შენი მედიცინა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
Donate
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი მედიცინაშენი მედიცინა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები

Popular Posts

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

ეს რეცეპტი გასაოცარია! ის მხოლოდ ერთ დღეში განგკურნავს სახსრების ტკივილსგან!

ტრადიციული და ხალხური მკურნალობა

4 მცენარე საძინებელში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაჰერბალური და არომათერაპია

სტომატოლოგის მეუღლემ მასწავლა როგორ მოვიშორო კბილის ქვა და გავითერთრო ემალი 4 წუთში!

Welcome to Our Wildlife Sanctuary

Like the resource it seeks to protect, wildlife conservation must be dynamic, changing as conditions change, seeking always to become more effective.
Discover
გამოგვყევით
Made by ThemeRuby using the Foxiz theme. Powered by WordPress
ტრადიციული და ხალხური მკურნალობაჰერბალური და არომათერაპია

მენოპაუზა ქალებსა და მამაკაცებში. როგორ გადავლახოთ ეს პერიოდი?

ავტორი
შენი მედიცინა
ბოლო განახლება: ოქტომბერი 1, 2026
6 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

მენოპაუზა ქალებსა და მამაკაცებში. როგორ გადავლახოთ ეს პერიოდი?

მენოპაუზის ასაკი ინდივიდუალურია, საშუალოდ 51 წელს უდრის, უმეტესად კი 45-დან 55 წლამდე მერყეობს. თუ მენოპაუზიდან 1 წლის ან უფრო მეტი ხნის შემდეგ ქალს სისხლდენები დაეწყო, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

მენოპაუზის პერიოდში შემაწუხებელ მოვლენებს ქალების მხოლოდ მესამედი უჩივის. მესამედს მსუბუქი ფორმები აღენიშნება, ხოლო მესამედი კლიმაქსურ პერიოდში საერთოდ ვერ გრძნობს ცვლილებას. იმის წინასწარ განსაზღვრა, რომელ მესამედში მოხვდება ქალი, შეუძლებელია. ეს პიროვნულ თავისებურებებზე არ არის დამოკიდებული.

სიმპტომები და მიმდინარეობა

კლიმაქსის დროს ორი ტიპის დარღვევებია მოსალოდნელი:

ფსიქოვეგეტატიური დარღვევები:

  • ალები,
  • ოფლიანობა,
  • უძილობა,
  • დეპრესიული მდგომარეობა,
  • ადვილად აგზნება,
  • თავბრუსხვევა,
  • გულისცემის აჩქარება,
  • მგრძნობელობის დარღვევა სხეულის ამა თუ იმ ადგილას (პარესთეზიები),

შფოთვა:  ჰორმონული ფონის ცვლილების შედეგია. მათ შესაძლოა ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინონ თავი. რა უსიამოვნოც უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქადის და გარდაქმნების დასრულების შემდეგ თავისთავად გაივლის.

გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ჰორმონების ხანგრძლივი დეფიციტის შედეგს წარმოადგენს, ნელა მიმდინარეობს და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. ასეთ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ოსტეოპოროზი, შარდის ბუშტის პრობლემები (შარდის შეუკავებლობა და სხვა).

ჰორმონების დეფიციტი და სისხლძარღვები

სისხლძარღვთა პროგრესირებადი გამკვრივება უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთერობასა და შრომის უნარზე, ხოლო მათ დახშობას მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი მოჰყვება.

მამაკაცებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შესაძლოა უფრო მცირე ასაკშიც გამოაჩნდეთ, ქალებში კი პრაქტიკულად მხოლოდ 50 წლის შემდეგ გვხვდება. ამის მიზეზიც ესტროგენების დეფიციტია: ეს ჰორმონები ხელს უწყობს ქოლესტერინის ისეთი ფრაქციების წარმოქმნას, რომლებიც არ აზიანებს სისხლძარღვებს და ამგვარად ათეროსკლეროზისგან იცავს.

ჰორმონების დეფიციტი და შარდის ბუშტი

მენოპაუზის შემდეგ თავს იჩენს შარდის შეუკავებლობა. იგი ესტროგენების დეფიციტის ფონზე აღმოცენებული შარდის ბუშტისა და შარსადენის კუნთოვანი და ლორწოვანი შრეების ატროფიითა და სისხლძარღვთა ცვლილებებით არის განპირობებულ.

კლიმაქსური დარღვევები მამაკაცებში

ქალისგან განსხვავებით, მამაკაცმა შვილოსნობის ფუნქცია შესაძლოა მთელი სიცოცხლის მანძილზე შეინარჩუნოს. მაგრამ ჰორმონთა დეფიციტი, კერძოდ, ძირითადი ანდროგენული ჰორმონის ტესტოსტერონის დონის დაქვეითება, ასაკის მატებასთან ერთად
მაინც აღინიშნება. ტესტოსტერონის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახისა და სიძლიერის ფსიქოემოციური დარღვევები და ორგანული დაზიანებები, პირველ ყოვლისა, სქესობრივი პოტენციის დაქვეითება, რაც ზოგჯერ მძიმე დეპრესიის მიზეზად იქცევა.

  ხველის საწინააღმდეგო ეფექტური კომპრესი, რომლისთვისაც მხოლოდ ეს 2 ინგრედიენტია საჭირო

კლიმაქსთან ბრძოლა

მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმით:

  1. ჰორმონების დეფიციტის შევსებით;
  2. ჯანსაღი ბალანსირებული კვებით;
  3. სათანადო ფიზიკური აქტივობით.

ჰორმონების დეფიციტის შევსებით იზრდება ძვლების სიმკვრივე, თითქმის ნახევრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ხოლო შარდის ბუშტთან დაკავშირებული და საშოს სიმშრალის პრობლემების მოგვარება ადგილობრივი მკურნალობითაც (ესტროგენშემცველი კრემები და საშოს სანთლები) არის შესაძლებელი.

რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად გამოიყენება მენჯის ფუძის კუნთების მიზანმიმართული ვარჯიშიც.

რას გვირჩევს ხალხური მედიცინა კლიმაქსის დროს:

კლიმაქსის დროს ქალების უმრავლესობას ჯანმრთელობა უუარესდება, რაც ჰორმონულ ცვლილებებს უკავშირდება.

რეცეპტი 1: თანაბარი რაოდენობის მაყვლის ფოთლების, შავბალახას, კუნელის ყვავილების და ბერულას ნარევის 1 ს/კ-ს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ ჩაი და მიირთვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 2-ჯერ დღეში. ორ კვირაში თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

  • მაყვლის ფოთლები მდიდარია ჰექტინებით, უჯრედისით, B ჯგუფის, A და C ვიტამინებით, კალიუმით, სპილენძით, მანგანუმით. მაყვლის ფოთლებისა და ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში ითვლება დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს.
  • შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მისი ეფექტიანობა 4-ჯერ აღემატება კატაბალახისას. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ საგულე საშუალებად, სპაზმების, ნერვული აშლილობის, შიშების დროს. ასევე აქვს წნევის დამწევი, გულის რიტმის დამამშვიდებელი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტი.
  • კუნელის ყვავილს აგროვებენ ყვავილობის დაწყების დროს, როდესაც ყვავილების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გაშლილი. კუნელის პრეპარატებს იყენებენ გულის კუნთის ფუნქციური მოშლილობის, ჰიპერტონიული დაავადების, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, ათეროსკლეროზისა და კლიმაქსური ნევროზის დროს.
  • ბერულა იგივე ჭაობის ბერულა 5-20 სმ სიმაღლის ერთწლიანი მცენარეა, აქვს რუხი
    ბუსუსოვანი ფოთლები. მცენარე შეიცავს ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ვიტამინებს და სხვა ორგანულ ნივთიერებებს. ბერულას ახასიათებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება. მას იყენებენ ჰიპერტონიული დაავადების, კუჭის წყლულის, გარეგანი ჭრილობების, ასევე საშვილოსნოს ყელის ეროზიებისა და წყლულების სამკურნალოდ.
  უბრალოდ დაუჯერებელია! აბუსალათინის ზეთი და საკვები სოდა ჯანმრთელობის 24 პრობლემას კურნავს!

რეცეპტი 2: 10 ცალი ლიმონი კანიანად დავჭრათ და დავაქუცმაცოთ, შევურიოთ 5 ცალი უმი კვერცხის ნაჭუჭი და დავამატოთ ნახევარი ლიტრი არაყი, დავდგათ 5 დღე-ღამე გრილ, ბნელ ადგილას, გავფილტროთ. მივიღოთ 2 ს/კ 3-ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.

ამ მცენარეთა ნარევი ნამდვილად კარგ შედეგს მოგცემთ კლიმაქსური ნევროზის დროს.

ეს რეცეპტი გამოიყენება ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შესავსებად ბუნებრივი კალციუმით, რომელსაც კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს. ცნობილია, რომ კლიმაქსის პერიოდში ქალის ორგანიზმში ხდება ისეთი ჰორმონული ძვრები, რომელიც დეკალციფიკაციას უწყობს ხელს. სასურველია, კვერცხი შინაური ქათმისა იყოს, რადგან იგი მდიდარია მინერალებით.

რეცეპტი 3: შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ლიმონის, შავი ბოლოკის და ჭარხლის წვენი, თაფლი და არაყი. ერთი კურსის ჩასატარებლად დაგჭირდებათ თითო ჭიქა ეს კომპონენტი. მზა ნარევი შეინახეთ მაცივარში და მიიღეთ 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად, დილა-საღამოს, თითო სუფრის კოვზი, არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ სმა.

სამი თვის შემდეგ ალები აღარ შეგაწუხებთ. ბევრი ქალისთვის კლიმაქსი მართლაც რთული პერიოდია. ალები, ოფლიანობა, წნევის ხშირი თამაში, დარღვეული გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა.

ამ რეცეპტის თითოეული კომპონენტი მდიდარია სხვადასხვა ვიტამინით, მინერალით და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებით, რომელიც ორგანიზმისთვის რთულ, კლიმაქსურ პერიოდში აუცილებელია. გაითვალისწინეთ, რომ უნდა დაიცვათ ნარევის შენახვის წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მხოლოდ დაკარგავს სამკურნალო თვისებებს, არამედ შეიძლება გავნოთ კიდეც.

რეცეპტი 4: 45 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ვურჩევ პროფილაქტიკისთვის გამოიყენონ მიხაკი.

1 ჩ/კ გამხმარ მიხაკს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და დადგით 10 წუთი. უშაქროდ უნდა სვათ ჩაის ნაცვლად, 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, 15 დღის განმავლობაში. შემდეგი 15 დღე დაისვენეთ.

მიხაკის ნაყენი აწესრიგებს საჭმლის მონელებას, წმენდს სისხლს, შველის ოსტეოქონდროზსა და რადიკულიტს.

ამ უნიკალურ მცენარეს მართლაც მრავალმხრივი სამკურნალო თვისება გააჩნია: ხსნის სპაზმებს, აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, აქვს ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი მოქმედება.

🔬 სამეცნიერო პროფილი: მაკა — იხილეთ სრული სამეცნიერო მიმოხილვა (SupplementIndex) →
FacebookTwitter
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბმულის კოპირება ბეჭდვა
ავტორიშენი მედიცინა
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

HOT NEWS

ტრადიციული და ხალხური მკურნალობაქართული ხალხური მედიცინა

ეს რეცეპტი გასაოცარია! ის მხოლოდ ერთ დღეში განგკურნავს სახსრების ტკივილსგან!

ოქტომბერი 1, 2026

4 მცენარე საძინებელში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

ოქტომბერი 1, 2026

სტომატოლოგის მეუღლემ მასწავლა როგორ მოვიშორო კბილის ქვა და გავითერთრო ემალი 4 წუთში!

ოქტომბერი 1, 2026

თმის ცვენა ქალებში: მიზეზები, მკურნალობა და პრევენციის გზები!

ოქტომბერი 1, 2026

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — კურორტი
  • ეკოტურიზმი
  • ეროვნული პარკები
  • სვანეთი
shenidasveneba.ge →

Follow US: 

Quick Access

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
  • ტრადიციული და ხალხული მკურნალობა
  • მედიკამენტები და დანამატები

Company

  • Terms And Conditions
  • Editorial Policy
  • Marketing Solutions
  • Industry Intelligence

Cookies Notice

We use our own and third-party cookies to improve our services, personalise your advertising and remember your preferences.

Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?