახლება: ოქტომბერი 1, 2026
4 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

მონასტრის ჩაი ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ! ეს  არის სამკურნალო მცენარეების ნაკრები, რომელიც ორგანიზმზე მოქმედებს კომპლექსურად.

ჩაიში შემავალი სამკურნალო მცენარეები: 

1) ფარსმანდუკი ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების მუშაობას. ასევე მას აქვს რეგენერაციის და შეხორცების კარგი თვისება. გარდა ამისა ის ორგანიზმზე ახდენს ანტიანთებით, ანტიალერგიულ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

2) ბეგქონდარა ჩაის ნაკრებში არის მცირე რაოდენობით, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ზიზღი ალკოჰოლისადმი.

3) კულმუხოს ფესვების შემადგენლობაში შედის ვიტამინები, მინერალები და ეთერზეთები. ის არის შეუცვლელი საშუალება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ღვიძლის და თირკმელების მკურნალობაში.

4) კრაზანა ორგანიზმზე ახდენს ანთებისსაწინააღმდეგო და მატონიზირებელ მოქმედებას. ის მონაწილეობს ღვიძლისა და კუჭის დაზიანებული უჯრედების აღდგენაში.

5) თავშავა თავისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობის წყალობით ორგანიზმზე ახდენს ანტიანთებით, ანტისეპტიკურ, ტკივილგამაყუჩებელ და დამაწყნარებელ მოქმედებას.

6) გვირილა წარმოადგენს უნიკალურ საშუალებას ქრონიკული და მწვავე ანთებითი პროცესების დროს კუჭსა და ნაწლავებში. ზუსტად ამიტომ ის შეყვანილია ჩაის სამკურნალო ნაკრებში.

7) სალბი არის უნიკალური და ეფექტური მცენარე კუჭ–ნაწლავის, თირკმელების და ღვიძლის სხვადასხვა ვირუსული ინფექციების მკურნალობაში.

8) გულყვითელას აქვს ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. ის ეფექტურად გამოიყენება სისხლის გასაწმენდად და სისხლძარღვების სამკურნალოდ. აგრეთვე მას იყენებენ ნევროზების და ემოციური სტრესების მოსახსნელად.

9) შხამა გამოიყენება ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანების სამკურნალოდ. ის აფართოვებს სისხლძარღვებს და ნორმაში მოჰყავს ნერვული სისტემა.

10) ლობიოს ხმელი პარკების შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები დადებით გავლენას ახდენენ გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე, ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე, ჰემოგლობინის გამომუშავებაზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ანტიანთებითი მოქმედების წყალობით ის ასევე ღვიძლში აცხრობს ანთებით პროცესებს.

11) აბზინდა არის უნიკალური მცენარე რომელიც გამოიყენება ორგანიზმის გსაწმენდად მავნე ნივთიერებებისგან. ასევე მას იყენებენ ეთილის სპირტით ინტოქსიკაციის დროს.

12) ნეგო არის ყველაზე სასრგებლო მცენარე ისეთი ორგანოების დაავადების მკურნალობაში როგორიც არის: ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი და თირკმელები. მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობის წყალობით ის აჩქარებს სისხლის უჯრედების რეგენერაციის პროცესს და ასუფთავებს სისხლს.

  ნიორი, ვაშლის ძმარი და თაფლი – ბუნებრივი კომბინაცია უამრავი დაავადების საკმკურნალოდ!

13) ჭინჭრის ქიმიური შემადგენლობა საკმაოდ მდიდარია. შეიცავს ვიტამინებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს, ასევე ტანინებს. შესაბამისად მისი სარგებლობა ძალიან დიდია. ის საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელია და დადებითად მოქმედებს ღვიძლზე და ნაღვლის ბუშტზე.

14) ასკილის ნაყოფი არის საუკეთესო შარდმდენი, შედეგად ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები.

მონასტრის ჩაის  თვისებები

მონასტრის ჩაი ალკოჰოლიზმისთვის არის სამკურნალო მცენარეების ნაკრები, რომელიც ორგანიზმზე მოქმედებს კომპლექსურად. ფარმაკოლოგიური წამლებისგან განსხვავებით ის ორგანიზმზე ახდენს მხოლოდ დადებით ეფექტს, არ აზიანებს ღვიძლს და ნაწლავების მიკროფლორას.

ჩაის სასარგებლო თვისებები

მონასტრის ჩაი ორგანიზმზე სხვადასხვა სახით მოქმედებს. ასუფთავებს ორგანიზმს და ეხმარება სტრესიდან გამოსვლაში. მისი სისტემატიური გამოყენება აქრობს ალკოჰოლური სასმელების მიღების სურვილს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩაის ჩართვა კომპლექსურ მკურნალობაში გაცილებით სწრაფ შედეგს იძლევა.

დადებითი ეფექტი აღინიშნება რეგულარული მიღების შედეგად 2 – 3 კვირაში. მთავარია ის მიიღოთ რეგულარულად და არ გამოტოვოთ არცერთი დღე.

  1. აღადგენს, ღვიძლის, თირკმელების და კუჭის ბუნებრივ პროცესებს.
  2. ამცირებს სპირტიანი სასმელების მოთხოვნილებას.
  3. ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
  4. აძლიერებს იმუნურ სისტემას.
  5. არეგულირებს ნერვულ სისტემას.
  6. აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

რეკომენდირებულია მისი მიღება მას შემდეგაც რაც გაქრება ალკოჰოლზე დამოკიდებულება. ასეთი სახით საშუალებას არ მისცემთ ამ დაავადებას კვლავ იჩინოს თავი.

მონასტრის ჩაის მიღების წესი: 

ცხელი ნაყენის დამზადება – 4 გრამი ბალახების ფხვნილი ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 200 მლ ადუღებული (მდუღარე) წყალი და ასე გააჩერეთ 45 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 20 – 30 წუთით ადრე. ყოველგვარი შაქრისა და შაქრის შემცვლელი ნივთიერებების გარეშე. ერთ მიღებაზე დალიეთ მიღებული ნაყენის ⅓ ანუ 65 მლ.

თუ არ გაქვთ თერმოსი ამ შემთხვევაში მისი დამზადება შესაძლებელია მინის ან ემალირებულ ჭურჭელში. დაასხით ადუღებული წყალი და შეფუთეთ თბილად რათა ტემპერატურამ სწრაფად არ დაიკლოს. 45 წუთით შეფუთვა უზრუნველყოფს როგორც ბალახებიდან ასევე ფესვებიდან ნივთიერებების მაქსიმალურ გამოტანას.

  უძლიერესი სამკურნალო საშუალება, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს ჩირქი

კურსის ხანგრძლივობა 30 დღე.

გაფრთხილება !

თუ დაგრჩებათ ნაყენი, მეორე დღეს არ გამოიყენოთ. ყოველი დღისთვის დააყენეთ ახალი ნაყენი.

გაფრთხილება! 

გამოყენებამდე – აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება.

შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური გადაუტანლობა

Contents
  • ჩაიში შემავალი სამკურნალო მცენარეები: 
  • მონასტრის ჩაის  თვისებები
  • მონასტრის ჩაის მიღების წესი: 
  • გაფრთხილება! 
FacebookTwitter
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბმულის კოპირება ბეჭდვა
ავტორიშენი მედიცინა
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

HOT NEWS

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

ეს რეცეპტი გასაოცარია! ის მხოლოდ ერთ დღეში განგკურნავს სახსრების ტკივილსგან!

ოქტომბერი 1, 2026

4 მცენარე საძინებელში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

ოქტომბერი 1, 2026

სტომატოლოგის მეუღლემ მასწავლა როგორ მოვიშორო კბილის ქვა და გავითერთრო ემალი 4 წუთში!

ოქტომბერი 1, 2026

თმის ცვენა ქალებში: მიზეზები, მკურნალობა და პრევენციის გზები!

ოქტომბერი 1, 2026

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — კურორტი
  • ეკოტურიზმი
  • ეროვნული პარკები
  • სვანეთი
shenidasveneba.ge →

Follow US: 

Quick Access

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები

Company

  • Terms And Conditions
  • Editorial Policy
  • Marketing Solutions
  • Industry Intelligence

Cookies Notice

We use our own and third-party cookies to improve our services, personalise your advertising and remember your preferences.

Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?