შენი მედიცინა
  • მთავარი
  • GMJ News
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour
Donate
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი მედიცინაშენი მედიცინა
  • მთავარი
  • GMJ News
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour
Search
  • მთავარი
  • GMJ News
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour

Popular Posts

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

ეს რეცეპტი გასაოცარია! ის მხოლოდ ერთ დღეში განგკურნავს სახსრების ტკივილსგან!

ტრადიციული და ხალხური მკურნალობა

4 მცენარე საძინებელში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაჰერბალური და არომათერაპია

სტომატოლოგის მეუღლემ მასწავლა როგორ მოვიშორო კბილის ქვა და გავითერთრო ემალი 4 წუთში!

Welcome to Our Wildlife Sanctuary

Like the resource it seeks to protect, wildlife conservation must be dynamic, changing as conditions change, seeking always to become more effective.
Discover
გამოგვყევით
Made by ThemeRuby using the Foxiz theme. Powered by WordPress
ტრადიციული და ხალხური მკურნალობაჰერბალური და არომათერაპია

გაიგეთ რა არის კენჭოვანი დაავადების მიზეზები და როგორ უმკურნალოთ მას ხალხური მედიცინით.

ავტორი
შენი მედიცინა
ბოლო განახლება: ოქტომბერი 1, 2026
6 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

გაიგეთ რა არის კენჭოვანი დაავადების მიზეზები და როგორ უმკურნალოთ მას ხალხური მედიცინით.

კენჭები ორგანიზმში

ხალხში ქვებს ან კენჭებს უწოდებენ პათოგენური ბუნების ბიომინერალებს. სადღეისოდ ცნობილია 80-მდე ასეთი ბიომინერალი. ბიომინერალები ცოცხალ ორგანიზმში მობინადრე მინერალებია. მათ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ადამიანის ძვლები და კბილები.

რა აჩენს კენჭებს?

კენჭების წარმოშობის მთავარი მიზეზი ორგანიზმის თანდაყოლილი, გენეტიკური თავისებურებაა, როდესაც ადამიანი ნივთიერებათა ცვლის გარკვეული დარღვევით ან ამ დარღვევისადმი მემკვიდრეობითი განწყობით იბადება. სწორედ მემკვიდრეობის წყალობითაა ორგანიზმი მიდრეკილი უხსნადი მარილების წარმოქმნისკენ, რომელთაგანაც შემდეგ კენჭები და ქვები ყალიბდება. მაგრამ თანდაყოლილი განწყობის მქონე პირებსაც კი კენჭოვანი დაავადება ყოველთვის როდი უვითარდებათ პათოლოგიური პროცესის გამშვები რგოლის ასამუშავებლად ხელშემწყობი ფაქტორების არსებობაა საჭირო და ესენია:

  • სომატური ფაქტორი – ორგანიზმში მოშლილია ნივთიერებათა ცვლა და ზოგიერთი ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქცია, განსაკუთრებით ისეთებისა, რომლებსაც წყალმარილოვანი ცვლის რეგულირება აკისრია.
  • კლიმატური ფაქტორი – ცხელ კლიმატურ ზონაში მცხოვრები ადამიანები მეტად იოფლებიან, ვიდრე ზომიერი კლიმატის ზონაში მცხოვრებნი, რის შედეგადაც ორგანიზმში იმატებს სხვადასხვა სახის მარილთა კონცენტრაცია, ისინი ნელ-ნელა ილექებიან ორგანოებში და პათოგენურ ბიომინერალებს წარმოქმნიან.
  • გეოგრაფიული ფაქტორი – დიდ როლს ასრულებს ადგილობრივი სასმელი წყლის შემადგენლობა. წყლები კალციუმის მარილების მაღალი შემცველობით აქტიურად აპროვოცირებს ქვების წარმოქმნას.
  • კვების ფაქტორი – მწარე და მჟავე საკვები ზრდის შარდის მჟავიანობას. თუ ამას დაერთო ვიტამინებისა და ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობაც, ქვები სწრაფად ჩამოყალიბდება. რაც შეეხება ნაღვლის ბუშტს,ასიდან დაახლოებით 80 შემთხვევაში ქვები ცხიმიანი, შემწვარ-მოხრაკული, მარილიანი და შებოლილი საკვების მოყვარულთა ხვედრია.
  • კალციუმი – მისი როგორც დეფიციტი, ისე სიჭარბე ქვების წარმოქმნას თანაბრად უწყობს ხელს.
  • ქრონიკული დაავადებები – კუჭ-ნაწლავის (ქრონიკული გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება), ძვალსახსროვანი სისტემის (ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი, პოდაგრა) დაავადებებს ხშირად თან სდევს ქვების წარმოქმნა. პათოგენურ მინერალთა ჩამოყალიბებაში დიდია ღვიძლის დაავადებათა (ჰეპატიტები) როლიც.
  • ალკოჰოლი და სტრესები – სპეციალისტთა აზრით, ქვები შესაძლოა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისა და ხშირი სტრესის შედეგიც იყოს.
  • ინფექციური დაავადებები და მოწამვლები – ორგანიზმის ძლიერი გაუწყლოებითა და წყალმარილოვანი ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებები ასევე იწვევს ქვების ჩამოყალიბებას.
  • გარეგანი და შინაგანი მიზეზები – კენჭოვანი დაავადება იშვიათად არის რომელიმე ერთი ფაქტორის დამსახურება; უმეტესად იგი გარეგან და შინაგან ფაქტორთა კომპლექსს უკავშირდება.
  ვიტილიგო – როგორ მოვიშოროთ თეთრი ლაქები კანზე ხელმისაწვდომი ხალხური საშუალებებით?!

გარეგანი მიზეზებია :

  1. კვების თავისებურებანი,
  2. წყლის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობა,
  3. შრომის მავნე პირობები,
  4. ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი,
  5. ჰიპოდინამია,
  6. საკვებში A ვიტამინისა და B ჯგუფის ვიტამინთა დეფიციტი, ზ
  7. ოგიერთი პრეპარატის (სულფანილამიდების) ხშირი მიღება,
  8. C ვიტამინის ხანგრძლივი მიღება დიდი დოზით.

შინაგანი მიზეზებია:

ორგანოთა განვითარების ანომალიები, რომლებიც ორგანოთა ნორმალურ ფუნქციობას აბრკოლებენ. მათ რიცხვშია ზოგიერთი ისეთი ფერმენტის დეფიციტი, რომელთა უკმარისობა იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ხანგრძლივი უმოძრაობა (იმობილიზაცია მოტეხილობისას) და სხვა. არსებობს ერთგვარი გამონაკლისებიც. შესაძლოა, ადამიანი არც ცხიმიანს ეტანებოდეს, ცხოვრების ჯანსაღ წესსაც მისდევდეს, ქვები კი მაინც გაუჩნდეს. ეს თითქმის ყოველთვის ცუდი ეკოლოგიის დამსახურებაა, რომელიც არღვევს ნორმალურ ურთიერთდამოკიდებულებას ორგანიზმში საჭირო ფერმენტების სინთეზსა და მოქმედებას შორის.

ხალხური მედიცინა კენჭების წინააღმდეგ.

ოქსალატური კენჭები: 1 ს/კ გამხმარ ბრტყელეკალას დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთით, გადმოდგით, შეაგრილეთ, გადაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ბრტყელეკალა ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რთულყვავილპვანთა ოჯახს ეკუთვნის, 2მ-მდე სიმაღლისაა, ფოთლები ოვალური, დაკბილული და ეკლიანია. ყვავილები – იასამნისფერი, მილაკოვანია და ტოტების ან ღეროს ბოლოშიაგანლაგებული. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. სამკურნალოდ მცენარეს ყვავილობის დასაწყისში აგროვებენ.

ბრტყელეკალა - NPLG Wiki Dictionaries

თირკმელებში კენჭებისა და ქვიშის არსებობისას:

  1. 1 ს/კ დანამცეცებულ ფარსმანდუკს (მელისკუდა) დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და თავდახურული დადგით 1 საათი. შემდეგ დალიეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში (მნიშვნელობა არ აქვს, ჭამის შემდეგ თუ ჭამამდე).
  2. 1 ს/კ დანამცეცებულ წითელი მოცვის ფოთლებს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დადგით 1 საათი.
  3. ასევე მოამზადეთ ცალ-ცალკე მარწყვის ფოთლების, შავი მოცხარის ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი. 1 ს/კ მოცხარის ნაყოფი და ფოთლები დაჭყლიტეთ, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და დადგით თავდახურული 15 წუთით.

სამივე ნაყენი ერთმანეთში შეურიეთ და დალიეთ თითო ჭიქა ფარსმანდუკის ნაყენის მიღებისთანავე. დანარჩენი კი მიიღეთ მცირე ულუფებით დღის განმავლობაში.
საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება ორკვირიანი დასვენების შემდეგ. დღის განმავლობაში ნაყენების გარდა უნდა დალიოს 2 ლიტრი სითხე.

  სახის კანს ექნება თანაბარი ფერი, ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების გარეშე, სულ რაღაც 3 დღეში!

ფარსმანდუკს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყვავის. მას კუდას, ჩიჩქვის ბალახის, კრავისკუდას,მელისკუდას, ქორისკუდას სახელებითაც იცნობენ. ის 120 სმ სიმაღლის სწორღეროიანი, ლანცეტაფოთლიანი, ფარისებრი ყვავილედის მქონე მცენარეა. ყვავილები თეთრია, იშვიათად — ვარდისფერი.

წითელი მოცვის ფოთლები მდიდარია ფლავონოიდებით, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით. მოცვის ნაყენს აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, მადეზინფიცირებელი მოქმედება. ასევე შარდმდენი, ნაღველმდენი და ნივთიერებათა ცვლის მომაწესრიგებელი ეფექტი აქვს მარწყვის ფოთლების ნაყენს.

შავი მოცხარი კი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ეთერზეთებით, ორგანული მჟავებით. მოცხარის ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ანემიების, გულის რიტმის დარღვევის, ათეროსკლეროზის, ინფექციური დაავადებების, გლომერულონეფრიტის დროს. მოცხარის ნაყოფთან ერთად გამოიყენება ფოთლების ნაყენი, როგორც შარდმდენი და ოფლმდენი საშუალება.

ნაყენთა კომბინაციას ექნება ძლიერი შარდმდენი ეფექტი და სწორედ ამას უკავშირდება მათი გამოყენება შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ დიდი ზომის კენჭები გაქვთ, გართულებათა თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე გმართებთ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
🔬 სამეცნიერო პროფილი: მოცვი — იხილეთ სრული სამეცნიერო მიმოხილვა (SupplementIndex) →
FacebookTwitter
TAGGED:გაიგეთ რა არის კენჭოვანი დაავადების მიზეზები და როგორ უმკურნალოთ მას ხალხური მედიცინით.
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბმულის კოპირება ბეჭდვა
ავტორიშენი მედიცინა
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

HOT NEWS

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

ეს რეცეპტი გასაოცარია! ის მხოლოდ ერთ დღეში განგკურნავს სახსრების ტკივილსგან!

ოქტომბერი 1, 2026

4 მცენარე საძინებელში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

ოქტომბერი 1, 2026

სტომატოლოგის მეუღლემ მასწავლა როგორ მოვიშორო კბილის ქვა და გავითერთრო ემალი 4 წუთში!

ოქტომბერი 1, 2026

თმის ცვენა ქალებში: მიზეზები, მკურნალობა და პრევენციის გზები!

ოქტომბერი 1, 2026

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — კურორტი
  • ეკოტურიზმი
  • ეროვნული პარკები
  • სვანეთი
shenidasveneba.ge →

Follow US: 

Quick Access

  • მთავარი
  • GMJ News
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
  • G Tour

Company

  • Terms And Conditions
  • Editorial Policy
  • Marketing Solutions
  • Industry Intelligence

Cookies Notice

We use our own and third-party cookies to improve our services, personalise your advertising and remember your preferences.

Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?